ცხოვრება სესხების ტვირთით

მთავარი თემა

ცხოვრება სესხების ტვირთით

29 იან. 2016, 19:34:26

 ისტორიები ბევრია, ხშირად ერთმანეთის იდენტური: ვადაგადაცილებული სესხის შედეგად წარმოქმნილი მუქარები, შანტაჟის შემცველი ქმედებები, სხვადასხვა ორგანიზაციების აბლაბუდაში გახლართული უმწეო ადამიანების შიშით სავსე ყოველდღიურობა და კითხვა: რა გველის მომავალში?

ნაწილი II

ნია თავის ვინაობის გასაჯაროებისგან თავს ერთი მიზეზით იკავებს, ისიც სასამართლოს მოლოდინშია და ეშინია, კიდევ უფრო არ გაამწვავოს მდგომარეობა. "მე ორსულად ვარ და ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სტრესს ვიღებ ყოველდღიურად ჩემს მდგომარეობაში. მუდმივი შანტაჟი და დაშინება მიდის. გამუდმებით მიწევს იმის მოსმენა, რომ ორსულობა ავადმყოფობა არ არის, თავზე ხელი რომ გადაგისვათო."

 ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციის ერთ-ერთი მსხვერპლი  ხათუნა ს.  გვწერს: "ჩემს ისტორიასაც მოგწერთ, ალბათ დაგაინტერესებთ. ერთ დღეს მირეკავს ტელეფონი და უცნობი სასიამოვნო ხმის გოგონა მატყობინებს, რომ ვიმყოფები ვადაგადაცილებაში.  ვინ ხართ -მეთქი და ვივუსიდან გაწუხებთო. გავგიჟდი, მე არაფერი ამიღია-მეთქი.  როგორ არა, 650 ლარი გაქვთ გატანილიო. როგორც გავარკვიე, ჩემს შვილს აუღია ჩემი პირადობით და უსარგებლია ჩემი ინტერნეტ ბანკით. ეს რა უბედურებაა,  ვალი რომ დამედო და მერე მატყობინებ, სესხს რომ გასცემ,  მანამდე დამირეკე და მკითხე,  ნამდვილად მე ვარ თუ სხვა ვინმეა. ასეთი ისტორიები მრავლადაა. ჩემი თხოვნაა, თუ გამოაქვეყნებთ ამ ისტორიას,  ჩემს ნამდვილ ვინაობას ნუ დაწერთ,  არ მინდა ოჯახში ვინმემ გაიგოს (მეუღლეს გული აწუხებს)."

ერთ-ერთი დაზარალებული გვწერს:  "სწრაფ სესხებთან დაკავშირებით მომივიდა სამართლიანი არბიტრის სარჩელი (სტილი დაცულია რედ.), სადაც მთხოვენ 10 დღის ვადაში წარვადგინო წერილობითი შესაგებელი ამ საარბიტრაჟო სარჩელზე. სარჩელში დაწესებულია რა გადასახადები მეკისრება და ბოლოს მემატება საარბიტრაჟო მოსაკრებელი 150 ლარი. ამ თანხის გადახდის საშუალება არ მაქვს და ვერც გადავიხდი. ხომ ვერ მეტყვით, რა მემუქრება?"

 მერაბ ჯანიაშვილი "აფბას" ვიცე პრეზიდენტი:

მსესხებლებს  ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ თუ სესხის გადახდა არ მოხდა ან პრობლემურებში გადავიდა, მათ აქვთ უფლება, რომ თავად აირჩიონ კერძო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც, ასე ვთქვათ, ორ კერძო პირს შორის დავას გადაწყვეტს. ამ ადამიანს შეუძლია კერძო არბიტრაჟში არ გამოცხადდეს, მაგრამ შემდეგ მოუწევს სასამართლოში ამის გასაჩივრება. როგორც წესი, თუ საქმე მიდის სასამართლომდე, ჯარიმების 80 პროცენტს სასამართლო ჩამოწერს.

 თანხის ამოღების რა მექანიზმები არსებობს, მას შემდეგ რაც სასამართლო გადაწყვეტს, რომ მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ეს თანხა? ეს პიროვნება ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე არ აქვს არანაირი შემოსავალი და არ შეუძლია გადახდა.

 შეიძლება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდეს ამ თანხის ამოღება, მაგრამ მოხდება მისი ანგარიშის დაყადაღება, როცა მას გაუჩნდება შემოსავალი. ჩემი აზრით,  ის მაინც უნდა გამოცხადდეს კერძო არბიტრაჟთან და წავიდეს მოლაპარაკებაზე, გაარკვიოს რას სთავაზობს ეს კერძო არბიტრაჟი. მას შეუძლია არ დათანხმდეს ამ პირობებს, მაგრამ შემდეგ საქმე აუცილებლად მივა სასამართლომდე, რომელიც ჯარიმების დიდ ნაწილს ჩამოაჭრის, მაგრამ მას მაინც მოუწევს ძირი თანხის დაფრვა.

მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობას ქვეყანაში არცერთი კანონი არ არეგულირებს და მათ  საქმიანობაში სრული თავისუფლება ენიჭებათ. თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ დააწესოს საპროცენტო განაკვეთი, რაც ხშირად წარმოუდგენელ ნიშნულს აღწევს. 

არ არსებობს დაზარალებულთა ოფიციალური სტატისტიკა. მისი განმარტებით, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" შეეცადა მოიძიებინა,  დაზარალებულთა  რა რაოდენობაა სახელმწიფოში, მაგრამ არცერთ ოფიციალურ სტრუქტურას მსგავსი მონაცემები არ აღმოაჩნდა.

"ეს, ჩემი აზრით, საშინელებაა. მე ვცდილობ, ჩემს ირგვლივ ყველა გავაფრთხილო, რომ თავი შეიკავონ მათი მომსახურებით სარგებლობისგან. ჩემი რჩევა იქნება მათთვის, ვინც უკვე გაიხლართა ამ გამოუვალ მდგომარეობაში, მაინც წავიდნენ მოლაპარაკებაზე, ხშირ შემთხვევაში ასეთი ორგანიზაციები მიდიან ჯარიმების ჩამოწერაზე და რჩება მხოლოდ ძირი ფული გადასახდელი."-ამბობს "აფბას" ვიცეპრეზიდენტი.




 ახალი ამბები
  • ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური აღარ გაიმართებალეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი. მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა.  „მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური, HERE TO LOVE, აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“,- წერს მომღერალი. წერილის ბოლოს ლეგენდარული მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უსაფრთხო გარემოში მსმენელთან  შეხვედრისა და კონცერტის გამართვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა. ინფორმაციისთვის: 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) მყიდველის ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება. თანხის დაბრუნება მოხდება 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SOLO ბანკირს ან მოგვწერეთ მისამართზე lenny@solo.ge ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 963 გახდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 841 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 ... ...
  • მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელიმეტეროლოგების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი და შესაძლოა, ნიშნულმა 42 გრადუსსაც გადააჭარბოს. „ხვალაც, 8 ივლისსაც მაღალი ტემპერატურა იქნება. დღის ბოლოს იწყება ნალექი. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ველით შედარებით მნიშვნელოვან ნალექს. დღის მეორე ნახევრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს“ - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი, დავით ლოლაძე. სპეციალისტების თქმით, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ძლიერმა სიცხემ, შესაძლოა, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება და მზეზე გადაადგილებისგან თავის შეკავება. „ასევე, თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ან, თუ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს უნდა მოხდეს დილით, ძალიან ადრე. თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლიან, ტკბილ და გაზიან სასმელებს. აუცილებლად უნდა გვეხუროს ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, უნდა ვატაროთ სათვალე“, - აცხადებს NCDC-ს არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა. საქართველოს ტერიტორიაზე, კვირის ბოლოდან, შედარებით, აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგან - ძლიერად. მოსალოდნელია ელჭექი და ... ...
  • "როგორც ჩანს, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს" _ დავით ჭიჭინაძე"როგორც ჩანს, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს, სამაგიეროდ, პრობლემა აღარ ექნება იმ  მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება. ზუსტად 9 თვის შემდეგ მივიღე დეპუტატის შეკითხვაზე  პასუხი სუს-ისგან, რომ „ვარკეთილი დეველოპმენტის საქმეში“ თურმე არანაირი დარღვევა არ არსებობს. არადა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 15 მილიონზეა საუბარი.“ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასი მესამე ვადით დარჩენას გამორიცხავს. „ მესამე ვადით „ ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. მითუმეტეს, რომ ივანიშვილი სერიოზული პრობლემების წინ დგას.  კანდიდატები,  რომელთა დასახელებაც მოუწევს  საარჩევნოდ,  კიდევ უფრო მეტი სიმძიმე გახდება მისთვის, რადგან:  1. ძველმა სახეებმა ყველა რესურსი ამოწურეს და მათ სუფთა წაგება უჭირავთ ხელში.  2. რაც შეეხებათ ე.წ. ახალ სახეებს, სულ ტყუილა ჰგონიათ „ოცნებაში“, რომ ისინი საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობენ. მათი ერთადერთი ფუნქცია ქართულ პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დაიცვა და „გაპრავებაა“ და იმიტომ.  მოკლედ, რეალობა ასეთია, ბიძინა ივანიშვილი ხალხს რეალურად არ იცნობს; მას პოლიტიკოსები კი არა, მორჩილი ადამიანები სჭირდება; ივანიშვილს რომ ჰგონია გუნდი ჰყავს, გუნდი არა, სამაგიეროდ ნამდვილად ჰყავს მცირე დაჯგუფებები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის დასმენაზე არიან გადასული; შესაბამისად, დროის კონკრეტულ მომენტში სწორედ იმ გუნდის ძალაუფლება იკვეთება, ვინც იმ მომენტისთვის მეტი „ნდობის“ მოპოვებას ახერხებს. შედაეგად კი ვიღებთ იმას, რომ არ არსებობს ხედვა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს, ცხოვრების დონე ცოტათი მაინც რომ გაუმჯობესდეს. სამაგიეროდ ივანიშვილის გარემოცვას კარგად აქვს გაკვალული გზა - რაც შეიძლება მეტი  ფული როგორ წაიღონ ქვეყნიდან. ხალხს კი, მარსსაც დაჰპირდებიან, რაში ადარდებთ, თუ არ შეუსრულებენ", _ აცხადებს დავით ... ...
  • რომელ ქვეყნებს გაუხსნის საქართველო საზღვრებსსაქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას გაუხსნის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით. საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს. დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს. ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში. აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...