ბიუჯეტისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ურთიერთობა გაჩენილი კითხვების ფონზე

მთავარი თემა

ბიუჯეტისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ურთიერთობა გაჩენილი კითხვების ფონზე

2016 მარ 25 20:49:27

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, კვლავ მსჯელობის საგნად იქცა ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილების საკითხი, სადაც საუბარია მუნიციპალიტეტსა და ფეხბურთის განვითარების ფონდს შორის ფინანსურ ურთიერთობებზე. როგორც გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განაცხადა, აღნიშნულ ფონდში დამატებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კიდევ 100 ათასი ლარის გადატანა იგეგმება.

"როცა საფეხბურთო კლუბ "გურიას" დაფინანსებიდან ფეხბურთის განვითარების ფონდში გარკვეული თანხების გადარიცხვა განხორციელდა, შევთანხმდით, რომ 200 ათას ლარს სტადიონისა და ბაზის ფუნქციონირებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში დავტოვებდით. ვინაიდან  საწვრთნელი ბაზა კლუბის სარგებლობაში რჩება, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ 100 ათასი ლარი გადაეცეს ფონდს ბაზის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის" - აღნიშნა ლაშხიამ.

ამ ინფორმაციამ დეპუტატთა შორის მორიგი გაურკვევლობა გააჩინა. თემურ ალექსაიამ, როგორც "ბავშვთა საფეხბურთო სკოლის" წარმომადგენელმა ითხოვა, სანამ ეს საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდება, იქნებ სკოლას არსებული ვალდებულებების დასაფარავად გარკვეული თანხები გამოეყოსო. საქმე იმაშია, რომ ფონდში ისევე როგორც ამ სკოლიდან, ასევე გოგონათა სარაგბო - საფეხბურთო სკოლიდანაც, უნდა ჩაირიცხოს თანხები და სანამ ეს პროცედურა განხორციელდება, მანამდე აღნიშნულ სკოლებს გარკვეული ხარჯები აქვთ დასაფარავი, მაგრამ თანხების განკარგვა არ შეუძლიათ.

საერთოდ ბიუჯეტიდან ფონდში უკვე გადატანილ და გადასატან თანხებზე, ბევრი კითხვა გაჩნდა. საკრებულოს წევრებმა პასუხებიც მოითხოვეს.დეპუტატმა გია გოგუაძემ ფონდის მესვეურების ადგილზე ჩამოყვანის საკითხი დასვა.

 "ჩვენ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გვქონდა თხოვნა და ახლაც ვიმეორებთ, რომ საკითხის განხილვის პროცესში, ისევე როგორც ჩაბრძანდა აჭარაში, ჩვენთანაც ჩამობრძანდეს  ფონდის ხელმძღვანელობა და განგვიმარტოს რა არის ეს ფონდი.  როცა ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოხდა, ჩვენ მივესალმეთ ამ ყველაფერს და ძალიან გაგვიხარდა. ახლა გამოდის, რომ წაგებაში ვრჩებით. ჩვენივე თანხები ხომ მიაქვთ,  იქით მომსახურების 5%-იც უნდა ვუხადოთ. აქვე იურიდიულმა სამსახურმა  დადოს დასკვნა, რამდენად კანონიერია საკუთარი შემოსავლები  მთავრობის დადგენილებით მიემართოს ფეხბურთის განვითარების ფონდში. ასევე როგორც ჩანს მომავალი წლის ბიუჯეტშიც ჩვენ უნდა ავსახოთ თანხები და ეს ფონდი რად გვინდა საერთოდ, ეს ვერ გამიგია." - აღნიშნა გოგუაძემ.

დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ კლუბში არსებული ძველი დავალიანებების ბედზე გაამახვილა ყურადღება და იკითხა, თუ ვინ უნდა გადაიხადოს ეს ვალები? საუბარია დაახლოებით 400 ათას ლარზე, რომლის გადახდის ვალდებულება, ბუნებრივია, ფონდს არ გააჩნია. ისე ჩანს, რომ მალე დადგება დრო,  კლუბის ძველი თანამშრომლები სასამართლოს ან სულაც ფეხბურთის დავების ტრიბუნალს მიმართავენ და სამართლებრივი გზებით ეცდებიან თანხების მიღებას. საიდან უნდა დაიფაროს ეს ვალდებულებები,  გაუგებარია.

 საგულისხმო შეკითხვა დასვა დეპუტატმა ნონა მურვანიძემ, რომელმაც აღნიშნა, გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა ეს ფონდი და თუ ეს იცოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, დანაშაული ჩაიდინა  ისედაც მწირი ბიუჯეტი კიდევ რომ დაამძიმა და მილიონ ლარზე მეტი თანხა გამოუყო კლუბსო.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ დეპუტატების ამ კითხვებზე პასუხი შეძლებისდაგავარად გასცა.

"რა გინდათ, ამ ფონდის შექმნასაც მე მაბრალებთ? მე საქმის კურსში ჩავაყენებ ფონდის ხელმძღვანელებს, მაგრამ აქ ჩამოსვლა მათი ნებაა და ვერ ვაიძულებ. დავალიანებას რაც შეეხება, ფონდმა 100 ათასი ლარი უკვე ჩამოგვირიცხა და ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დავალიანებების დაფარვას მოხმარდა. კლუბის ხელმძღვანელობას ყველა ინფორმაცია გააჩნია და თუ გაინტერესებთ, დავუძახოთ და ყველა საკითხზე პასუხს მიიღებთ.რა შეეხება ფონდს, მისი დაფუძნება კი ვიცოდით, მაგრამ ეს ფონდი რას იზამდა და რა პროგრამას შეიმუშავებდა, ეს საიდან უნდა გვცოდნოდა?"- თქვა ურუშაძემ.

მისი საუბრიდან, ასევე გამოიკვეთა ბანკის ნარჩენი დავალიანების პრობლემატურობა. აღმოჩნდა, რომ 45 ათასი ლარია ამ კუთხით გასასტუმრებელი და როგორც გამგებელი  ბრძანებს, არც ამ თანხის გადახდა ევალება აღნიშნულ ფონდს და გამოდის, ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს ეს ანგარიშსწორება.

კლუბის ფინანსურ დირექტორთან, თენგიზ კიკვაძესთან ვცადეთ ამ თანხების ბედის გარკვევა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ გარკვეულ დავალიანებებს ფონდი არ ცნობს.

"ძველი დავალიანების დაფარვა არა ფონდის, არამედ ა(ა)იპის ვალდებულებაა და უახლოეს დღეებში თბილისში მივდივართ და ფონდში ყველა დოკუმენტაციას წარვადგენთ. იქ შევთანხმდებით საბოლოოდ და წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუ რა როგორ იქნება" - გვითხრა კიკვაძემ.

 ფონდისა და მუნიციპალიტეტის ურთიერთობა ბევრ კითხვას ბადებს. თუ ფეხბურთის განვითარების პროგრამას მოვიშველიებთ, ფონდმა მიმდინარე სეზონში კლუბს 800 ათასი ლარი უნდა ჩაურიცხოს საბაზისოდ, ხოლო  გარდამავალ ჩემპიონატში -  600 ათასი ლარი. არ ვსაუბრობთ საბონუსე და სამოტივაციო თანხებზე, რომლებიც გარკვეული რაოდენობით უნდა ერგოს კლუბს. ამ ეტაპზე დაახლოებით  მილიონი ლარი უნდა გადავიდეს ბიუჯეტიდან ფონდში, ფონდიდან კი მარტო "გურიას" მინიმუმ მილიონ 400 ათასი ლარი უნდა დაუბრუნდეს. ამაში არ შედის იმ ორი ა(ა)იპის დაფინანსება, რომლებმაც წლის ბოლომდე უნდა იფუნქციონირონ.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...