ზურაბ ჭიაბერაშვილი მოსახლეობას ურჩევს, კითხვა ისწავლონ

მთავარი თემა

ზურაბ ჭიაბერაშვილი მოსახლეობას ურჩევს, კითხვა ისწავლონ

2012 მაი 31 09:16:21

საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან საუბარი სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის თემით დავიწყეთ.

_ ბატონო ზურაბ, სოციალურ მომსახურების სააგენტოს მუშაობით ბევრი ადამიანია უკმაყოფილო. მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში ოსეფაიშვილების ოჯახი საქონლის სადგომში ცხოვრობს. ოჯახს ორი წლის წინ სახლი დაეწვა, სახლის დაწვამდე დახმარებას იღებდა, თუმცა, შემდეგ, როცა გომურში გადავიდნენ საცხოვრებლად, შეუწყვიტეს. გთავაზობთ, რომ წამოხვიდეთ და ნახოთ, რა მდგომარეობაში არიან. მათ საპოლისე ქულაც კი ვერ მიიღეს, მით უმეტეს, რომ ოჯახში ფსიქიკური პრობლემების მქონე წევრი ჰყავთ. ბევრი კონკრეტული ფაქტის დასახელება შეგვიძლია...

_ გადავამოწმებთ აუცილებლად. იმ ნივთს და საშუალებას, რომელიც უმატებს ქულას, ახლა ვიღებთ. ტელევიზორების პრობლემა მოიხსნა, დარჩა მხოლოდ პლაზმური ტელევიზორი. ეს ძვირფასიანი ნივთია და თუ ის ოჯახს აქვს, შესაბამისად, შემოსავალიც გააჩნია. ჩვენ ამოვიღეთ კომპიუტერიც და კიდევ ვგეგმავთ ასეთ ცვლილებებს. ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ვთქვათ, საზღვარი გადაკვეთეს და ამის გამო შეუჩერეს, ანუ, ერთჯერადად გაუჩნდა შემოსავალი. ან მაგალითად, ერთი ძროხა ჰყავთ და არ აძლევენ დახმარებას _ თან მაღალ მთაში, სადაც ძროხა იწველება 2 ლიტრ რძეს.

_ არის შემთხვევები, როცა ერთჯერადად გადმორიცხული თანხების გამოც უჩერდებათ დახმარებები...

_ დიახ. ან თანხა გადმოურიცხეს, ან ვიღაცამ აჩუქა საოჯახო ტექნიკა. ამიტომ, ახლა ვიწყებთ ამის გამარტივებას, რომ ზუსტად მოვარგოთ სისტემა იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროცესი იქნება მუდმივი და ჩვენ ვამოწმებთ ყველა იმ ადამიანს, იმ ოჯახს, რომლებიც განცხადებით მოგვმართავენ.

_ ბატონო ზურაბ, როცა ქულების მინიჭება ხდება, საკმაოდ დიდი დრო გადის პოლისის თუ დახმარების მიღებამდე...

_ შემცირებულია უკვე. მიღებულია გადაწყვეტილება.

_ არის მეორე პრობლემა _ სადაზღვევო კომპანიების მიერ დაწესებული 6-თვიანი მოცდის პერიოდი.

_ ესეც შემცირებულია უკვე. ახლა ვისი ქულაც ვიცით, იმას ივნისში მოუწევდა დახმარება. პოლისი კი, სადღაც აგვისტო, სექტემბერში. მოცდის პერიოდი შემცირდა ორ თვემდე და ყოველ მომდევნო ჯერზე, ვისაც შესაბამისი ქულა დაუდგინდება, ორ თვეში მიეცემა დაზღვევაც და ფულადი კომპენსაციაც. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს მედიამ ყველაზე მეტად უნდა იცოდეს.

_ ჩვენ სხვა რამე გკითხეთ, თქვენ კი სხვა გვიპასუხეთ. ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ სადაზღვევო კომპანიების მიერ დადგენილ 6-თვიანი მოცდის პერიოდზე. ადამიანები დიდხანს ელოდებიან დაფინანსებას. მაგალითად, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს, რომლებსაც დაუყონებლივ სჭირდებათ ოპერაცია, 6 თვეს აცდევინებენ.

_ 6-თვიანი მოცდის პერიოდი არის ჩვეულებრივი დაზღვევის პრინციპი. მოცდის პერიოდი რომ არ ჰქონდეს სადაზღვევო კომპანიას, იცით რა მოხდება? მე არ დავეზღვევი დღეს და დავეზღვევი მაშინ, როგორც კი ანალიზს გავიკეთებ და დამიდგინდება, რომ ავად ვარ. მესამე დღეს მომინდება ოპერაციის გაკეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევოებს მიუვათ მხოლოდ ავადმყოფები და ჯანმრთელი ადამიანები _ არა. დაზღვევის პრინციპი არის, რომ ყველა დავეზღვიოთ და ჯანმრთელი ადამიანების რისკმა გააზავოს საერთო რისკი.

_ თუმცა, არის კატეგორიები, იგივე სიმსივნით დაავადებულები, რომელთათვისაც ყოველი დღე გადამწყვეტია.

_ არსებობს გადაუდებელი ოპერაციები, რომელიც სწრაფად უნდა გააკეთო და არის გეგმიური ოპერაციები. სწორედ გეგმიურ ოპერაციებზეა გათვალისწინებული მოცდის პერიოდი. ეს იმის გამო კი არა არის, რომ სადაზღვევომ არ მიიღოს ზედმეტი ზარალი, ეს იმის გამოცაა, რომ საავადმყოფოს არ შეუძლია ერთბაშად ყველა პაციენტის მიღება. მოცდის პერიოდი ეხება გეგმიურ ოპერაციებს, რომელიც არ არის სასწრაფო. გადაუდებელი რაც არის, ყველა პაკეტში აბსოლუტურად გათვალისწინებულია, რომ დაუყონებლივ გაკეთდეს.

_ სიძვირეზე რას გვეტყვით? არის დაუზღვეველთა კატეგორია, რომლებსაც უსახსრობის გამო, არ შეუძლიათ სრულფასოვანი მომსახურების მიღება. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მშობიარობის ღირებულება 400 ლარია, 500 ლარზე მეტია გართულებული შემთხვევა, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარი ღირს... ისეთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის (და არა მარტო მათთვის), როგორიც ჩოხატაურია, ეს ძალიან დიდი თანხაა...

_ გეთანხმებით და ჩვენ სულ ვაფართოებთ დაზღვეულთა წრეს. ვიცით, რომ ადამიანებს თავისი ჯიბიდან საფასურის გადახდა არ შეუძლიათ. პრეზიდენტი, მთავრობის ყველა წევრი და მეც, მუდმივად ვიმეორებთ _ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომია ყველასთვის, მთავარია ფინანსური ხელმისაწვდომობა. ჩვენ გავაგრძელებთ მეტი და მეტი ადამიანის დაზღვევას. არიან ადამიანები, რომლებსაც შემოსავალი აქვთ და ვერ ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია დაზღვევა. ამიტომ, ჩვენ შემოვიღებთ ბაზისურ პაკეტს, რომელიც დაფარავს ძირითად მომსახურებებს. ანუ, სადაზღვევო კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ ეს ბაზისური პაკეტი შესთავაზონ მოსახლეობას, რომელიც თავისი ჯიბიდან გადაიხდის დაზღვევის თანხას. ასეთი კი ძალიან ბევრი იქნება. ჩვენ საზოგადოებაში ყველამ გააცნობიერა, რომ ჯობია გადაიხადო თვეში ათი ლარი და მშვიდად გეძინოს, ვიდრე რამე დაგჭირდეს და გადაიხადო ათასი ლარი. მე გეტყვით ჩემს გამოცდილებას _ პირველად რომ გადავიხადე დაზღვევის ფული საფრანგეთში, მაშინვე წავედი, ავიღე ანალიზი და მეგონა, რომ ის ფული უკანვე უნდა დამბრუნებოდა. მერე მივხვდი, რომ ყოველ თვე ვერ ავიღებდი ანალიზებს, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ფულს იმაში კი არ ვიხდი, რომ შემდეგ ყველა ამოვიღო, არამედ იმისთვის, რამე რომ მომივიდეს ან მე, ან ჩემი ოჯახის წევრებს, ვიყოთ დაზღვეული.

_ ბატონო ზურაბ, მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ აქვთ დაზღვევა და სჭირდებათ ექიმის მომსახურება. ცოტა ხნის წინ, "ალფას" დაზღვეულებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას, კონსულტაციებში 30 ლარი მხოლოდ იმის გამო მოსთხოვეს, რომ მათ არ ჰქონდათ უბნის ექიმის მომართვა. ეს ადამიანები არავის გაუფრთხილებია, რომ უბნის ექიმის მომართვა იყო საჭირო. ხომ არ ფიქრობთ, ეს იმის ბრალიცაა, რომ თქვენ არ აწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას იმ დონეზე, როგორც ეს საჭიროა?

_ ამ კონკრეტულ ფაქტს მე არ ვიცნობ, მაგრამ ხომ იცით, რომ ჟურნალისტიკაში ვმუშაობდი. თქვენი მოვალეობაა იყოთ ინფორმირებულები.

_ ჩვენ ჩვენს მოვალეობას კარგად ვასრულებთ და მკითხველს საჭირო ინფორმაციასაც ვაწვდით. ახლა ჩვენ თქვენს მოვალეობებზე ვსაუბრობთ...

_ ეს საავადმყოფო (საუბარია ჩოხატაურის საავადმყოფოზე. ავტ.) არის გამონაკლისი. შეგიძლიათ ნახოთ ოზურგეთის საავადმყოფო, სადაც რეგისტრატურის თავზე გამოკრულია, რა მომსახურების მიღება შეუძლია ყველა დაზღვეულს. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემი ინიციატივაა და მთავრობამ მიიღო ერთი თვის წინ. 15 მაისიდან, ყველა ახალ კლინიკაში ბანერია გამოკრული, რომელიც იწყება ასე: "თუ თქვენ ხართ სახელმწიფოს მიერ დაზღვეული, მაშინ თქვენ გეკუთვნით ეს, ეს და ეს". მართალი ხართ, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანია და ჩვენ ეს დავიწყეთ ზუსტად იმიტომ, რომ ხალხმა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რისი არა, რომ შემდეგ არ იყოს გაუგებრობა. კიდევ ერთ მთავარ რამეს გეტყვით _ ორ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდება ცხელი ხაზი ყველა საკითხისთვის _ 1505, სადაც მოსახლეობას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება შეეძლება. სხვათა შორის, მედიაციის სამსახურში ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს ინფორმაციისთვის. ხალხმა არ იცის, პაკეტი ზუსტად რას ფარავს. ამიტომ, თქვენი შენიშვნა მართალია. ბანერების გამოკვრაც იმიტომ დავავალეთ კლინიკებს, რომ ხალხმა გაიგოს, რისი უფლება აქვთ. და კიდევ _ ყველა პოლისის უკანა გვერდზე წერია ეს ყველაფერი. ჩვენ ჩავატარებთ საინფორმაციო კამპანიას, მაგრამ კარგი იქნება, ვისწავლოთ წაკითხვაც.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...