"წუთით წარმოიდგინონ, რომ მეზობლებში სძინავთ"

მთავარი თემა

"წუთით წარმოიდგინონ, რომ მეზობლებში სძინავთ"

11 მარ. 2016, 19:37:28

დეკემბერში მოსულმა  თოვლმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მესხის ქუჩაზე  მცხოვრები ხაჩიძეების 10 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. ოჯახის  დიასახლისის მაია ხაჩიძის თქმით, თოვლის საფარი იმდენად დიდი იყო, რომ სახლის სახურავზე თოვლის გადასაყრელად ასულ ბიჭებს  ჭერმა ვეღარ გაუძლო და ჩამოინგრა.

ოჯახის წევრების თქმით, ერთ-ერთი ვაჟი მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს. მას ადგილობრივი ხელისუფლება ერთ ოთახში 100 ლარს უხდის, თუმცა,  რძლის თამარ ოროველაშვილის განმარტებით, ესეც დროებითია. მეორე შვილი თავის მეუღლესთან ერთად მეზობლებს ჰყავს შეფარებული ღამის გასათევად.  ოჯახის დანარჩენი წევრები კი ერთ პატარა სამზად სახლში ცხოვრობენ.

სტიქიის შემდეგ ორი თვე გავიდა. 10 სულიანი ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ოჯახის დიასახლისი მაია ხაჩიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, ხელისუფლების დაპირებიდან უკვე ორი თვე გავიდა, ამასობაში კი წვიმებისგან სახლს,  ჭერთან ერთად, ყველა კედელი ჩამოენგრა.

დაზარალებულებმა დახმარებისთვის "გურია ნიუსს" მიმართეს.

მაია ხაჩიძე:  "ერთი შვილი და მისი მეუღლე ქირით ცხოვრობენ სანატორიუმ "მეგობრობაში". მასში ადგილობრვი ხელისუფლება ყოველთვიურად 100 ლარს იხდის. მეორე რძალი და შვილი მეზობელთან ათევენ ღამეს,  მეზობლებმა შეიფარეს, დანარჩენები კი ერთ ოთახში-"კუხნაში"ვცხოვრობთ.  ბიჭები  ზღვის სეზონზე მაშველებად მუშაობენ, სეზონი კი იცით 3 თვეა, დანაჩენ 9 თვეს უმუშევრები არიან, ფიზიკური სამუშაოც არ არის, რომ იმუშაო და თავი გაიტანო. არც ყოველდღიური სამუშაო არ არის, რომ პურის ფული იშოვო. ორი შვილი სკოლის მოსწავლე მყავს. ქვეყანაში საყოველთაო უმუშევრობაა, სექტემბრიდან უკვე თავის გატანაზე ფიქრი გვკლავს. არანაირი შემოსავალი არ არის ურეკში.

დიდთოვლობის დროს ჭერი ჩამოგვენგრა.  უვე მეორე თვეა, ტყუილში გვამყოფებენ, სახლის  დათოვლაც  ვერ მოვახერხეთ. თოვლის საფარი იმდენად დიდი იყო, რომ საშიში გახდა სახლის სახურავზე ასვლა,  მეზობლის ბიჭები კიდეც ჩავარდნენ, მაგრამ  გადარჩნენ.  უკვე რამდენი ხანია გაუსაძლის მდგომარეობაში ვიმყოფებით."

თამარ ოროველაშვილი:  "აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. დაფარული ზარითაც კი დაგვირეკეს ამას წინათ, ჩვენი მოსაზრებით  ზარი სავარაუდოდ თბილისიდან იყო.  უარი მივიღეთ დახმარებაზე, არ არის ინფრასტრუქტურაში  ფინანსები იმდენი, რომ თქვენ სახლი გადაგიხუროთო.  ადგილობრივი ხელისუფლება თქვენი არჩეულია და იმათ მოგხედონო. ჩვენ აქედან ვერ დაგეხმარებით, იმის სახსრები არ გაგვაჩნია, რომ თანხები  გადმოვრიცხოთო. ხელისუფლება იხდის ქირას, იმდენად მცირეა ეს 100 ლარი თვეში, რომ ერთ ოთახში ვართ.  ახლა სეზონი იწყება და მეპატრონე უკვე აღარ გაგვაჩერებს ამ 100 ლარად, რადგან შესაძლოა, მან ერთ დღეში აიღოს 100 ლარი. ჩვენც მოგვიწევს  ამ ბინის დატოვება. ერთი კვირის წინ მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გვითხრეს, ერთ კვირაში გვეცოდინება გადაჭრით პასუხი, გადაგიხურავთ სახლს თუ არაო, გავარკვევთ შესყიდვების სააგენტოში და ამის შემდეგ გეტყვით, პასუხი დადებითი იქნება თუ უარყოფითიო. ეს ზამთარი ასე აწოწიალებულებმა გავატარეთ. პატარა "კუხნაშიც" ამდენი ადამიანი ვერ ეტევა. სტიქიის   მეორე დღეს მოვიდნენ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე და  სამსახურის წარმომადგენლები,  შეაფასეს და დაგვპირდნენ რომ გადახურავდნენ.  ამის შემდეგ კი  ნელ -ნელა უკან  წაიღეს დაპირებები.  ისიც კი გვითხრეს, ჟურნალისტებს არაფერი არ უთხრათ, ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემასო. ერთი თვე გავიდა, ახლა უკვე უხეშად და ცივად დაიწყეს პასუხის გაცემა.  გვეუბნებოდნენ, რომ თბილისიდან ელოდნენ პასუხს , ექნებოდათ თუ არა შესაბამისი სახსრები. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ტყუილი იყო. რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას  გააჩნია ამისთვის სახსრები და თბილისზე არ არიან  დამოკიდებული. გავარკვიეთ, რომ  არსებობს სპეციალური სარეზერვო  ფონდი ასეთი შემთხვევებისთვის.  ამას თავად  გვეუბნებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, ვისაც უშუალოდ ეხება ეს საკითხი. ამ ტყუილებში, ერთმენთის გადაბრალებაში სახლის პირველი სართულიც გაფუჭდა, სულ ჩამოინგრა კედლები წვიმებისგან, იატაკი დალპა, აწი რომ გადახურონ, სახლს არც კედლები უვარგა და არც პირველი სართულის იატაკი, სულ გაფუჭდა და განიავდა ყველაფერი. უმძიმესს მდგომარეობაში ვიმყოფებით, სველდება კედლები, პირველი სართულის ჭერიც ჩამოინგრა, აღარ ვიცით რა გვეშლება. უკვე ორი თვე გავიდა. ჩვენც მარტის ბოლოს ბინა უნდა დავცალოთ."_ამბობს თამარ ოროველაშვილი.

როგორც დაზარალებული ოჯახის წევრები ამბობენ, ასეთი გაუსაძლისი პირობები დაბა ურეკში არცერთ ოჯახს არ აქვს:

"ასეთი ოჯახი ერთადერთია ურეკში. ბევრი რომ იყოს, შესაძლოა მთავრობა ვეღარ აუდიოდეს დაფინანსებას, მაგრამ ერთი ოჯახია და ისიც 10 სულიანი, სადაც მცირეწლოვანი პატარაა. ასე უყურადღებობა შეიძლება? სამ ოჯახს  უდრის ჩვენი ოჯახი. რაც ეს მთავრობა მოვიდა სათავეში, ბევრი რამ გვიჭირდა, მაგრამ არასოდეს არ მიგვიმართავს, წელებზე ვიდგამდით ფებეხს და ლუკმა - პური ყოველთვის გვქონდა.  ვიტანდით გაჭირვებას, ჩემს მამამთილს თვალი აქვს დაკარგული, მეორე ჯგუფის ინვალიადია,  ჩემს  პატარას კანის ქრონიკული დავადება აქვს, მუდმივად წამლები სჭირდება. ასე შეიძლება? არაფერი გვითხოვია ხელისუფლებისთვის აქამდე,  ერთადერთი სათხოვარი გვაქვს 10 სულიანი ოჯახი უჭეროდ დავრჩით, ფაქტიურად  უსახლკაროდ ვართ,  რა ვქნათ აბა,  ვის მივმართოთ? ასე გულცივად მოპყრობა სახელმწიფოსგან  შეიძლება? აბა როდის უნდა მოგვეხმარონ,  ამაზე მეტი გასაჭირი  ვინმეს ექნება?"_ ამბობს ერთ-ერთი რძალი.

ლია ნათენაძე:  "წუთით წარმოიდგინონ, რომ თავად არიან ასე, რომ მეზობლებთან სძინავთ. წარმოიდგინონ, რომ მათი პირადი ნივთები მეზობლებში აქვთ გადატანილი. მათ გამოსცადონ ერთი დღე თავიანთ თავზე და მერე მივხვდებიან ადამიანების გასაჭირს. ისე მტკვინეულად ვერ გაიგებენ, თუ თავიანთ თავზე არ გამოცდიან. ეს  უყურადღებობაა! მოუყრუეს ამ საკითხს. რამდენჯერაც გაწვიმდება,  ვზივართ და ვტირივართ. სულ ჩამოგვენგრა თავზე მთელი სახლი. საარსებო მინიმუმი გვაქვს, საჭმელს, პურის ფულს ხომ არ ვითხოვთ?  ჩვენ ვცოცხლობთ, სულ ესაა. მოვა არჩევნები, მხოლოდ ჩვენი ოჯახიდან 7 ამომრჩეველი ვართ, ნახონ რა ძნელი იქნება".

გაეწევა თუ არა ხაჩიძეების ოჯახს დახმარება, რა სახით და როდის, "გურია ნიუსმა" კომენტარისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს მიმართა, მან კომენტარისგან თავი შეიკავა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გოჩა აბაშმაძესთან გადაგვამისმართა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე  პირობას დებს, რომ აღნიშნულ ოჯახს სათანადო დახმარებას უმოკლესს ვადაში გაუწევენ.

"აუცილებლად დავეხმარებით, ეს საკითხი გადაწყვეტილია. ეს ოჯახი სამშენებლო მასალებს, სახურავს, ბლოკს, ცემენტს ამ დღეებში მიიღებს."_ გვითხრა აბაშმაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში მაღაზია გაქურდესქურდობა მოხდა ოზურგეთში _ თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე წვრილმანების მაღაზია გაქურდეს. როგორც მაღაზიის გამყიდველი ამბობს, წაღებულია 30-ლარამდე ხურდა ფული. ამ წუთებში ადგილზე პოლიცია იმყოფება. დაწყებულია ... ...
  • „სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ,  32 თეთრს  შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას,  გამოხატავენ: _ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ  მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა   1,48 თეთრს  ვიხდით  და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა  ჰქვია ამას, თან  ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია.  მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.  მართლაც, როცა  პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“  „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:  ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა  ნაკლებია  შეღავათი და ის 32   თეთრს შეადგენს. თუმცა,  ამას ასე ხსნის: _ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი.   ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში  იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში  2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, - გვითხრა ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნებარუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ ლარს თიბისი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა, სადაც ჯამში 3500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პორდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. საწარმოებში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება. ჯგუფი წლიურად 10 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის, რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „თიბისისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენთვის საამაყოა იმ პროდუქციის შექმნაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. „აჭარა ტექსტილის“ დამსახურებით საფეხბურთო ჩემპიონატებზე არაერთი გუნდი სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობს. არსებულ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ბიზნესსექტორის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება. გვიხარია, რომ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე ახალი რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც“, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. ... ...
  • "ოკრიბაზე" მძღოლებს თანხას სძალავდნენ- შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დააკავათბილისში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • " გადაურჩა დაწვას"- მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად  გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის თებერვალსა და მაისში  შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 2020  წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და  ბრალი  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1"  და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...