ლომბარდისგან დაზარალებული ათობით მოქალაქე სამართალს ეძებს

მთავარი თემა

ლომბარდისგან დაზარალებული ათობით მოქალაქე სამართალს ეძებს

16 ივლ. 2016, 20:24:11

ჩოხატაურში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ლომბარდის მეპატრონეს _ ნესტან ზაქრაძეს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ. "გურია ნიუსში" შემოტანილ განცხადებებში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები, თანხის გადახდის მიუხედავად, კუთვნილ ნივთებს თვეებია უკან ვერ იბრუნებენ.

_ აღარ ვიცით ვის მივმართოთ. რამდენიმე თვეა გადახდილი გვაქვს დალომბარდებული ოქროს საფასური, თუმცა ოქროს არ გვიბრუნებენ. მათ "დღეს და ხვალე" არ დაუმთავრდათ. ახლა, როცა მივდივართ, გვეუბნებიან, რომ ნუ ვისაუბრებთ ხმამაღლა, რომ პასუხი არავის არ უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა იქნება დაგვიბრუნდება და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, დაგვცინიან! ვის არ მივმართეთ _ პოლიციას, გამგებელს, მაგრამ უშედეგოდ. თქვენი დახმარების იმედი გვაქვს მხოლოდ, _ აღნიშნულია 22 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც "გურია ნიუსს" 8 ივლისს გამოუგზავნეს.

მსგავსი შინაარსის წერილი "გურია ნიუსში" 11 ივლისსაც შემოვიდა, რომელსაც ხელს 14 ადამიანი აწერს:

_ ლომბარდის წარმომადგენელი ქეთევან ყაჭეიშვილი ყოველდღე სხვადასხვაგვარ ტყუილს გვეუბნება: თქვენი ნივთები გზაშია, მოდით, წაიღეთ _ ასეთი შეტყობინება სამჯერ გამომიგზავნა; მივედი და არ დამხვდა. ამ სიცხეში ყოველდღე ლომბარდში გვატარებს. აღარ ვიცით ვის მივმართოთ. დაგვეხმარეთ, სანამ რამე ცუდი მოხდება, _ აღნიშნულია წერილში.

ორმა მოქალაქემ "გურია ნიუსში" დაუმოწმებელი ხელწერილიც მოიტანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ქეთი ყაჭეიშვილი პასუხისმგებელია ნივთებზე". ამავე ხელწერილით ირკვევა, რომ ნივთები 5 ივნისს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც ყაჭეიშვილმა ხელწერილი მისცა, ოქრო დღემდე არ მიუღიათ.

დაზარალებულთა ნაწილი კი ამბობს, რომ ყაჭეიშვილმა ოქროს თანხა უკან დაუბრუნა და ლომბარდის სათაო ოფისში _ ქუთაისში, ლომბარდის მფლობელთან გაუშვა.

მოქალაქეების თქმით, ქუთაისში ჩასულებს თანხა ლომბარდში ისევ შეატანინეს, თუმცა ოქრო მაინც არ დაუბრუნეს და როგორც გვითხრეს, მას შემდეგ, ლომბარდის მეპატრონე _ ნესტან ზაქრაძე ტელეფონსაც არ პასუხობს.

ზოგიერთმა მათგანმა ისიც გაარკვია, რომ მათი კუთვნილი ნივთები გაცილებით მაღალ ფასშია დალომბარდებული, მაგრამ ვის მიერ, ამის დადგენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების დასაცავად ჩოხატაურის პოლიციას ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართეს, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, უშედეგოდ:

_ პოლიცია არაფერს აკეთებს. ლომბარდი ისევ ღიაა, ოქროს მიღებას ისევ ახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრძელებენ ადამიანების მოტყუებას. იქ ყოველდღე მიდიან ადამიანები და საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. აუცილებლად მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ რეაგირება ჰქონდეთ?! თუ ამ საქმეს ვინმემ დროზე არ მიხედა, რომელიმე გამწარებული მოქალაქე დანაშაულს ჩაიდენს და მერე ისევ სხვა გამოვა დაზარალებული, _ აღნიშნავენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ შესულ საჩივრებთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა დაკითხვები მიმდინარეობს.

ქეთევან ყაჭეიშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში დამნაშავე არაა, თუმცა მოქალაქეები პასუხს მას თხოვენ. მისივე თქმით, არცერთი ნივთი დაკარგული არ არის:

_ ნელ-ნელა დაიწყება ნივთების დაბრუნება; მეტს ვერაფერს გეტყვით. მე არ ვარ პასუხისმგებელი, მინდობილობაც კი არ მაქვს და ჩემი დანაშაული არაფერია. მე თანხას ვურიცხავდი ლომბარდის მეპატრონეს ნესტან ზაქრაძეს და ოქროს გამოტანა მისი პასუხისმგებლობაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაჭეიშვილმა და დეტალების გასარკვევად ზაქრაძესთან გადაგვამისამართა.

ნესტან ზაქარაძე კი ამბობს, რომ "ათიათასობით ლარი ყაჭეიშვილმა გაფლანგა და მას ამის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი აქვს":

_ მე მაქვს მისი, მისი ოჯახის წევრების ხელწერილი, რომელშიც ვალია აღიარებული. 80 000 ლარზე მეტი თანხაა. მისი უძრავ-მოძრავი ქონება ამის გამო დაყადაღებულია. ხელწერილებში გარკვევით წერია, რომ ეს თანხები ყაჭეიშვილმა მიითვისა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზაქრაძემ. იგი ადასტურებს, რომ ყაჭეიშვილთან შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ის არის მატერიალური პასუხისმგებელი პირი:

_ მას მხოლოდ ბანკში არ ჰქონდა მინდობილობა. შინაგან წესზე ხელი აქვს მოწერილი, ბრძანებით არის დანიშნული და თავად არის მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი, _ ამბობს ზაქრაძე, თუმცა არაფერს ამბობს, როგორ დაუგროვდა ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელს კლიენტების ამხელა ვალი და რატომ არ მოახდინა თავად დამსაქმებელმა დროული რეაგირება.

_ ქალბატონო ნესტან, პოლიციაში 2 თვეზე მეტია საჩივარი შევიდა. თქვენ გაცილებით ადრე იყავით შექმნილი პრობლემების საქმის კურსში, თუმცა, ამით არაფერი შეცვლილა და ქეთევან ყაჭეიშვილი ისევ თქვენი თანამშრომელია, რაც საზოგადოებას ეჭვს უჩენს, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ის არ არის დამნაშავე...

_ მე ველოდებოდი პოლიციიდან საქმის აღძვრის დადგენილებას იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც წარდგენილია. თავადაც ბევრჯერ არის დაკითხული.

_ მოქალაქეები ხელშეკრულებას აფორმებენ თქვენთან და არა ყაჭეიშვილთან. თუკი თქვენს თანამშრომელთან პრობლემები გაქვთ, ეს მოქალაქეებზე რატომ ისახება?

_ სამწუხაროდ, ყველა მათგანს არ აქვს თანხის გადახდის ქვითარი, რადგან ისინიც მოატყუეს. ზოგიერთს თანხა სახლში მიატანინა ქეთიმ და შესაბამისად, არ არსებობს ამის დოკუმენტი. ეს არც ბაზაში ასახულა. ამ შემთხვევაში, მეწარმე, ანუ მე, არ ვარ პასუხისმგებელი. არიან კლიენტები, რომელთა დოკუმენტაციაც არ არის სრულყოფილი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ დაზარალებული არავინ იქნება. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ყაჭეიშვილის ქონება დაყადაღებული მაქვს, რაც ასახულია კიდეც საჯარო რეესტრში და ველოდები პოლიციიდან დოკუმენტს, რომ საქმეს მივცე მსვლელობა.

_ მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ეს ლომბარდის აფიორაა, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით, რადგან თავადაც ხვდებოდით ადამიანებს და ნივთების დაბრუნებას პირდებოდით. მას შემდეგ კი თვეებია გასული...

_ ფინანსური კრიზისი ყველას აქვს, მაგრამ მე მაქ იმდენად კარგი მუშაობა მქონდა, ისეთი კარგი შემოსავალი მქონდა, რომ საქმის გაფუჭება და რომელიმე კლიენტის განაწყენება ნამდვილად არ მაწყობდა (!). გეთანხმებით, რამდენიმე კლიენტს შევხვდი, მათ დავუბრუნე კიდეც ნივთები. თუმცა საკმაოდ ბევრი ნივთია და ყველას საკუთარი ჯიბით ვერ გავწვდები.

_ ჩვენ გვითხრეს, რომ ბოლო დღეებში ყაჭეიშვილმა რამდენიმე დაზარალებულს თანხა უკან დაუბრუნა და თქვენთან გამოუშვა. ისიც გვითხრეს, რომ ოქროს ღირებულება პირადად თქვენ გადაგიხადეს, თუმცა ნივთები არ დაბრუნებიათ...

_ ჩემთან ვინც მოიტანა ფული, ნივთი ყველას დაუბრუნდა. ბოლო ორი დღე კი არ ვიყავი ქუთაისში და მხოლოდ ამის გამო ვერ მოხერხდა ოქროს დაბრუნება, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ნესტან ზაქრაძემ და აღნიშნა, რომ ის ყველა კლიენტს შეხვდება და თანხის გადახდის ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, ოქროულობას ეტაპობრივად უკან დაუბრუნებს.




 ახალი ამბები
  • ექიმი კომაროვსკი: ჩაუდეთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდეცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ნაყინი აუცილებლად აჭამონ და თავი არ შეიკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ცივია. „ნაყინი აუცილებლად უნდა ჭამოთ, მეტიც, რეგულარულად უნდა მიირთვათ. არაერთხელ მითქვამს, რომ პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტისთვის, ცივის ზემოქმედება ნუშურა ჯირკვლებზე ნამდვილად საჭიროა. თვეში ერთხელ ნაყინის ჭამა არ შეიძლება, ის რეგულარულად უნდა მიირთვათ”, – ამბობს ექიმი. ასევე, კომაროვსკი რჩევას აძლევს მათ, ვინც აპირებს რომ ამ სეზონზე პატარას პირველად გაასინჯოს ნაყინი. “შეიძინეთ თეთრი პლომბირი და ბავშვს დღეში 3-ჯერ ჩაის კოვზით მიეცით, ოღონდ მაშინვე ნუ ჩაყლაპავს. ჩაუდეთ ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდე, ამის შემდეგ ჩაყლაპოს. მომდევნო დღეს ორ-ორი ჩაის კოვზი მიეცით და ასე შემდეგ. ცივის რეგულარული ზემოქმედება ქრონიკულ ტონზილიტს შველის“, – ამბობს ექიმი კომაროვსკი. წყარო: ... ...
  • საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის მიზნით ინვესტიცია განხორციელა.   საწარმო ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე, სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ,  ქინძმარაულის მიკრო ზონაში მდებარეობს. კომპანია ევროპული სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. კომპანია „ყვარლის სარდაფმა“  2007 წლიდან დღემდე შეძლო მსოფლიო ბაზარზე  დამკვიდრებულიყო,  როგორც ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური ღვინის მწარმოებელი კომპანია. კომპანიის წარმოებული ღვინოები იყიდება ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანაა გაყიდვების დივერსიფიკაცია. კომპანია  აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ღვინოების დამატებით სხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში რეალიზაციასთან დაკავშირებით.   ორგანიზაციამ 2007 წლიდან დღემდე  გაიარა განვითარების გრძელი და რთული გზა.  ღვინის მაღალი ხარისხის, სტაბილურობისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების გამო ორგანიზაციამ მოიპოვა დიდი ნდობა მომხმარებლებს შორის, გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, ღვინოს დაემატა კონიაკისა და არყის წარმოება  და 100 000 ბოთლის ნაცვლად დღეს უკვე გაყიდვებმა  4-დან 5-მილიონ ბოთლამდე შეადგინა. პროექტი ითვალისწინებს იტალიური ნერგების ჩამოტანას და გაშენებას 20 ჰექტარზე, დამატებით  ხდება ჭაბურღილის მომზადება იტალიური წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად და  გვალვისგან დასაცავად. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება ტექნიკის შესყიდვა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 500 000 ლარია. ვენახის გაშენების პროცესში და შემდგომ აგროტექნიკურ მოვლით სამუშაოებში   სხვადასხვა ეტაპზე ჯამში 100 ადამიანზე მეტი დასაქმდება. კომპანია მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში პოპულარიზაციას გეგმავს. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია.  ამიტომ, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ სექტორს და წავახალისოთ ის. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება მოხმარდა ვენახის ავტომატიზირებულ, თანამედროვე სისტემებით    აღჭურვას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და „ყვარლის სარდაფის“ პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვის ზრდას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ... ...
  • "ჯერ აგინა, მერე 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა"შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, _ განაცხადა გამყრელიძემ. დღეს ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სევა შალოიანი ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი. თავად გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებიანქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება. “კარგი ამბავი მაქვს, სვანეთის პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება 25-29 ივლისს, 2020 წელს. მესტიაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო,ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფესტივალი ამ პერიოდში ჩატარდეს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ მაილზე: svanetiff@gmail.com განიხილება, მხოლოდ 2018-2020 წლის ფილმები. ფილმების მიღება მხოლოდ ათი დღე გაგრძელდება. ფესტივალზე მივიწვევთ კონკურში შერჩეულ ქართველ რეჟისორებს. დეტალურ ინფორმაციებს მალე გამოვაქვეყნებთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე“, _ წერს მარიამ ... ...
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედისახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ  შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.  ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით. თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.  კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...