ქარსაფარ ზოლში ხეები უმოწყალოდ იჩეხება

მთავარი თემა

ქარსაფარ ზოლში ხეები უმოწყალოდ იჩეხება

2012 მაი 10 08:26:31

აღნიშნული მცენარეებისგან დამზადდა 60 მორი, საერთო მოცულობით 24,77 კუბური მეტრი, _ ეს ინფორმაცია "გურია ნიუსს" სოფელ ლიხაურიდან მიაწოდეს.

ამ ფაქტით შეშფოთებულმა ადამიანებმა გვთხოვეს გაგვერკვია, რამდენად კანონიერად მოხდა სატყეო სამმართველოს მიერ შპს "ლიხაურის მეურნეობაში" მოჭრილი ნაძვების, წიწვოვანი ხეების ფირნიშით მარკირება, უსწრებდა თუ არა მარკირებას იმ საბუთების ნახვა, რომელიც ადასტურებდა, რომ ქარსაფარი ზოლი არის შპს "ლიხაურის მეურნეობის" საკუთრება. როგორც ვიცით, ქარსაფარი ზოლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

რამდენად ხდება შეთანხმება მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტყის მართვის სააგენტოს შორის მოჭრისა და მარკირების პროცესში _ ეს ის კითხვებია, რომლებიც სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსთან ნიკო ნოზაძესთან გვქონდა. თუმცა, ის "გურია ნიუსის" კითხვებს ყოველთვის თავს არიდებს: _ არ მცალია თათბირზე ვარ, მე თვითონ დაგირეკავთ, _ გვითხრა ნოზაძემ.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ: "ეს იყო კერძო საკუთრება, ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ნებართვა გასცა ლიხაურის რწმუნებულმა, რომ მოჭრილი ხე-მცენარეები არის შპს "ლიხაურის" საკუთრება, ხოლო გადაადგილებაზე კი კომპეტენტური უნდა იყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამსახური."

ადგილზე მისულებს შპს "ლიხაურის მეურნეობის" მთავარი სპეციალისტი დემურ კარტოზია დაგვხვდა, რომელმაც "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ ნაძვები იყო კერძო საკუთრებაში და მისი მოჭრა სრულიად კანონიერად მოხდა: _ არ გაგვიჩეხავს, ეს ჩვენს ფართობში იყო და მეპატრონეების გადაწყვეტილებით მოიჭრა...

_ რამდენი ძირი მოიჭრა?

_ არ ვიცი ზუსტად.

_ გქონდათ ამის უფლება?

_ კი. კი რა თქმა უნდა.

_ საიდან?

_ მეპატრონის არის, სადაც ვიკითხეთ ყველგან გვითხრეს, რომ კანონიერია.

_ სად იკითხეთ?

_ სატყეოში, გამგეობაში. ოფიციალური დოკუმენტით მოიჭრა. ახლა უნდა გავყიდოთ. პრობლემები გვაქვს სამსახურში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის რწმუნებული სოსო სალუქვაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ თუ რამდენად კანონიერად მოხდა ნაძვების მოჭრა, ამაზე სატყეო სამმართველომ უნდა გაგვცეს პასუხი: _ მე გავეცი ნებართვა, იმაზე, რომ ეს ნამდვილად არის შპს "ლიხაურის მეურნეობის" ტერიტორია, რომლის საკუთრებაც იყო ეს ნაძვები, თუ რამდენად იყო კანონიერი რომ მოიჭრა ქარსაფარი ზოლები, ეს უკვე სატყეო სამმართველოს საქმეა, რომელიც მოჭრის ნებართვას გასცემს, _ გვითხრა რწმუნებულმა.

ხეების მოჭრის ანალოგიური ფაქტი კერძო საკუთრებაში, კერძოდ, ბიზნესმენ ჭყონიას მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე, "გურია ნიუსმა" ქობულეთშიც დააფიქსირა და ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსაც თხოვა, სადაც მსგავს ფაქტებს ასეთი განმარტება გაუკეთეს:

"ხეების მოჭრის ნებართვის გაცემის რეგულირება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. ზოგადად, მშენებლობის პროექტში ხეების მოჭრა გათვალისწინებულია. დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის გარდა, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ხის მოჭრა ნებართვას არ საჭიროებს, ანუ მესაკუთრეს შეუძლია ხეების მოჭრის გადაწყვეტილება თავად მიიღოს, ხოლო მისი შემდგომი ტრანსპორტირება და გადამუშავება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის #96 ბრძანების საფუძველზე რეგულირდება."




 ახალი ამბები
  • როგორ მოხდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა ახალი კვირიდანმედიის გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოზე სარეალიზაციო გამზადებული ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს გურიის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა. ხორცი შპს “სოფოს“ ბათუმის საბავშვო ბაღებში უნდა გაეტანა, მაგრამ ვერ მოახერხეს. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ტენდერში გამარჯვებულია შპს “მანუჩარი“, რომლის ქვეკონტრაქტორია შპს “სოფო“. ა(ა)იპ“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ისინი ელოდებიან სურსათის ეროვნული სააგენტოსგან განცხადებას და ხვალვე უნდა დაიწყო ერთ პირთა მოლაპარაკება, რადგან ოზურგეთის ბაღებში სამშაბათს და ოთხშაბათს შევიდეს ხორცი. “სამშაბათს და ოთხშაბათს უნდა შემოვიდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში ხორცი, რომლის მომწოდებული იყო შპს “სოფო“, რადგან დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უვარგისი ხორცის შეტანა იგეგმებოდა, როგორც ეს მედიით გავრცელდა, ჩვენ ერთ პირთან მოლაპარაკების შესაბამისად, უნდა შევიტანოთ ხორცი ბაღებში. ხვალ ველოდებით წერილს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან. “ - გვითხრა მაკა ჭყონიამ. შპს “სოფოს“ დირექტორთან “გურია ნიუსმა“ შეეცადა დაკავაშირება, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა მას. დვაბზუში მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 198_ე მუხლით, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანას ან რეალიზაციას ... ...
  • ოზურგეთელი და-ძმა გაზით მოიწამლნენთბილისში ოზურგეთელი და ძმა არასწორად დამონტაჟებული გამათბობლის გამონაბოლქვით მოიწამლნენ. 30 წლის  და გარდაიცვალა, 22 წლის ძმის გადასარჩენად იბრძვიან ღუდუშაურის ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს