რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს

მთავარი თემა

რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს

2016 ივნ 16 16:32:12

საქართველოს სახალხო დამცველს აპარატის თანამშრომლები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში ორ თანამშრომელს სარჩელი უკვე შეტანილი აქვს, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, კიდევ ერთი თანამშრომელი სარჩელს ამზადებს.

რა ხდება ომბუდსმენის ოფისში, რის გამო დაიწყეს თანამშრომლებზე დისციპლინური საქმისწარმოება და რა ინფორმაციის გაჟონვას აბრალებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" სახალხო დამცველის ოფისის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსს, ილია ჭანტურაიას ესაუბრა.

_ილია, როგორც ვიცით, გუშინ თქვენზე კიდევ ერთი დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო. რა გახდა ამის მიზეზი პირველ და მეორე შემთხვევაში?

_ ეს დაპირისპირება დაიწყო ამ წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვლიდან, იმ დროიდან როცა მქონდა საკმაოდ რთული საუბარი სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძესთან.  2015 წლის დეკემბერში ჩამოვაყალიბეთ პროფკავშირი სახალხო დამცველის ოფისში, რაც როგორც ჩანს არ მოსწონს სახალხო დამცველს და მეჩვენება, რომ  ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩემს მიმართ აშკარად დაიწყეს მოქმედებები. ვფიქრობ,  სახალხო დამცველს უნდა ერთპიროვნული მმართველობა, ისეთი, რომ არავინ მას ზედმეტი სიტყვა არ  უთხრას, არავინ ზედმეტი აზრი არ გამოხატოს და თვითონ რასაც იტყვის როგორც ჰეგემონი, ისე იყოს ოფისში. არადა, ეს სახალხო დამცველის ოფისია, ადამიანები სხვა ადამიანებს იცავენ.  სახალხო დამცველი როგორც ჩანს, ოფისს და ადამიანის უფლებებს სხვანაირად ხედავს.

_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ სახალხო დამცველი ერთპიროვნული მმართველია და სხვის აზრს არ ითვალისწინებს?

_სახალხო დამცველი  საკადრო პოლიტიკას ისე ატარებს, რომ არავის არაფერს ეკითხება. მას ჰყავს თავისი ჯგუფი ჩამოყალიბებული, რომელიც არის მისი ერთ-ერთი მოადგილის, ნათია კაციტაძის მიმართულება. ის უწევს კონსულტაციებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სახალხო დამცველი თავის პირველ მოადგილესთან, პაატა ბელთაძესთან საერთოდ არ გადიოდა კონსულტაციებს, რომელიც  აპარატს ხელმძღვანელობს. საკადრო გადაადგილებების შესახებ ისე იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, რომ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი საქმის კურსში არ ვიყავი.  რაც ნათია კაციტაძე დაინიშნა საერთოდ არ ყოფილა კონსულტაციები. სახალხო დამცველი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას და ამას ღიად აფიქსირებდა. იგივე ჩემს დეპარტამენტთან მიმართებაში, იგივე რეგიონების რეორგანიზაციის და თანამშრომლების გათავისუფლების შემთხვევაშიც. ამასთანავე, არ მოსწონს ჩემს მიერ დაშვებული მოსაზრებები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, თანამშრომლების გათავისუფლებაზე, ასევე კონკურსებთან დაკავშირებითაც და ა. შ. მე ამ  საკონკურსო კომისიის წევრი ვარ და მქონდა ჩემი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ეს სახალხო დამცველს არ მოსწონდა. თვითონ როგორც იტყოდა, სწორი იყო თუ არასწორი, ასე კეთდებოდა. ეს იყო და არის მისი ხედვა დღესაც.

_რეორგანიზაციისას რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა აპარატიდან?

_ზუსტად მონაცემები არ მახსოვს, თუმცა საკმაოდ ბევრია გათავისუფლებული ზუგდიდიდან, მარნეულის ოფისიდან, ასევე, ბათუმში გადაიყვანეს თანამშრომლების ნაწილი. რამდენიმე ადამიანი იყო, თუმცა, მათ დავა არ ისურვეს. სახალხო დამცველმა როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო რეალურად ამის საჭიროება არ არსებობდა. მიზანი არ ჩანდა ამ ცვლილებების, ეს არ იყო საკადრო კუთხით კვლევის შედეგი, მან ასე გადაწყვიტა და მორჩა.  

_როგორც ვიცით, ეს უკვე მეორე დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ გამოცემული ბრძანებაა თქვენს საწინააღმდეგოდ. პირველ შემთხვევაზე თუ არის დასრულებული მოკვლევა?

_პირველ შემთხვევაზე სარჩელი მაქვს სასამართლოში შეტანილი. მისი მოსამზადებელი ეტაპი 27 ივნისს არის ჩანიშნული. რაც შეეხება მეორე ბრძანებას, ეს გუშინ მივიღე და ამაზეც მივმართავ სასამართლოს. ამ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველიც კი, იმდენად აბსურდულია, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ამასაც გავასაჩივრებ.

_ამ ბრძანებაში მიზეზი, რის გამოც  საქმისწარმოება იწყება, ვერ ამოვიკითხეთ...

_ეს ბრძანება დაშტრიხული სახით გამოვაქვეყნე, რადგან იქ ნახსენებია  კიდევ ორი პიროვნება. ერთი არის ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც სახალხო  დამცველმა დაიბარა და უთხრა, რომ მას დაეწერა მოხსენებითი ბარათი. ის კი არა, რომ ვიღაცამ თავისი ინიციატივით ჩემს წინააღმდეგ რაღაც დაწერა, თვითონ მოსთხოვა მან თანამშრომლებს დაეწერათ ეს მოხსენებითი ბარათი  ჩემთან დაკავშირებით. სახალხო დამცველს არ მოეწონა, ის, რომ მე სტუდია "მონიტორის" საჯარო ინფორმაცია მივეცი. არ მოეწონა იმ წესით, რა წესითაც გავეცი და საქმისწარმოება სწორედ ამ პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, მეორე საკითხი ამ საქმისწარმოების დაწყების არის ჩემს მიერ სასამართლოსთვის გადაცემული მასალები, რომელიც პირველ სარჩელს დავურთე. სახალხო დამცველი თვლის, რომ რა დოკუმენტაციაც მე წარვადგინე პირველ სარჩელზე, პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. თითქოს ისინი მე არ უნდა წარმედგინა სასამართლოში.

_რა მასალები გადაეცით მედიას და რა არ მოეწონა სახალხო დამცველს?

_მასალები ეხებოდა სახალხო დამცველის მიერ შეძენილ ავტომანქანას. რომელიც მისი მოადგილის, ნათია კაციტაძისთვის იყო ნაყიდი. როცა ეს ინფორმაცია მედიამ მოგვთხოვა, სახალხო დამცველმა პირადად გამომიგზავნა მეილი, სადაც დაშტრიხული მომაწოდეს ეს დოკუმენტი და ჩემი  ხელმოწერით არის გაცემული ამავე ფორმით. ინფორმაცია დღესაც დაშტრიხულია. მაქვს ნანახი ეს ბრძანება, თუმცა, ახლა წვდომა ამ დოკუმენტზე არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ ის მანქანა ბალიაშვილს აქვს გადაცემული, რომელიც ნათია კაციტაძის მძღოლია. ყველა მანქანები ასეა გადაცემული სარგებლობაში მძღოლებზე. ამ ინფორმაციას მალავენ, თუმცა უკვე გაჟღერებულია. გარდა ამისა, ინფორმაციაზე წვდომა აქვს მთავარ იურისტს და ფინანსურ სამსახურს. ზოგადადაც, ეს საჯარო ინფორმაციაა, თუმცა, არ ახმაურებენ. ჩვენ ახლო მომავალში ვგეგმავთ საჯარო განცხადების გაკეთებას, სადაც დავაფიქსირებთ, რომ ვემიჯნებით ამგვარ უკანონობას და რომ ოფისშიც მიმდინარეობს პირდაპირი ზეწოლები თანამშრომლებზე.

_აღნიშნეთ რომ მარტო თქვენ არ ხართ დისკრიმინაციის მსხვერპლი...

_ჩემთან ერთად კიდევ ორი თანამშრომელია პირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლი. ერთს შეტანილი აქვს სარჩელი, მეორეც უახლოეს მომავალში შეიტანს სასამართლოში. მათ მიმართაც მალე გასაჯაროვდება დისკრიმინაციის ფაქტები.

_აღნიშნეთ, რომ საქმისწარმოების დაწყების კიდევ ერთი მიზეზი პროფკავშირის ჩამოყალიბება გახდა. კონკრეტულად რატომ ეწინააღმდეგებიან პროფკავშირის შექმნას აპარატში?

_2015 წლის  25 დეკემბერს ჩამოყალიბდა პროფკავშირი და მე ამ პროფკავშირის თავმჯდომარე ვარ. ადგილობრივი პროფკავშირული ორგანიზაცია ვართ და შევდივართ საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირში, ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია. დაახლოებით ახლა 40 ადამიანია გაწევრიანებული ამ პროფკავშირში. არ ვიცი, ეს სახალხო დამცველს რატომ არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გამოც დაიწყეს დისციპლინური საქმისწარმოება ჩემს წინააღმდეგ.

_ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებთ?

_კი, ვმუშაობ ჯერჯერობით, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ მეორე დისციპლინურს უკვე ჩემი გაშვების გადაწყვეტილებაც მოყვება.

"გურია ნიუსი" უკვე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს. მათ პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აქვე გთავაზობთ უჩა ნანუაშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ილია ჭანტურაიას მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო.

ამავე თემაზე: 

რას პასუხობენ თანამშრომლის ბრალდებებს სახალხო დამცველის ოფისში

105 000 ლარიანი „მერსედესი“ სახალხო დამცველისთვის




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...