დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე - რაზე შეთანხმდნენ ადიგენში

მთავარი თემა

დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე - რაზე შეთანხმდნენ ადიგენში

2 მარ. 2016, 03:33:48

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შემდეგ, ახლა ადიგენში შედარებით სიმშვიდეა, ადგილზე პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს. საქმეზე გამოძიება დევნის მუხლით დაიწყო, თუმცა, რა შედეგი მოჰყვება დაწყებულ გამოძიებას და დაისჯებიან თუ არა ინცინდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით უცნობია.

დაბა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება 29 თებერვალს მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი თემის განმარტებით, ქრისტიანების ჯგუფი (20-30-მდე ადამიანი) სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ.  კოლექტიური თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი.

მათი თქმით, ქრისტიანები სიძულვილის ენას იყენებდნენ მუსლიმების მიმართ და მუქარას და აგრესიას ავლენდნენ.

მუსლიმი თემი ამბობს, რომ  პოლიცია ადგილზე ცოტა მოგვიანებით გამოცხადდა, თუმცა, სიტუაციაში ჩარევა, ასევე თავდამსხმელების იდენტიფიცირება და ნაცემი პირების გამოკითხვა არ უცდია.

 განსხვავებული პოზიცია აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ  შსს-მ დროული როგორც რეაგირება მოახდინა და ადიგენში სიტუაცია უკვე განმუხტულია.

შეგახსენებთ, რომ დაბა ადიგენის მუსლიმი თემი სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის ნაკვეთის გამოთხოვას რამდენიმე თვეა ითხოვს, რადგან მათ საკუთარი მიცვალებულის დაკრძალვა 3 კმ.-ზე მდებარე სოფელ ზანავში უწევთ. ქრისტიანულ სასაფლაოზე მუსლიმის დაკრძალვა კი რელიგიური წესების დარღვევაა. ამ მოთხოვნაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ. სიტუაციის ესკალაცია სწორედ ამ ფაქტის გასაჯაროებას მოჰყვა.

"სამხრეთის კარიბჭეს" გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო, როდესაც ადიგენის მცხოვრები რევაზ მიქელაძე გარდაიცვალა. მიქელაძე ადიგენის ქრისტიანულ სასაფლაოზე არ დაკრძალეს და მეზობელ სოფელში დაასაფლავეს.

მუსლიმები ამბობენ, რომ მათ სურთ, ცალკე სასაფლაო ჰქონდეთ,  ხოლო ქრისტინები მიიჩნევენ, რომ სასაფლაოსთვის ტერიტორიის გადაცემის შემდეგ მუსლიმები მეჩეთს ააშენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.

ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სამი რელიგიური დაპირისპირება მოხდა.

დღესვე, ორივე აღმსარებლობის სასულიერო პირების შეხვედრაც გაიმართა. თუმცა, მხარეების განცხადებით, მათ ვერ შეძლეს შეთანხმება სასაფლაოსთან დაკავშირებით, მაგრამ თანხმდებიან, რომ სოფელში სიმშვიდის შენარჩუნებაზე ორივე მხარე პასუხისმგებელი იქნება.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არცერთ რელიგიურ წიგნში არ წერია, რომ მუსლიმის და ქრისტიანის საფლავი ერთად შეიძლება იყოს.  

თუმცა, ქრისტიანული აღმსარებლობის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს შეხვედრას ესწრებოდნენ, აღნიშნავენ, რომ მათ საერთო საფლავის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

"აქამდეც ჩვენთან ერთად ასაფლავებდნენ და კარგად იყვნენ. ერთი სასაფლაო გვაქვს და გვგონია, რომ აქ ქრისტიანიც დაეტევა და მუსლიმანიც", _ ამბობენ ისინი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და გამოყოფილია მიწა ახალი სასაფლაოსთვის, თუმცა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ქრისტიანულ თემს მიეკუთვნება, ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" შეფასებით, "მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქრისტიანი სასულიერო პირების გავლენა განსაკუთრებით მაღალია. ადგილობრივი პოლიცია კი რეპრესიული და დისკრიმინაციული მუსლიმი თემის მიმართ".

ორგანიზაციის წარმომადგენლები და იურისტები მომხდარს უკვე სწავლობენ.

ინცინდენტის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც. უჩა ნანუაშვილი მხარეებს შეთანხმებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რელიგიური დაპირისპირება ადგილზე არ ხდება და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდნენ.

"რელიგიური დაპირისპირება საქართველოში საუკუნეების მანძილზე არ ყოფილა. ადამიანები როცა საკუთრების საკითხზე უპირისპირდებიან ერთმანეთს, შესაძლებელია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის რელიგიური ჯგუფებიც აღმოჩნდეს; ან თუნდაც ეროვნებით განსხვავებული ადამიანები. ვიმედოვნებ, სამართალდამცველები ყველაფერს გაარკვევენ," _ აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

თუმცა, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებს სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით, რამაც, მათი თქმით, უკვე  გუშინდელი ძალადობა გამოიწვია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ ჩილინგარაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს სიმშვიდისკენ და სთხოვს, პროვოკაციას არ აყვნენ.

"ეს გამოწვეულია იმით, რომ სამი წლის წინ ცნობილი მინარეთის ინცინდენტის საქმეზე არცერთი პირი არ დასჯილა. არაფერი გამოუძიებიათ. ეს ყველაფერი ამ ამბების გამოძახილია", _ ამბობს ჩილინგარაშვილი.




 ახალი ამბები
  • " შესვლა აკრძალულია"- ზღვაზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებადღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები”,_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ... ...
  • ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იჯარის წესით დამუშავების უფლება აუქციონის წესით ჰქონდათ მოპოვებული, ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვას შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, - განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას ... ...
  • შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა(R)ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ . https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.„ მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს. პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერია და ფერმერები ... ...
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...