რა შეიცვალა მილიონერი მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში

მთავარი თემა

რა შეიცვალა მილიონერი მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში

2016 იან 22 20:40:29

4 ბინა, 3 საცხოვრებელი სახლი, 8 მიწის ნაკვეთი საქართველოში და საზღვარგარეთ, 3 არასაცხოვრებელი ფართი, 6 ფერწერული ტილო და რამდენიმე მილიონი საბანკო ანგარიშებზე, ასე გამოიყურება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძეს   ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მან 2016 წლის 18 იანვარს შეავსო.

უძრავი ქონება

დეკლარაციის მიხედვით, კალაძის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის  - სამტრედიაში, რესპუბლიკის 207, ფართობი - 410.00 კვ.მ, დაბა წყნეთში, გურამიშვილის 8, ფართობი - 329.62 კვ.მ და დაბა წყნეთში, გურამიშვილის 10, ფართობი - 188.45 კვ.მ.

ასევე, მინისტრი ფლობს 4 ბინას -თბილისში, ჭავჭავაძის 23, ფართობი - 364.00 კვ.მ; თბილისი, ბურძგლას 76/80, ფართობი - 396.00 კვ.მ; უკრაინა, კიევი, გამარჯვების გამზირი 39, ფართობი - 220.00 კვ.მ;  უკრაინა, კიევი, შევჩენკოს გამზირი 11, ფართობი - 250.00 კვ.მ.

რამდენიმე მიწის ნაკვეთს -  საქართველო, სამტრედია, რესპუბლიკის 207, ფართობი - 2400.00 კვ.მ, საქართველო, ბორჯომი დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ, ფართობი - 3030.00 კვ.მ; დაბა წყნეთშ, გურამიშვილის 8-ში, ფართობი - 1060.00 კვ.მ; დაბა წყნეთში, გურამიშვილის 10-ში, ფართობი - 1058.00 კვ.მ; დაბა წყნეთში, ვახტანგ გორგასლის 7-ში, ფართობი - 1139.00 კვ.მ;  თბილისში, ნუცუბიძის 131-ში, ფართობი - 271.00 კვ.მ; უკრაინაში, კიევში, კონჩაზასპა, ფართობი - 3000.00 კვ.მ და დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ, რომლის ფართობიც 2000.00 კვ.მ-ია.

ასევე, კალაძე ფლობს თბილისში, ნუცუბიძის 131-ში 359.50 კვ.მ;  სამტრედიაში, რუსთაველის 23-ში, 93.90 კვ.მ-ისა და სამტრედიაში, რუსთაველის 23-ში მდებარე 76.20 კვ.მ-ის არასაცხოვრებელ ფართებს.

კალაძის მსაკუთრებაშია ასევე თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი, რომლის ფართობი  56.00 კვ.მ-ია.

მოძრავი ქონება

ენერგეტიკის მინისტრი 4 მსუბუქ ავტომანქანას ფლობს  - BENTLEY CONTINENTAL, MERCEDES G63, FERRARI GTO,  კახა MERCEDES BENZ S63 COUPE, ასევე, მის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON SPRINGER.

ფერწერული ტილოები

კალაძის მფლობელობაშია 6 ფერწერული ტილო, აქედან 3 ელენე ახვლედიანის, ხოლო 3 ლადო გუდიაშვილისაა. ფერწერული ტილოების ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა მათი ფასი 10 ათას ლარზე მეტია.

საბანკო ანგარიშები

რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, მის საკუთრებაში პროგრეს ბანკი მიმდინარე ანგარიშზე 29.23 ლარი და  მიმდინარე 977. 67 დოლარი და 4001.04 ევრო იყო.

ბანკ "ინტეზა სან პაოლოს" მიმდინარე ანგარიშზე კალაძეს 900 000.00 ევრო და 3800000.00 დოლარი ჰქონდა;

საქართველოს ბანკი საკრედიტო ბარათზე 306.00 ევრო ერიცხებოდა.;

ბანკ "ფინანსური ინიციატივას" მიმდინარე ანგარიშზე 20000.00 დოლარი და  ბანკი 5000.00 ევრო;  jiulius baer-ის  მიმდინარე ანარიშზე 4 000 000.00 ევრო; ბანკი ქართუს მიმდინარე ანგარიშზე 1189.95 დოლარი, ხოლო საბარათე ანგარიშებზე  2170.83 დოლარი და 151.32 ევრო ჰქონდა.

რაც შეეხება კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის ფინანსურ მდგომარეობას, პროგრეს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1149.92 ლარი; 0.44 დოლარი, 391.67 ევრო, ხოლო ამავე ბანკის  საკრედიტო ანგარიშზე 403.71 დოლარი (დებეტი(-) ერიცხებოდა.

გარდა ამისა, ანა არეშიძეს ნაღდი ფულის სახით  23 000.00, ხოლო  კახა კალაძეს 40 000.00 ლარი ჰქონდა. 

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის ერთი წლის შემოსავლებს, რომელიც მან 205 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრამდე მიიღო, დეკლარაციის მიხედვით, 75000.00 ლარი, 430000.00 დოლარი და 215000.00 ევროა.

აქედან, კალაძეს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მინისტრის პოსტიდან  75000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული; 430000.00 დოლარი მან ООО "ЮКА"-ს (მისამართი: უკრაინა, г. Киев, проспект 40-летия Октября, 89) პარტნიორობისთვის, ხოლო 215000.00 ევრო შპს ,,ნესტ გრუპ"-ის (მისამართი: უკრაინა, კიევი, ვიბორზკაია 99) პარტნიორობისთვის მიიღო.

გარდა ამისა, კალაძე კიდევ ორი შპს-ს პარტნიორია - 2007 წლიდან kala capital limited-ის, ხოლო 1998 წლიდან შპს "კოლხეთის", საიდანაც წინა წელს შემოსავლები არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავალი არც კალაძის მეუღლეს ანა არეშიძეს მიუღია თავისივე  შპს "ანოუკი"-დან, რომლის პარტნიორიც 2013 წლიდანაა.

სასესხო ხელშეკრულებები

დეკლარაციის მიხედვით, კახი კალაძეს 9 სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კერძოდ კი, მინისტრს საკმაოდ სოლიდური თანხები აქვს გასესხებული, საიდანაც შემოსავლის სახით გასულ წელს არაფერი მიუღია.

კერძოდ, "კალა კაპიტალზე", "კალა დეველოპმენტსა"  და "კოლხეთზე" კალაძეს საერთო ჯამში, 1 314 727 ლარი და 2 516 297 დოლარი აქვს გაცემული ვალდებულების შესრულებამდე.

რაც შეეხება კალაძის მიერ აღებულ სესხებს, დეკლარაციის მიხედვით, ენერგეტიკის მინისტრს საერთო ჯამში 2 720 600 დოლარი და 195 000 ევრო ვალი აქვს, რომლის პროცენტების დასაფარადაც კალაძემ გასულ წელს 309 437.22 დოლარი და 444165 ევრო აქვს გადახდილი.

რაც შეეხება ანა არეშიძეს, მის სახელზე მხოლოდ ერთი სასესხო ხელშეკრულება  - 2014 წელს აღებული 410 000 დოლარია, რომლის პროცენტის დასაფარადაც მან გასულ წელს 61200 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება სხვა ხელშეკრულებებს, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, კახა კალაძემ უძრავი ნივთის ნაწილის გაქირავებიდან 12405 ლარი მიიღო; მსუბუქი ავტომობილის ROLLS ROYCE PHANTOM-ი კი  230 000.00 ევროდ გაყიდა.

ველმოქმედება

2015 წელს კალაძემ ქველმოქმედებისთვის, 74 676 ლარი გასცა, რაც წინა წელთან შედარებით, 6 792 ლარით მეტია.

გარდა ამისა, კალაძემ დოკუმენტური ფილმი "შინდისის გმირები" 4 000 ლარით დააფინანსა.

ამავე თემაზე:

საქართველოს მილიონერი მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოებს, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...