აბასთუმანი "მთის კანონის" ამოქმედების ფონზე

მთავარი თემა

აბასთუმანი "მთის კანონის" ამოქმედების ფონზე

2016 იან 11 22:08:55

2015 წლის 14 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა. სია საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს. დამტკიცდა ასევე ის შეღავათები, სახელფასო თუ საპენსიო დანამატები, რომელსაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების მკვიდრნი მიიღებენ.

 ეს სტატუსი დასახლებებს 10 წლის მანძილზე შეუნარჩუნდებათ, 10 წლის შემდეგ კი, კანონის მოქმედების შედეგებიდან გამომდინარე, გადაისინჯება დასახლებული პუნქტების სია.  კანონის მთავარ მისიას წარმოადგენს მთის დაცლის პროცესის შეჩერება, ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. აღსანიშნავია, რომ, 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თითქმის 24 პროცენტითაა შემცირებული სოფლის მოსახლეობა.

2016 წლის 1 იანვრიდან    "მთის კანონი" რეალურად ამოქმედდა.  კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ან დროებით მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისათვის შემდეგი შეღავათების დაწესებას: უფასო სამედიცინო დაზღვევა; სახელმწიფო პენსიაზე ყოველთვიური დანამატის გაცემას პენსიის ოდენობით; საარსებო შემწეობის ორმაგი ოდენობით გაცემას სტატუსის მქონე ოჯახის წევრისათვის; რეინტეგრაციის შემწეობის ორმაგი ოდენობით გაცემას; შვილობილად აყვანის ანაზღაურების ორმაგი ოდენობით გაცემას; დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე ყოველთვიური შემწეობის ორმაგი ოდენობით გაცემას; შვილის შეძენისათვის თითოეულ ბავშვზე დახმარების 1000 ლარის ოდენობით გაცემას;

სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის ყოველთვიური დანამატის გაცემას ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით; სამედიცინო პერსონალისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემას შრომის ანაზღაურების 50 პროცენტის ოდენობით;

სტატუსის მქონე პირები განთავისუფლდებიან ადმინისტრაციული ორგანოების მომსახურების საფასურებისგან 50 პროცენტის ოდენობით;

სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ყოველთვიურ დანამატს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტის ოდენობით; მოხდება მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; თითოეულ მოსწავლეზე გაიცემა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ვაუჩერი ორმაგი ოდენობით; სტატუსის მქონე პირებს, რომლებიც სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებულ პროგრამაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით სწავლის საფასურს მთავრობა დააფინანსებს.

ამასთან, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყოველის წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე მოხმარებული 700 მ3 ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდას; ვისაც  არ მიეწოდება ბუნებრივი გაზი, სახელმწიფო უზრუნველყოფს ალტერნატიული საშუალებით. ასევე, ბიუჯეტიდან მოხდება ამ პერიოდში მოხმარებული 1000 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

 შემოდის მუდმივი და დრობით მცხოვრებლის ცნება. ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მთაში ცხოვრობენ მათ მუდმივი მცხოვრებლის სტატუსი ექნებათ, ხოლო მათ, ვინც წელიწადის მხოლოდ რამდენიმე თვეს ატარებს მთაში, მათ დროებით მცხოვრებლის სტატუსი ექნებათ. სწორედ ამ ადამიანებზე გავრცელდება ის შეღავათები, რომლებსაც მთის კანონი ითვალისწინებს.

კურორტი აბასთუმანი მაღალმთიანი დასახლებული ზონის სტატუსით სარგებლობს. ადგილობრივი მეწარმეები ამბობენ, რომ ეს კანონი, თუ რეალურად იმუშავებს, ძალიან დაეხმარება მთის განვითარებისა და გაძლიერების საქმეს.

ლიანა  ზაზაშვილი, სასტუმრო "ოჯახურის" მეპატრონე: "ისეთ გაუსაძლის ადგილზე ვცხოვრობთ, რომ პატარა ადამიანური რაღაცეებიც  გვიხარია,  ამ კანონის ამოქმედების შემდეგ კი  ჩვენთვის აქ ცხოვრება უფრო ადვილი გახდება. თუკი კურორტი აბასთუმანი არსებობს, აქაურმა მაცხოვრებლებმა შევინახეთ, აქ ზამთარი ძალიან მკაცრია, არ გვაქვს ბუნებრივი აირი  და მიუხედავად იმისა, რომ ტყეში ვცხოვრობთ, შეშაზეც ხელმოკლედ ვართ. კანონი, როგორც ვიცით, ითვალისწინებს საგადასახდო შეღავათებს, სალარო  აპარატი აღარ გვექნება, როცა დადარაჯებული იყვნენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე და აქტებს გვიწერდნენ. შეღავათია ისიც, რომ  ას კილოვატამდე ელექტროენერგიის მოხმარება უფასოა, წყალზე არ არის არანაირი შეღავათი, გადასახადი კი ძალიან დიდია.

ძალიან  კარგი ფაქტია ისიც რომ მთაში მცხოვრები ქალებისთვის საპენსიო ასაკი 55 წლამდე შემცირდა. იმედი გაგვიჩნდა, რომ ამ კანონის შემდეგ ახალგაზრდები ადგილზე დარჩებიან. ახალგაზრდებს თუ მისცემენ შეღავათიან კრედიტებს, ესეც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. ეს რაც შეეხება კერძო სექტორსპრემიერ მინისტრმა განაცხადა ,რომ მთავრობა აბასთუმნის განსავითარებლად აპირებს 13 მილიონი ლარის დახარჯვას. ეს კურორტი რუსეთის იმპერიის დროსაა აშენებული,  ეტყობა  მაშინ კარგად გათვალეს კურორტის მნიშვნელობა, მაგრამ დღეს ჩვენ, ქართველები ვერ ვიყენებთ სრულყოფილად აბასთუმნის სიკეთეებს, მარტო ჰაერი რომ მოგარჩენს, ისეთი ადგილია. ფიჭვის ჯემი და ფიჭვის მტვერი კი  საერთოდ პანაცეაა.  ყველას მოსწონს აბასთუმანი, მაგრამ მოუვლელობის გამო არ არის იმ რაოდენობის დამსვენებელი, რომ წლიდან წლამდე დასაქმებულები ვიყოთ."

დიანა ნაოჭაშვილი, აბასთუმნის მკვიდრი: "მშობლები აღარ მყავს, არც მუდმივი  სამსახური მაქვს, სოციალური დახმრება დედის გარდაცვალების შემდეგ მომიხსნეს, დედა ინვალიდი მყავდა და მითხრეს, რომ ეს დახმარება მას სჭირდებოდა. ვარ მარტოხელა, ჩემი ასაკიდან გამომინარე, ძნელია სამსახურის შოვნა.

კარგი იქნებოდა ეს კანონი მარტოხელებისთვისაც  ითვალისწინებდეს დახმარებას. როგორც ვიცით, ამ კანონით მარტო პენსიონერები და მასწავლებლები  ისარგებლებენ.

მთელ წელს მთაში ვატარებ, მკაცრი ზამთრის პირობებში, დროებით სამსახურს თუ ვიშოვი, ესაა მთელი ჩემის შემოსავალი.

აბასთუმანში მხოლოდ სილქნეტის ინტერნეტია, მაგრამ ძალიან ცუდად მუშაობს, თან ტარიფებიც გაიზარდა.

 აქ მცხოვრებთათვის ყველა პირობა უნდა  იყოს შექმნილი ახლადშემოღებული მთის კანონით.   მართალია კანონი ახალი ამოქმედებულია, მაგრამ ჯერჯერობით ვერც კი ვგრძნობთ რეალურად  მის შედეგებს."

"გურია ნიუსი" კვლავ გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას  და მკითხველს მიაწვდის ინფორმაციას, როგორ მოქმედებს რეალურად "მთის კანონი".




 ახალი ამბები
  • ერთიანობა ჩვენთვის გადამწყვეტია – რ2 “P.S”-ის გუნდმაც დატოვარუსთავი 2 P.S-ის გუნდმაც დატოვა. განცხადება გადაცემის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.  "რუსთავი 2-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა. რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრთხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა, ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ. სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ - მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი - იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება. ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება. არ გემშვიდობებით! გვინდა გითხრათ - ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე! სულ მალე!", - წერია ... ...
  • უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი გომისმთაზე 13 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "გომისმთობა 2019" გაიმართა, თუმცა, სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, გომისმთაზე ასულს ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ მიწაზე დაყრილი ბოძები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბულდოზერებით მოთხარეს. ამის პარალელურად, ახლად ამოთხრილი ორმოებიც ჩანს, რომელსაც, აქაურთა თქმით, ნაწვიმარზე სოკოც ვერ ასწრებს ამოსვლას, ისე სწრაფად ჩნდებიან _ რაც მეტია ზეწოლა, უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ორმოები. _ აგერ მოთხრილია ბოძი, გვერდით დატოვებულია. კიდევ იქით მოთხრილი, მერე ისევ დატოვებული. ვინც მოთხარა, როგორ მიხვდა _ რომელია კანონიერი და რომელი უკანონო? აქ ხომ ყველაფერი მოსწრებაზეა უკვე და დღეს რომ მოთხარო, ხვალ დილას ორმოს ვიღაც მაინც ამოიღებს, რომ სასწრაფოდ მოინიშნოს სამოსახლო და ასევე, ჩქარა დაიწყოს სახლის მშენებლობა _ იმედოვნებენ, რომ აშენებულს ვერავინ წაართმევთ. ვის დააჯერებ, რომ ამ განუკითხაობისას, აქ ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლები არ იხეირებენ?! ამიტომ, მაქსიმალურად უნდა იქნეს მიღებული გადამწყვეტი ზომები, რომ უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი რაიმე რეგულაციით შეჩერდეს, _ გვეუბნებიან გომისმთაზე მყოფი დამსვენებლები, რომლებიც, ძირითადად, გურიის მცხოვრებლები არიან. როგორც ყოველდღიურობა გვიჩვენებს და ადგილზე მისვლისას ჩანს, მოთხრის პროცესმა უკანონო მშენებლობები უფრო დააჩქარა _ გომისმთაზე ასულთ არაერთი სამშენებლო მასალით დატვირთული მანქანა დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ მიმდინარე მშენებლობებს შორის, უკვე იციან, რომელს არ უნდა შეეხოს არავინ. მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც, დაახლოებით, 400 კვ.მ. ფართობზე ფუნდამენტის ჩასხმის სერიოზული სამუშაოებია დაწყებული, გვითხრეს, რომ ეს ერთ-ერთი მღვდლისაა, რომელიც იქით გვერდზე ცოლისძმას უშენებს სახლს, აქეთ _ ცოლისდას და კიდევ სხვა ახლობელსაც, მაგრამ როგორ ეტყვიან რაიმეს, უხერხულიაო. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ წარმოადგინა რეკომენდაციების პროექტი, რომლითაც სააგარაკო სახლების იმ მშენებლებს, რომლებსაც კურორტზე სახლის 30 პროცენტი აქვთ აშენებული, არ შეუშლიან ხელს და ნებას დართავენ, გააგრძელონ მშენებლობა(?),დანარჩენებს კი _ არა... რაკი კურორტზე არსებული განუკითხავი ვითარების დასაძლევად, ბარიერი მისივე დღევანდელი სტატუსია, კომისიის წევრებმა უმწეობა გამოთქვეს დღევანდელი მდგომარეობის მოსაგვარებლად. კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას მოსაზრება ასეთია: "აუცილებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა, არსებული მძიმე მდგომარეობის კანონის ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და სხვა ნორმატიული აქტების მიღებამდე, დაგეგმოს და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რომელიც არც სააგარაკო სახლების მეპატრონეებს დააზიანებს და არც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუშლის ხელს". ეს წინადადება ოფიციალურად კარგად ჟღერს, თუმცა, ეწინააღმდეგება 30%-იან შეღავათს, რომლის დადგენა რა მოსაზრებას ექვემდებარება, ბუნდოვანია. ასევე, ბუნდოვანია კომისიისა და უმრავლესობის ფრაქციის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება _ შემუშავდეს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება. გაურკვეველია, რა უნდა დაადგინოს სამხარეო ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის მერიამ _ როგორ დართავს ნებას მას, ვინც სახლის 30% ააშენა, ან როგორ შეუშლის ხელს, ვისაც მხოლოდ ახლად ჩაბეტონებული ბოძები აქვს და თუ ის სასულიერო პირი იქნება?! გომისმთაზე უკანონო მშენებლობის პროცესი, ჯერჯერობით, შეუქცევადია, რასაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხი _"გომისმთაზე არსებული მდგომარეობა და მიღებული გადაწყვეტილება", ალბათ, ძნელად შეაჩერებს. "გურია ნიუსი" გომისმთაზე არსებული უკანონო მშენებლობების რთულ პროცესს აქტიურად ... ...
  • ფეშენებლური ვილების მიღმა _ რა ხდება შეკვეთილში და რა პრეტენზიები აქვს დამსვენებელს ხელისუფლებასთანშავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მეტრზე, ოზურგეთიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარე კურორტ შეკვეთილის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები _ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და მაგნიტური ქვიშაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები გულსისხლძარღვთა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დაავადებებს, მეორად ანემიას, რაქიტს, პერიფერიულ ნერვულ სისტემისა და სახსრების დაავადებებს შველის. შესაბამისად, წლების განმავლობაში კურორტი დამსვენებელს არ უჩიოდა. ბოლო წლებში, შეკვეთილის სახელი საერთაშორისო საძიებო სისტემებშიც გამოჩნდა, რასაც ხელი"ციცინათელამ","მინიატურულმა საქართველომ","მუსიკოსების პარკმა","ბლექ სი არენამ" და სასტუმრო"პარაგრაფმა" მნიშვნელოვნად შეუწყვეს. თუ ინტერნეტმასალებს დაეყრდნობით, გაიგებთ, რომ შეკვეთილში დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია. თუმცა, ეს ყველაფერი ერთ ზოლში _ იქ, სადაც ფეშენებლური ვილები და გასართობი ობიექტებია. დანარჩენი უბნები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ აქვს მიტოვებული _ იქ არც გზაა, არც სანაგვე ურნები, არც დასასვენებელი ადგილები. უფრო მეტიც, იმ ადგილებში, სადაც უამრავი ტურისტი კარვებითა და მანქანებით მიდიან, ბალახის მოთიბვითაც კი არავინ იწუხებს თავს. ამ ადგილებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ძლიერ სიცხეშიც კი ტალახია... ტყეში, ეკალ-ბარდებთან ერთად უამრავი ნაგავი ყრია, რაც დამსვენებლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს: _ უნიკალური კურორტია ძალიან დიდი პოტენციალით, თუმცა, მის კეთილმოწყობაზე, როგორც ჩანს, შერჩევით ზრუნავენ _ მდიდარი ხალხის სახლებთან გზაცაა, განათებაც და სისუფთავეც. ის ადგილები კი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად დადიან, როგორც ჩანს, არავის ადარდებს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები. მოუწესრიგებელ კურორტზე ყურადღებას უცხოელი ტურისტებიც ამახვილებენ: _ არაჩვეულებრივი კურორტია _ კარგი ზღვა, ჰაერი, თუმცა, ძალიან მოუწესრიგებელი. საპიკნიკე ადგილები არ არსებობს, კარავსაც ვერ ვშლით ნორმალურად, რადგან ყველგან ტალახი და ეკლებია. არადა, ინტერნეტში სხვა რამ იძებნება, _ აღნიშნეს"გურია ნიუსთან" საუბრისას პოლონელმა ტურისტებმა. მათ მსგავსად ფიქრობენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც და ადგილობრივებიც: _ დასუფთავების მანქანა მხოლოდ მდიდრულ ვილებთან და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადის. ალბათ, იმისთვის, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც შეკვეთილში ფეშენებლური კოტეჯები აქვთ, დაანახონ, თუ როგორ მუშაობენ. იმ მხარეს ასუფთავებენ, უვლიან და აქეთ, სადაც უამრავი ტურისტია და ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღე მოდიან, არც კი იყურებიან. არაერთხელ ვთხოვეთ ოზურგეთის მერიას, რომ ეს ტერიტორიებიც დაესუფთავებინათ, გზა მოეწესრიგებინათ, ეკალ-ბარდები მოეჭრათ, თუმცა, უშედეგოდ. არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ტურიზმის განვითარება მათი პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი როგორაა დალაგებული, თქვენც ხედავთ, _ გვიყვებიან შეკვეთილში ჩასულებს. იმის გასაგებად, თუ რატომ ასუფთავებენ მხოლოდ ერთ ნაწილს და რატომ არ ითვალისწინებენ ჩვეულებრივი ადამიანების თხოვნას, ოზურგეთის მერთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ჩვეულებას არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ თავდაპირველად გვითხრა, რომ შეკვეთილი ერთი კვირის წინ დასუფთავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ საპირისპირო სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა გაგვაჩნდა და რომ ის ადგილები, სადაც ფეშენებლური ვილები არ დგას (განსაკუთრებით ე. წ."კაპროვანი") ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გვითხრა, რომ აუცილებლად გაარკვევდა: _ ზუსტად არ ვიცი, ლოკაციები სად დაასუფთავეს. ამიტომ, დავუძახებ დასუფთავების სამსახურს, გავერკვევი და შესაბამის მითითებებს მივცემ, _ აღნიშნა ... ...
  • ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი: "გურულები ძაღლების მიმართ აგრესიულები ხართ!"მიუსაფარი ძაღლების საკითხი მწვავედ დგას ოზურგეთში _ აქ, უახლოეს თვეებში, გასულ წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, არაერთი მოქალაქე დაკბინა ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებმა, მათ შორის, ბავშვიც იყო. 16 აგვისტოს, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მიუსაფარმა ძაღლმა მოქალაქე დაკბინა _ მელექედურელი მამაკაცს, რომელიც ბაზარში შევიდა, მოულოდნელად ძაღლი უკნიდან ეცა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი შემობრუნდა და მოგერიებას შეეცადა, თუმცა, დაეცა და ძაღლი ზემოდან მოექცა. კაცმა იმდენი მოახერხა, რომ ყელში წვდა და სახეზე კბენის საშუალება არ მისცა. ცხოველის მოგერიება ვერც ირგვლივ შემოხვეულმა ხალხმა მოახერხა და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. _ სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, ისეთი ამბავი იყო. აგერ, ბაზარში მომუშავე ავთო ჩხაიძემ იმარჯვა და ძაღლი მოაშორა წაქცეულ კაცს. თუ აქაურობას არ მოაშორეს ეს ძაღლები, შეჭამს ვიღაცას და მერე მიხედავენ, ალბათ, _ ამბობს ბაზარში დასაქმებული აბელ ფრანგულაშვილი. ბაზარში მომუშავე ქალბატონის, მანანა ფერცულიანის თქმით, ისიც დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობს. _ ამ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა ქალბატონმა მანანამ. ბადრი ჭაფოძე, ბაზარში მომუშავე: "მეც მახსოვს ამ ძაღლების კბილი. ვის დატოვებენ ესენი, რომ არ უკბინონ? მანქანიდან გადმოვედი და მეცა უცებ. დაგელაპარაკება თუ რა? მიუსაფარი ძაღლებიაო, რომ იძახიან, მიუსაფარი ადამიანი დაკბინა, აგერ, აჩიკო ჭაფოძე _ არც სახლი აქვს, არც არავინ ჰყავს და იმას უპატრონონ. ძაღლიც ცოდოა და ადამიანიც. შეგვჭამონ მაშინ. გამოუშვან, რაც ძაღლებია, "ბირკის" დაბნევა შველის?!" ლილი დოლიძე, ბაზარში მომუშავე ქალბატონი: "საშინელებას ვუყურე! ბაზარში შესულ კაცს პირდაპირ ეცა, კაცი წაიქცა და ძაღლი ყელში წვდა. ვკიოდით. ისევ კაცმა იმარჯვა და არ მისცა საშუალება, სახეზე ეკბინა. სამაშველო სამსახურში დავრეკეთ... აქ თითქმის ყოველდღე ასეთი ამბავია. რაღაც ღონისძიება გაატარონ, სასწრაფოდ. ხალხს ვერ გაუვლია _ ყველგან ძაღლი დადის ან წევს..." დალი ქერქაძე, მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი: "ფეხით სიარულს ვინ დაეძებს, ველოსიპედით ვერ გაუვლიათ ღამით ადამიანებს. იკითხეს ამბავი? რომ დაწერთ, ვიღაცამ ხომ უნდა გაატაროს ღონისძიება? თუ საპროტესტო აქცია მოვაწყოთ მაინცდამაინც?" ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში: _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა და თუ იქიდან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიბას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა ქუტიძემ. "გურია ნიუსი" ცხოველთა დაცვის ფედერაციის, გურია-აჭარის ზონის წარმომადგენელს, გულო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. _ ძაღლი არავის კბენს, თუ არ უყვირე და დაარტყი. გურულები განსაკუთრებით აგრესიულები ხართ ძაღლების მიმართ (?!) მე ერთი თვის განმავლობაში დავდივარ მთელ გურიაში. ლიხაურის გადასახვევიდან ვიწყებ, ურეკსა და ნატანებში ჩავდივარ. ოზურგეთის ბაზარში ყვირიან ქალები, ძაღლები წაათრიეთო. ერთხელ არ მითხრა რომელიმემ, რა ცოდოაო. პირიქით, ოზურგეთში აწამებენ ძაღლებს (?!). რამდენს მე თვითონ მოვხსენი ყელზე თოკი. კისერში აქვთ წაჭერილი და ქუჩაშია გადმოგდებული, თითქოს, ის სულიერი არ იყოს. ყველას ფოტოები მაქვს. ვაგროვებ და გამოფენა უნდა გავაკეთო, ოზურგეთის რომელ სოფელში და რომელ ქუჩაზე ვნახე ეს ნაწამები ცხოველები. _ ქალბატონო გულიკო, ვინ სცემს ასე გააფთრებით, ან სად წერია, რომ გურულები არიან განსაკუთრებით აგრესიულები ძაღლების მიმართ? ბავშვი დაკბინა ამას წინათ და გიკვირთ, მშობელი რომ უკმაყოფილო იყოს? _ კი, ოზურგეთელები არიან ძალიან აგრესიულები. მე ეს ვნახე. მეოთხე კლასიდან ძაღლებს ვმფარველობ, ახლა პენსიონერი ვარ. ჩემთვის არ უკბენია ძაღლს. რაღა მანდ დაკბინა ყველა? მოფერება უნდა. სადაც მიჩვეულია, იქ უნდა იყოს და უნდა აჭამონ. კანონი იცავს და ძაღლს ვერსად წავიყვანთ. როგორც ვიცი, ოზურგეთში დაგეგმილია თავშესაფრის აშენება. მანამდე კი, თეატრის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, უნდა შეკრიბოთ მთელი მოსახლეობა და ტრენინგი ჩავუტაროთ, თუ როგორ უნდა მოუარონ ძაღლებს. _ გურულებს ძაღლების მოვლა ესწავლებათ? _ კი, კი, ნამდვილად... აგერ მოვიდა ჩემი "სერი", ასე ქვია. ... მოდი, მოდი, გენაცვალე. ქუჩაში ვიპოვე, 7 კილო თუ იქნებოდა, გატყავებული, გადაგდებული, დავბანე, ვუმკურნალე, ვაჭამე და ახლა უზარმაზარი ბომბორაა. მოდი, შემოგევლე, მოდი (ეტყობოდა, ძაღლს მიეფერა გურულებზე გაბრაზებული ქალბატონი გულიკო, რომელიც ვერანაირად ვერ დავარწმუნეთ, რომ ოზურგეთში ძაღლების ცემას მასობრივი ხასიათი არ აქვს და აგრესიული ხშირად თვით ეს მიუსაფარი ცხოველები არიან. ავტ.). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თავშესაფრის აშენება 2020 წლის იანვრისთვის იგეგმება, მანამდე კი უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოქალაქეების დაკბენის ფაქტები აღარ ... ...
  • ერთი კილოგრამი თხილის ფასი ოთხი ლარი გახდა: "დაბრუნებული დიდება"გასული ერთი კვირის განმავლობაში, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ერთი ლარით გაიზარდა და ოთხი ლარი გახდა. ყველა აღნიშნავს, რომ წელს კი არა, მომავალ წლებშიც არ ელოდნენ თხილის ფასის მატებას, რადგან თხილის სიდამპლემ და მის მიერ მოყენებულმა ზარალმა ადამიანებს რწმენა ისე შეურყია, რომ ზოგან პლანტაციების აჩეხვაც დაიწყეს. თხილის მიღება, ჩვეულებრივ, კვლავ პრიმიტიული ფორმით ხდება _ ერთი საღი მარცვლის ღირებულება 40 თეთრია. ყოველი გატეხილი ათი ცალიდან, რამდენიც იქნება საღი, მომტანი იმდენ ორმოც თეთრს მიიღებს. ზოგან გაუტეხავადაც იბარებენ, რადგან თხილს ხარისხი ეტყობა და სიმძიმეც მოქმედებს. თუ გასულ წლებს გადავხედავთ, მხოლოდ 2005 წელს და მომდევნო პერიოდში, თხილის ფასი ასეთ ნიშნულზე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში იყო. _ 2005 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო და მაშინ ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვფიქრობდით, ავშენდითო და ამ ყველაფერს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას ვუკავშირებდით. თუმცა, ორ წელიწადში თავდაღმა წავიდა თხილის ფასის საქმე. ბოლო სამი წელია კი, ამ ყველაფერს თხილის სიდამპლე მიემატა, თითქოს, დაბალი ფასი არ გვყოფნიდა და იქამდე მივიდა საქმე, ხალხმა თხილის აჩეხვაც კი გადაწყვიტა. თუმცა, ახლა უზომოდ გვიხარია _ მგონი, გვეშველება და თხილი ძველ დიდებას დაიბრუნებს. შიში მაინც გვაქვს, რადგან უცებ ვიღაც გამოხტება და ფასს დააგდებს. ამიტომ, ჟურნალისტები თუ იქნებით ფხიზლად და ასე ხშირად ჩამოივლით, იქნებ, ვერ დაგვჩაგრონ. უნდა მოგვეხმაროთ! _ გვეუბნებიან თხილის ჩასაბარებლად რიგში მდგომი მოქალაქეები: ჩოხატაურელი ნონა შათირიშვილი, ოზურგეთელები: მარგო ნინიძე, ვახტანგ ერქომაიშვილი და ხათუნა ცქვიტინიძე. თხილის სეზონზე, მიმღებ პუნქტებში ხშირად ამბობენ, რომ არ იციან, შეიცვლება თუ არა თხილის ფასი უარესობისკენ ან პირიქით. უმეტესად, საუბრობენ ქარხნების ამუშავების შესახებ, რაც, თუ გასული წლების პრაქტიკას გადავხედავთ, ფასზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთანავე, აგვისტოს დღესასწაულების და შემდეგ, მოახლოებული სასწავლო წლის დაწყებისას, ჩვეულებრივი ამბავია თხილის ფასის დაწევა, რაც არასდროს კონტროლდება, თუ ვის მიერ ხდება. _ ვერაფერს გეტყვით. მანამდე ჩააბარონ, ვიდრე დღესასწაულები დადგება. ნედლ თხილს რომ ასეთი ფასი აქვს, ურიგოა? ჩვენ არ ვქმნით ამ გარემოს, ფასების ზევით-ქვევით მონაცვლეობას არ ვაკონტროლებთ და არც არავინ გვეკითხება. უბრალო ადამიანები ვართ და ლუკმა-პურის ფულისთვის ვათენ-ვაღამებთ, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ჯიხურებში. ფასის მატების მიუხედავად, ხალხი მაინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ თხილს სათითაოდ ტეხენ და ცალობით ითვლიან: _ კარგს და ცუდ თხილს ეტყობა, როგორი ხარისხიც აქვს. ესეც ხალხის საწვალებლად მოგონილი ხერხია და არ გვგონია, ხარისხს ზუსტად განსაზღვრავდეს, _ ამბობენ ისინი. რაც შეეხება თხილის გადამამუშავებელი ქარხნების ამუშავებას, ზოგიერთი უკვე ამოქმედდა. თხილის მიმღებ პუნქტებში გვითხრეს ისიც, რომ ქარხნებმა უკვე გააშრეს თხილი და წონაში სხვაობა დიდია. უვარგისიც ბევრია და შესაძლოა, ფასმა მოულოდნელადაც დაიწიოს. თუმცა, რიგითი მოქალაქეები ამ ყველაფერს მორიგ ფანდს უწოდებენ და როგორც წლების მანძილზე, ახლაც ითხოვენ განსაკუთრებულ რეგულაციას, რომელიც არც ერთ მხარეს _ არც გლეხს და არც მიმღებს არ დააზარალებს. 14 აგვისტოსთვის, ოზურგეთში, თხილის ფასმა 5-10 თეთრით დაიწია; ასევე, მოხდა, ფასების მინიმალური სხვაობით,"გულშიშველას" და"ბერძნულას" გაყოფა ერთმანეთისგან _ ერთი კილოგრამი"ბერძნულა", თუ გატეხილი ათი ცალიდან, ცხრა ან ათი საღია, ოთხი ლარი ღირს, ანუ ერთი ცალი 40 თეთრად ფასდება."გულშიშველას" ერთ ცალს 35 თეთრად ანგარიშობენ, ანუ ერთ კილოგრამში სამლარნახევარს იხდიან. თუ გატეხილი თხილის რაოდენობიდან საღი გული ნაკლებია, შესაბამისად, იკლებს ფასიც. ოზურგეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, თხილის ფასის გამოანგარიშების ეს მარტივი, პრაქტიკული და შესაძლოა, პრიმიტიული წესი დომინირებს. დღეისთვის, ოზურგეთში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეზობელ რეგიონებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2-3 ლარით მეტია, რაც არანაირად არ დასტურდება"გურია ნიუსის" მიერ გადამოწმებული ინფორმაციით. შედარებით მეტი ფასი აქვს სამეგრელოში, კონკრეტულად, ზუგდიდში, რაც წლების განმავლობაში ასე ხდება. _ ოზურგეთში, რომ შეხვიდე სხვადასხვა მაღაზიაში, შაქარი 10-15 თეთრით, ზოგან მეტი ღირს, ზოგან _ ნაკლები. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებს დღევანდელ კონიუნქტურაში, ჯერჯერობით, ვერაფერი ცვლის. თუმცა, ორი ან სამი ლარით მეტი იყოს თხილის ფასი რომელიმე რეგიონში, მტკნარი ტყუილია, ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...