"სადაც მოსახლეობა ცხოვრობს,იქ ტყვიის გადამამუშავებელი ქარხანა არ უნდა იყოს!"

მთავარი თემა

"სადაც მოსახლეობა ცხოვრობს,იქ ტყვიის გადამამუშავებელი ქარხანა არ უნდა იყოს!"

18 იან. 2016, 17:46:25

ექადიის, ბასრისა და კვაჭალათის უბანში მცხოვრებლები ქალაქ ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილ მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების წინააღმდეგნი არიან.

ოზურგეთის ექსპერიმენტული მანქანათმშენებელი ქარხანა, რომელიც ქალაქ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩის #20-ში მდებარეობდა 30150 კვ/მ ფართის მიწის ნაკვეთით და მასზედ არსებული შენობა-ნაგებობებით, გაიყიდა.

როგორც მოსახლეობის ერთი ნაწილი "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქარხნიდან გაურკვეველი წარმოშობის სუნი აწუხებთ. ჩვენთან საუბრისას იმასაც ამბობენ, რომ გახშირდა ბავშვებსა და მოხუცებში სხვადასხვა დაავადებები."სახლში ვზრდით ჩემს დისშვილს. ორი წელი ბავშვი ჯანმრთელად და კარგად იყო, 2014 წელს კი ასთმური შეტევები მისცა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ქარხანა მუშაობდა და საშინელი მძაფრი სუნის გამო, გარეთ ვერ გამოხვიდოდი. განსაკუთრებით, ეს ხდებოდა ღამის საათებში (ბავშვს ადრე ჰქონდა ასთმა, მაგრამ ბოლო ხანში აღარ აწუხებდა. ამ გაურკვეველი სუნის შემდეგ კვლავ გაუმეორდა ასთმური შეტევები). ბავშვს ვუმკურნალეთ და ახლა, რაც ეს ქარხანა აღარ მუშაობს, შედეგი უკეთესი გვაქვს. ახლახან გავიგეთ, რომ ისევ აპირებენ მუშაობის დაწყებას. ჩემი ოჯახი და არა მარტო ჩვენ, ამის წინააღმდეგები ვართ", _ გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ექადიის მოსახლეობის თქმით, ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და ქარხნის თავიდან ამუშავების საშუალებას არავის მისცემენ:

"როდესაც ეს ქარხანა მუშაობდა, ყველაზე მეტად ბავშვებს და მოხუცებს ჰქონდათ პრობლემები. იქ, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, არ უნდა იყოს ტყვიის გადამამუშავებელი ქარხანა. არ მგონია, მსგავსი რამ სადმე ხდებოდეს და ყველას ვთხოვთ, ყურადღება მოგვაქციონ. ქარხანამ რომ დაიწყოს თავიდან მუშაობა, ქალაქის მცხოვრებლების 90%-ს პრობლემები შეექმნება," _ ამბობენ ექადიელები.

პენსიონერ დარეჯან სიხარულიძის თქმით, ის რამდენჯერმე გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში:

_ უცებ დამეწყო ჰაერის უკმარისობა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მანქანათმშენებელი ქარხანა მუშაობდა. საშინელი სუნი მოდიოდა, მთელი უბანი მძიმე მდგომარეობაში იყო. მთავრობამ ხომ უნდა მოგვხედოს?! ყოველ წუთს სირბილს ხელისუფლებასთან წამლის ფულისთვის, ხომ სჯობს, რომ ჯანმრთელად გვამყოფონ და ასეთი ქარხნის ამუშავებას ხელი არ შეუწყონ?! პენსიონერი ვარ და ეს ფული წამლების საყიდლად არ მყოფნის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის (საია) ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა და ქალაქ ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის მიზანშეწონილობის საკითხი მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს, რომელზეც ყველა მხარე იყო წარმოდგენელი.

შეხვედრის აუცილებლობის საფუძველი საია-ს ოზურგეთის ოფისში ექადიის, ბასრისა და კვაჭალათის მოსახლეობის მიერ შეტანილი განცხადება გახლდათ. მასში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია გაურკვეველი წარმოშობის სუნით, რომლითაც, პერიოდულად, თვეში 3-4-ჯერ, ღამის საათებში ბინძურდება ჰაერი.

მოსახლეობის თქმით, მათ უჭირთ სუნთქვა და ბევრ მათგანს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. როგორც ადგილობრივები ამტკიცებენ, სუნი გამოწვეულია ყოფილი მანქანათმშენებლის ქარხნის ტერიტორიაზე ტყვიის კუსტარული გადამუშავებით, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

"აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, ჩვენ მივმართეთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსს ლაშა ხარაბაძეს. პასუხად გვაცნობეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია პოლიპროპილენის გადამამუშავებელი, ლითონის ნაკეთობათა საამქროები და სასაწყობე მეურნეობები, ამჟამად კი მიმდინარეობს საწარმოების მიერ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობის შესწავლა. საბოლოო პასუხის მიღების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთვებიან სამართალდამცავი ორგანოები", _ აღნიშნა გუბერნატორის მოადგილემ გია ებრალიძემ.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორების ირინე ლომინაძისა და დავით ხაჭაპურიძის განცხადებით, აუცილებელია წინასაპროექტო კვლევის ჩატარება და საკითხის საჯარო განხილვა.

ირინე ლომინაძემ თქვა, რომ ამ შემთხვევაში, კომპანია "ჯეო გადამამუშავებელს" კანონი არ დაურღვევია: "მან მოაწყო საჯარო განხილვა და თუ ამ განხილვას ვინმე არ დაესწრო, ეს ამ ორგანიზაციის ბრალი არ არის".

ლომინაძემ განმარტა, თუ რა სამუშაოები ჩაატარა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ტყვიის დნობის პროცესს ვერ შეესწრო, მაგრამ ადგილზე აღმოჩენილი მდგომარეობა მრავალ კითხვას ბადებს: "კერძოდ, პლასტმასის დნობის პროცესში აღმოჩენილია მრავალი დარღვევა, რაც გარემოზე აისახება".

ლომინაძემ აღნიშნა, რომ "სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექადიის ტერიტორიაზე დაკლული ოთხი სხვადასხვა საქონლის ხორცის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების დროს, ხორცში ტყვიის ჭარბი რაოდენობაა აღმოჩენილი და არ არის გამორიცხული, რძის პროდუქტებშიც აღმოჩნდეს ტყვია, რაც, თავისთავად, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის".

შპს "ჯეო გადამამუშავებელი" საწარმოს წარმომადგენელის სალომე ქათამაძის თქმით, საწარმოში ამ ეტაპზე ტყვიის გადამამუშავებელი არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. საკითხის საჯარო განხილვა კი უახლოეს მომავალში გაიმართება:

"შპს "ჯეო გადამამუშავებელის" მიერ დაგეგმილია ოზურგეთის ყოფილი ექსპერიმენტული მანქანათმშენებელი საწარმოს შენობა-ნაგებობების ნაწილში ფერადი ლითონის ჩამოსხმის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია. პროექტის გახორციელების მოცემულ ფაზაზე მოხდა ახალი დაინტერესებული მხარეების აღმოჩენა, რომელთაც შპს "ჯეო გადამამუშავებელის" მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცესში არ მიუღიათ მონაწილეობა და აქვთ საკუთარი შენიშვნები და წინადადებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინვესტორისა და შპს "ჯეო გადამამუშავებლის" ადმინისტრაციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, დამატებითი მოქმედებების ჩატარების შესახებ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა (WB) და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, IFC, ADB) პროცედურების (BP), ოპერაციული სახელმძღვანელოების (OP) და არსებული სანიმუშო პრაქტიკის (GP) მიხედვით, რათა უზრუნველყოფილი იქნას: 1. შპს "ჯეო გადამამუშავებელი" _ ფერადი ლითონის ჩამოსხმის საწარმოს პროექტის დაინტერესებულ მხარეთა შემდგომი გამოვლენა და ანალიზი; 2. პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის საკითხების განხილვაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეთა ჩართულობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად დამუშავებულია ბუნებრივი და სოციალური გარემოს სკოპინგის ანგარიში; დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა.

ბუნებრივი და სოციალური გარემოს სკოპინგის დოკუმენტი უზრუნველყოფს პროექტის მიმოხილვასა და ფორმალურ ტექნიკური დავალებების განხილვას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზნით, დაინტერესებულ მხარეთა მიერ დასმული საკითხების შესაბამისად, ხოლო დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა უზრუნველყოფს საწარმოს პროექტის დაინტერესებულ მხარეთა შემდგომ გამოვლენას, პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის საკითხების განხილვაში მათ ჩართულობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 უახლოეს მომავალში შპს "ჯეო გადამამუშავებელის" მიერ გაკეთდება ოფიციალური განცხადება ამ ანგარიშების დასრულების და გამოქვეყნების შესახებ. ანგარიშები მიეწოდება ყველა დაინტერესებულ მხარეს და ამ ანგარიშებში მოცემული იქნება მათი განხილვის ღონისძიებები, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამა და ინფორმაცია საკონტაქტო პირებისა და გასაჩივრების მექანიზმის შესახებ.

აღნიშნული მოქმედებები ითვალისწინებს შემდეგი ძირითადი მიზნების გახორციელებას: განსაზღვრული იქნება პროექტის ყველა დაინტერსებული მხარე; უზრუნველყოფილი იქნება ამ მხარეების ჩართულობა პროექტის გახორციელების ყველა ფაზაზე და მათი აზრი გათვალისწინებული იქნება წინასაპროექტო, სამშენებლო და ექსპლუატაციის ფაზებზე," _ გვითხრა სალომე ქათამაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია, გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.

მისივე თქმით, სახელმწიფო, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ:

_ მართალია, "ჯეო გადამამუშავებე­ლის" წარმომადგენლები უარყოფენ ტყვიის გადამუშავებას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უბნებში ვრცელდება გაურკვეველი სუნი, რომლითაც შეწუხებულია მოსახლეობა. სამივე უბნის წარმომადგენლები ამ სუნს აღნიშნულ საწარმოს უკავშირებენ; ამასთან აღნიშნავენ, რომ აქ აკუმულატორების დაშლა ნამდვილად მიმდინარეობდა. ასევე, ფაქტია ისიც, რომ ამ მიდამოებში მომატებულია ტყვიის შემცველობის დონე წყალსა და ნიადაგში.

მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს, თუ რა არის ტყვიის შემცველობის მომატების წყარო და მიიღოს შესაბამისი ზომები: 1. აღმოფხვრას ტყვიის ნორმაზე მეტი დოზით არსებობის საშიშროება; 2. დაადგინოს შესაბამისი სამართალდამრღვევი და მოახდინოს რეაგირება კანონის შესაბამისად, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას თამაზ ტრაპაიძე.

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ამ დღეებში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომას გამართავს, რომლის ინიციატორი საკრებულოს დეპუტატი ნანული ორაგველიძეა.

"ბოლო პერიოდში საკრებულოში ხშირად არის კამათი სხვადასხვა თემაზე, ასევე, სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, ოზურგეთის ექსპერიმენტულ მანქანათმშენებელ ქარხანასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ყურადღებას თუ მივაქცევთ. ჩვენ ხალხის მიერ ვართ არჩეული და აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ მათ, რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი", _ უთხრა საკრებულოს სხდომაზე ნანული ორაგველიძემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს.

კობალაძემ დეპუტატს პირობა მისცა, რომ ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდებოდა და მოახდენდა შესაბამის რეაგირებას.




 ახალი ამბები
  • რა იგეგმება ლანჩხუთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფარგლებში ლანჩხუთის  საკრებულომ ბოლო  რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საკითხს, რომელიც მიმდინარე წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფარგლებში გასახორციელებელი პროექტის მოწონებას ეხებოდა.   როგორც საკითხის მომხსენებელმა, მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსმა მაია აფხაზავამ განმარტა, აღნიშნულ კონკურსის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გეგმავს სოფელ ჩიბათიდან კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიამდე (მდინარე ფიჩორამდე) მისასვლელი გზის (მოხრეშვა, დაგრეიდეირება, კვლების გაწმენდა და ა.შ) რეაბილიტაციას. საკრებულოში მიაჩნიათ, რომ  პროექტის განხორციელება ტურისტული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ გურიის რეგიონის ... ...
  • ხანძარი სამტრედიაში (ვიდეოკადრები)დღეს სამტრედიაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა დღეს სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე. მერაბ ჩხაიძის ეზოდან ამომავალი შავი კვამლი მეზობლებმა და გამვლელებმა შენიშნეს და განგაში ატეხეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმ დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხანძრის შესახებ ქუჩიდან შეიტყვეს. ხანძარი ,სავარაუდოდ, სხვენშია განაჩენილი ელექტრო სადენებისაგან. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა მთელ სახლში, მიუხედავად იმისა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოძახებიდან მალევე მოვიდა, ცეცხლის სწრაფი გავრცელების გამო, საცხოვრებელი სახლის ძირითადი ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სახურავი, დაახლოებით, 5 წუთში ჩაინგრა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, შს რაიონული სამმართველოსა და საპატრულოს ... ...
  • „ტყეც გასასუფთავებელია, გაიტანეთ ნაგავი“იმ ფონზე, როცა გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ინტენსიურად მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით და იწმინდება მუნიციპალური პლაჟი, ირკვევა, რომ მიმდებარედ ფიჭვნარი ნაგავსაყრელადაა ქცეული. საუბარია გრიგოლეთსა და წყალწმინდას შორის არსებულ ფიჭვნარზე, ყვავილნარის ტერიტორიაზე. აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში სოფელ წყალწმინდის მკვიდრი ალიონა ბასკაკოვა წერს. „მართლაც კარგი საქმეა, რომ იწმინდება სანაპირო, მაგრამ ყვავილნარის ნაძვნარში ნუ ყრით ნაგავს ტყეც გასასუფთავებელია.გაიტანეთ ნაგავი“, _ მოუწოდებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ბასკაკოვა. მუნიციპალიტეტის განმარტებით კი, აღნიშნული ნაგავი დიდი ალბათობით, კერძო პირის მიერაა დაყრილი და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს კეთილმოწყობისა და დასუფთავების  სამსახურს, რომელიც მუნიციპალური პლაჟის დასუფთავებას ახორციელებს. მერიაში იმასაც დასძენენ, რომ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის დასუფთავებას და  იქედან  ნაგვის ... ...
  • "შვილთან განშორება, უბრალოდ, ვერ წამომიდგენია" _ 15 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდებაამბავი და კადრები, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, რთული წასაკითხი და სანახავია, თუმცა, მარიამი და მისი ოჯახი, უკვე 13 წელია, ამ რეალობაში იმყოფებიან. მარიამ ბოლქვაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს. გოგონა ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. მარიამის ოჯახი 8 წევრისგან შედგება, მათგან 7 _ სოციალური დახმარების მიმღებია. 8-სულიან ოჯახში დასაქმებული არავინაა. მარიამის ბაბუა, ოჯახის უფროსი ავთო ბოლქვაძე ხელოსანია და მას თუ გამოუჩნდება სამუშაო, ისიც ხანდახან. მარიამს ყოველდღიურად უამრავი რამ სჭირდება: პამპერსი, ძვირადღირებული წამლები, სტერილური ხელსაწყოები, საკვები, საწმენდი მილები და სხვა. გოგონასთვის 2 თვეში ერთხელ აუცილებელია ტრაქეოსტომის მილის გამოცვლა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დროზე ადრეც. მარიამის გარდა ოჯახში 2 მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი კი მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარებაა. მარიამის დედა მადონა ენუქიძე "გურია ნიუსთან" თავისი გასაჭირის შესახებ საუბრობს: "მარიამს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აქვს. ავადმყოფობა თავიდან ასე მკვეთრად გამოხატული არ იყო _ ვიცოდით, რომ პრობლემა ჰქონდა და რაღაც რეციდივი დარჩებოდა. 6 წლამდე ვმკურნალობდით. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შეიძლება ითქვას, არაფერი მიგვიკლია, მაგრამ მერე ვეღარ შევიძელით, _ გვიყვება ახალგაზრდა დედა და ცრემლებს ვერ იკავებს, _ ჩვენი ყველა პრობლემა მარიამთანაა დაკავშირებული. მარიამით იწყება და სრულდება დღე. ერთი წამითაც კი ვერ და არ ვტოვებთ მარტო." სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახს ძალიან უჭირს იმ ხარჯების გაღება, რაც მარიამს სჭირდება. გოგონას სხეული დეფორმირებულია, ცალი ფილტვი ნეკნებით გაიჭყლიტა და სუნთქვა უჭირს. ჟანგბადს კარგავს და მუდმივად სჭირდება სპეციალური აპარატი. ასეთ ყოფას ისიც ემატება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს მარიამისთვის ხშირად პამპერსიც კი არ აქვთ: "ჩერნოვეცკის ფონდმა" მომიტანა ცოტა ხნის წინ პამპერსი. ხშირადაა შემთხვევა, როცა მარიამისთვის პამპერსი არ გვაქვს. ასეთ დროს გულს ვაცლი გამოყენებულ პამპერსს და ჩვარს ვუფენ, სხვა გზა რომ არ მაქვს, რა ვქნა?! ყველაფერი სტერილური გვჭირდება. ცალი ფილტვით სუნთქავს, მარჯვენა ფილტვი აღარ აქვს _ ხერხემლისგან გაჭყლეტილია. ერთი წელია, რაც სულ წევს. ხელში ამყავს ხოლმე და ეგაა სულ მარიამის მოძრაობა. ქრონიკული ბრონქიტი აქვს. შარშან, ერთ დილას მთლიანად გალურჯდა _ ჰაერის უკმარისობა დაემართა. კატასტროფის მანქანით გადავიყვანეთ თბილისში. 10 დღე ვიწექით "ევექსის" კლინიკაში, შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და ძლივს, წამებში მოვასწარით მესამე სართულიდან მეექვსე სართულზე, რეანიმაციაში აყვანა, სადაც შეაერთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. რეანიმაციაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა _ კომაში ჩავარდა. ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. იმედს, თითქმის, აღარ გვაძლევდნენ. ღმერთის იმედად ვიყავით მხოლოდ. საავადმყოფოსთან ეკლესია იყო. იქ მღვდელს ვუამბეთ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი მდგომარეობის შესახებ. წაგვყვა საავადმყოფოში და ლოცვები წაუკითხა მარიამს. მართლა სასწაული მოხდა, რასაც არავინ მოელოდა _ მარიამმა თვალი გაახილა, მაგრამ მას შემდეგ ხმა აღარ აქვს. ადრე ტირილის დროს ხმას გამოსცემდა, ახლა ვეღარ. ხედავს, ესმის _ უხარია, ბავშვები რომ მოვლენ მასთან და უცინის", _ ამბობს დედა. კომიდან გამოსულ მარიამს 2 ოპერაცია გაუკეთდა _ ტრაქეოსტომია და გასტროსტრომია. "ექიმებმა მითხრეს, მარტივი ოპერაციაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, გართულდეს მდგომარეობაო. თუმცა, ისიც მითხრეს, რომ, თუ გინდა შენმა შვილმა იცოცხლოს, ეს უნდა გავუკეთოთო. ჩემს გოგონასთან გატარებული ყოველი დღე, უფლის საჩუქარია, ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია მარიამის გარეშე, თუმცა, ექიმებს უკვირთ, რაში უდგას ამ ბავშვს სული. გაუკეთეს ოპერაცია, ჩაუდგეს მილები. ასეთი ბავშვის მოვლა ძალიან რთულია. ამის შესახებ, თავიდანვე გამაფრთხილეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. სამი დღე გავატარე რეანიმაციაში ჩემს შვილთან ერთად და ზედმიწევნით შემასწავლეს მისი მოვლა. მარიამს მარტო დატოვება არც ერთი წამით არ შეიძლება. პროცედურები რთულია _ აუცილებელია სტერილურობის დაცვა და ყოველი კვების შემდეგ, მილების კარგად ჩარეცხვა. ბათუმში მალე გაიხსნება ასეთი ბავშვების მოვლისთვის სპეციალურად განკუთვნილი ცენტრი. მესმის, რომ შესაძლოა სამედიცინო თვალსაზრისით, მარიამისთვის იქ ყოფნა უკეთესიც იყოს, მაგრამ შვილთან განშორება, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ყველა დედას ვუსურვებ, ჯანმრთელი შვილები ყავდეთ. ეს უდიდესი ბედნიერებაა! _ გვეუბნება მარიამის დედა. გოგონას ოპერაციებიდან წელიწადზე მეტი გავიდა უკვე. გოგონას კუჭთან მიერთებულ მილს ვადა 2-წლამდე აქვს, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ მილმა საკვები ან წყალი ვერ გაატაროს და შესაცვლელი მანამდე გახდეს. ყოველ ორ თვეში ერთხელ კი, ხან უფრო ადრეც ტრაქეაში ჩადგმული მილის გამოცვლა სჭირდება, რისთვისაც მარიამის ტრანსპორტირებაა საჭირო. "ეს რეანიმაციულ განყოფილებაში ხდება და დაგვყავს მარიამი ბათუმში თავისი აპარატურით, რის შეძენაშიც დაგვეხმარა მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობის სამინისტრო. ახლა მარიამისთვის გვაქვს ჟანგბადის და საქაჩი აპარატები. როცა მივდივართ, თან მიგვაქვს. მართალია, დენზეა, მაგრამ 100 მეტრზე მეტი სიგრძის ელექტროსადენი ვიყიდეთ და ამით დავდივართ. ერთხელ ავტობანზე დაგვჭირდა, იქვე რესტორანი იყო და იქიდან გადმოვიყვანეთ _ ამაზე უარს არავინ გვეუბნება. ასე ვცხოვრობთ ეს თხუთმეტი წელია ჩვენ და მარიამი. ოჯახის მთელი შემოსავალი, პენსია იქნება ეს თუ სოციალური დახმარება, მისკენაა მიმართული", _ გვითხრა ქალბატონმა მადონამ. მარიამს უმცროსი ძმები ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს, როგორც მათი დედა გვეუბნება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გააჩნია: "ბავშვს სქოლიოზი აქვს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვმკურნალობთ. ვერ შევძელით ქუთაისში გვეტარებინა _ ვერ მივაკელით მარიამს", _ ტირილით გვეუბნება 3 შვილის დედა, რომლის ნატვრა და სურვილები ისევ მარიამთან ტრიალებს და მხოლოდ მას უკავშირდება: "ჩემი მეუღლის ბაბუის აშენებულ სახლში ვცხოვრობთ. მადლობა ღმერთს, არ გვაწვიმს, ჭერი გვაქვს, მაგრამ მინდა მარიამი ლამაზ გარემოში მყავდეს. ჩვენ კი ისიც ვერ მოვახერხეთ, ელემენტარულად, ან სოციალური დახმარების თანხიდან, ან პენსიიდან იმდენი გადაგვედო, რომ იატაკისთვის _ საღებავი და კედლისთვის შპალერი გვეყიდა", _ გვეუბნება მადონა ენუქიძე, თან მარიამს პროცედურებს უტარებს, რომელიც საყურებლადაც კი ძალიან რთული იყო. სოფელ ჯვარცხმის დეპუტატი საკრებულოში კლოდი მდინარაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მარიამის ოჯახს მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ეხმარება და მომავალშიც შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ პირველადი მოხმარების საგნები, რაც გოგონასთვისაა აუცილებელი, გადასცეს ოჯახს. ჩვენ კი, თხოვნით მოგმართავთ თქვენ, ვინც აუღელვებლად ვერ შეძლებთ მარიამისა და მისი ოჯახის ამბის წაკითხვას და მარიამის ფოტოების ნახვას, ერთად ვიზრუნოთ, რომ გავუხანგრძლივოთ დედა-შვილს ერთად ყოფნის შესაძლებლობა. მარიამის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი GE57BG0000000161978144 ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: ... ...
  • წყალგაყვანილობის მშენებლობა და დაპირისპირება სოფელშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) წყალგაყვანილობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სამუშაოებს კომპანია შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008" ახორციელებს. პროექტი წელიწადნახევრიანია და მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. მუშაობის პროცესში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მოსახლეობის წარმომადგენლები გამუდმებით ლაპარაკობენ კომპანიის მიერ უდიერად შესრულებულ სამუშაოზე. კონკრეტულად კი, ამბობენ, რომ მშენებლები აზიანებენ ძველი წყალგაყვანილობის მილებს, რის გამოც წყალი იღვრება, აუზი იცლება და ასეთ გვალვაში ხალხი უწყლოდ რჩება. _ სათავე ნაგებობიდან მომავალ მილს ფამფალეთის ტერიტორიაზე ერთგან დამაგრებული ჰქონდა "არკა". ეს თაღი არეგულირებდა სხვადასხვა უბანში წყლის თანაბრად მიწოდებას. ამათ კი დააზიანეს მუშაობის დროს, გაგლიჯეს ეს "არკა" და გააკეთეს უფრო მაღალი. სინამდვილეში კი სოფლის გამგებელმა, გიორგი მდინარაძემ თავის სახლში შეაყვანინა და ჩვენ ასე დაგვტოვა, _ გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა მანანა მჟავიამ. ადგილზე მოსულმა მერის წარმომადგენელმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს იყო სიცრუე და მოითხოვა, მის სახლში წავსულიყავით და გვენახა, რომ "ტყუილს მოკლე ფეხი აქვს": _ ხალხო, ჭა მაქვს. ეს წყალი ჩემთან საერთოდ არ შემოდის. რაც შეეხება კომპანიის უდიერ მუშაობას, ახლახან მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ასევე, კომპანიის ხელმძღვანელებს არა ერთხელ ვესაუბრე. ამასთანავე, გვალვაა, წყლის დებეტმა იკლო, ხალხი გაღიზიანებულია, მაგრამ მე რატომ მაბრალებთ? უსამართლოდ გინდათ, კისერში მწვდეთ, მაგრამ ვერ მოგართვით! საკმაოდ სქელი კისერი მაქვს, რომ იცოდეთ, _ უთხრა მან მჟავიას და შეახსენა ისიც, რომ თვითონ დიდხანს არ ცხოვრობდა სოფელში, მერე ჩამოვიდა და ახლა ყოველთვის მას უპირისპირდება. თავის მხრივ, მანანა მჟავია და მირანდა დგებუაძე დაჟინებით მოითხოვდნენ, ადგილზე მოსულიყვნენ კომპანიის წარმომადგენლები და ამომწურავი პასუხები გაეცათ მათ კითხვებზე; _ ჩვენთან წყალი იყო გამოყვანილი ძველი დროიდან. ახლა ამ წყალს ტექნიკური წყლის სახელით იცნობენ და კარგია თუ ცუდი, სანამ ახალი არ გაკეთებულა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა კომპანია ახალ გაყვანილობას აკეთებს, ბუნებრივია, სადღაც დაზიანება მოხდება, თუმცა, ის მაშინვე უნდა გააკეთონ. ესენი კი მიყოლებით აზიანებენ ყველგან, თან ტოვებენ ასე დაგლეჯილს და დაზიანებულს. როცა მეტი პასუხისმგებლობა არ აქვთ, ვიღაც თავზე უნდა დაადგეს _ ან მათივე ხელმძღვანელი, ან სოფლის ხელმძღვანელობის რომელიმე წარმომადგენელი, _ ამბობდნენ ადგილზე მოსული ფამფალეთელები და მიუხედავად მრავალგზის შეხსენებისა, გიორგი მდინარაძის მხრიდან, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს წინა დღესაც ესაუბრა, მაინც დაჟინებით ითხოვდნენ, სასწრაფოდ გაეუქმებინათ ე. წ. "არკა". მათი თქმით, სწორედ ამ მაღალმა "არკამ" დააბრკოლა მილში წყლის მიმოქცევა. უფრო მეტიც, ადგილობრივებს მუშებმა უთხრეს, რომ ეს ყველაფერი მერის წარმომადგენლის, გიორგი მდინარაძის დავალებით გააკეთეს. გაბრაზებულმა მდინარაძემ ტელეფონში ე. წ. "სპიკერი" ჩართო და სასწრაფოდ დაურეკა კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც ჰკითხა, რატომ იცრუა. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ არავის დაუვალებია მისთვის "არკის" დაშლა ან პირიქით _ გაკეთება: _ მოხდა ისე, რომ როცა წყალგაყვანილობა გაგვყავდა, უნებურად დავაზიანეთ ის პატარა თაღი, რომელიც მანამდე იყო იქ გაკეთებული და წყლის წნევის დარეგულირებას უწყობდა ხელს. ამიტომ თავადვე გავაკეთეთ. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ეს უფრო მაღალი გაგიკეთებიათ და ჩქარა დაშალეთო. უცებ ვერ დავშალეთ. თან გვალვაა და წყალმა ძალიან დაიკლო. ამიტომ "არკა" არ არის უწყლობის მთავარი მიზეზი. კარგი, ბატონო, მაგასაც გავაკეთებთ. უცებ არ ხერხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ხომ ყოველდღე ვმუშაობთ და დრო ხომ უნდა ვნახოთ, რომ ესა თუ ის საქმე გავაკეთოთ, _ თავის მხრივ, თავს იმართლებდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მდინარაძეს ესაუბრებოდა. _ მე ახლა ჩამოგიყალიბებთ ოთხ მიზეზს, რატომ არის ასე ცოტა წყალი. უპირველესი _ გვალვაა და ძალიან ცოტაა წყლის დებეტი. მეორე _ რამდენიმე ადგილზე გახეთქილია წყლის მილები. მესამე _ ეს "არკა" ამხელა არ უნდა გაკეთებულიყო. ბევრიც რომ იყოს წყალი, მაინც გაუჭირდება "გაგნება". როცა წყალი კარგად მოდიოდა, ხომ გახსოვთ, რომ ეს "არკა" ხელს არაფერს უშლიდა, ახლა რომ ამოიჩემეთ? რატომღაც მე რომ მაბრალებთ. უმთავრესი მაინც გვალვაა და ერთი გაწვიმება უფრო ადრე გადაჭრის ამ პრობლემას, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად, _ უთხრა შეკრებილებს გიორგი მდინარაძემ. ადგილობრივმა მცხოვრებმა გოგი ჩანჩიბაძემ ისაუბრა უწყლობის პრობლემაზე და თქვა, რომ ეს ახალწარმოშობილი მიზეზი არაა: _ პირიქით, ადრეული პერიოდიდან იწყება წყლის მილების მოძველების და დახეთქვის ამბები. ახლა აკეთებენ, მაგრამ გაკეთება თუ არ დასრულდა, მამაზეციერს არ შეუძლია, ორ დღეში წყალი მოგვცეს. ადრე ხალხი უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს _ რომ გაფუჭდებოდა, მივდიოდით, ვნახულობდით, სად იყო დაზიანებული და ვაკეთებდით. მარტო მე რამდენი მირბენია ამისთვის. ახლა რომ დაწყდება წყალი, რატომღაც ჰგონიათ, რომ ვიღაც გადამთიელი უნდა მოვიდეს და გაუკეთოს. თავად კი ხელი არ გაანძრიონ. არაა ახლა ასე. სხვა დროა. თუ არა, უნდა დაველოდოთ, როდის გაკეთდება ახალი გაყვანილობა, _ თქვა მან. "გურია ნიუსი" ოზურგეთის საკრებულოს წევრს სოფელ ვაკიჯვრიდან, ვახტანგ (ბაჩანა) ნიჟარაძეს ესაუბრა. თავის მხრივ, ნიჟარაძემ თქვა, რომ გამუდმებით ადევნებს თვალს სოფელში ამ პრობლემის მოგვარების საქმეს. _ ახლა ხალხი გაღიზიანებულია უწყლობის გამო, რადგან ძალიან არის შემცირებული დებეტი. დიდი ხანია, გვალვაა, რაც იშვიათად ხდება. როგორც მე ვიცი, ბევრ სოფელშია ასეთი პრობლემა. რაც შეეხება "არკას", კომპანიის მიერ დაზიანდა და თავადვე უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, უფრო მაღალი გაუკეთებიათ და არა ერთხელ ვუთხარი, რომ უნდა დამოკლდეს. გია მდინარაძის უბანში ეს მილი არ შედის და სიცრუეა, რომ მან დაავალა თაღის გაკეთება. ვინც ამას ამბობს, ხომ შეუძლია იქვე, ათი მეტრი მანძილი გაიაროს და ჩავიდეს მდინარაძის ეზოში, რომ დარწმუნდეს სიმართლეში?! ასე ლაპარაკი არ შეიძლება. პროექტი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, მასშტაბურია _ ერთი თემის ოთხი სოფელი მომარაგდება წყლით და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. წყლის გაყვანას, რეზერვუარების მშენებლობას ახლავს მომენტები, როცა შეფერხებები წარმოიშობა ხოლმე. საქმის კურსში ვარ. ახლა მთავარი მიზეზი მაინც გვალვაა. წყალმომარაგება მესამედიც აღარაა. თან მილი რომ გასკდება ან მშენებლობისას ზიანდება, ორმაგად ღიზიანდებიან აქ მცხოვრებლები და სამართლიანადაც. მე თვითონ დავდივარ ტყე-ღრეში, როცა მილები დახეთქილია. ხალხმაც უნდა იზრუნოს, როცა გასაჭირია, ერთმანეთს ხელი შევაშველოთ, _ გვითხრა ნიჟარაძემ. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, სოფელ ვაკიჯვარში მერის წარმომადგენელს  გიორგი მდინარაძეს ნამდვილად აქვს ოზურგეთის მერიაში განცხადება შეტანილი, სადაც მითითებულია კომპანია შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008"-ს მუშაობაში უხეში დარღვევების შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა, მოთხოვონ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მეტი პასუხისმგებლობით იმუშაონ ასეთი პროექტის გახორციელებისას. "გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს ვაკიჯვრის თემში წყალსადენის მშენებლობის პროცესს, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...