რატომ გაქრა ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან 200 000 ამომრჩეველი

მთავარი თემა

რატომ გაქრა ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან 200 000 ამომრჩეველი

2016 აპრ 5 17:08:56

არჩევნებამდე 6 თვით ადრე, 200 ათასი ამომრჩეველი საარჩევნო სიაში არ არის. 650 000-მდე ადამიანმა კი, იმის გამო, რომ იურიდიულ მისამართზე არ ცხოვრობს, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

რატომ გაქრა ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან 200 ათასი ამომრჩეველი, რა პრობლემებს შექმნის და რამდენად მოახდენს ეს გავლენას არჩევნების საერთო შედეგზე, რას სთავაზობენ არასამთავრობო ორგანიზაციები  მთავრობას - ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის"  ხელმძღვანელს, ვლადიმერ  ბოჟაძეესაუბრა:

_საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი საქართველოს  ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან ანიჭებს აქტიურ საარჩევნო  უფლებას, რაც გულისხმობას, რომ მათ უშუალოდ შეუძლიათ აირჩიონ როგორც  პრეზიდენტი, ასევე პარლამენტის წევრები  და სხვა სახელისუფლებო  ორგანოები. ამ უფლებით სარგებლო საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც 18 წელი შეუსრულდება.  თუმცა, საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყავნებიან სათანადო წესით რეგისტრირებული ამომრჩევლები, ანუ იგულისხმება, რომ ამომრჩეველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადმე იურიდიული მისამართის რეგისტრაცია. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, იუსტიციის შესაბამისმა სამსახურმა დაადასტურა, რომ 200 ათასი მოქალაქე არ არის  შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

_ რა არის ამის მიზეზი, რატომ არ არის 200 ათასი მოქალაქე საარჩევნო სიაში?

_ თქვენ იცით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას სწორედ სახელმწიფო სერვისების სააგენტო გადასცემს მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ, თუ ვინ უნდა შეიყვანოს ამომრჩევლის სიაში. თუმცა,  იმის გამო, რომ ამომრჩეველთა ნაწილს არა აქვს ფიზიკურად მისამართი -  უმისამართოა, ან  შეჩერებული აქვს რეგისტრაცია რაიმე მისამართზე, ან რომლის დოკუმენტსაც ვადა გაუვიდა, ვალდებულები არიან, გამოცვალონ  ID ბარათი. შესაბამისად, ეს ხალხი სიაში არ არის და თან ერღვევათ კონსტიტუციური უფლება.  

_როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ხარვეზი?

 _ ჩემმა ორგანიზაციამ თავის დროზე შესთავაზა ალტერნატიული ვარიანტი იუსტიციის სამინისტროს; ასევე, სამი კვირის წინ მივწერეთ პრემიერ მინისტრს, სამუშაო ვერსია გადაცემული გვაქვს დავით უსუფაშვილისთვისაც. ვითხოვთ, დაიშვას გამონაკლისი და ამ ადამიანებს ფაქტობრივი მისამართის მიხედვით მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ასეთი გამონაკლისი 2012 წელს იქნა დაშვებული და 184-ე  გარდამავალ მუხლის მე-9 პუნქტში მოგვარდა ეს საკითხი. ასევე, ამ პრობლემის მოგვარების რხი მინდა შევთავაზო ხელისუფლებას და ოპოზიციას, იმ სამუშაო ჯგუფს, რომელიც  შეიქმნა ოპოზიციის და ხელისუფლების მონაწილეობით და 15 აპრილამდე უნდა დაასრულოს  სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, ერთჯერადად გამონაკლისის წესი კვლავ მისცენ  ხმა ძველი რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, იქ სადაც მათ იციან,  რომ აქვთ რეგისტრაცია, რათა მათ აღარ დასჭირდეთ ხელახალი რეგისტრაცია და დამატებითი თანხების გადახდა იმისთვის,  რომ გაიარონ რეგისტრაცია რომელიმე მისამართზე.

გარდა ამისა, ჩვენი შეთავაზებაა, რომ თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს - სად მისცეს ხმა, ფაქტობრივი  თუ იურიდიული მისამართის მიხედვით. მაგრამ თუ ამომრჩეველი მოითხოვს ფაქტობრივ მისამართზე ხმის მიცემას, მას მხოლოდ პროპორციული წესით არჩევანის გაკეთების უფლება მიეცეს. ხოლო თუ მას სურვილი ექნება, როგორც პროპორციულ ასევე მაჟორიტარული წესით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ის იურიდიულ მისამართზე უნდა გამოცხადდეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ ამომრჩეველთა სიაში გვყავს დაახლოებით 650 000 ადამიანი, რომლებსაც ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები სახვადასხვა აქვთ. დედაქალაქში უამრავი ადამიანია ჩამოსული, აქ საქიანობს და ცხოვრობს, თუმცა, ისინი შეყვანილები არიან ამომრეველ სიაში იმ მისამართზე, სადაც აქვთ იურიდიული რეგისტრაცია, მაგრამ საკუარი  სახლიდან ასეულობი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ და მათთვის დამატებითი ხარჯებია არჩევნებში მიღონ მონაწილეობა. თუმცა, 650 ათასი ადამიანიდან დაახლოებით 300 000  გამოჩნდა 2012 წლის არჩევნებზე და მიიღო  მონაწილეობა. ფაქტიურად, ეს არევნები იყო ამომრეველ გამოცხადებით დამოუკიდებელი საქარველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. მაგრამ ეს ხალხი 2013-2014 წლების არჩევნებში ისევ პასიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, 2016 წლის არჩევნებშიც არ მიიღონ მონაწილეობა.

_რა პასუხი მიიღეთ თქვენს შეთავაზებაზე?

_ ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის აპარატიდან არ მიგვიღია პასუხი. ერთადერთი, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი შეგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, ამ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ახალი ID ბარათების აღება, რაც მათთვის სრულიად უფასოდ იქნება. თუმცა, ადამიანებს, როგორცანს მხოლოდ ფასის გადახდის პრობლემა  არ აქვთ და  ბევრი სხვა მიზეზებითაც ისინი ან ან ვერ  ებენ ახალი ბარათებს, არა აქვთ ახალი იურიდიული მისამართი, ან ძველი აქვთ გაუქმებული. შესაბამისად, არიან ჰაერში. ისინი სხვა სახელმწიფო სერვისებსაც ვერ იღებენ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისინი ვერ მონაწილეობენ არჩევნებში მონაწილეობას.

_ კანონში ცვლილების შეტანა მოესწრება?

_ კანონის ერთ მუხლში სულ რამდენიმე წინადადებაა ჩასასწორებელი, რომელიც გამონაკლისის წესით ნებისმიერ დროს შეიძლება საარჩევნო კოდექსში ჩაიწეროს.

_როგორ შეეძლებათ ამომრჩევლებს საკუთარი თავის პოვნა დამატებით სიაში? ეს ხომ არ შექმნის დამატებით პრობლემას?

_ ამ ადამიანებს თავისუფლად შეეძლებათ იპოვონ საკუთარი თავი ამომრეველ ერთიან სიაში. ერთადერთი რაც უნდა გაკეთდეს ისაა, რომ ასეთი ადამიანების სია ცალკე უნდა გადასცეს იუსტიციის სამინისტრომ ცესკოს და ცესკომ ეს სიები ცალკე დაამუშაოს.  ბოლო რეგისტრატორს კი უნდა ჰქონდეს ცალკე სპეციალური სია, სადაც ეს ხალხი იქნება შეყვანილი, რომ  კომისიის წევრებმა, დამკვირვებლებმა, სხვა დაინტერესებულმა მხარემ იცოდეს ამ სიასთან მიმართებაში რა ხდება.  რომ ამომრჩეველი, რომელიც თავს ძირითად სიაში ვერ იპოვის, შესაძლოა ე.წ. სპეციალურ სიაში იყოს და იქედან შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიება.

_იმ შემთხვევში, თუ ხარვეზის გამოსწორება ვერ მოესწრება და 200 ათასი ამომრჩევლის ხმას დავკარგავთ, რამდენად მოახდენს გავლენას ეს არჩევნების საერთო შედეგებს?

_ ოლქებში გათანაბრებული ამომრჩევლების რაოდენობის ფონზე თუ ამ 200 000 ამომრჩეველს გადავანაწილებთ, ბუნებრივია, არჩევნების შედეგებზე ეს გავლენას მოახდენს. მაშინ, როდესაც დაახლოებით 3 მილიონი ამომრჩეველი გვყავს, გამოდის, რომ  ამომრჩევლების 6-7% ფიზიკურად სიაში შეყვანილები არ არიან. საგანგაშოა ეს ციფრი იმიტომ, რომ ეს არის აქტიური ამომრჩეველი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.

შენიშვნა: "გური ნიუსი" სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ ... ...
  • საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო (R) Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს 2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისთვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე, ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და ტრანზაქციების რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის. ... ...
  • დაინიშნება თუ არა სეს-ის გურიის სამმართველოს უფროსად კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი მანანა ერქომაიშვილისანდო წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი ინიშნება. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიშის დეიდაშვილია და ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მისი ძალისხმევით ხერხდება ეს საქმე.„გურია ნიუსმა“ სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვნელმა თეა შველიძემ გვითხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებს. სამაგიეროდ, თითქმის დაგვიდასტურა ინფორმაცია სამმართველოს სპეციალისტმა მანანა ერქომაიშვილმა._ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით. მე თვითონ დაგირეკავთ._ქალბატონო მანანა, სანდო წყაროს ინფორმაციით, თქვენ კოტე შარასენიძის ძალისხმევით ინიშნებით. მართალია ეს? ადასტურებთ თუ არა?_კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი რომ ვარ, ამიტომ არ მნიშნავენ, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში. მე გაცილებით ადრე ვმუშაობდი სისტემაში და ეს აქ არ წყდება, მუნიციპალიტეტში, თბილისი წყვეტს, _ „აგვიხსნა“ ... ...
  • ვინ გახდა ბახმაროს დოღის მთავარი პრიზის მფლობელი და რა საჩუქრები მიიღეს გამარჯვებულებმაბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო და სახალხო ზეიმით გაგრძელდა.  ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ასულ სტუმრებს, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის პარალელურად, ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე მისვლა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში შესვლაც შეეძლო. გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი", რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული დოღი დაიწყო. I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა. 2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა. 3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), "ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა. საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ "მარულას" მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა. დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია "New Road"-ისგან გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებმა, ფულადი პრიზების გარდა, კომპანია "გალფისგან" პერსონალური კომპიუტერები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება. ამავე თემაზე: ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის ... ...
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...