ვინ, როგორ და რამდენ დახმარებას მიიღებს ბიუჯეტიდან

მთავარი თემა

ვინ, როგორ და რამდენ დახმარებას მიიღებს ბიუჯეტიდან

2016 იან 25 17:38:00

გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დაამტკიცეს.

დოკუმენტის თანახმად, ახალშობილებს, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 130 000-დე, გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დამხარება 200 ლარის ოდენობით.

ახალშობილის მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიმართოს.

გამგეობის მიერ წარმოდგენილი პროექტის მეორე მუხლში აღნიშნული იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე პირების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის (250 ლარი) გაცემისთვის საჭიროა (!) ომის მონაწილის წერილობითი განცხადება და პლასტიკური ბარათის ქსეროასლი(!). თუმცა, დეპუტატ დავით შარაშიძის შენიშვნით და იმის გათვალისწინებით, რომ წერილობით განცხადებას გარდაცვლილი ვერ დაწერს და დაკონკრეტებაა საჭირო, ასევე, ომის მონაწილეს და პლასტიკურ ბარათს ქსეროასლს ვერ გადაუღებენ, პროექტში შესწორება გაკეთდა.

მესამე მუხლის თანახმად, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები, ასევე, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მოწამლული პირები, აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ოჯახები, ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ, ასევე, დამატებით მიიღებენ 200 ლარს შეშის შესაძენად.

გარდა ამისა, იმ ოჯახებს, რომელთა წევრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შემდეგ 1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ დაიღუპნენ, ყოველთვიურად 300 ლარი მიეცემათ, ხოლო 9 აპრილს დაზარალებულებს თვეში 150 ლარის ოდენობის დახმარება გაეწევათ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულებს ერთჯერადად, სადღესასწაულოდ 300 ლარი გადაეცემათ და დამატებით, ზამთარში შეშის შესაძენად 200 ლარს მიიღებენ.

250 ლარით დაფინანსდება მარტოხელა მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. გაცემის წესში დაკონკრეტებულია, რომ თანხა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დაღუპულს არ ჰყავს პირდაპირი მემკვიდრე _ დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, გერი ან შვილიშვილი.

წლის განმავლობაში 300 ლარი ერთჯერად მიეცემათ 100 წელს გადაცილებულ პირებს. ამისთვის კი საჭიროა ხანდაზმული პირის წერილობით განცხადება, მისი პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ხანდაზმული პენსიონერის შესახებ და საბანკო ანგარიში.

მუნიციპალიტეტის აღრიცხვაზე მყოფ დევნილთა ოჯახებს საბანკო ანგარიშებზე 200 ლარი შეშის შესაძენად ჩაერიცხებათ, ხოლო დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 250 ლარს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "სხვა გარდაუვალ აუცილებლობასთან დაკავშირებით, დევნილის ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას" ასი ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტი წელსაც დაეხმარება მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენების შემდეგად დაზარალებულ ოჯახებს. ამ ოჯახების მდგომარეობას გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური შეისწავლის; ხარისხის მიხედვით შეირჩევა ოჯახები და სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი დახმარება. დახმარება შეიძლება გაეწიოს სტიქიური მოვლენების შემდეგად დაზარალებულ ოჯახებს 5 000 ლარამდე ერთჯერადად. გამონაკლის შემთხვევაში კი შესაძლებელია არაუმეტეს, 15 000 ლარის ღირებულების ბინის შეძენა.

დოკუმენტში გამონაკლისი განმარტებული არ არის, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ, გამგებელი იღებს კომისიის დასკვნის საფუძველზე:

_ არის შემთხვევები, როცა სახლი მთლიანად ნადგურდება ხანძრით ან სხვა სტიქიური მოვლენით. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს, ბუნებრივია, 5 000 ლარი არ ეყოფა და შესაბამისად, ამ დროს შეიძლება გამონაკლისის დაშვება. თუმცა, ამ გამონაკლისს უშვებს გამგებელი სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ ჩვენთან საუბრისას.

მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარით განისაზღვრა; 18-წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ყველა ბავშვი თვეში 100 ლარს მიიღებს. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, რეგისტრირებულნი არიან სოციალურ დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და თუ მათი სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია (ღატაკი) ან 65 001-დან 130 000-მდეა, თითოეულ ბავშვზე თვეში 25 ლარს მიიღებენ.

დახმარებას ისევ გაეწევათ ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებს.

წლევანდელი ბიუჯეტით, დახმარება გაეწევათ 18 წელს ზევით ასაკის პირებს, რომლებიც საჭიროებენ სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტების შეძენას. დახმარების მიმღები პირის სარეიტინგო ქულა 65 001-დან 200 000-ის ჩათვლით უნდა იყოს.

_ დაფინანსდება ის ნაწილი, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა 150 ლარს არ აღემატება, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ.

ასევე, დაფინანსდება 18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სტაციონალური სამედიცინო მომსახურება და მათ მედიკამენტებსაც შეუძენენ.

ონკოდაავადებულთათვის სტაციონალური სამედიცინო მომსახურებაზე გაიცემა 400 ლარი, მედიკამენტების შესაძენად _ 200 ლარი, ხოლო ოპერაციის შემდეგ გამოკვლევაზე _ 200 ლარი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებენ თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიალეზის კურსის ჩატარებას _ ამ კატეგორიის ადამიანებს ყოველთვიურად. 140 ლარი მიეცემათ.

0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირები ყოველთვიურად 30 ლარს მიიღებენ, ხოლო მედიკამენტების შესაძენად, ერთჯერადად _ 100 ლარს.

წლევანდელი ბიუჯეტით ისევ დაფინანსდება გულის თანდაყოლილი პათოლოგიით დაავადებული 18 წლამდე პირთა გეგმიური მონიტორინგი, რომელიც თითოეულზე 500 ლარით არის განსაზღვრული.

არის სიახლე _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი პირველად დააფინანსებს ეპილეფსიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის პირების გეგმიურ მონიტორინგს წლის განმავლობაში, არაუმეტეს, 600 ლარის ოდენობით.




 ახალი ამბები
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...
  • აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობსამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ პომპეომ დღეს განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,_ წერია ... ...
  • რას წერს REUTERS მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შესახებსაქართველოს ყოფილი  პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა REUTERS-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც გამოცემის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, ციხიდან გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს, ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა, მას შემდეგ რაც ძალაუფლების გადამეტებაში, თანხის გაფლანგვაში და სხვა კრიმინალურ დაშაულში ცნეს დამნაშავედ, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს უწოდებდა. მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა, ვიდრე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებოდა ქართული ოცნების მიერ, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. „შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი რომ გავაგრძელო ბრძოლა ამ რეჟიმის მოსაშორებლად“,_ განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „გაძლევთ გარანტიას, რომ წელს ეს ხელისუფლება დასრულდება“. მერაბიშვილს ციხის გარეთ უამრავი მხარდამჭერი დახვდა. მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები. როგორც REUTERS აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი ყოფილი ოფიციალური პირი დააკავეს, ძალაუფლების გადამეტების და კორუფციის ბრალდებით. ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მისი ოპონენტების წინააღმდეგ ომობს. მაუწყებლის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე კრიმინალური საქმე გაიხსნა და დააკავეს ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პერიოდში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა. REUTERS-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გასულ ზაფხულს დაიწყო და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამხრეთ კავკასიის  ქვეყნის მთავრობამ, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენა შერჩევითი სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რასაც ოფიციალური პირები ... ...
  • საკუთარ დაბადების დღეზე ცეკვის დროს გარდაცვლილი გოგო დღეს დაკრძალეს 20 წლის ‌ანა ენგიბარიანი, რომელიც მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა, დღეს, მშობლიურ სამტრედიაში დაკრძალეს. ‌რა გახდა 20 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმა სახელდება.  ამავე თემაზე: სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა იელი გოგონას ცეკვა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...