კულტურის სახლის აშენების საკითხი მინისტრმა დაადასტურა

მთავარი თემა

კულტურის სახლის აშენების საკითხი მინისტრმა დაადასტურა

2010 დეკ 23 22:48:40
1994-2000 წლებში საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოში, სხვადასხვა წამყვანი თანამდებობები ეკავა; 2000-2003 წლებში  იყო  საგანგებო ლეგიონის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2003-2004  წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2005 _ წლებში ფინანსური პოლიციის სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2005-2007 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს; 2007-2008 წლებში _ შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს, 2008 წლის პირველ ნახევარში იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; ამავე წლის მეორე ნახევარში _ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2008 წლის ბოლოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს, სადაც 2 წელი იმუშავა. 2010 წლის ზაფხულში კი დაინიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად.
რამაზ ნიკოლაიშვილს, საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირის პრეზიდიუმის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, 2009 წელს ტრანსპორტის და საგზაო მშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისთვის მიენიჭა "წლის ინჟინრის" საპატიო წოდება; 2010 წელს ]საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, 2009 წელს _ ღირსების ორდენით; 2007 წელს _ ღირსების მედლით; 2005 წელს მიენიჭა სპეციალური წოდება _ "პოლკოვნიკი".
მის ირგვლივ მუდმივად ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები _ ზოგჯერ ჭორი, ზოგჯერ მართალი. "გურია ნიუსი" ამ ჭორ-მართლის გადამოწმებას უშუალოდ მინისტრთან შეეცადა.
_ ბატონო რამაზ, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ ჩოხატაურელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით _ კულტურის სახლის აშენებით მინდა დავიწყო. ეს იყო თქვენი დაპირება, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, მალე უნდა იქცეს რეალობად. იქნებ უფრო დაწვრილებით  გვესაუბროთ ამ საკითხზე და გვითხრათ _ რამდენად რეალურია ჩოხატაურში კულტურის სახლი აშენება?
_ ეს იყო ჩემი დაპირება ჩოხატაურელებისთვის, რაც ჩემთვის გამოწვევაა და მეც სიამოვნებით ვიღებ მას. ჩემი პირობა შესრულებული იქნება და ჩოხატაურში ძალიან მალე დაიწყება კულტურის სახლის მშენებლობა. ეს არ არის დაპირება. ეს არის საქმე, რომელიც მალე გახორციელდება.
_ ბატონო რამაზ, სამწუხაროდ, ბახმაროს სკანდალთან დაკავშირებით, გურიის ხელისუფლებას დღემდე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია და არ აუხსნია საზოგადოებისთვის რა მოხდა, როგორ მოხდა, რომ "ნაციონალების" ერთ-ერთი სახე დამნაშავე იყო. გურიის გუბერნატორმა მხოლოდ ის თქვა, რომ როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, თავად არ იყო გუბერნატორი... მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე გავიდა, საზოგადოება ელის ახსნა-განმარტებებს და იმედია, რომ თქვენ იქნებით ის ადამიანი, რომელიც ამ საკითხზე გულწრფელად ისაუბრებს. მით უმეტეს, რომ ერთხელ თქვით _ მე რომ გუბერნატორი ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდიო. როგორ მოიქცეოდით?
_ ეს ის თემაა, რომელზედაც ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მე არ ვიყავი მაგ დროს გუბერნატორი. თუმცა, ვფიქრობ, რომ რაც მოხდა, ძალიან ცუდია. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს სერიოზული საუბრები ბახმაროს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება დამატებითი სამუშაო ადგილები და  გურია ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
_ როგორი განცდაა, როცა მინისტრის სავარძელი გიკავიათ და პრეზიდენტის ფავორიტად გთვლიან?
_ თქვენ სულ ამბობთ, რომ მე პრეზიდენტის ფავორიტი ვარ. თუ იმას ეძახით ფავორიტობას, რომ მე ქვეყნის პირველი პირი  მენდობა, ეს ასეა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლო.
_ პრეზიდენტმა ერთხელ თქვენზე საუბრისას თქვა, "მტარვალიაო". მართლა ასეთი ხართ თანამშრომლებთან და მათ მუდამ მძიმე მუშაობის რეჟიმში ამყოფებთ?
_ ეს სიტყვები პრეზიდენტმა ხუმრობით თქვა. რაც შეეხება თანამშრომლებთან ჩემს ურთიერთობას, მე ვმუშაობ ძალიან ბევრს, მართლაც ძალიან ბევრს და ამასვე მოვითხოვ თანამშრომლებისგან.
_ გულწრფელად მიპასუხეთ _ გურიის ხელისუფლება მოგწონთ?
_ ბევრი მომწონს, ბევრი _ არა. მომწონს გია გოგუაძე, რომელიც, მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელია.
_ ბატონო რამაზ, ვრცელდება ინფორმაციები, რომ გოგუაძე ჩიტაიშვილს შეცვლის...
_ მაგაზე ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილია და რა იქნება მომავალში, არავინ იცის.
_ ბევრი ამბობს, რომ გარკვეული ინტერესები გაქვთ გურიაში.
_ ჩემი ინტერესი გურიაში მხოლოდ სიყვარულია. სხვა რაიმე მატერიალური ინტერესი ნამდვილად არ მაქვს. არ ვფლობ არცერთ კვადრატულ მეტრ მიწას, ტყეს და ბიზნესს.
_ თქვენზე ამბობენ, პიარი ძალიან უყვარსო...
_ არ ვიცი. ეს, ალბათ, ჩემს პრესსამსახურს უნდა ჰკითხოთ.
_ ისიც თქვეს, ერთი და იმავე ობიექტს რამდენჯერმე ხსნის ტელეკამერების და საზოგადოების წინაშე თავი რომ მოიწონოსო...
_ საქართველოში ძალიან ბევრი რამ კეთდება.  იმდენი ობიექტი გროვდება, რომ გახსნას ვერ ვასწრებთ და დამერწმუნეთ,   პიარის გასაკეთებლად ერთი და იმავე ობიექტის გახსნა ნამდვილად არ მჭირდება. თუ ვინმე მეტყვის, რომ რომელიმე კონკრეტული ობიექტი ორჯერ გავხსენი, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე არ არის.
_ რამდენად ამბიციური ხართ?
_ ამბიციური ნამდვილად ვარ.
_ ხშირად სვამთ ალკოჰოლურ სასმელებს?
_ არც ისე.
_ ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა ნასვამმა რომელიმე ჩინოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეთ?
_ არა, ნასვამი სამსახურში არასოდეს მივსულვარ. როგორც წესი, მეგობრების წრეში ვსვამ, იქ კი თათბირებს არ ვმართავთ. შესაბამისად, არც არავის ვხსნი.
_ თქვენი ნდობა ადვილი მოსაპოვებელია?
_ შემთხვევას გააჩნია. ალბათ, უფრო კი.
_ როდის ხართ დაუნდობელი და რითი გამოხატავთ სიბრაზეს?
_ არ ვარ დაუნდობელი ადამიანი, თუმცა, ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი. ვბრაზდები მაშინ, როცა მატყუებენ; მაშინ, როცა საქმეს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან; მაშინ, როცა ქვეყნის ინტერესებზე წინ პირად ინტერესს აყენებენ.
_ საზოგადოება ტელევიზიით იგებს, რომ მესტიაში აეროპორტი იხსნება, რომ ქუთაისში პარლამენტი შენდება, რომ ბათუმი ყვავდება, სამეგრელო ნათდება და ა.შ. რატომ არის გურია ამ ყველაფერს მოწყვეტილი? მეტყვით, რომ ჩვენთან ყველაზე მეტი გზები დაიგოო, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით ჩვენ დაჩაგრულები ვართ _ შადრევანიც კი არ გაგვიხსნეს!
_ შადრევანი თუ გინდათ, პრობლემა არ არის მისი გახსნა. თუმცა, როცა რამეს ვაკეთებდი, ხშირად სვამდით შეკითხვას, საიდანო. მე ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ ხალხს დაანახო, როგორ და სად იხარჯება მათი ფული, ეს კი სწორად უნდა გააკეთო. ვერ დაგეთანხმებით, რომ გურია დაჩაგრულია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტი გზები გურიაში დაიგო. მომავალი წელიც დატვირთული იქნება. სოფლის პროგრამის ფარგლებში ბევრი ძალიან კარგი პროექტი გახორციელდება, დაიგება გზები, მეტი ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურას.
_ და დაიწყება ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობაც...
_ კი. მე ჩემს დაპირებას ყოველთვის ვასრულებ. მთავარია, ყველაფერს საღი თვალით შევხედოთ და დავინახოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, რომ იგი შენდება და არ ინგრევა. მინდა ისე ვიცხოვრო, ჩემი ნაკეთები საქმეები ქვეყანას დარჩეს და ჩემი წასვლის მერე არ თქვან, არაფერი უკეთებიაო. ამიტომ, დღე-ღამეში თითქმის 24 საათი ვმუშაობ და ყველა რომ ასე იქცეოდეს, დამერწმუნეთ, არ დასჭირდებათ იმაზე ფიქრი, როგორ დაიკანონონ მიწა ბახმაროში უკანონოდ, როგორ გადაამეტონ თანამდებობრივ მდგომარეობას და  ა.შ. 
_ ახალი წლის გატარებას გურიაში ხომ არ გეგმავთ?
_ ვაპირებ ჩამოვიდე. შესაძლებელია ზოტს ვესტუმრო. ლევან ვაშალომიძესთან ერთად მაქვს ეს ვიზიტი დაგეგმილი.




 ახალი ამბები
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...
  • წარსულში ნასამართლევ პირს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ... ...
  • ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც tv25 იუწყება, შუახევის მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...