redman federation inc-ს ლარიც არ გადაუხდია _ ვინ არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელსაც სააკაშვილმა მიწები მისცა

მთავარი თემა

redman federation inc-ს ლარიც არ გადაუხდია _ ვინ არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელსაც სააკაშვილმა მიწები მისცა

2016 თებ 18 16:49:10

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომპანია  redman federation inc-ს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში, ზღვისპირა ზოლში, თითქმის 9 ჰექტარი მიწა 1 ლარად ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე,  2011 წლის 3 აგვისტოს მისცა.

9 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა. თუმცა, 1 ლარად გასხვისებამდე  6 დღით ადრე, 2011 წლის 29 ივლისს, სამინისტროს წარმომადგენელმა არჩილ ბერიძემ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია მოეხდინათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა განცხადება იმავე დღეს დააკმაყოფილა და შესაბამისი დოკუმენტიც გასცა.
2011 წლის 3 აგვისტოს კი რეესტრს გაცხადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა  ზვიად საპანაძემ მიმართა და ციხისძირის მიწების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა, რომელიც იმავე დღეს დაკმაყოფილდა.

ეს ყველაფერი უწყებებს იმისთვის დასჭირდათ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქონება ადვილად გაეჩუქებინა, რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საქართველოს პრეზიდენტი ერთი განკარგულებით ვერ გასცემდა.

რაც შეეხება განკარგულებას _ მასში მითითებულია, რომ კომპანიას გადაეცა სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 433 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 391 კვ. მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, 27 557 კვ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 199 კვ. მ შენობა-ნაგებობა, 33 780 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 28 217 კვ. მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი 1 ლარად.

დოკუმენტის თანახმად, საპრივატიზებო პირობად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია ამ დროის განმავლობაში 1 ლარს არ გადაიხდიდა, მას, ყოველ გადაცილებულ დღეზე 500 ლარი _ პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კომპანია  redman federation inc-ს, რომელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2011 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრში საჯარო მოხელემ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის  უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ თინათინ ჩაჩანიძემ მოახდინა, 1 ლარი არ  გადაუხდია და დღეის მონაცემებით, redman federation inc-ის სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება თითქმის მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ და პროკურატურაში გვამისამართებენ. კომენტარს არ აკეთებს ჩაჩანიძეც, რომლის თქმით, პროკურატურა ციხისძირის მიწების პრივატიზების კანონიერების თაობაზე გამოძიებას 2013 წლიდან აწარმოებს და მას, როგორც მოწმეს, კომენტარების მიცემა აკრძალული აქვს.

კომენტარების მოპოვებას მთავარ პროკურატურაში “გურია ნიუსი“ მთელი დღის მანძილზე ცდილობდა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, უწყებიდან კონკრეტულ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე უცნობია, გაიტანენ თუ არა ქონებას აუქციონზე. ეკონომიკის სამინისტროში 2-წლიანი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა, სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება,  ქონება დააყადაღოს და აუქციონზე გაყიდოს:

_ თუკი უცნობია მფლობელი, მაგრამ სახეზეა ქონება, სახელმწიფო საჯარო განცხადებას გააკეთებს, რომ არსებობს დავა და ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს. ქონება გადის აუქციონზე და თუკი იმაზე მაღალ ფასად მოხდა ქონების გაყიდვა, რა დავალიანებაც კომპანიას აქვს სახელმწიფოს წინაშე, ზედმეტი თანხა კომპანიას ანგარიშზე უნდა ჩაერიცხოს, _ განმარტა ტრაპაიძემ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიხეილ სააკაშვილმა ამ დრომდე უცნობ კომპანიას 9 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება 1 ლარად მისცა. პირობების დარღვევის გამო, დავალიანება მილიონ ლარს აღწევს. თუკი სახელმწიფო ქონებას აუქციონზე გაიტანს, ბუნებრივია, რომ მისი ფასი საკმაოდ მაღალი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით  redman federation inc წაგებული არ დარჩება და ფულს არაფრიდანაც იშოვის.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით ეს კომპანია,  მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირ კავშირშია და მისი მფლობელი, სანდრა რულოვსის მეგობარი ჩეხეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული პეტრ ზიკაა.

აღნიშნულ პიროვნებაზე ინფორმაციის მოპოვება ამ დროისთვის შეუძლებელია _ არც ერთ საძიებო სისტემაში მასზე არაფერი წერია; მის შესახებ ინფორმაციას არც ბიზნესს წრეებში ფლობენ.

ამავე თემაზე: სააკაშვილის გარიგება _ 9 მილიონიანი ქონება ციხისძირში 1 ლარად ვალდებულებების გარეშესააკაშვილის მიერ 1 ლარად გაყიდული მიწები უცნობ კომპანიას საჯარო მოხელემ დაურეგისტრირა _ ექსკლუზივიერთ ლარად გაყიდული ციხისძირის მიწების უკან საერთაშორისო მაფია დგას?მოჭრა შეიძლება, გადარგვა არა _ რეპორტაჟი ციხისძირიდან, სადაც ტყეები გაჩეხილია




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...