მოგელაძის უწყების ახალი ბრალდება "ქართულ ოცნებას" და ორთვიანი დუმილი "ნაცმოძრაობის" აღიარებულ დანაშაულზე

მთავარი თემა

მოგელაძის უწყების ახალი ბრალდება "ქართულ ოცნებას" და ორთვიანი დუმილი "ნაცმოძრაობის" აღიარებულ დანაშაულზე

2012 მაი 23 22:46:58
კერძოდ, კომპანიის მენეჯერები, იმავდროულად, რეგიონულ და რაიონულ დონეზე პოლიტიკურ სუბიექტ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ (ვიდეო წყარო: “ქართული ოცნების” თელავის რაიონის ორგანიზაციის წარმომადგენლის ზაზა დევიძის განცხადება, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 14 მაისი 2012, http://www.ick.ge/ka/articles/10871-2012-05-14-14-33-58.html კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური “გლობალ-თV”-ს საქმიანობასა და “ქართული ოცნების” და მის საარჩევნო მიზნებს შორის კავშირზე საჯაროდ საუბრობდა (ვიდეო წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 14 მაისი 2012, http://ick.ge/ka/rubrics/politics/10867-2012-05-14-13-17-08.html) " _ ვკითხულობთ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

"აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას "ქართული ოცნების" ლოგოს ამსახველ მაისურებში ახორციელებდნენ; "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტები კი ამავე კომპანიის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობდნენ მოქალაქეებს.

ზემოაღნიშნული გარემოებები საზოგადოებაში პოლიტიკური კოალიციისა და აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული მომსახურების გაიგივებას იწვევს და პარტიათა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიტიკური პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მონიტორინგის მანდატით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის ცალკეულ პირთა გამოკითხვას.

ფინანსური მონიტორინგის ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. მონიტორინგი არ უკავშირდება ზემოაღნიშნული კერძო კომპანიის საქმიანობას და მის მიმართ სამსახურს სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნია." _ ნათქვამია ამავე განცხადებაში.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული დღევანდელი განცხადება მთლიანად აგებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მაშინ როდესაც, ეს სამსახური აბსოლუტურად არ რეაგირებს ამავე საშუალებებში გამოქვეყნებულ იმ მასალებზე, სადაც მმართველი პარტიის წევრების მიერ ჩადენილ დარღვევებზეა საუბარი.

"გურია ნიუსი" უკვე მეორე თვეა, ელოდება კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პასუხს 12 შეტანილი წერილიდან იმ 4-ზე, სადაც მმართველი პარტიის მიერ სწორედ იმ სახის დარღვევებზეა საუბარი, რომელთა მსგავსზე მოგელაძის უწყება თითქმის ყოველდღე აკეთებს განცხადებას. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობას, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს ეხება. მათი მხრიდან ფაქტებზე მყისიერი რეაგირებაც მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება.

"გურია ნიუსმა" ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 2012 წლის 20 მარტს რამდენიმე წერილით მიმართა. თითოეულ წერილში მოყვანილი იყო სტატიის სათაური, ბმული და დანართი ამობეჭდილი სტატიის სახით. პასუხი დღემდე არც ერთ მათგანზე არ მოგვსვლია, მათ შორის არც მმართველი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძის მიერ აღიარებულ დანაშაულზე.

"გაზეთ გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ნაციონალური მოძრაობის" "მზრუნველობა" ბიუჯეტის ხარჯზე!", რომელიც უმწეოთა სასადილოს შენობაზე გამოკრულ აბრას ეხებოდა შემდეგი წარწერით; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის". ეს წარწერა უმწეოთა სასადილოს 2012 წლის 17 თებერვლის 15:10 საათამდე ამშვენებდა, აღნიშნულ ობიექტს კი ბიუჯეტი მხოლოდ მიმდინარე წელს 75 000 ლარით აფინანსებს.

"გურია ნიუსის" მიერ საკითხით დაინტერესებისთანავე აბრა ჩამოხსნეს, თუმცა, დარჩა ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.

რამდენიმე დღის შემდეგ, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვახტანგ ბალავაძემ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ნაცმოძრაობის მხრიდან ჩადენილი კანონდარღვევა, ფაქტობრივად, აღიარა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

_ ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც ამ აბრას "გურია ნიუსმა" სურათები გადაუღო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კომენტარისთვის დაუკავშირდა, აბრა სასწრაფო წესით ჩამოხსნეს...

_ სწორად მოქცეულან, რა გინდათ?

_ სწორად და სამართლიანად მოქცევა იმ შემთხვევაში იქნებოდა, ეს აბრა კანონში ცვლილებების შეტანისთანავე ჩამოეხსნათ და არა ორი თვის შემდეგ, ჟურნალისტების ჩარევის შედეგად. არ მეთანხმებით?

_ სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მოვალეობას სწორედ ეგ არის. რომ ჩამოხსნეს, შედეგიც ხომ ეგ არის?

_ ვფიქრობ, სხვა, ნებისმიერ პარტიას გაცილებით მძიმე შედეგი დაუდგებოდა მსგავს შემთხვევაში...

_ მაგასთან დაკავშირებით თუ ვინმე თვლის, რომ არის გარკვეული დარღვევა, არსებობს გარკვეული ორგანოები, რომელთაც ზედამხედველობა ევალებათ და რეაგირებისთვის უნდა მიმართონ მას, _ განაცხადა ბალავაძემ.

20 მარტიდან დღემდე, მოგელაძის უწყებას პასუხი არ აქვს ორ მარტივ კითხვაზე:

_ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ითვლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად.

_ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ფაქტი, თქვენი სამსახურის მხრიდან რეაგირებას? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიმარტოთ პასუხი შესაბამისი კანონის შესაბამისი ნორმებით.

გთავაზობთ ყველა იმ წერილის შინაარსს, რომელიც 2012 წლის 20 მარტს შევიტანეთ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში და რომელზედაც დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

1. გაზეთ "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "დაარღვიეს თუ არა კანონი გურულმა "ნაციონალებმა".

სტატიაში საუბარია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა და იმავდროულად ჩოხატაურის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ოსეფაშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების რწმუნებულმა ოთარ დოლიძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტმა მალხაზ წიქორიამ ერთ-ერთ ოჯახს საჩუქრები მიუტანეს. საჩუქრები გამგეობამ და საკრებულომ მრავალშვილიან ოჯახებს გაუკეთა, რასაც მოწმობს მათ მიერ გავრცელებული ფოტომასალა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული პირები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადასტურებენ, რომ საჩუქრების შეძენა ბიუჯეტის სახსრებით არ მომხდარა.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დღემდე არ აქვს პასუხი "გურია ნიუსის" კითხვებზე:

_ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ითვლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან გაწეულ ქველმოქმედებად?

_ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ფაქტი, თქვენი სამსახურის მხრიდან რეაგირებას? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიმარტოთ პასუხი შესაბამისი კანონის შესაბამისი ნორმებით.

2. "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო სიუჟეტი სათაურით "ნაციონალური მხარდაჭერა სკოლის მოსწავლეებს".

სიუჟეტში საუბარია, რომ "ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის" და ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილი გახდა. კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც მოეთხოვებოდათ შემოთავაზებული 3 თემიდან, ერთის შესრულება ჩანახატის, მოთხრობის, ლექსის ანუ ნებისმიერი მხატვრული ჟანრის სახით (თავისუფალი თემა: მოგვიყევი "ვეფხისტყაოსანზე", მე და ახალი საქართველო) დაჯილდოების ცერემონიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პროექტი მოუწონა და მისი კვლავ ჩატარებისკენ მოუწოდა. გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრად წიგნები და დიპლომები გადაეცათ.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დღემდე არ აქვს პასუხი "გურია ნიუსის" კითხვებზე:

_ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ითვლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად.

_ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ფაქტი, თქვენი სამსახურის მხრიდან რეაგირებას? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიმარტოთ პასუხი შესაბამისი კანონის შესაბამისი ნორმებით.

3. გაზეთ "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით "საახალწლო საჩუქრები ხელისუფლებისგან".

სტატიაში საუბარია, 31 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გოჩა შანიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსმა ნათია ვაშალომიძემ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს – მარიზე ფარციძეს, ნინა ბერულავას და მზევინარ ლურსმანაშვილს საახალწლოდ საჩუქრები მიუტანეს. საჩუქრები ამავე დღეს ომის ვეტერანს, ჟუჟუნა ბიბილოძესაც გადასცეს. მერე კი უფასო სასადილოს მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი მიუტანეს.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დღემდე არ აქვს პასუხი "გურია ნიუსის" კითხვებზე:

_ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ითვლება თუ არა ზემოთ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან გაწეულ ქველმოქმედებად?

_ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ფაქტი, თქვენი სამსახურის მხრიდან რეაგირებას? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიმარტოთ პასუხი შესაბამისი კანონის შესაბამისი ნორმებით.

ზემოაღნიშნულ წერილებზე კონტროლის პალატიდან დღემდე არ მოგვსვლია არანაირი პასუხი, არც დადებითი და არც უარყოფითი, არც განმარტებით და არც განუმარტებლად...

25 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატა "გურია ნიუსის" მიერ შეტანილ საჩივარს ადმინისტრაციული წესით, ზეპირი მოსმენით განიხილავს. გაზეთის ინტერესებს "ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე დაიცავს.

"გურია ნიუსმა" კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საჩივრით 2012 წლის 02 მაისს მიმართა. საჩივრით იმ ინფორმაციის გასაჯაროებას ვითხოვთ, რომელსაც ნათია მოგელაძის უწყებამ საიდუმლო გრიფი დაადო. ბეჟაშვილის მისამართით გაგზავნილი საჩივრის მთავარი მოთხოვნა კი ასეთია:

1. ბათილად ცნოს საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული 03 აპრილის #82/26 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;

2. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, მოგვაწოდოს ჩვენ მიერ 2012 წლის 20 მარტს #72 კორესპონდენციით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხა (სახელობითი სია) შრომის ანაზღაურების მითითებით.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსი_ რა რეკომენდაციებს აძლევს განათლების სამინისტრო სკოლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით; საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ; ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით; ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით; სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით; სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ; მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით; დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები); ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით; სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა; ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია; სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები; სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ; სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ... ...
  • მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ბათუმის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის, ქედას, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიის თანამშრომლები, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წევრები და მიწის რეგისტრაციის საკითხებით დაინტერესებული პირები გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის, ქონების რეგისტრაციისა და გეოდეზია-გეოინფორმაციის სამსახურების თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ახორციელებენ. ცვლილებების თანახმად , 2020 წლის 1 იანვრიდან მიწის რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, გახდა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. რეგისტრაცია კვლავინდებურად წარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში:  -   გაფართოვდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია შესაძლებელი არ იყო, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ.  მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი; -   კიდევ უფრო გამარტივდა ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში;  -   გამარტივდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით; -   შესაძლებელი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში  მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.   ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ იყო შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია. გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში: -   რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე;  -   აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს;  -   მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ;  -  თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში: -  თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს; -   შეიცვალა აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა; -   გაფართოვდა მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი ასეთ დოკუმენტად მიიჩნეოდა  ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ. აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.  კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება. მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი ქვეყნის მასშტაბით  მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ... ...
  • განგაშის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა დაცულია - ზურაბიშვილიგანგაშის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა დაცულია - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო. „დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს – ამის საჭიროება არ არსებობს. არც იმის საჭიროება, არსებობს რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში. მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი. აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება. რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება. ასევე, გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება,“_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ამირან გამყრელიძე: შეხვედრისას გადაკოცნას მოერიდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს შეხვედრისას გადაკოცნისგან თავი შეიკაონ. „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“ ,_ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...