"გამგებელმა ვერ მიგვიღო, ფეხბურთის საყურებლად ყოფილა წასული"

მთავარი თემა

"გამგებელმა ვერ მიგვიღო, ფეხბურთის საყურებლად ყოფილა წასული"

26 თებ. 2016, 19:08:43

იანვრის ბოლოს გურიაში მოსულმა უხვმა თოვლმა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დააზარალა მოსახლეობა.

"გურია ნიუსს" დღემდე უკავშირდებიან მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე არიან დარჩენილნი და უმძიმეს პირობებში უწევთ ოჯახებთან ერთად ცხოვრება.

ჩვენ უკვე ვწერდით წყალწმინდაში მცხოვრებ სვეტლანა იმნაძის პრობლემაზე, რომლის სახლს თოვლმა სახურავი დაუზიანა. სვეტლანა იმნაძის პრობლემის გაშუქებისას, დავუკავშირდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, საიდანაც გვაცნობეს, რომ აღნიშნული მოქალაქის პრობლემას იცნობენ, საბუთები თბილისში, ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროშია გადაგზავნილი და ელოდებიან კომისიის დასკვნას, რომ შეძლონ დაზარალებული ოჯახის დახმარება.

პირველი წერილის გამოქვეყნების შემდეგ სამ კვირაზე მეტი დროა გასული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სვეტლანა იმნაძის და მის დღეში მყოფთა დასახმარებლად ჯერაც არავინ მისულა.

დღეს წყალწმინდიდან კიდევ ერთი დაზარალებული დაგვიკავშირდა. როგორც სოფიო სარიშვილი ამბობს, უხვმა თოვლმა მათი საცხოვრებელი სახლის სახურავიც გამოიყვანა მწყობრიდან. ახლა ის და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით, ხანდაზმული ბებიის ერთოთახიან სამზად სახლში ცხოვრობს. დაზიანებულ სახლში ცხოვრებას, სახურავის ჩამონგრევის შიშით ვერ ბედავენ.

"23 თებერვალს ლანჩხუთში წავედით გამგებელთან შესახვედრად. როგორც ვიცით, მოქალაქეთა  მიღების დღე სამშაბათობით  აქვს გამგებელს. გამგეობის კანცელარიაში ბუხუტი ბარამიძემ გვითხრა, რომ გამგებლის ნახვას დღეს ვერ შევძლებდით. თურმე ფეხბურთის საყურებლად ყოფილა წასული. ჩვენი დარდი არავის აქვს. მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით მთავრობას. არც გამგებლის წარმომადგენელი  წყალწმინდაში გურამ  ჩუბინიძე დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით. ახლა გვეუბნებიან, რომ სოფლის გამგებელი ავადაა, მაგრამ ჩვენი სახლები თვეზე მეტია დაზიანებულია. მოვიდნენ ლანჩხუთის გამგეობიდან და ცელოფნის "ბრეზენტი" გადააფარეს დაზიანებულ სახურავს. ეს "ბრეზენტი" კი ქარმა ერთ კვირაში დაგლიჯა.სახლი ჩემი მამამთილის თეიმურაზ დობორჯგინიძის სახელზეა რეგისტრირებული, მაგრამ გამგეობაში მე წავედი.  ახლა გადაწყვეტილი გვაქვს, თუ ისევ არავინ იკითხავს ჩვენს ამბავს, შევიკრიბოთ წყალწმინდელი დაზარალებულები და რომელიმე ტელევიზიას მოვუყვეთ ჩვენი გასაჭირის შესახებ. ხელისუფლებას არ უყვარს, როცა ტელევიზიით შუქდება მსგავსი ამბები"-ამბობს სოფიო სარიშვილი.

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ თავად სოფიო სარიშვილს გამგეობაში განცხადებით არ მიუმართავს.

"23 თებერვალს ფეხბურთი, რომელზედაც ეს ქალბატონი საუბრობს, დაიწყო 14 საათზე, მიღება იყო 12 საათზე, ანუ ჩვეულებრივ ჩატარდა და ქალბატონ სოფიოს რომ მოემართა განცხადებით, ცხადია, უარს არავინ იტყოდა.

 ამავეს ამბობსუხუტი ბარამიძეც, რომლის განცხადებით, სოფიო სარიშვილის განცხადება გამგეობაში არ შემოსულა. ამას გარდა, ცნობა იმის თაობაზე, რომ წყალწმინდაში სოფიო სარიშვილს დაენგრა სახლი დიდთოვლობის დროს, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში არ არსებობს. ღრმაღელეში წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელის დავით რუსიძის თქმით კი, თუ ვინმეს სახლი დაუზიანდა დიდთოვლობაზე, ყველას ინფორმაცია გადაცემულია როგორც გამგეობაში, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სოფიო სარიშვილის სახელზე კი მსგავსი მასალები არ არსებობს, რადგან ვიმეორებ, ამ ქალბატონს განცხადებით არ მოუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.

დობორჯგინიძეს რაც შეეხება, მაგ ადამიანის საბუთები გადაცემულია ინფრასტრუქტურის სამინისტროში. საბუთები გადაიგზავნა  და იქიდან ველოდებით პასუხს.

სულ 30-მდე სახლი დაზიანდა დიდთოვლობის დროს

ყველა სახლის ფოტო მასალა გადაიგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ველოდებით კომისიის დასკვნას"-გვითხრა გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო მშვიდობაძემ.

მოკლედ,   წყალწმინდელ დაზარალებულებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ,  დაელოდნონ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს კომისიის დასკვნას, რომელიც კაცმა არ იცის, როდის მიაღწევს სოფლამდე.





 ახალი ამბები
  • "რატომ გვახრჩობთ, გვითხარით“ - საპროტესტო აქცია ფოთში"რატომ გვახრჩობთ, გვითხარით", _ ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში საპროტოტესტო აქცია გაიმართა. როგორც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხდებენ, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.„აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე, aდგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი მაჩევენებელი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ,“ _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა შენგელიამ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიუწოდებენ, პრობლემა დროულად ... ...
  • “საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.  “ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე ვიტყვი აქაც ორიოდე სიტყვას. საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დენოკრატიისთვის (EED). ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერის, ევროკავშირისთვის გვერდში დადგომას. მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა პრობლემებს მეგობარი გვიგვარებს, ჩვენი ვალდებულება იყო, მას გვერდში დავდგომოდით. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს და სხვა მნიშვნელოვან თემებზე - კოვიდი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ეკონომიკა, შევძლებთ კონცენტრირებას. პ.ს. გირაო ნამდვილად გადავიხადეთ 14:56 საათზე და პროკურატურას ქვითარი გავუგზავნე მეილზე მათივე თხოვნით 17:42 საათზე მეილზე.“ -წერს ფეისბუქზე ნიკა ... ...
  • გიორგი ვაშაძე - გირაო გადახდილია, ველოდებით ნიკა მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ნიკა მელიასთვის გირაოს გადასხდის საკითხს დადებითად აფასებს.  „მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია, შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს, ყველანი დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ ... ...
  • ვიოლა ფონ კრამონი: „მშვენიერია!_ ყველა პარტნიორმა, დანაპირები შეასრულაევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, დანაპირები შეასრულა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამ ქმედებამ საპარლამენტო მუშაობაში ჩასართავად ყველას გზა გაუხსნა“, – წერს ... ...
  • "პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. „როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...