გაიცანით საქართველოს უხუცესი ქალბატონი _ 113 წლის ზერიფე ანთაძე, რომელიც ხელისუფლებაზე ნაწყენია

მთავარი თემა

გაიცანით საქართველოს უხუცესი ქალბატონი _ 113 წლის ზერიფე ანთაძე, რომელიც ხელისუფლებაზე ნაწყენია

12 იან. 2016, 19:57:59

ზერიფე ანთაძე, პირადობის მოწმობის თანახმად, 113 წლისაა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, 115 წელი დეკემბერში შეასრულა.

დაზუსტებული ინფორმაციით, ქალბატონი ზერიფე საქართველოს უხუცესი ქალბატონია.

თავისი ცხოვრების ყველა წელი და მნიშვნელოვანი დეტალი კარგად ახსოვს. ამბობს, რომ დღეს ახალი წლის აღნიშვნა უკეთესად ხდება  და „ახლანდელი ბევრად უკეთესია“. მისივე თქმით, განსხვავება ისაა, რომ ძველად „ფარას“ უფრო ადვილად შოულობდა.

ქვეყნის ყველაზე ხნიერი ქალბატონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ცხოვრობს და  ხელისუფლებაზე განაწყენებულია. „გურია ნიუსის“ სტუმრობამ  ძალიან გაახარა და გულახდილადაც გვესაუბრა.

_ უცეცხლოდ ვერ ვძლებ და ამ მთავრობამ შეშა არ მოგვცა. ნახეთ, როგორი გაყინული მაქვს ხელები, _  ხელებს გვიწვდის და საუბარს აგრძელებს _ არ გვაძლევენ უფლებას მოვჭრათ შეშა, რომელიც ჩემს მიწა-წყალშია, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზერიფე ბებო, რომელსაც ოჯახის წევრებიც ეთანხმებიან.

როგორც ანთაძეებში გვითხრეს, ხეები მათ საკარმიდამო ნაკვეთშია, თუმცა,  მოჭრის ნებართვა ამ დრომდე ვერ მიიღეს.

_  ყურადღება და დახმარება ახლა მინდა მე.  მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს _  ჩემს შვილიშვილს ხელი შეუწყონ, რომ ჩემი მოვლა შეძლოს, _ ამბობს მთავრობაზე განაწყენებული 113 წლის ქალბატონი.

ზერიფე ბებოს თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მისთვის ახალი წელი არ მიულოცავთ:

_ არავის გავხსენებივარ. მხოლოდ თქვენ მოხვედით და ძალიან გამახარეთ, რომ ჩემს სანახავად ამხელა გზა გამოიარეთ. ადრე გვყავდა კარგი გამგებელი, რომელიც ახლა მკვდარია. ახლანდელ გამგებელს კი ფეხებზე ვკიდივარ, _ გვეუბნება ქვეყნის უხუცესი ქალბატონი.

ზერიფე ბებოს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს, თუმცა წუხს, რომ თავს ისე ვერ გრძნობს, როგორც 50 წლის წინ. 

„გურია ნიუსის“ კითხვის დროს გაგვიმხილა, რომ სათვალე არასდროს გაუკეთებია. ისიც გვითხრა, რომ მაკიაჟსაც არ სწყალობს და არც ზედმეტად გადაპრანჭული ქალები მოსწონს.

113 წლის ქალბატონის შთამომავლობა მრავალრიცხოვანია.  ორი შვილის „ნაგრამი“ _ შვილიშვილების და შვილისშვილის შვილიშვილების რაოდენობა 55-ს აღწევს. ზეფირა ბებომ ყველა მათგანის სახელი ახსოვს და მასთან მისულებს შოკოლადებითაც უმასპინძლდება.

გვიყვება, რომ როგორც შვილიშვილებს, ასევე შვილისშვილისშვილებს აჭარული კერძების მომზადება თავად ასწავლა.

_ ბაქლავის მომზადებაც ვასწავლე, ტოლმისაც და აჩმისაც. პატარა გოგოს ყველაზე უკეთ გამოდის, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას უხუცესი რესპონდენტი.

ცისფერთვალება ქალბატონს ძველი ფოტოები არა აქვს, როგორც ამბობს „სურათობა არ იყო მაშინ“.

„გურია ნიუსთან“ იმ დროს იხსენებს, როცა ღორჯომში ცხოვრობდა და ზოტში მცხოვრები ახალგაზრდა შეუყვარდა:

_ 19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ჩემს მშობლებს სხვაზე უნდა გავეთხოვებინე, თუმცა, ჩემი ქმარი მეზობელთან ვნახე, ზოტიდან იყო ჩამოსული. ჩუმად ვხდებოდით და მერე გაპარვა გადავწყვიტეთ. გაზაფხული იყო და ზოტში, ღორჯომიდან ფეხით წამოვედით, _ ცხოვრების ყველაზე კარგ მოგონებებს იხსენებს ქალბატონი ზერიფე.

ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო მშობლები არ განაწყენებულან:

_ მშობლებთან ხშირად დავდიოდით, ზოგჯერ _ ფეხით, ზოგჯერ _ ცხენით. როცა ამ სოფელში გავთხოვდი ცუდი დრო იყო. საპონი რომ გეყიდა, ან ჩოხატაურში უნდა ჩასულიყავი ან ღორჯომში გადასულიყავი. ჩვენ უფრო ხშირად ღორჯომში დავდიოდით.

ზერიფე ბებოს მიაჩნია, რომ მისი შთამომავლებიც ასე უნდა გათხოვდნენ და საკუთარი ბედი ყველამ თავად უნდა აირჩიოს.

ზერიფე ბებო მთელ ქვეყანას ახალ წელს „გურია ნიუსის“ საშუალებით ულოცავს და იმედს იტოვებს, რომ ამ ზამთარში არ გაიყინება:

„გამჩენელმა ღმერთმა ბევრი ახალი წელი მოგასწრათ და სულ მშვიდობით გარონიოთ, ბედნიერი გზით“ _ ასე გვლოცავს და გვილოცავს ახალ წელს საქართველოს უხუცესი ქალბატონი, 113 წლის ზერიფე ანათაძე.

„გურია ნიუსი“ ზერიფე ბებოს ზოტის მაჟორიტარ დეპუტატთან, უშანგი ართმელაძესთან ერთად სტუმრობდა. დეპუტატმა უხუცესი ქალბატონის საყვედურებიც მოისმინა და აღნიშნა, რომ მის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

როგორც გავარკვიეთ, პირობა შესრულებულია. ანთაძეების ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთში შეშის მოჭრის უფლებას მისცემენ.

გურიის გუბერნატორის თქმით, ზერიფე ბებოს შვილი ჩოხატაურის გამგებელთან იყო მოსული, საკითხი  სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად გაიარეს და  უხუცესი ქალბატონის თხოვნაც შესრულებულია.




 ახალი ამბები
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?