„კუდიანებზე ნადირობა“, ანუ ტერაქტის მცდელობის ოთხი სავარაუდო მიზეზი


მთავარი თემა

„კუდიანებზე ნადირობა“, ანუ ტერაქტის მცდელობის ოთხი სავარაუდო მიზეზი

23 აგვ. 2016, 00:08:46

"ტერორისტული აქტი", "ძალიან მძიმე დივერსიული აქტი", "დიდი უბედურება" - ასეთ კვალიფიკაციას აძლევენ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა  და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუადააკავა; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კი, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილია დაკავებული.

თუმცა, მოსალოდნელი იყო თუ არა ნამდვილად ტერორისტული ან დივერსიული აქტი საქართველოში, ამას გამოძიება და შემდგომი პროცესები გვიჩვენებს.

უსაფრთხოების ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს, რაც რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული.

რა მიზეზებზე საუბრობენ უსაფრთხოების ექსპერტები, რატომ ხედავენ რუსულ და უკრაინულ კვალს გავრცელებულ ინფორმაციაში და ვინ იჭერს "კუდიანებს", - ამ თემაზე "გურია ნიუსი"  უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს ბესო ალადაშვილ ესაუბრა:

_ვერ ვიტყვით გადარჩა თუ არა საქართველო, ან იყო თუ არა ტერორისტული აქტის მცდელობა. ჯერ ძიება უნდა  დასრულდეს, შემდეგ სასამართლო პროცესები. პირველი შეფასება ის არის, რომ ინფორმაცია, რაც დღეს გამოქვეყნდა, ძალიან მწირი იყო. რამდენიმე საინტერესო  დეტალი დაჟღერდა, ერთი ის, რომ როგორც ირკვევა, სუს-ს უკვე რამდენიმე თვეა ეს პიროვნებები ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა არსებოდეს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები ამ პირების შეხვედრების, მოლაპარაკებების შესახებ.  დღევანდელი ტექნიკის პირობებში ეს პრობლემა არ უნდა იყოს. რაც მთავარია, ვიდეოჩანაწერები უნდა იყოს, რადგან, სამწუხაროდ, აუდიოჩანაწერის გაყალბება უფრო მარტივი და რეალურია.

მე  არ მინდა დღევანდელი ინფორმაციაც "ნაციონალების" დროინდელ დაჭერებს დაემსგავსოს. ე.წ. "ზაპიხებს"რომ იჭერდნენ და 4-5 ძალიან გახმაურებული საქმეა ასეთი, რომელიც ლეგიტიმურ ეჭვს იწვევს. თუნდაც, ვახტანგ მაისაიას, სიმონ კილაძის, ფოტოგრაფების, "ენვერის" ან თუნდაც "კოჭოიას" საქმე. ამ საქმეებში მტკიცებულებები თითქმის არ იყო. მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის ბრალია, რომ ეს საქმეები 4 წელი არ იქნა გამოძიებული. ფოტოგრაფების ან ვახტანგ მაისაიას საქმე ავიღოთ, სადაც თუ კარგად ვნახავთ, მტკიცებულებები კი არა,  პარადოქსული და კურიოზული ფაქტებია მოყვანილი. მე არ მინდა ასეთი დონის იყოს ეს ინფორმაციაც. როგორც  ყველა რიგით მოქალაქეს, მინდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და უშიშროების სტრუქტურები გამართულად მუშაობდნენ. არ ვიჩქაროთ შეფასებებში, დაველოდოთ მტკიცებულებებს და ამ ფონზე სუს-მა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების დიდი ინტერესი და მტკიცებულებების თუნდაც ნაწილი - აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები გამოაქვეყნოს.

_თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ტერორისტული აქტის მიზანი, როგორც ეს დღეს გაჟღერდა? ხომ არ უკავშირდება ეს წინასაარჩევნო პერიოდს?

_ამ ეტაპზე  4 სავარაუდო ვერსია შეიძლება იქნეს განხილული. დავიწყებ ყველაზე ნაკლებსავარაუდო მიზეზით, თუ ნამდვილად იგეგმებოდა ასეთი დივერსია ან ტერაქტი, მასში  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ან ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების მონაწილეობა, ჩემი აზრით ნაკლებად სავარაუდოა.

_რატომ გამორიცხავთ ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მონაწილეობას?

_იმიტომ, რომ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს აქვთ თავისი ხელწერა. ერთი ის, რომ მათი შეტევის ობიექტი ყოველთვის ხალხმრავალი ადგილია, რათა მეტი  რეზონანსი ჰქონდეს და სამწუხაროდ, მსხვერპლიც მეტი იყოს. რიგითი ტერაქტი, რომელიც მხოლოდ ნავთობსადენს დააზიანებს, ვერანაირ დივიდენდებს და ქულებს  რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში ვერავის მოუტანს. მეორეც, რამდენადაც მე ვიცი, შვიდივე ბრალდებული ქრისტიანია და ქართველები არიან. როგორც წესი, ისლამური ტერორისტული ორგანიზაციები არამუსლიმებს არ  ენდობიან. აქედან გამომდინარე დღევანდელი გახმაურებული ინფორმაციის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ნაკლებსავარაუდოა. დანარჩენი სამი ვერსია თანაბრად შეიძლება განვიხილოთ - ერთი რომ ეს იყოს რუსეთის სპეცსამსახურების ჩანაფიქრი. თუმცა სამივე ვერსია, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება - არასტაბილურობის შემოტანა ან სხვა რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევა. რუსეთის სპეცსამსახურები ამ  საქმეში გაწაფულები არიან, ალბათ, გახსოვთ, 2006 წელს ზუსტად იგივე გაზსადენის აფეთქება, როდესაც საქართველო რამდნიმე კვირით დარჩა ბუნებრივი გაზის გარეშე. არ არის გამორიცხული, რუსეთის სპეცსამსახურებს ახლაც გარკვეული გეგმა ჰქონდეთ, რის განხორციელებასაც იწყებენ. თუმცა, ეს ვერსიაც ნაკლებსავარაუდოდ მეჩვენება. ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ განწყობას, სადაც რუსეთის ინტერესები კიდევ უფრო უნდა იყოს დაცული. მგონი, პირიქით,  დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში რუსეთის პოლიტიკური ვექტორი ისეა დაცული, როგორც არასდროს 1991 წლიდან. ბევრი პოლიტიკური პარტია  არ მალავს პრორუსულ განწყობას. ასე რომ,  რუსეთს, მგონი, პირიქით, სტაბილური სიტუაცია უნდა რომ თავისი  ხალხი შეიყვანოს საქართველოს პარლამენტში, როგორც ეს ლავროვმა თქვა. დარჩა მეორე და მესამე ვერსია, რომ ეს ყველაფერი მართლაც უკრაინულ კვალზე გავიდეს, საქართველოდან  გაქცეულმა და უკრაინას თავშეფარებული "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილს მართლაც ჰქონდეს ქვეყნის მოღალატური გეგმა. ყველაფერი შეიძლება დავუშვათ ამ შემთხვევაში.

_ბატონო ბესო, ამ შემთხვევაში თქვენ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ? მას შეიძლება ჰქონდეს რაიმე "მოღალატური გეგმა" როგორც აღნიშნეთ?

_რა თქმა უნდა, მას ვგულისხმობ. თავცხელა ხალხი  იქაც საკმაოდ არიან. არ არის გამორიცხული...  მაგრამ მე კითხვის ნიშანსაც ვსმვამ, რას მოუტანს ეს მას? თუ  ეს მტკიცებულებებით დადასტურდა, ეს "ნაციონალური მოძრაობის" დიდ მარცხს გამოიწვევს. თუმცა, ეს ვერსიის სახით მაინც შეიძლება დავუშვათ. და ბოლოს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღევანდელ სპეცსამსახურებში საკმაოდ არის შემორჩენილი ძველი თანამშრომლები  შევარდნაძის თუ "ნაციონალების" დროიდან, იმ პერიოდში კი, ხშირი იყო რეალური ან მოგონილი ტერაქტები, არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩვეულებრივი "კუდიანებზე ნადირობა" და  არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების ჩაწერა იყოს.

_მხოლოდ ეს ოთხი სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს?

_ეს შემიძლია ვივარაუდო იმ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ხვალ და ზეგ თუ კიდევ იქნება რაიმე ინფორმაცია გამოქვეყნებული, სხვა ვერსიებზე საუბარიც შეიძლება. დაველოდოთ მტკიცებულებებს.

_ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, პოლიტიკოსებმა სხვადასხვა შეფასება მისცეს ფაქტს, ზოგი ამბობს, რომ ტერაქტი აღიკვეთ, ზოგის აზრით ეს დივერსია იყო. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

_ამ მტკიცებულებებით, რაც  გამოქვეყნდა ამას ტერაქტის დეფინიციაში ვერ გავიყვანთ. ალბათ, უფრო დივერსიული აქტია  სტრატეგიული ობიექტის წინააღმდეგ. გრაფიკები რომ დახატეს, ესეც ცოტა სასაცილო იყო. შეიძლებოდა დოკუმენტური ვიდეომასალა დაერთოთ ბრიფინგისთვის. გამოქვეყნებული მასალით, აფეთქებები იგეგმებოდა ტყეში, რისი მიზანიც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება იყო. ეს წმინდა წყლის დივერსიაა. ამას უნდა მოყვეს ამ დივერსანტების ჯგუფის შემდგომი მოქმედებები. ბევრი კითხვა იბადება იმასთან დაკავშირებითაც დააზარალებდა კი საქართველოს ამ გაზსადენის აფეთქება? რა თქმა უნდა, სამწუხარო  იქნებოდა, თუმცა, არა სავალალო. კითხვები ბევრია პირველ ეტაპზე,  ვიდრე პასუხები. ამიტომ უნდა დაველოდოთ რას გვიწყალობებს სუს-ი ან ჩვენი ხელისუფლება, რა ინფორმაციას მოგვაწვდის.

_რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ინფორმაცია, რომ სუს-ი რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ამ ადამიანებს, მათ შორის პოლიციის მოქმედ თანამშრომელს და ის უწყებიდან არ გაათავისუფლეს?

_ვერსიები ძალიან ბევრი შეიძლება დავუშვათ აქაც, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად არის, რომ ეჭვმიტანილს ტოვებენ ადგილზე და ბევრ ფუნქციასაც აძლევენ, თუმცა ეს ყველაფერი გაძლიერებული თვალთვალის ქვეშ მიმდინარეობს, რომ მან სხვა პირებზე, თანამონაწილეებზე გაიყვანოს გამოძიება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყებოდა და ამ ინფორმაციის საფუძველზე დაინიშნებოდა ოპერატიულ-ტექნიკურ-აგენტურული ღონისძიებები. წესით, ყველა წუთი, დღე და საათი ამ  ეჭვმიტანილებისა დოკუმენტირებული უნდა იყოს ვიდეო-აუდიო მასალით. სხვანაირად მტკიცებულება მყარი არ იქნება.  




 ახალი ამბები
  • დადასტურდა თუ არა ინფიცირების შემთხვევები ჩოხატაურის ბაზარშიჩოხატაურის აგრარულ ბაზარში  კივიდ-19 თან დაკავშირებით ტესტირება ჩატარდა. ტესტირება გაიარეს ადმინისტრაციის მოსამსახურე პერსონალმა და მოვაჭრეების ნაწილმა. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გუშინ სულ 25 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანის პასუხი ... ...
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....