ოზურგეთის პოლიციაში ხელკეტებს გამალებით იმარაგებენ

მთავარი თემა

ოზურგეთის პოლიციაში ხელკეტებს გამალებით იმარაგებენ

29 მაი. 2012, 10:56:23
უკვე ცხადია, პოლიტიკური აქციები მასობრივ სახეს მიიღებს და ეს პროცესი რეგიონებში გადაინაცვლებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში უკვე დაწყებულია სპეცდანიშნულების რაზმების შექმნა. რამდენიმე დღეა, რაც გურიის პოლიციაში სპეცდანიშნულების მანქანებიდან დიდი რაოდენობის ხელკეტებს ("დუბინკებს") ეზიდებიან.

_ რა ხდება? აქციების დასაშლელად მობილიზაციას იწყებენ? _ ამბობენ რიგითი მოქალაქეები "გურია ნიუსთან" საუბარში და დასძენენ, რომ აქამდე ძალოვნების დუმილი და უჩვეულო სიჩუმე, სწორედაც საეჭვო იყო. ახლა მიხვდნენ, რომ საქმე მთლად კარგად ვერ არის და ხალხის უფრო მეტად დასაშინებლად ემზადებიან, მაგრამ ერთხელაც, ეს ყველაფერი მათ უკან ძალიან ცუდად შეუბრუნდებათო.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, 28 მაისს სპეცოპერაცია ჩაატარეს და მასში მონაწილეობას თბილისიდან ჩამოსული "ომონიც" იღებდა. მათ აიყვანეს სოფელ ჭანიეთში მცხოვრები სამი მოქალაქე, რომელთა დაკავების მიზეზი, ამ ეტაპზე, გასაიდუმლოებულია. ერთ-ერთ ვერსიად, თბილისის რომელიღაც ბანკიდან დიდძალი რაოდენობის თანხის გატანა სახელდება.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" ჯერ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის პოლიციის უფროსს ზვიად სვანიძეს დაუკაშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციები "გურია ნიუსთან" საუბარში არ უარყო, თუმცა მისივე თქმით, ის საქმის კურსში არ იმყოფება.

_ ბატონო ზვიად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის სამხარეო პოლიციაში სპეცდანიშნულების მანქანებით დიდი რაოდენობის ხელკეტები მიიტანეს. იქნებ, გვითხრათ, რა მიზნით ხდება ეს?

_ არ ვარ საქმის კურსში მაგ საკითხთან დაკავშირებით. ვერაფერს ვერ გეტყვით.

_ მაშინ სოფელ ჭანიეთში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გვითხარით _ არც ამასთან დაკავშირებით ხართ საქმის კურსში?

_ არ გამიგია არაფერი. პირველად მესმის მაგ ფაქტის შესახებ.

_ ანუ ორივე ფაქტს უარყოფთ?

_ არა, მე არაფერს არ უარყვოფ, უბრალოდ, არ ვარ საქმის კურსში და არ ვიცი,-მეთქი, გეუბნები.

_ საქმის კურსში როგორ არ ხართ? თქვენ ხომ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის პოლიციის უფროსი ბრძანდებით? შეიძლება, არ ფლობდეთ ინფორმაციებს?

_ არ ვფლობ. ძალიან გთხოვთ, მიმართეთ პრესსამსახურს, _ გვითხრა ზვიად სვანიძემ.

ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ დავუკავშირდით გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს დავით ცირეკიძეს და მოადგილეს ლაშა ჩიქვილაძეს, რომლებმაც "გურია ნიუსის" კითხვებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით, მოუსმინეს, თუმცა პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართეს.

_არ ვიცით არაფერი. არ ვართ საქმის კურსში. ვერაფერს გეტყვით. პრესსამსახურს მიმართეთ, _გვითხრეს მათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს ამჯერადაც არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევარას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. ეზუგბაიას თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა. „დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის მცხოვრებლების კვლევა გრძელდება. კვლევისას დადასტურებულ შემთხვევებს სტაციონარში ვათავსებთ და მათ კონტაქტებს ვსწავლობთ. ამისთვის არაა საკმარისი ერთჯერადად უარყოფითი პასუხი, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მათ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ უარყოფითი პასუხი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენს ცენტრში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 48 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 11 გუშინ მუშევანიდან მივიღეთ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, დღეს ჩაუტარდებათ რადიოლოგიური კვლევა. 24 საათში 1 პაციენტი გავწერეთ. გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მათ თანმდევი დაავადებები არ აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • 11 ინფიცირებულის 50 კონტაქტი _ ე. წ. საბურთალოს კლასტერისაქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა. ინფიცირებულ ოჯახთან პირდაპირ კავშირში მყოფი ორი მეზობელი დღეს ტესტირების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ტესტირება კორპუსში მცხოვრებ პირებს ადგილზე ჩაუტარეს. სულ ე.წ საბურთალოს კლასტერი 11 ინფიცირებულს ითვლის. ექთნის და მისი ოჯახის 6 წევრის გარდა კოვიდინცირებულია მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. დღეს ეპიდემიოლოგები საბურთალოზე მდებარე კიდევ ერთ კორპუსში მუშაობდნენ. ექთნის ბიძაშვილი იქ ერთ-ერთ ოჯახში ბოლოს 5 დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ახალი კლასტერის პირველწყარო სავარაუდოდ მისი კოლეგა გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაინფიცირებულთა დაახლოებით 13% სწორედ მედიცინის მუშაკია. ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი ვირუსის ინკუბაციის 2 კვირიან პერიოდში გამოჩნდება. საკარანტინო ზონაში კლასტერში შემავალ პირთა 50 კონტაქტია გადაყვანილი. წყარო: ... ...
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?