ოზურგეთში წყალს ისევ წურბელები მოჰყვება

მთავარი თემა

ოზურგეთში წყალს ისევ წურბელები მოჰყვება

2012 მაი 17 07:39:43

_ ისეთი სუნი აქვს წყალს, ვერ მიეკარები _ საქონლის სუნი ჰქონდა. გაგიჟდებით, რა მდგომარეობა იყო 10 დღის განმავლობაში. ვიწამლებით! დაგვეხმარეთ! _ რამდენიმე დღის წინ ამ განცხადებებით მიმართეს "გურია ნიუსს" ოზურგეთში, თბილისის, ჭავჭავაძის და დოლიძის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი ბინების მცხოვრებლებმა.

"გურია ნიუსის" ოზურგეთის განყოფილებას უამრავი მოქალაქე აკითხავს და წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით გულისწყრომას გამოხატავს: _ გაცრეცილია მილები და, შესაბამისად, წყალს ერევა ათასგვარი სიბინძურე. ოზურგეთის ახალი წყალსადენის მაგისტრალში მდინარის წყალი პირდაპირ ჩაედინება, ყოველგვარი დამუშავების გარეშე. ამიტომ მასში მთებიდან ჩამომდინარე წყლების (ნიაღვრების) და გახრწნილი ფოთლების შლამი და ნაგავია. ყველა ამ წყალს ვიყენებთ, როგორც ტექნიკურს, თუმცა, ბოლო ხანს ამისთვისაც აღარ ვარგა, სასმელი წყალი კი საკუთარი სოფლის წყაროდან ჩამოგვაქვს, _ ხშირად იმეორებდნენ "გურია ნიუსთან" საუბრისას ოზურგეთელები.

"გურია ნიუსი" წყლის პრობლემებზე ბევრჯერ წერდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად 2005 წელს ჩატარებულ ტენდერში შპს "სმუ ინგეუკომმა" გაიმარჯვა, რომელმაც სატენდერო წინადადებით თანხა _ 3 876 245 ლარი წარმოადგინა; თავად პროექტირებაში გადახდილია 113 ათას 400 ლარი. მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, ტენდერი გამოცხადდა 8 მილიონის ღირებულების პროექტზე.

ასე რომ, დახარჯულია სოლიდური თანხა, რეალობა კი კატასტროფულია. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ პროექტი ჩავარდა _ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი არც 8-საათიანი გრაფიკით მიეწოდება და რაც მიეწოდება, ისიც სასმელად უვარგისია.

ეჭვს იწვევს ექსპერტიზის დასკვნაც და შესაბამისად, ჩნდება კითხვა _ რაზე მოაწერა ხელი იმჟამინდელმა გამგებელმა და რამდენად შეესაბამება, თუნდაც მაშინდელ რეალობას, პროექტის შესრულების ხარისხი?

_ იყვნენ "წყალკანალიდან" მოსულები. გავაკეთებთო, მაგრამ დაიჯერება? ოდნავ შეარემონტებენ და მერე ისევ იგივე სიტუაცია იქნება. აქვე პატარა ონკანია, საიდანაც გამვლელ-გამომვლელი წყალს სვამს. ამ ონკანშიც ფეკალური მასების ნარევი წყალი მოდის. ხომ შეიძლება, ვინმე მოიწამლოს? ჩვენ ეს ვიცით და ასე თუ ისე, ვფრთხილობთ, მაგრამ ქუჩაში გამვლელმა იცის, რომ არ უნდა დალიოს წყალი? რა გახდა ეს ოზურგეთი ასეთი, რომ წყლის სისტემა ვერ მოწესრიგდა? 21-ე საუკუნეში ქალაქში წყალი არ გვაქვს! _ აცხადებენ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები.

_ ვერ მიაგნეს, სადაა გასაკეთებელი. ჩვენი აზრით, კანალიზაციის მილია გადადებული, თანაც ღრმად და ვერ ხედავენ, საიდან მოედინება ეს წყალი. აბა, საიდან უნდა მოდიოდეს ასეთი სიბინძურე, წურბელები და საშინელი სუნი? ეს მარტო ახლა კი არ ხდება _ სულ ასეა. შარშან გველი გამოიყვანა ჩვენმა მეზობელმა ონკანიდან. მივედით ხელისუფლებასთან, მაგრამ არაფერი _ უარესისკენ მიდის სიტუაცია. როგორც უნდათ, ისე მოაგვარონ წყლის საკითხი! ნახეთ, წურბელებია წყალში, გადაუღეთ, გთხოვთ.

_ როგორც ვიცით, წყლის სისტემის მოგვარებაზე უამრავი თანხაა დახარჯული რამდენიმე წლის წინ. სადაა შედეგი? თქვეს, რომ ქუთაისიდან დამხმარე ძალა ჰყავს ჩამოყვანილი წყალკანალს, რომ გაწმინდონ ის ადგილი, საიდანაც მოდის ეგ სიბინძურე, მაგრამ რა ვიცით, მართალს ამბობენ? ამ გაჭირვებულ ხალხს, ამდენი პრობლემის შემდეგ, სუფთა წყლის დალევაც აღარ უნდა შეეძლოს? დაგვეხმაროს ხელისუფლება, ცენტრალურიც და ადგილობრივიც, _ აცხადებენ ქალაქის ცენტრში შეკრებილები.

ანალოგიური პრობლემა აქვთ თბილისის ქუჩის მცხოვრებლებსაც: _ თბილისის ქუჩაზე სახლებში წყალი საერთოდ არ მოდის. დახეთქილია მილები. კი, ბატონო, დაგვიგეს ასფალტი, მაგრამ გაგიგონიათ, წყალგაყვანილობის პრობლემა არ მოაგვარო და ისე დააგო გზა? ისედაც სანახევროდაა დაგებული, გახეთქილ მილებზე გადააგეს ზემოდან. ვის არ მივმართეთ _ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, საკრებულოს თავმჯდომარეს თუ გამგებელს, მაგრამ რა? იქნებ დაგვეხმაროს ვინმემ შეაწუხოს სირცხვილმა! _ უთხრეს "გურია ნიუსს" თბილისის ქუჩის მცხოვრებლებმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ივანე ტაბატაძე "გურია ნიუსთან" ამ პრობლემებისა შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ წურბელები, შეიძლება, საერთოდაც მოსახლეობის ონკანიდან გამოყვეს წყალს.

_ ანუ თქვენ მოსახლეობას ადანაშაულებთ?

_ კი არ ვადანაშაულებ, შეიძლება, რომ ასე იყოს.

_ წყალს რომ წურბელები გამოყვება, ეს მოსახლეობის მოუწესრიგებელი მილის ბრალი იყოს შეიძლება?

_ შეიძლება, რატომ არ შეიძლება?! _ გვითხრა ტაბატაძემ.

_ ოზურგეთის ე.წ. "წყლის თემა" რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდებოდა და შეეხო რამდენიმე გუბერნატორს, მუნიციპალურ საკრებულოს (ცვლადი შემადგენლობით), საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს, მიმდინარეობდა კომპეტენტურ პოლიტიკურ ფიგურათა ცვლა, თუმცა, მემკვიდრეობითობა პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში იგივე, უცვლელი რჩებოდა და რჩება. მუნიციპალური და რეგიონული დონის პოლიტიკურ ფიგურათა გარდა, პრობლემასთან შეხება ჰქონდა ცენტრის შესაბამისი კომპეტენციის სამსახურებსა და ხელმძღვანელებს. წყლის თემა არ არის უმნიშვნელო _ აქ იკვეთება და ერთმანეთშია გადახლართული არაკომპეტენტურობის, უპასუხისმგებლობისა და დანაშაულებრივი ქცევის ელემენტები კომპეტენციის სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა პირთა მხრიდან. ოზურგეთის "წყლის თემის" სრული შესწავლა და "გაშიშვლება" უნდა მოხდეს, რეაგირება უნდა მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, გუბერნატორმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ეს არც ერთი მათგანის ინტერესებში არ შედის. ანუ მემკვიდრეობითობა გრძელდება და თემა "დახურულია". პრობლემის პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე, ისევ პოლიტიკურ პროცესებს შეუძლია მისი "გაცოცხლება" და "გახსნა", ანუ თუ ეს თემა გამოყენებული იქნება არსებული ხელისუფლების ერთი ჯგუფის მეორესთან დაპირისპირებისთვის, ან ხელისუფლების ცვლის შედეგად ახალ პოლიტიკური ჯგუფის მიერ, სურვილისა და ნების შემთხვევაში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში, ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ და დღეს არსებული გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ჯგუფთან საბრძოლველად, _ აღნიშნავდა "გურია ნიუსთან" საუბარში ერთ-ერთი ოზურგეთელი, რომელიც ამ საკითხში კარგად არის გარკვეული.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...
  • პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნოსაქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 34-მა წევრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...