338 შესყიდვა და აუდიტის მიერ აღმოჩენილი დარღვევები

gurianews.com

მთავარი თემა

338 შესყიდვა და აუდიტის მიერ აღმოჩენილი დარღვევები

2016 მაი 13 01:55:20

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გასული წლის აუდიტი ცოტა ხნის წინ დაასრულა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გამგეობის მიერ, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით გაწეული სამუშაო, აუდიტის მცირე პერიოდის გამო, შერჩევით გადაამოწმა.

დასკვნის თანახმად, აუდიტის მიერ გამოვლენილი პრობლემების ზოგადი აღწერა ასე გამოიყურება: "ზოგ შემთხვევაში არ ექცევა ყურადღება "პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის #385 ბრძანების მოთხოვნებს; არ ექცევა ყურადღება "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების მე–3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი მოთხოვნებს; დოკუმენტურად არ ხდება საწვავის ჩამოწერის დადასტურება; სატრანსპორტო საშუალებების რემონტისას მოხსნილი დეტალები არ ინახება საწყობში. ბიუჯეტის აღსრულებისას, ზოგ შემთხვევაში, არ არის დაცული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მოთხოვნები; ბიუჯეტის აღსრულებისას, ზოგ შემთხვევაში, არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები; არ ექცევა სათანადო ყურადღება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთეულის ღირებულებისა და მიღება-ჩაბარებისას ფორმა 2-ით (ან სასაქონლო ზედნადების, ან ანგარიშფაქტურაში) წარმოდგენილი ფასების შედარებას; არ ექცევა სათანადო ყურადღება ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოების დასრულების ვადებსა და მიღება–ჩაბარების წესებს; სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში წერილობითი გარანტიების გაცემა მოსაწესრიგებელია; არასრულად წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგება; დაბალია სამსახურებს შორის კოორდინაციის დონე."

28-გვერდიან დასკვნაში რამდენიმე გვერდი ეთმობა შესყიდვებს: 2015 წლის განმავლობაში, სულ გახორციელდა 338 შესყიდვა, რომლის 76,3 პროცენტი გამარტივებულ შესყიდვაზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულით არ დარღვეულა კანონმდებლობა, აუდიტის მოსაზრებით, ეკონომიის მიღებისა და სხვადასხვა რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია შემცირდეს გამარტივებული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებელი და გაიზარდოს ტენდერების რიცხვი:

"ხშირ შემთხვევებში, შესყიდვების ნაწილში არ ექცევა ყურადღება დოკუმენტაციის ატვირთვას, ან იტვირთება რიგ შემთხვევაში არასწორად. მაგალითად: 2015 წლის 3 აგვისტოს #190 ხელშეკრულება, შპს "შარაგზამშენი პირველის" (ეს ის კომპანიაა, რომელმაც ბუკისციხე-ზემოსურების გზის ნაწილი გააკეთა და რომლის შესახებაც "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით წარმოდგენილი დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა ატვირთულია, როგორც ხელშეკრულების ცვლილება, რითიც დარღვეულია შესყიდვების გახორციელების ელექტრონული ინსტრუქციის მოთხოვნები," _ წერია დოკუმენტში.

ამავე კომპანიასთან დაკავშირებით, აუდიტის დასკვნაში კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია: შპს "შარაგზამშენ პირველსა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს შორის დადებულ ხელშეკრულებაში 27 ნოემბერს შევიდა ცვლილება, რომლის საფუძვლადაც მოხსენიებულია ის გარემოება, რომ ნოემბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ შეიცვალა საპროექტო სამუშაოები და გაიზარდა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და სახეობები, რის გამოც, მოთხოვნილი იქნა სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელება 30 ნოემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრის ჩათვლით.

სამუშაოების მიღება-ჩაბარება მოხდა ეტაპობრივად, რაზედაც წარმოდგენილია ეტაპობრივი ფორმა-2 და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი; აგრეთვე, წარმოდგენილია გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და შესაბამისი ფორმა 2.

"როგორც ანალიზით ირკვევა, გაუთვალისწინებელი სამუშაოები მოიცავდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დამატებით მოცულობებს. ფორმა 2-ით წარმოდგენილ იქნა გაზრდილი ერთეულის ფასები, ვიდრე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებში იყო გაწერილი (ხარჯთაღრიცხვა) _ კერძოდ, სავალ ნაწილზე გაშლილი ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტის დატკეპნა 5-ტონიანი სატკეპნით, სატკეპნის 5-ჯერადი გავლით, ხელშეკრულების ერთეულის ფასი წარმოადგენდა 1,75 ლარს (ხელფასი+ტრანსპორტი), ხოლო წარმოდგენილი ფორმა 2-ით კი – 3,05 ლარს. შესაბამისად, თანხებიც გადარიცხულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულით დარღვეულია, როგორც ხელშეკრულების ასევე შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნის პირობები", _ წერია დასკვნაში, რაზეც ყურადღებას ოპოზიციაც ამახვილებს.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირაკლი ახობაძე მიიჩნევს, რომ ეს დანაშაულია და მუნიციპალიტეტმა კომპანიას თანხები ზედმეტად გადაურიცხა. ახობაძე მიიჩნევს, რომ ამით შესაბამისი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ.

ინსპექტირების ჯგუფის წევრი, შესყიდვების სამსახურის უფროსი ვლადიმერ გოგიბერიძე ამბობს, რომ ზედმეტად მხოლოდ 32 ლარია გადახდილი და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. გოგიბერიძის განმარტებით, სამუშაოს ღირებულება _1.75 ლარი კონკრეტული ხელშეკრულების დროს იყო, თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია გაუთვალისწინებელ სამუშაოზე, რომლის ანგარიშსწორება სხვა, კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასით მოხდა: _ ეს იყო გაუთვალისწინებელი სამუშაო და იმ ფასით ვერ ვუანგარიშებდით, რაც ხელშეკრულების დადების დროს ჰქონდა ერთეულ ფასზე გაწერილი. ფაქტობრივად, სხვაობა 32 ლარი იყო მთლიანობაში. ანაზღაურება მოხდა ისე, როგორც საპროექტო ღირებულებაში გაწერილი, _ ამბობს გოგიბერიძე და აღნიშნავს, რომ "შარაგზამშენ პირველს" გაუთვალისწინებელ სამუშაოში, საერთო ჯამში. 4 000 ლარის მიღება სურდა:

_ თუმცა, ჩვენ შევამოწმეთ მოცულობა, არ იყო მისაღები და მხოლოდ 3 000 ლარი ჩავირიცხეთ, _ გვითხრა გოგიბერიძემ.

კიდევ ერთი ხელშეკრულება, რაზეც აუდიტმა ყურადღება გაამახვილა, გამგეობასა და შპს "სტარტს" შორის 2015 წლის 18 თებერვალს გაფორმებული #30 ხელშეკრულებაა, სადაც ხელშეკრულების საგნად განსაზღვრულია საკანცელარიო საქონლის შესყიდვა ჯამური ღირებულებით _ 15 499 ლარი.

"ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული, რა საქონელი უნდა მიაწოდონ მუნიციპალიტეტს და რა ღირს თითოეული მათგანი. მიზანშეწონილია, ხელშეკრულებას დანართის სახით ახლდეს საქონლის ჩამონათვალი და ერთეულის ღირებულება, რაზეც მომწოდებელი აიღებს ვალდებულებას. ამასთან, მომწოდებელს სასაქონლო ზედნადებით მოწოდებული აქვს ისეთი საქონელი (ბეჭდის ბალიში), რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის ჩამონათვალში არ არის და რაზეც უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაში დამატება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ შესყიდვა გახორციელდა ხელშეკრულების გარეშე. რაც არასწორია," _ წერს აუდიტი.

დასკვნაში საუბარია იმ კომპანიის მიმართ გამოჩენილ სიკეთეებზე, რომელმაც ჩოხატაურის აგრარული ბაზარი გააკეთა.

შპს "ზაზოსთან" ხელშეკრულება 2015 წლის 29 ივნისს არის დადებული, რომელშიც განსაზღვრულია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ფარული სამუშაოების დროს აცნობოს ინსპექტირების ჯგუფს ფარული სამუშაოების აქტის შედგენის მიზნით, აგრეთვე ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ლაბორატორიული დასკვნები და სხვა. ასევე, ხელშეკრულებაში 9,4 პუნქტი ნათქვამია, რომ გეგმა გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელს უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოს 0,2 %-ის ოდენობით.

"როგორც ანალიზიდან ირკვევა, პირველი მიღება ჩაბარება გაკეთდა აგვისტოში 28 228,86 ლარზე, მაშინ როცა გეგმა გრაფიკით ივლის–აგვისტოში უნდა შესრულებულიყო 231874 ლარის სამუშაო, რაც არ შესრულებულა და ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს დარიცხვა, რითაც უნდა დაჯარიმებულიყო შემსრულებელი. ასევე არ არის წარმოდგენილი მასალის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები და ლაბორატორიის დასკვნები," _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ვლადიმერ გოგიბერიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, რომ "ზაზოს" პირგასამტეხლო ობიექტური მიზეზების გამო არ გადაახდევინეს:

_ მხოლოდ ერთ თვეზე არ დავარიცხეთ პირგასამტეხლო და ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი. გეთანხმებით, რომ ეს დოკუმენტურად არ გაგვიფორმებია, მაგრამ დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ვადა არ გადაუცილებიათ. როგორ დაგვერიცხა პირგასმატეხლო, როცა, მაგალითად, ასფალტი ჩვენ თვითონ არ დავაგებინეთ უამინდობის გამო. ეს ხომ მისი ბრალი არ იყო?! _ გვითხრა გოგიბერიძემ.

რას შეეხება ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატს და ლაბორატორიულ დასკვნებს, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, კომპანიას არ წარმოუდგენია, გოგიბერიძის თქმით, ბუღალტერიაში ინახება: _ ეს დოკუმენტაცია ბუღალტერიას უნდა წარედგინა და ამაზე მე მქონდა კიდეც საუბარი აუდიტთან. სრული საბუთები გვაქვს კომპანიის მიერ წარმოდგენილი, _ ამბობს გოგიბერიძემ.

რატომ არ მიაწოდა ბუღალტერიამ სრული დოკუმენტაცია კომპანიას, რომელიც მათ ამოწმებდა, გოგიბერიძემ არ იცის. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა კი ამბობს, რომ ეს ნაკლები კომუნიკაციის ბრალია:

_ მე ვესწრებოდი ამ დოკუმენტის შიდა განხილვას და შესყიდვების სამსახურს ჰქონდა ამაზე დასაბუთებული პრეტენზია. კომუნიკაცია ვერ შედგა და როგორც გაირკვა, აუდიტმა ბუღალტერიას ყველა დოკუმენტი არ მოსთხოვა, _ გვითხრა კუჭავამ.

ანალოგიური სიტუაცია აუდიტმა შპს "სამკუთხედთან" 2015 წლის 3 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაშიც დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულებულიყოს დაბა ჩოხატაურში ჩიჩუას, გოგებაშვილის, ჯალაღონიას ქუჩებზე ახალი ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა.

"როგორც ანალიზით ირკვევა, არც ტექნიკურ დოკუმენტაციაში და არც ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული, როგორი ხარისხის უნდა იყოს დაგებული ასფალტი და არც სამუშაოების მიღება-ჩაბარების დროს არის ნაჩვენები, შესრულებულია თუ არა "საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის #52 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებით. ასევე, ყურადღება არ იქნა გამახვილებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესრულებას, რადგან აქაც დარღვეულია გრაფიკი, კერძოდ ივლის-აგვისტოში გრაფიკით უნდა შესრულებულიყო 243,0 ათასი ლარის სამუშაო, მიუხედავად ამისა, სამუშაო შესრულდა აგვისტოს თვეში 52 226 ლარით, რაც აძლევდა საშუალებას დამკვეთს დაეჯარიმებინა შემსრულებელი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო," _ ვკითხულობთ დასკვნაში.

ვლადიმერ გოგიბერიძის თქმის, ეს კომპანიაც იმის გამო არ დაჯარიმდა, რომ "ზაზუს" მსგავსად, ასფალტი უამინდობის გამო თავად არ დააგებინეს:

_ წვიმაში ასფალტის დაგება არ არის გამართლებული. გავითვალისწინეთ, რომ კომპანიას ყველა მასალა ჰქონდა, თუმცა, ჩვენ ვუთხარით სამუშაოს შესრულებაზე უარი უამინდობის გამო. შესაბამისად, ჯარიმაც არ დაგვიწერია, _ განმარტა გოგიბერიძემ.

აუდიტორმა გიორგი ჯიბლაძემ ყურადღება წარმომადგენლობით ხარჯებზეც გაამახვილა. როგორც დასკვნაში წერია, 2015 წლის 8 ივნისს, ჩოხატაურში ჩაის პოპულარიზაციის მიზნით მოძრაობა _ "ძლიერი ქალი _ ძლიერი საქართველოს" დაგეგმილ კონფერენციასთან დაკავშირებით მოწვეული სტუმრების გამასპინძლების მიზნით, დაიდო ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ი.მ. "მარინა ჩხაიძეს" შორის. აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად, 2015 წლის 10 ივნისს გამოცემული იქნა გამგებლის ბრძანება, რომლისთვისაც გამოიყო 1 000 ლარი.

იმავე დღეს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღწერილია სტუმრების მიღების დეტალები: "ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა რაიმე სახის თანხმობა ან მოხსენებითი ბარათი თანხმობის მისაღებად, რომელიც დაედებოდა საფუძვლად ხელშეკრულების გაფორმებას. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივი ხარჯის გაწევა ხდება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე, რაც არასწორია. მიზანშეწონილია, სანამ მოხდება ხარჯის გაწევა ან ხელშეკრულების დადება, შესაბამისი განყოფილების თანამშრომელმა მოხსენებით უნდა მიმართოს გამგებელს, რათა მოხდეს წინასწარ ხელმძღვანელი პირიდან აღნიშნული ხარჯის გაწევაზე თანხმობის მიღება (ან რეზოლუციით ან/და ბრძანებით) და შემდეგ გაფორმდეს ხელშეკრულება და გაიწიოს ხარჯი," _ წერია დასკვნაში.



 ახალი ამბები
  • ​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. სპეცოპერაცია ... ...
  • არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.  "ჩვენ გვაქვს ორი ტიპის წინადადება დღეს: ერთი ეხება პერსონალიებს, მეორე - პროცესს. პერსონალიებთან დაკავშირებით ჩვენ შევჯერდით ოთხ კანდიდატზე, ესენია: ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები. ამ ოთხ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ეს კანდიდატურები განიხილოს უმრავლესობამ, რადგან ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ ფრაქციები. დღეს კანონი ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, თუმცა ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის ... ...
  • "დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ" _ ილია მეორე სპეცოპერაციას ეხმაურებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. "გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი", - ამბობს  ილია მეორე. ... ...
  • ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში  დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები,  ტრაპეზი და შესაწირიდან თანხა მოიპარეს.  როგორც ირკვევა,  ინციდენტის შესახებ პოლიციაში მღვდელმა განაცხადა.  აღნიშნულ ინფორმაციას ცხინვალის დეფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მედიასაშუალება იუწყება.  აღსანიშნავია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ოკუპირებულ ცხინვალში, ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნით ... ...
  • ვინ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიასარაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს - ამ ინფორმაციას  ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ლომჯარიას კანდიდატურას ყველაზე მეტად ლობირებს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ არის. ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სამთავრობო გუნდში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.  “მე მარტო ის ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ კანდიდატად აპირებენ ჩემს შეთავაზებას. სხვა არაფერი ვიცი, ვინ რას აპირებს“, _  გვითხრა ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...