"ლანჩხუთსაც უნდა გავუზარდოთ კვერცხების რაოდენობა, ჩოხატაურს კი _ თავისთავად"

მთავარი თემა

"ლანჩხუთსაც უნდა გავუზარდოთ კვერცხების რაოდენობა, ჩოხატაურს კი _ თავისთავად"

2016 იან 22 14:13:35

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ, ჯერჯერობით, უცნობია, იყრის თუ არა კენჭს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატად. ჭკუასელის თქმით, ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა, მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ორი მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს: _  ჩემი მზადყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, როგორ იქნება საჭირო "ქართული ოცნებისთვის", _ აღნიშნა ჭკუასელმა.

_ ბატონო თემურ, ერთია საჭიროება და მეორეა საზოგადოების მხარდაჭერა. ბევრს იმედები გაუცრუა "ჯიბეზე საგრძნობმა" მესამე წელმა, საუკეთესო მეოთხე წელმა, დაპირებების შეუსრულებლობამ... ესეც ხომ მნიშვნელოვანი ფაქტორებია?

_ მნიშვნელოვანია, თუმცა, ასე ჩამუქებაზე ვერ დაგეთანხმებით _ ასე ვერ ვხედავ სიტუაციას. ეკონომიკური მოვლენები მსოფლიოს მასშტაბით ხდება და ჩვენც, გვინდა-არ გვინდა, მაინც ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებულნი.

_ თუმცა, როგორც  ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაპირება, რომლის თანახმადაც, "მესამე წელი ყველას ჯიბეზე უნდა ეგრძნო", მისი მხრიდან წამოცდენა იყო...

_ კი, თქვა. იცით, რა ხდება? როცა მოდიხარ პოლიტიკაში,  ყოველთვის არსებობს ის მომენტი, რომ ძალიან ბევრის გაკეთება გინდა საკუთარი ქვეყნისთვის, მაგრამ ცხოვრების რეალობას რომ  შეეჯახები, სხვანაირადაა ბევრი რამ. თუმცა, სურვილი სურვილად რჩება.  იმიტომ გვინდა, გავიგრძელოთ ხელისუფლებაში ყოფნა, რომ სურვილები სურვილად არ დარჩეს.

_ თქვენი დაპირებებიც ახსოვს საზოგადოებას _  გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენა, რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა...

_ ნუ ავურევთ ერთმანეთში. რძის გადამამუშავებელ ქარხანას მე არავის დავპირებივარ. ვთქვი, რომ შესაძლებელი იყო გაკეთება, რადგან ამის სურვილი ბიზნესმენებს ჰქონდათ. წინასაარჩევნო პერიოდში ჩოხატაურელებს ვპირდებოდი, რომ აუცილებლად ავაშენებდი ხილის გადამამუშავებელ ქარხანას და ეს გაკეთებულია. ვპირდებოდი გზებს, რომელიც გავაკეთეთ და კიდევ გავაკეთებთ. სურების გზაზეც ვსაუბრობდით და გზის რეაბილიტაცია დაწყებულია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ვპირდებოდი გორაბერეჟოულის ტექნიკუმის  აღდგენას... აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული და "ქართული ოცნების" ლიდერთანაც იყო შეთანხმებული, მაგრამ შეფერხება გამოიწვია იმან, რომ შენობა ამორტიზირებულია და რეაბილიტაციამ ძალიან დიდი თანხები მოითხოვა. თუმცა, მაგას აუცილებლად გავაკეთებ.

_ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტექნიკუმის შენობა უვარგისია, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ  გააჟღერა ინიციატივა, რომ სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ერკეთში არსებული შენობა, რომლის ბაზა იქნება გორაბერეჟოულში. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ მაგას აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას. ასევე, გეტყვით რომ მე სხვა გზითაც წავედი და ვფიქრობ, თანადაფინანსებით გაკეთდეს გორაბერეჟოულის ტექნიკუმის შენობა. ბიზნესმენებს ვესაუბრე და ვგეგმავთ, მათი დახმარებით შეივსოს ბიუჯეტი. თანხის ნაწილი უკვე გამოყოფილი აქვს განათლების სამინისტროს. შეხვედრაც შედგა და ვნახოთ, რა იქნება. უბრალოდ, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მთავარია, რომ მიტოვებული არ მაქვს ეს საქმე და ხელი არ ჩამიქნევია. საერთოდ, ჩემი ფიქრი დატრიალებს ჩოხატაურს.

_ თქვენს სახელთან ასოცირებული ერთი ობიექტი დაგავიწყდათ _ კულტურის სახლი, რომლის აუცილებლობაზე "გურია ნიუსი" 6 წლის განმავლობაში წერდა...

_ ჰო და ეს ძალიან მახარებს. კარგად მიდის მშენებლობის ტემპი.

_ ბატონო თემურ, მზად ხართ, რომ ლანჩხუთშიც იბრძოლოთ გამარჯვებისთვის? ჩვენთან ცოტა სხვანაირი სტერეოტიპია _ ოზურგეთელი ჩოხატაურელს არ მისცემს ხმას, ჩოხატაურელი _ ლანჩხუთელს ან პირიქით...

_ მე ლანჩხუთში ვარ დაბადებული და გაზრდილი. სოფელ ჩიბათის სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ახლა ჩემთან შეხვედრა უნდათ. მე ხომ განსაკუთრებული პიროვნება ვარ?! ვხუმრობ, რა თქმა უნდა. პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ მაგის გარდა, უამრავი რამ მაქვს გაკეთებული. ადამიანები გიჟდებიან, რომ მხვდებიან და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან.

_  თქვენ პირადად რას ფიქრობთ _ თემურ ჭკუასელს რა უფრო უკეთ გამოსდის _ სიმღერა თუ პოლიტიკოსობა?

_ თემურ ჭკუასელს, როგორც მომღერალს, ხალხი ისე იცნობს, თორემ ვისაც ჩემი წიგნები წაკითხული აქვს, ისინი ცოტა სხვანაირად ფიქრობენ. მე მწერალი უფრო ვარ, ვიდრე მომღერალი. არ მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მომღერალი ვარ. არც იმას არ მივიჩნევ,  რომ პოლიტიკოსი ვარ _ პოლიტიკას ახლა ვსწავლობ. პირველ წელს, როცა პარლამენტში შევედი, ძალიან უმეცარი ვიყავი. ახლა მეოთხე წელია, გაცილებით ძლიერი ვარ და კარგად ვიცი, ამ ქვეყანაში რა, როგორ და რანაირად  ხდება. ამას ელემენტარული ნიჭი სჭირდება, გურულები კი ნიჭიერები ვართ და უცებ ავუღე ამ ყველაფერს ალღო. ასე რომ, ძალიან დიდი განსხვავებაა იმ თემურ ჭკუასელს,  რომელმაც 2012 წელს კენჭი იყარა და დღევანდელ თემურს შორის. ამას შინაგანად ვგრძნობ. მაგრამ ვერ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რომ აუცილებლად უნდა ვიყარო კენჭი,-მეთქი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. თუ გამოიკვეთება "ქართული ოცნებიდან" უკეთესი კანდიდატი,  დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს. ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ, თუმცა, აქ არის ერთი მომენტი _ დედა მყავს ლანჩხუთელი, მამა კი ჩოხატაურელი და ეს ძალიან აბალანსებს სიტუაციას.  ვფიქრობ, რომ ამ მომენტმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

_ ბატონო თემურ, თქვენთან ინტერვიუ ყოველთვის საინტერესო გამოდის, რადგან იუმორი თან ახლავს. როცა ხუმრობანარევ კითხვას ვსვამთ ან სტატიას ვწერთ, ვერ იგებენ და ბრაზდებიან. მაგალითად, ჩვენს იუმორისტულ რუბრიკაში გამოქვეყნებულმა სტატიამ _ "ჩოხატაურში 201 წელია", ადგილობრივი ხელისუფლება გაანაწყენა. თუმცა, თქვენ გამონაკლისი ხართ და ვიცით, რომ ამ კითხვას სწორად გაიგებთ. ჩვენ ხშირად ვატარებთ გამოკითხვებს და როცა დეპუტატებზე გვქონდა გამოკითხვა,  ერთმა გურულმა თქვა თქვენი მისმართით _  "კიდევ თუ დეპუტატობას აპირებს, "ჯორკო" ხომ არ შევაშველოთ?!" დაგჭირდებათ "ჯორკო"?

_ მეც წავიკითხე 201 წელზე და ძალიან ვიხალისე. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლებისაც მესმის _ ისინი ბევრს შრომობენ  და რაღაც სხვანაირად რომ იწერება, სწყინთ, თუმცა, ვფიქრობ, ამის შემდეგ ამაზე აქცენტების გაკეთება და თემის გაგრძელება არ არის სწორი. საერთოდ, ძალიან მიყვარს გურულების კომენტარები. დიდთოვლობის დროს, როცა შუქი გამოირთო, თქვენ გქონდათ სტატია, რომელშიც ასეთი კომენტარი იყო: ხელისუფლება "ხმას კი არა, ქვას არ მივცემთო" . ბუნებრივია, ძალიან განვიცადე უშუქობის საკითხი,  მაგრამ იმ კომენტარმა ძალიან გამახალისა. ზოგიერთი შეიძლება, გაბრაზებულიყო და ალბათ, ბევრს ეწყინა, მაგრამ მე ვიხალისე, თან ძალიან. ისე მომეწონა, რომ ყველგან ვყვებოდი და ბიძინასაც ვუთხარი. ისიც ვუთხარი, გურულებმა შემოგითვალეს, თქვენ რომ დაგვპირდი 2017 წელს ყველაფერი კარგად იქნება, 2016 წელი გამოვტოვოთო _ ამაზე ვიხუმრეთ. რაც შეეხება ჯორკოს, თუ იმას გულისხმობენ, რომ ენერგია მჭირდება, ასეა; თუ ასაკს გულისხმობენ მაშინ _ არა. ჯერჯერობით მაგრად ვგრძნობ თავს.

_  ბუნებრივია, კვერცხების თემას ვერ ავუვლით გვერდს. წინასაარჩევნოდ, ჩოხატაურელებს "კვერცხების რაოდენობის გაზრდას" პირდებოდით და წუხდით, რომ სულ ერთი კვერცხი უწევდათ. ახლა როგორ იქნება საქმე _ თუ ლანჩხუთის დეპუტატობასაც აპირებთ, ჩოხატაურელები გაგინაწყენდებიან _ თქვენი ცნობილი განცხადების დროს, ლანჩხუთს ორი კვერცხი ჰქონდა. ჩოხატაური ისევ ერთი კვერცხის ამარა დარჩება?

_ მაგ ამბავმა ამერიკამდეც ჩაააღწია და ყველამ იხალისა. თუმცა, ახლა ისე ნუ ვისაუბრებთ, თითქოს დეპუტატობა გადაწყვეტილი ამბავია..

_ ამ დროის მონაცემებით, სანამდე გაუზარდეთ ჩოხატაურს კვერცხების რაოდენობა?

_ ახლა გაზრდილია კარგად და ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ლანჩხუთი ნერვიულობს, ჩოხატაურს ბევრი აქვსო. ცოტათი ოზურგეთიც ანერვიულდა მაგ მხრივ. მაგრამ, თუ მოხდა მოსახდენი, ლანჩხუთელებსაც ვეუბნები, რომ კვერცხების რაოდენობა მათაც უნდა გაეზარდოთ და ჩოხატაურს _ თავისთავად.

_ თქვენი მთავარი საზრუნავი კვერცხების  რაოდენობის გაზრდაა?

_ კი, კვერცხების გაზრდაა მთავარი, _ გვითხრა  ჭკუასელმა და ინტერვიუ ანეკდოტით დაასრულა: " საბჭოთა კავშირის დროინდელი ამბავია. გურიის რომელიღაც სოფელში, მდინარის გაღმა, რაიკომის მდივანი ატარებს თათბირს. დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ სოფელი ვერ ასრულებს კვერცხების გეგმას. არის ერთი ამბავი. ადგა ერთი გურული და ამბობს: _ ჩვენ კვერცხის გეგმას კი ვასრულებთ, მაგრამ მდინარეზე ხიდი არ არის, ამიტომ, ძალიან შორიდან გვიწევს მოვლა, გზაში აი კვერცხები ფუჭდება და მერე ვყრით. აგვიშენეთ ხიდი და კვერცხების გეგმასაც შევასრულებთო. რაიკომის მდივანიც დაპირდა _ კარგი მოთხოვნააო. რომ დაჯდა, მეზობელი ეუბნება: _ ბიჯო, მართლა რომ ააშენონ ხიდი, მერე რას ვშვებითო?!

_ სად გინახია, კვერცხების მათხუარი მთავრობა ხიდის ამშენებელი იყოსო, _ დაამშვიდა  გურულმა". ხოდა, ჩვენც ასე არ დაგვემართოს, ნამეტანი ბევრი არ მოვითხოვოთ. მაგრამ ახლა პირიქით გამოდის, მაშინ მთავრობა ითხოვდა, ახლა კი პირიქითაა.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...