რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან

მთავარი თემა

რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან

18 მაი. 2016, 01:18:17

ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი საკუთარი უფლებების აღდგენას ითხოვს.  საქმე 2006 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას ეხება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აღნიშნული ქონების მესაკუთრეს რამაზ ახვლედიანს ქონება უკანონოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათმობინეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით 2015 წლიდან სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. საქმეს ასევე იძიებს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი.

ორგანიზაცია  "ახალაზრდა ადვოკატებმა" ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მონაწილეობით, ლისის ტბის დათმობის საქმეზე სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, დღეს მედიაფორუმი გამართა. შეხვედრის მიზანს დავის დეტალების მედიისთვის გაცნობა და საქმეში "ლისი ლეიქ დეველოპმენტის" მესამე პირად ჩართვის მნიშვნელობაზე განმარტება გახლდათ.

როგორც შეხვედრაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ პრინციპული და გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. დავის მონაწილე მხარედ ჩაერთო ლისის ტბაზე წართმეული ქონების ამჟამინდელი მფლობელი, კომპანია "ლისი ლეიქ დეველოპმენტი", რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი.

"როგორც მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიღებულ განჩინებაში განმარტა, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. სასამართლომ აღნიშნა, რომ "ლისი ლეიქ დეველოპმენტის" საქმეში მესამე პირად ჩართვა საფუძვლიანია, ვინაიდან კომპანია სადაო ქონებასთან დაკავშირებული პროცესის მონაწილეა", _ აღნიშნა ახვლედიანმა.

მედიასთან შეხვედრისას ბიზნესმენმა დღეს იმ დეტალებზეც ისაუბრა, თუ როგორ მოხდა კონკრეტულად ამ ქონების მის მიერ შეძენა, მოგვიანებით კი, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა. ბიზნესმენმა დღეს იმ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებიც დაასახელა, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ.

კერძოდ, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ქონება მას დავით კეზერაშვილის დავალებით ჩამოართვეს. ხოლო ამ საქმეში ასევე დაინტერესებულ მხარეს არის წარმოდგენილი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

"გურია ნიუსის" კითხვაზე - ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ბრალი წარუდგინონ, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ "გამორიცხული არაფერია და ამის ალბათობა დიდია".

ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, გიორგი ნასყიდაშვილის განცხადებით, სასამართლო ძალით მოთხოვნილია პრეზიდნეტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების გაუქმება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში.

"საქმის მასალების თანახმად, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა .. "ლისის ტბას", აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე. პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ მტკიცდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახვლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც - 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო.

ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა", _ აღნიშნა ნასყიდაშვილმა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ საქმეზე კვლევა გამოაქვეყნა, ხოლო მუშაობის პროცესში ყურადღება დაეთმო რამაზ ახვლედიანთან დაკავშირებული ბიზნეს-პარტნიორების ქცევას და სახელმწიფოს მოქმედებებს, რომელიც ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ როგორც რამაზ ახვლედიანის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორები, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები, თავიდანვე გამოხატავდნენ დაახლოებას.

"საქმეში იკვეთება "ლისი ლეიქ დეველოპმენტისა" და "ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის" პარტიონრების მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც გახლდათ რამაზ ახვლედიანის პარტნიორი და დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის  მდგომარეობა.

მასალებით დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ . "ლისის ტბის" მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას, სულ მცირე განცხადებით მიმართვას უფლებამოსილი ორგანოებისათვის, როგორც ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეს. შესაბამისად, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის "უმოქმედობა" ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს სახლემწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება, მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას. 2015 წლის 11 აგვისტოს, ორგანიზაციამ 15 კითხვით მიმართა მამუკა ხაზარაძეს, მათ შორის კითხვით, ფიქრობდა თუ არა, რომ რამაზ ახვლედიანი იყო ქონებაჩამორთმეული, თუმცა მამუკა ხაზარაძემ საკითხზე დუმილი ამჯობინა", _ აღნიშნა კაიკაციშვილმა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეს განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. მოწმის სახით დაკითხულია რამაზ ახვლედიანიც. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებულ დავაზე არსებობს მოსამზადებელი ეტაპი. დავის მხარეები, "ლისი ლეიქ დეველოპმენტთან" ერთად, პრეზიდნეტის ადმინისტრაცია და ქალაქ თბილისის მერიაა. ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეიმუშავა რეკომენდაციები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ. კვლევა  საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდათ.

"გურია ნიუსი" ეცადა ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესაც დაკავშირებოდა, თუმცა, როგორც თი-ბი-სი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, ისინი უფლებამოსილები არ არიან საქმეზე განმარტებები გააკეთონ. ჩვენი კითხვები კი "ლისი ლეიქ დეველოპმენტში" გადაამისამართეს.

როგორც მოგვიანებით "ლისი ლეიქ დეველოპმენტიდან" გვაცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

"გურია ნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევას განაგრძობს და უახლესი ინფორმაციის მიღებისთანავე გამოაქვეყნებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოწოდების შემთხვევაში მზად ვართ გამოვაქვეყნოთ საქმეში დაინტერესებული ნებისმიერი მხარის პოზიციაც.  

ამავე თემაზე:

"ახალგაზრდა ადვოკატები" სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროებენ




 ახალი ამბები
  • ნათელაშვილი - მართლა სამგლე გოჭებივით თუ ატყდებიან, შეიძლება, ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში„ლეიბორისტული პარტიის“  ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით,  „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა საძარცვავად აქვს ხელში ჩაგდებული და ამაზე უარის თქმა მათთვის წითელი ხაზია, თუმცა ამასთან შეგუება მოუწევთ. „გაზაფხულს დაემთხვა მართლაც შესანიშნავი სიახლე და გაჩნდა იმედები, რომ კრიზისი გადაილახება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, ქვეყანაში არავითარი პროგრესული პოლიტიკური პროცესი არ განვითარდება და კრიზისი ვერ განიმუხტება. ახლა როგორ გგონიათ, ნელსონ მანდელა ყოფილიყო სამხრეთ აფრიკის ციხეში, აპარტეიდი დამთავრებულიყო ქვეყანაში და ეს მსოფლიოს ეღიარებინა. ასეთი რაღაცები არ ხდება. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ბატონი ღარიბაშვილი საკუთარი ან თავისი უფროსის ილუზიებიდან ძალიან მალე გამოვა და დაადგება პრაგმატული რეალიზმის გზას. რიგგარეშე არჩევნები მათთვის წითელი ხაზი კი არა, ტრაგედიაა. ქვეყანა ხელში აქვთ ჩაგდებული საძარცვავად, ყველა მოქალაქე პირად მძევლებად ჰყავთ აყვანილი და ასეთი სასიამოვნო ნადავლის ხელიდან გაშვება, რომელიც მათ ეღირსათ სრულიად დაუმსახურებლად, ძარცვით, მოტყუებით, გაყალბებით, უზურპაციით, მართლაც წითელი ხაზი და უზარმაზარი სტრესია. თუმცა ამას ისინი ადრე თუ გვიან შეეგუებიან“, – განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე თუ უარს იტყვის, ევროპიდან და ამერიკიდან მოსალოდნელია სანქციების დაწესება. „მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ამაყი განცხადება, რომ ახალი არჩევნები არის მათთვის წითელი თუ ლურჯი ხაზი, 15 წუთის შემდგომ ცხვირწინ დაუდეს ექვსპუნქტიანი დოკუმენტის პროექტი, რომლის მეხუთე პუნქტი პირდაპირ საუბრობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მათ ცხვირწინ დადო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები ევროპიდან და ამერიკიდან, რომ შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში. ეს არის ძალიან რბილი შეფასება, რომ კიდევ უფრო მეტად არ გაუსკდეთ გული. ვფიქრობ, ეს გონივრული კომპრომისია, მით უფრო იმ ფონზე, რომ კარვების კვარტალი პარლამენტის წინ რჩება ადგილზე, მით უფრო იმ ფონზე, რომ 13 მარტს დიდი აქციაა დაგეგმილი და მისი მომზადების ღონისძიებები სრულმასშტაბიანად ხორციელდება ყველა პარტიის მიერ. ამიტომ ეს შუალედური პიკეტირების ფორმატი შეიცვლება, რათა არ ჰქონდეთ იმაზე ტირილის და წუწუნის საფუძველი, რომ აი, ჩვენ გვჩაგრავენ“, – განაცხადა  ... ...
  • "ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს"ოპოზიციამ ტელევიზორში თუ არ ნახა რას ჩადიან, ისე ვერ აფასებენ რეალურად მოვლენებს. მეგონა, განსჯის უნარი ჰქონდათ. მერე, როცა კადრები ნახეს, ეტყობა მიხვდნენ, რომ პიკეტირება არ ვარგა და არ შეიძლება კონსტრუქციულ ნაბიჯად ჩაითვალოს, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. „არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება. შესაბამისად, მართლა ძალიან ცუდი იყო, რბილად რომ ვთქვათ, როცა შეთანხმებიდან, მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ახალი ეტაპის დაწყებიდან, მაინც გადავიდნენ პარლამენტის პიკეტირებაზე. წარმოუდგენელი ამბავია გააკეთეს, ბოლოს კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ. დღეს  ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება განახორციელა. მოგვიანებით ოპოზიციაში განაცხადეს, რომ აქციების ფორმატი შეიცვლება, „რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ მოვითმინოთმეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს, – განაცხადა თემის კომენტირებისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას. ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, საიდანაც ბევრ ქვეყანაში ჩინურსა და რუსულ ვაქცინებს იყენებენ. „შეპირებულ ვადებთან შედარებით ვაქცინის შემოტანა რომ იგვიანებს და გადაიწია სავარაუდოდ 2-3 კვირით, ამას მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური. მიდის გარჩევა, თუ რატომ მოხდა, ვისი პასუხისმგებლობაა და ა.შ. ასე ნუ დავაყენებთ საკითხს. ვაქცინების დეფიციტია მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს გარდა აკლია ვაქცინა, ასევე დაირღვა მიწოდების ვადები. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ საქართველოს გარდა ყველამ დაიწყო ვაქცინაცია. ეს არის ნათქვამი ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ. სიმართლე არის ის, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ. 200-მეტი ქვეყანაა მსოფლიოში და ყველას კი არა, ნახევარზე მეტსაც არ დაუწყია. მთავარი, რასაც არ უნდათ, ჩვენმა ოპონენტებმა მიაქციონ ყურადღება – ამ 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია დაიწყო ჩინური ან რუსული ვაქცინით, შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ-ევროპული ვაქცინებით. მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ახლა გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიოთ სტაბილიზაციას; გაზაფხულ-ზაფხულის მერე, ყველაზე კარგი ეპიდსიტუაცია გვაქვს და მინდა, ეს რაც შეიძლება ჩქარა გამაგრდეს საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. რუსულს არ ვახსენებ, რადგანაც რუსული არც ნდობას არ იმსახურებს და პოლიტიკურად მიუღებელია. კარგიც რომ აღმოჩნდეს, მასზე უარს იტყვის საქართველო. ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ და გახსოვთ, რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა, გახსოვთ, როგორი აღშფოთება გამოხატეს. ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი, ბატონო, ისმინა ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ-ევროპულ ვაქცინას. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, რომ აი, აზერბაიჯანმა, თურქეთმა დაიწყეს, თქვენ ვერ დაიწყეთო. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან მეორე; პოზიცია დაიკავეთ, რომ საქართველო უნდა დაელოდოს კარგი ხარისხის ვაქცინას და მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე. მაშინ ჩვენც გავუტოლდებით იმ ქვეყნებს, ვინც დაიწყო ჩინური ვაქცინით აცრა“, – განაცხადა ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო ისეთივე წარმატებული იქნება ვაქცინაციაში, როგორც ზოგადად, კოვიდის მართვაში. „ასე რომ, ვიყოთ სამართლიანები. ნუ არის სულ ქილიკი, ლანძღვა, ნიშნის მოგება იმაზე, თუ რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ. იმ ქვეყნებში, რომლებსაც გვახარბებენ – რუანდა, განა და ა.შ. იმ ქვეყნების მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულება სხვაა, მათ შორის „კოვაქსის“ და გაერო-სი. იქ აგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას, სასმელ წყალს, აგზავნიან ორცხობილებს. გასაგებია, მათ ასე უდგებიან იმიტომ, რომ იქ შიმშილია, ძალიან ღარიბი ქვეყნები არიან და „კოვაქსს“ თავისი წესები და კანონები აქვს. ამ წესებით და კანონებით ასეა და ჩვენ ხომ არ შევაცვლევინებთ რეგულაციებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და დამიჯერეთ, აკეთებს ჩვენი ხელმძღვანელობა, სამინისტროც, მთავრობაც და უსამართლობა, ტენდენციურობა, ქილიკი, ლანძღვა და საყვედური ამაზე, თითქოს ვინმეს ბრალი იყოს, რომ ვაქცინამ დაიგვიანა. ეს არის სიტუაციის ბრალი და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დიდი დეფიციტია ბაზარზე, მაგრამ საქართველო მიიღებს ვაქცინებს. დაიჯერეთ, შეიძლება მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს და სამაგიეროდ, ჩვენ მივიღებთ გამართულად, ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობით. როდესაც გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვერ შეასრულებს ვაქცინაციის წლის გეგმას, დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, როგორც დღემდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში ზოგადად, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში. მე ასე ვთვლი“, – განაცხადა თენგიზ ... ...
  • „თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება... “ - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მშობელიფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო სხდომა დასრულდა. სხდომის ბოლოს მათ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, მოსამართლე კი სათათბიროდ გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს იგი საბოლოო განაჩენს. ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით, თუ მის შვილს მოსამართლე გაამტყუნებს, ამას გაასაჩივრებს და გააპროტესტებს. "რომელი ბრალი? ვახოს გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები რაც მოვისმინე ეს ჰქონდა, რომ თუ მესვრით და მომკლავთო, აუცილებელი არ არის, ადამიანს ესროლო და ისე მოკლა, თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება, ესეც ოჯახების სიკვდილია. ჩემი შვილი, როგორც დამენანებოდა და გული დამწყდებოდა, ისე მენანება ეს ბავშვი. მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება, იმიტომ რომ მაშინ აღარაფერს აზრი არ აქვს, აღარც სასამართლოს და ამ 9-თვიან პროცესებს აქვს აზრი. აუცილებლად გავყვებით სამართლებრივად და არასამართლებრივადაც. აუცილებლდ გავაპროტესტებთ ყველაფერს", - განაცხადა ნინო გოგილაშვილმა. გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლიც. პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო. არც ერთი მათგანი: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი - ზ.ხ. და ა.ქ. ბრალს არ აღიარებს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 ადამიანია დაკავებული. წყარო: ... ...
  • როგორ წარიმართა „ბარამიძე ჰესის“ ონლაინსკოპინგიდღეს „ბარამიძე ჰესის“ ონლაინსკოპინგი გაიმართა. შეხვედრა, რომელიც 2 საათზე დაიწყო რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ სურების საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ტრაპაიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ  ეს არ იყო საკითხის განხილვა და შეხვედრაზე იკვეთებოდა სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენლების ინტერესები. „შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იურისტები, ჩვენი წარმომადგენლები, იმათი მომხრეები. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, რომ არ გვესმის ჰესი რამდენად კარგი იქნება ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რის გამოც კამათი მოხდა  და მას დემაგოგი ეძახეს. კომპანიასმ  რომელმაც მოსახლეობას რაღაც-რაღაცები დაურიგა, შეხვედრაზე უთხრეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და საქმე შესაძლოა სასამართლოში წავიდეს“,_ ამბობს გიორგი ტრაპაიძე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  ტრაპაიძე ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება, მაგრამ შემდეგი აქციის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობა სუფსის ხეობაში ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ჩოხატაურის მერიასთან. ამავე თემაზე: "არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა " - მოსახლეობის პროტესტი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...