საკონსტიტუციო ცვლილებები - „საჯილდაო ქვა“ არჩევნების წინ

მთავარი თემა

საკონსტიტუციო ცვლილებები - „საჯილდაო ქვა“ არჩევნების წინ

22 აპრ. 2016, 21:16:19

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედება, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ვერ მოხერხდეს. ამას პარლამენტში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს.

დეპუტატების ნაწილი ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან, უნდა გაუქმდეს თუ არა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად სჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერის მოპოვება ძალიან გაჭირდება. 

საქმე ისაა, რომ დღეს პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებული ორი ინიციატივაა და ორივეს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება ცვლილებების განსახორციელებლად.

ერთის მხრივ, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ პროექტზე, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პარლამენტის დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებები დგას, რაც 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, პარლამენტმა ვერც ერთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ვერ შესძლოს. დეპუტატის თქმით, უმრავლესობის წევრთა ნაწილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება განწირულია და მას პარლამენტი მხარს ვერ დაუჭერს, ხოლო რაც შეეხება უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მხარდაჭერის მოპოვება მასაც ძალიან გაუჭირდება. 
კახიანი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს, რადგან დეპუტატის განმარტებით საკითხი დგას ისე, რომ პროპორციულ სისტემაზე საქართველო გადავა ან 2020 წელს, ან არავინ არ იცის როდის მოხდება ეს. 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პავლე კუბლაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში ორ მთავარ ნაკლს ხედავს. როგორც დეპუტატი ამბობს,  ერთი ნაკლი არის დროში მისი ამოქმედება, მეორე კი ამ პროექტის გაუგებრობაა. 

ამ პროექტს აქვს 2 მთავარი ნაკლი - ერთი ეხება დროში მის ამოქმედებას ანუ ვადებს, როდიდანაც ის შედის ძალაში და ეს ნაკლია. თუ ვფიქრობთ, რომ შემუშავებული მოდელი პარლამენტის დაკომლექტების გაუმჯობესებული ვარიანტია, უმჯობესია, რომ ძალაში ახლავე შევიდეს. გავიგეთ თქვენი პოზიცია და გვესმის, რომ ეს ასე არ მოხდება. მეორე ნაკლი არის, რომ გაუგებარია ამ პროექტიდან რას გვთავაზობთ და რაზე გადავდივართ. უბრალოდ ჩანაწერი, რომ 150 წევრისგან შედგება პარლამენტი და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პროპორციულად მოხდება არჩევა დეპუტატების, არის გაუაზრებელი რამ, რომელმაც შესაძლოა საერთოდ ისეთი ფორმა მიიღოს კიდევ უფრო უარესი შედეგი მივიღოთ”, _ აღნიშნა კუბლაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 

მისივე თქმით, საფრთხე არის იმაში, რომ ამისგან შესაძლოა კიდევ უფრო ცუდი ვარიანტი იქნეს მიღებული.
ჩანაწერია ასეთი: პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, პროპოციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. არც ის არის დაკონკრეტებული, თუ როგორი იქნება ოლქები, რა რაოდენობა შეიძლება იყოს და ა.შ. საფრთხე არის იმაში, რომ ამისგან კიდევ უფრო ცუდი ვარიანტი მივიღოთ. თუ თქვენ გააკეთებთ მცირე რეგიონულ კვოტებს და პატარა პროპორციებს, შესაძლოა უფრო ბევრი პარტია პარლამენტს მიღმა დარჩეს”, _განაცხადა კუბლაშვილმა. 

ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ პროექტს, მხარს უჭერს. თუმცა, მხოლოდ მათი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის.

როგორც პარტიის წევრმა ანი მიროტაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, “ეროვნული ფორუმი”, კოალიციაში და საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის პერიოდშიც მხარს უჭერდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელება 2016 წელსაც არის შესაძლებელი.
ჩვენ ვითხოვდით და ვუჭერდით მხარს, რომ 2016 წლიდანვე იქნებოდა შესაძლებელი, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. ვცდილობდით ჩვენი არგუმენტებით თქვენს დარწმუნებას, როდესაც ვიყავით უმრავლესობაში. ჩემი ფრაქციის სახელით მინდა განვაცხადო - შემოთავაზებულ ვარიანტს მხოლოდ იმიტომ დავუჭერთ მხარს, რომ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ რაღაც დაიძრას ამ საქმეში”, _ განაცხადა ანი მიროტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 

მაჟორიტარული სისტემის შეცვლის საკითხზე უკვე დიდი ხანია საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი და არასაპარლამენტო ოპოზიცია.

გიორგი მარგველაშვილმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ, პარლამენტში გამოსვლისას "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და აღნიშნა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პრინციპული საკითხია.

საზოგადოების მდგრადობისთვის არსებითია სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც პასუხობს ხალხის ინტერესებს, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას - სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭიროა ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემა. ასეთი ტიპის სისტემის ფორმირებისთვის კი, საკვანძოა სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვა. არსებული სისტემის ხარვეზებზე ხაზი გასმულია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში. სხვა ცვლილებებთან ერთად, საერთო აზრით, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა. იმისთვის, რომ ეს შედეგები უკვე შემდეგ არჩევნებზე მივიღოთ, აუცილებელია ამ ცვლილების ინიცირება უკვე საგაზაფხულო სესიაზე“,  _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თუმცა, ამ ფონზე, განხორციელდება თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, ძნელი სათქმელია. ორივე საკონსტიტუციო ინიციატივის ერთად განხილვა უკვე დაგეგმილია, თუკი კვორუმის თვალსაზრისით პარლამენტში პრობლემა არ შეიქმნება. 




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?