თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და შემოსავლები

მთავარი თემა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და შემოსავლები

4 მარ. 2016, 16:18:44

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძის ოჯახი  სამი ბინის და ორი მსუბუქი ავტომობილის მფლობელია. ამის შესახებ მიქაუტაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 4 თებერვალს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, მიქაუტაძე თბილისშიმდებარე სამ ბინას ფლობს - თამარაშვილის ქუჩა #13-ში მდებარე  ბინის ფართობი 247.95 კვ.მ-ია, ხოლო დოდაშვილის მოედანზე მდებარე ბინების საერთო ფართობი 116 კვ.მ-ია.

გარდა ამისა, მიქაუტაძის საკუთრებაშია  მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES-BENZ ML 350 (გამოშვების წელი 2006), ხოლო მისი მეუღლე მაია კვირიკაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანა nissan juke-ს.

რაც შეეხება მოსამართლის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას მის საკრედიტო ანგარიშზე „რესპუბლიკა ბანკში“ მხოლოდ 7 ლარი ირიცხებოდა.

დეკლარაციაში არაფერია ნათქვანი მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით.

ოჯახის წლიური შემოსავალი კი, 115 039 ლარი იყო. აქედან, გიორგი მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის პოსტიდან 74962.00 ლარი აიღო, ხოლო მაია კვირიკაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან  40077.00 ლარის შემოსავალი.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი მიქაუტაძეს უძრავი ქონების უზრუნველყოფით 2014 წლის 25 სექტემბრიდან (ხელშეკრულების ვადის ამოწურვა - 18/09/2018) 25000.00-დოლარიანი სასესხო ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის პროცენტის დასაფარადაც  2015 წელს 7548.00 ლარი გადაიხადა.

ხოლო 6 200.00-დოლარიანი სესხის (ხელშეკრულების ვადები 24/11/2015, 24/11/2015 - 25/11/2019) პროცენტის დასაფრად კი, 163.00 დოლარის გასავალი ჰქონდა

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძეს დოდაშვილის მოედანზე მშენებარე ბინა, რომლის საერთო ფართობი 116.00 კვ.მ-ია, 2014 წელს შეუძენია. მშენებარე ბინის საფასურად კი დეკლარაციაში 64 000.00 დოლარია მითითებული.

რაც შეეხება მოსამართლის შემოსავლებს, დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მისი შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა.

მაგალითად, 2011 წელს, როდესაც მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლა მსმენელი იყო, შემოსავლის სახით  9200.00 ლარი აქვს მიღებული;

2012 წელს, მისმა შემოსავალმა თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის თანამდებობიდან  45635.00 ლარი შეადგინა;

2013 წელს გიორგი მიქაუტაძის შემოსავალი 48100.00 ლარი იყო; 2014 წელს - 72967.00 ლარი, ხოლო 2015 წლის შემოსავალი - 74962.00 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე  1982 წლის 06 სექტემბერს თბილისში დაიბადა.

2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად.

2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2011 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დღეს აირჩია. მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი - ვახტანგ მჭედლიშვილი. 

მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს წევრებს საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 29 თებერვალს წარუდგინა.

ამავე თემაზე:

ჩაიდინა თუ არა დანაშაული თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯომარეობის კანდიდატის გახმაურებული საქმეები

გიორგი მიქაუტაძე ღირსეული ადამიანია - ლევან მურუსიძე

მას შეუძლია იყოს სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე - გვენეტაძე მიქაუტაძის არჩევაზე




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...
  • რას ეძებდნენ, გაუგებარია- ანა დოლიძის დედის ბინა გაქურდესიუსტიციის საბჭოს ყოფილიწევრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მოძრაობაც დააფუძნა, ანა დოლიძე, დედის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „დედაჩემის ბინა გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია”,_ წერს დოლიძე სოციალურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...