რომელი მდინარეები უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს თბილისს

მთავარი თემა

რომელი მდინარეები უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს თბილისს

2016 აპრ 25 23:34:19

თბილისში არსებული მეწყრული ზონების  და მდინარეებისგან წარმოქმნილი საშიშროების შესახებ უცხოელი სპეციალისტების დაკვირვების შედეგი მიმდინარე წლის ივნისში გახდება ცნობილი.

ლეღვთახევის,  დიღმისხევის და ხევძმარას აუზებში მაღალი რისკის შემცველი ადგილები ავსტრიელმა სპეციალისტებმა რამდენიმე დღის წინ დაათვალიერეს.

უცხოელი სპეციალისტები უკვე შეხვდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, თამარ ბაგრატიას, ასევე გარემოს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

როდის იქნება მზად უცხოელი სპეციალისტების ანგარიში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაა პირველადი შეფასებით თბილისში, რომელ მდინარეებზე ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი  და სად აპირებს ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებას გარემოს ეროვნული სააგენტო, ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, თამარ ბაგრატიას ესაუბრა.

_ რომელი მდინარეები შეამოწმეს ავსტრიელმა სპეციალისტებმა და როდის გამოქვეყნდება მათი მონიტორინგის შდეგები?

_ავსტრიელმა გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა სამი მდინარის ხეობა შეამოწმეს: ლეღვთახევი, ხევძმარა და დიღმისხევი. ჯერ მხოლოდ ვიზუალური შეფასება მოახდინეს, ახლა ველოდებით ვრცელ ანგარიშს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდება. საბოლოო ანგარიში, სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნება. მათ ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ.

_თბილისში არსებული მდინარეებდან, რომელია ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი?

_ პოტენციურად, უხვი ნალექების შემთხვევაში ყველა მდინარე საფრთხის შემცველია.

ასევე, ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით,  თუ მდინარის ჭალაში არსებობს რაიმე ტიპის მშენებლობა, ყველა ასეთი მშენებლობა რისკის ქვეშაა. ტექნიკურ რეგლამენტში აღნიშნულია, მდინარეების სიგრძის მიხედვით რომელია საფრთხის შემცველი და სად არ შეიძლება  მშენებლობა. თუკი უკანონო მშენებლობაა, არასწორად არის ნებართვა გაცემული, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი მშენებლობა პოტენციურად შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ უხვი ნალექების შემთხვევაში.

_ შარშან, ვერეს სტიქიის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტროდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია თბილისში არსებული მდინარეებისა და მშრალი ხევების შესახებ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში 150-ზე მეტი მუდმივი მდინარე, პერიოდული მდინარე და მშრალი ხევია; თუმცა, სამინისტროდან მოგვწერეს, რომ თბილისისა და მისი შემოგარენის დეტალური ჰიდროგრაფიული რუკა, სადაც საფრთხეების შესახებ იქნება აღნიშნული, არ არსებობს. რა გაკეთდა ვერეს სტიქიის შემდეგ და რომელ მდინარეებზე ახორციელებთ მონიტორინგს თბილისში?

_ერთადერთი სადგური გვქონდა ვაშლიჯვარში, სადაც დაკვირვებები მიმდინარეობდა. ახლა დავამატეთ სადგური ვერეს აუზში თბილისის მერიის დახმარებით და მდინარე გლდანულაზე, რითაც  მონიტორინგი ხორციელდება. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურა. თუმცა, საქართველოში 25 ათასი მდინარეა და ამ ეტაპზე ყველა მდინარეზე ონლაინ მონიტორინგს ვერ ვახორციელებთ. აქედან გამომდინარე, ყველა მდინარეზე წყლის დონისა და ნალექების რაოდენობის შესახებ სამწუხაროდ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

თბილისის საფრთხეების რუკაც  არ შემუშავებულა ჯერჯერობით. ჩვენ გავაკეთეთ ახლა  მონიტორინგი, ვაკეთებთ მდინარე გლდანულას შესწავლას დამატებით, მდინარე ვერეს დამატებით შესწავლას და შევისწავლით ასევე ლეღვთახევსაც. ეს არის ძირითადი მდინარეები, რომლებიც რაიმე რისკს შეიძლება ატარებდეს თბილისის მოსახლეობისთვის. თუმცა, გეოლოგიური მონიტორინგი უკვე მთელ თბილისში ხორციელდება.

_სტიქიის შემდეგ იგეგმებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებაც...

_მდინარე ვერე მთლიანად მონიტორინგის ქვეშაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარეზე დგას სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადმოგვცემს ინფორმაციას წყლის დონისა და ნალექების შესახებ. ეს არის სწორედ ადრეული გაფრთხილების სისტემის ნაწილი. თუ მონიტორინგის შედეგად წყლის დონე მდინარე ვერეზე კრიტიკულ შედეგს მიაღწევს, ჩვენ გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, ეს არ არის სრულყოფილი მონიტორინგის ადრეული შეტყობინების სისტემა. კიდევ იქნება შეტყობინების სამუშაოები - მოდელირება, პროგნოზირება და ა.შ. მონიტორინგის სისტემა სხვადასხვა დონის და სირთულის არსებობს, მდინარე ვერეზე და მის შენაკადებზე პირველი დონის მონიტორინგი მთლიანად გვაქვს გაკეთებული.

_რაც შეეხება მდინარე გლდანულას, რა სიხშირით მიმდინარეობს მონიტორინგი?

_ მდინარე გლდანულაზე ისეთი სიხშირით არ მიმდინარეობს დაკვირვება, როგორც მდინარე ვერეზე, მაგრამ ერთი სადამკვირვებლო პუნქტი იქაც გვაქვს და დაკვირვებას ვაწარმოებთ.

_აღნიშნეთ, რომ მდინარე ყველაზე საშიში უხვი ნალექის პერიოდშია, კიდევ რა ქმნის საფრთხ მოსახლეობისთვის?

_მდინარის ხევები განსაკუთრებით საშიში მაშინ არის, თუ იქ ნარჩენებია დაგროვებული და მისი გაწმენდა არ ხდება. თუ მდინარის ხევი არ არის დასუფთავებული რისკები იზრდება. მაგრამ ნარჩენების გაწმენდა არ არის ჩვენი კომპეტენცია, თბილისის მერიას ეკუთვნის, ამიტომ არ ვიცით, იგეგმება თუ არა მათი გაწმენდა.

ასევე, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები გვირაბებების გაწმენდასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სანიაღვრე და სადრენაჟე არხების შემთხვევაში. ნაპირსამაგრ სამუშაოებს რაც შეეხება  ეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის.

შენიშვნა: გამოყენებულია CENN-ის ფოტოები

ამავე თემაზე:

მდინარეებისგან შექმნილი საფრთხე და ზონები, სადაც მონიტორინგი არ ხორციელდება




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...
  • რა ხდება ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზებათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონებში პოლიცია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას," – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა. ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს