დაზარალებული ოჯახი ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

მთავარი თემა

დაზარალებული ოჯახი ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

2016 იან 13 16:24:02

ორი წელია, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში მცხოვრები ნიკოლაიშვილების ოჯახი ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მათი სახლი მეწყერსაშიშ  ზონაში მდებარეობს. პირველი სართული მთლიანად გამოუსადეგარია და დღითიდღე იზრდება საშიშროება, რომ სახლი სრულად ჩამოინგრეს.

დახმარების თხოვნით ოჯახის დიასახლისმა ქეთევან ჯორბენაძემ "გურია ნიუსს" მიმართა.

 "აქამდე თავს ვიკავებდი პრესის საშუალებით გამეშუქებინა ჩემი პრობლემა, მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ დამრჩენია. წლებია დახმარებას ვითხოვ, მაიმედებენ, მაგრამ არაფერი შედეგი არ ჩანს.

ვარ სტიქიით დაზარალებული. მივმართე ადგილობრივ გამგეობას დახმარების თხოვნით. ორი წელია დავდივარ ამ საკითხზე. იყვნენ მოსულები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები, ნახეს  ადგილზე ყველაფერი. მათი თქმით, მდგომარეობა გეოლოგებს უნდა შეესწავლათ. იყვნენ კიდეც მოსულები გასული წლის გაზაფხულზე  მდგომარეობის შესასწავლად, დაათვალიერეს სახლი, ეზ, თან მითხრეს, რომ  პირველი  კატეგორია მომენიჭებოდა და სახელმწიფომ 20 ათასი ლარის ფარგლებში შემიძენდა საცხოვრებელ ფართს.

 შემდეგ მითხრეს საკითხი თბილისში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოსო და დოკუმენტაციის ჩასაბარებლად გამიშვეს კიდეც ქუთაისის იუსტიციის სახლში. იქაც მითხრეს, რომ სახელმწიფო 2015 წლის ოქტომბრის თვის ბოლოსთვის 20 ათას ლარიან დახმარებას გამიწევდა.  მოკლედ, გავიდა ეს დათქმული დროც. ნოემბრის თვის დასაწყისი იქნებოდა, როცა  მდგომარეობის გასარკვევად მივედი გამგეობაში, სადაც კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ არსებული თანხის ფარგლებში მეპოვა სახლი შესაძენად და 2015 წლისთვის თუ არა 2016 წლის დასაწყისში მაინც მოხერხდებოდა ჩემთვის სახლის შეძენა. თუმცა, ამ დრომდე არაფერია.

არადა, დიდთოვლობამ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა შემიქმნა. სახლს მთლიანად ჩამონგრეული აქვს უკანა კედელი, პირველი სართულის ოთახებში წყალს კალაპოტი აქვს გაკეთებული და ყოველი გაწვიმებისას  მდინარესავით მიედინება, კედლები ერთიანად  დაბზარული და ჩამონგრეულია. მოკლედ, სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ეზოშიც მიწა ადგილ-ადგილ დამსკდარია და თუ რამე ნაგებობაა, ყველაფერი დეფორმირებულია.

შიშით, რომ სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს და შიგ არ მოვყვეთ, მთელი ოჯახი ერთ ოთახიან  სამზად სახლში ვართ შეხიზნული, სასტუმრო ოთახიც ესაა ჩვენთვის და საძინებელიც", - ამბობს ქეთევან ჯორბენაძე.

ლანჩხუთის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ლევან ჩხაიძის  განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავის შესაძლებლობის ფარგლებში  ყველაფერი გააკეთა, ახლა ჯერი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზეა, სტატუსი მან უნდა მიანიჭოს.

"არსებული მდგომარეობა ჩემთვის კარგადაა ნაცნობი. იყვნენ ადგილზე ჩამოსული გეოლოგები, შეისწავლეს მდგომარეობა და საბოლოო დასკვნაც მათ უნდა დაედოთ. უშუალოდ ქალბატონ ქეთევანისგან ვიცი, რომ პირველი კატეგორია მიენიჭა, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს უშუალოდ მასთან აქვს კონტაქტი", -გვითხრა ჩხაიძემ.

ნიკოლაიშვილების ოჯახი სოციალურადაც შეჭირვებულია,  ოჯახში არავინ  მუშაობს და მათი ძირითადი შემოსავლის წყარო 85 წლის მოხუცის პენსიაა.

"ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო ჩემი დედამთილის პენსიაა. შვილი სტუდენტი მყავს და სწავლის საფასური რომ გადავუხადო მე და ჩემი ქმარი ტყე-ტყე დავდივართ, წვალებით ვაგროვებთ ფურუსულას ფესვებსა და კერკეტ ნიგოზს, ვაბარებთ და ამით ვშოულობთ ორ კაპიკს. ხანდახან თურქეთშიც დავდივართ სამუშაოდ, სხვა გამოსავალი რომ არაა. ერთი ხანი სოციალური დახმარებაც დაგვინიშნეს, ცხრა თვე ვიღებდით, მაგრამ მერე მომიხსნეს შვილი გყავს სტუდენტიო. არ ვიცი რა ახალი რეგულაციები აქვთ, იმ სტუნედტს რჩენა არ უნდა?! ნეტა იცოდნენ რა წვალებით ჩააბარა ჩემმა შვილმა უმაღლესში, ყველაფერს თავისით მიაღწია", -  განაცხადა ჯორბენაძემ.

სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ეკა წილოსანის განმარტებით, ქეთევან ჯორბენაძე, დემოგრაფიული ცვლილების გათვალისწინებით, ხელახალი განცხადებითაა შესული სოცსააგენტოში და მოხდება მისი ოჯახის ხელახალი გადამოწმება, რომლის შემდეგაც გაირკვევა მიენიჭება თუ არა სოცსტატუსი ოჯახს.

"თუ დადებითად არ გადაწყდება ჩემი საკითხი და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით არ უზრუნვებელმყოფენ, მაშინ სხვა ზომებს მივმართავთ, ნათლიღების დღესასწაული მოდის და ჯიხეთის მონასტრისკენ მიმავალ გზასაც კი გადავკეტავთ. ამდენი ხანი გვაიმედებდნენ და ახლა ირკვევა, რომ თურმე პირველი კატეგორია არ გვეკუთვნის", - იმუქრება ოჯახი, რომელიც ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...