ერთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან _ გელით "ივლიტას ბიბლიოთეკაში"!

მთავარი თემა

ერთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან _ გელით "ივლიტას ბიბლიოთეკაში"!

2016 ივნ 13 04:14:16

1924 წლის 13 ივნისს, თბილისში მდინარე ვერე ადიდდა.

"პირველ სამილიციო უბანში, ვერის ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლად, ჩვეულებრივად დაბინავებულან მახლობელ სოფლიდან ჩამოსული გლეხები ურმებით ღამის გასათევად. გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელად აღნიშნული ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში.
დაღუპულთა რაოდენობა და ზარალი გამოურკვეველია. უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელი რაზმი," _ აღნიშნულია 1924 წლის 14 ივნისით დათარიღებულ გაზეთ "კომუნისტში".

დაღუპულთა ვინაობა და რაოდენობა არქივს შემორჩენილი არ აქვს, თუმცა, ვერეს ვერაგობის შესახებ ისტორია ბევრ რამეს გვიამბობს: მდინარე ვერემ 1940 წლის 10 მაისს სერიოზული ზარალი მიაყენა ქალაქს _ იყო მსხვერპლი; 1960 წლის 4 ივნისს დატბორა ზოოპარკის  მნიშვნელოვანი  ტერიტორია. იგივე განმეორდა 1961 წელს _   განადგურდა ზოოპარკის ნაწილი და  დაიღუპნენ ცხოველები.

ვერე ყველაზე დაუნდობელი, პირველი, 1924 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან ზუსტად  94 წლის შემდეგ _ 2015 წლის 13 ივნისს აღმოჩნდა. ამ პატარა მდინარემ გასულ წელს, ზუსტად ამ დღეს, 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება: მალხაზ ჭიტაძე; გულიკო ჭიტაძე,  გივი დვალი,  მარიამ ქუთელია,  ნანა ფილიშვილი,  ჟანა ეგიაზაროვა, სვეტლანა ეგიაზაროვა,  ლიანა ეგიაზაროვა,   ინდირა ზარანდია,  ნატა ნინაშვილი, ნუგზარ ბუაძე, ნინა შუტკოვა, გურამ პეტრიაშვილი, კარპო ენუქიძე,   ზურაბ მუზაშვილი,  ივლიტა ჯიბუტი,  დავით გაბიტაშვილი,  ელიზა ზარანდია,  ელიზბარ ბაღაშვილი, ბექა ბუთურიშვილი, სერგო კაპანაძე, სულიკო ნოზაძე, ივანე გელაშვილი _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სტიქიამ შეიწირა.

ერთ-ერთი მათგანის _ ივლიტა ჯიბუტის დაღუპვა ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია _ მისმა ბავშვობამ, ცხოვრებამ აქ ჩვენს თვალწინ, ჩვენთან ერთად ჩაიარა.

"გურია ნიუსი" მის შესახებ ბევრ ამბავს ინახავს.

განსაკუთრებულია წერილი სათაურით _ "ჩვენ გავმრავლდებით და ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა", რომელიც "გურია ნიუსის" 2010 წლის 27 მაისის ნომერში, ივლიტა ჯიბუტის და დავით სიხარულიძის სიყვარულისა და საოცარი ქორწილის შესახებაა:

"2010 წლის 23 ვარდობისთვეს, სულთმოფენობის დღეს, დედა ეკლესიის წიაღში, ჯვარი დაიწერეს მხევალმა ღვთისამ  _ ივლიტამ და მონამ ღვთისამ _ დავითმა.

ეს ულამაზესი წყვილი ორი წლის წინ, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით შეხვდნენ და...

ხვდებოდნენ ჩუმად, მალულად, სარკმლიდან უცქერდნენ დამეგობრებული ვარსკვლავებით მოჩითულ ზეცას და ცის თაღზე იწერებოდა _"მიყვარხარ!" _ ვკითხულობთ გაზეთის არქივში.

დრომ საიდუმლო გაამხილა და პატარა ბარათმა გაზეთის ფურცლებიდან,  ივლიტასა და დათოს საქორწინო მოსაწვევმა ქვეყნას  ბედნიერი წყვილის ჯვრისწერის თარიღი ამცნო.

ასე ზეიმით და ბედნიერებით შეუღლდნენ 18 წლის ივლიტა _  მაშინ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და 21 წლის დავით რაფიელის ძე სიხარულიძე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

13 ივნისის ღამეს, ივლიტა ჯიბუტი მორევმა მეუღლეს მის მეგობართან, მარიამ ქუთელიასთან ერთად, ხელიდან გასტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების მაშველი ლევან კასრაძე ის ადამიანია,  რომელიც სხვა მაშველებთან ერთად, ივლიტა ჯიბუტის, მისი მეგობრისა და ივლიტას მეუღლის გადარჩენას ცდილობდა. 13 ივნისის შემზარავი ღამის ის მონაკვეთი, როცა ივლიტას მამამ _ მამა გიორგიმ მაშველებს შეატყობინა, რომ სვანეთის ქუჩაზე, სამი ახალგაზრდა შველას ითხოვდა, მან სააგენტო "კვირასთან" გაიხსენა:

_  იმ ღამეს უამრავი გამოძახება გვქონდა, სტიქიის ზონაში მყოფები დახმარებას ითხოვდნენ. რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე მივედით. ადგილზე იყო ივლიტას მამა _ მამა გიორგი (ჯიბუტი), რომელმაც გვითხრა, რომ სამი ახალგაზრდა სვანეთის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სახურავზე იმყოფებოდა და მათ შველა სჭირდებოდათ. მამა გიორგის არ დაუკონკრეტებია, რომ მათ შორის მისი შვილი და სიძე იყვნენ. ჩვენ მათი ხმებიც გვესმოდა, თუ როგორ ითხოვდნენ დახმარებას. ვინაიდან გზა იყო ჩახერგილი, შევეცადეთ, შემოვლითი გზით წავსულიყავით, მამა გიორგიც წამოგვყვა. საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიიდან მოგვიხდა გადასვლა, მანქანა ადგილზე დავტოვეთ და სირბილით განვაგრძეთ გზა. მამა გიორგიმ ფიზიკურად ვეღარ შეძლო და ჩამოგვრჩა. ჩვენ დაახლოებით რვაასი მეტრი ვირბინეთ, ვიდრე იქ მივიდოდით, საიდანაც დახმარებას ითხოვდნენ, _ იხსენებს კასრაძე, _ სახლი, რომლის სახურავზეც ახალგაზრდები იდგნენ და შველას ითხოვდნენ, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, წყლის დონე კი ელვის სისწრაფით მატულობდა. ადიდებულ მდინარეში მამაკაცი მკლავის სიმსხო ხეს იყო ჩაჭიდებული, რომელიც ცოტა ხანში, შეიძლებოდა, წყლით დაფარულიყო ან დინებას მოეგლიჯა. დავუძახეთ, რომ გადმომხტარიყო, ის კი გვეუბნებოდა, რომ ჯერ გოგონები მოგვეძებნა, კიდევ მოვუწოდეთ, გადმომხტარიყო, რადგან საფრთხე უფრო იზრდებოდა… გადმოხტა და თანამეწყვილეებმა ნაპირზე გაიყვანეს, ჩვენ ორმა კი განვაგრძეთ გოგონების ძებნა, სახლშიც შევცურეთ, რომელიც წყლით იყო დაფარული, შემდეგ დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე მდინარის ნაპირებზეც ვეძებეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი პოვნა ვერ მოხერხდა. საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა

_ ივლიტას მეუღლემ რა მოგიყვათ?

_ მან თქვა, რომ როდესაც სახლი წყლით დაიფარა, სამივე მათგანი სახურავზე ავიდა, თუმცა, წყლის ნაკადმა სახლის სახურავი მოწყვიტა და მდინარეში ჩაცვივდნენ. მან ცურვა იცოდა და გოგონების ნაპირისკენ გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ, მდინარის მიერ წამოღებული ხის მორი დაეჯახა და გოგონებისთვის ჩაჭიდებული ხელი გააშვებინა, ისინი კი დინებამ გაიტაცა.

როგორც მისგან შევიტყეთ, მარიამს და ივლიტას ცურვა არ სცოდნიათ, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, შექმნილ ვითარებაში მდინარიდან გამოსვლას ვერ მოახერხებდნენ, _ იხსენებს მაშველი.

ივლიტას მეუღლეს, დავით სიხარულიძეს მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღის გახსენება უჭირს. დეტალებზე დღემდე არავისთან უსაუბრია და როგორც "გურია ნიუსთან" ამბობს, ვერც შეძლებს:

_ ეს ჩემი პირადი ტკივილია და ამაზე საუბარს ვერ შევძლებ, _ ამბობს და თვალები ცრემლებით ევსება.

ივლიტა ჯიბუტი მთელმა საქართველომ დაიტირა. როგორც მამა გიორგი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, ყველაფერი 10 წუთში გადაწყდა:

_ 10 წუთით ადრე მისვლა რომ მოგვესწრო, მაშველები სამივეს აიყვანდნენ სახლის სახურავიდან. დრო არ გვეყო..., _ ამბობს მამა გიორგი ჯიბუტი.

მისივე თქმით, ოჯახმა ამ დიდი უბედურების დროს საქართველოს კათალიკოს პატრიარქისგან უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა მიიღო:

"პირველსავე დღეს დაგვიბარა პატრიარქმა. რომ მივედით ნუგეში გვცა, მოგვეფერა... პატრიარქთან ძლივს მივდიოდით, აქეთ რომ წამოვედით, მოვფრინავდით... არ უთქვამს პატრიარქს, რომ ივლიტას ცოცხალს იპოვითო, არც ის უთქვამს, მკვდარს ნახავთო.

ყველას არ ეღირსება, პატრიარქი მის დასაფლავებაზე მივიდეს, არც მე მეღირსება. ივლიტას ეს პატივი ერგო. ღირს ასეთი სიკვდილი, მე მგონი!" _ ამბობს მამა გიორგი  და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მისი ოჯახის ტკივილი გაიზიარა და ყველაფერი გააკეთა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მადლობას უხდის, მათ შორის "გურია ნიუსსაც", რომლის ოფისში "ივლიტას ბიბლიოთეკაა" განთავსებული, რომელიც უკვე იქცა გურიისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილად.

დღეს, 13 ივნისს, "ივლიტას ბიბლიოთეკა" სტიქიის ამსახველ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. ბიბლიოთეკის სტუმრებს ოზურგეთის, ლანხუთის და ჩოხატაურის სკოლების მოსწავლეები საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.

აქვე გაიმართება "ივლიტას ბიბლიოთეკის" ბრენდული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა _ შემოსული თანხა ბიბლიოთეკაში განათების მოწყობას მოხმარდება.

როგორც ყოველთვის, "ივლიტას ბიბლიოთეკა" სიყვარულით გელით!




 ახალი ამბები
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთა ნ ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...
  • როდემდე შეეძლებათ მძღოლებს 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნებით სარგებლობასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნების მოქმედებაში დარჩენის ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე რჩება, მაგრამ ნომრის შეცვლა სავალდებულო იმ შემთხვევებში იქნება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეიცვლება ან მფლობელი დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშანს აღადგენს. ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის. ... ...
  • ზუგდიდში დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მარიამ ქორიძემ განაცხადა, რომ დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. ბრალდებულის ადვოკატმა  ჯიტა გულუამ  მოსამართლეს 20 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ქავთარაძე კანონის დარღვევით დააკავეს. დაცვის მხარემ პროცესზე სასულიერო პირების დახასიათებები წარადგინა და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, თავდებში დაუდგნენ მამა სიმონ ქავთარაძეს. ჯიტა გულუა გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან მიიმალოს. ცნობისთვის, ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის რომან მალანია დააკავეს, მალევე ამავე საქმეზე ზუგდიდის პოლიციას ბერი სიმონ ქავთარაძე ჩაბარდა.  მალანიას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდის შემდეგ უნდა ... ...
  • თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგებათბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დროებით სარეაბილიტაციო სამუშაოები წყდება და გზაზე ავტომობილებს გადაადგილება ხვალიდან შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „8 იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს. გზა იქნება გახსნილი ჭავჭავაძეზე, შუქნიშნები დაყენებული და მოძრაობა იქნება აღდგენილი.  გვესმის, რომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და არ გვინდა, უხერხულობები შევქმნათ, კოლაფსი გამოვიწვიოთ. 8 იანვრის შემდეგ გავაგრძელებთ სამუშაოებს და ძალიან მალე დავამთავრებთ," _ განაცხადა კახა კალაძემ.   ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს