რა გეგმები აქვს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს შსს-ს აკადემიის რექტორის პოსტზე

მთავარი თემა

რა გეგმები აქვს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს შსს-ს აკადემიის რექტორის პოსტზე

2016 სექ 13 04:44:46

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გახდა.

როგორ აპირებს შსს-ს აკადემიის განვითარებას, რატომ იკავებს თავს იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის პერიოდზე საუბრისგან, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლების ქმედებებზე და როგორ აპირებს ქართველი პოლიციელების უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად გადამზადებას, _ ამ საკითხებზე შსს-ს აკადემიის ახალი რექტორი გივი მიქანაძე "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.  

_ბატონო გივი, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა შსს-ს აკადემიის რექტორის პოსტზე წარგადგინათ, რას გეგმავთ უახლოეს მომავალში და აპირებთ თუ არა აკადემიაში ძირეულ ცვლილებებს?

_შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს  შსს-ს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული ადამიანებისთვის პროფესიული გადამზადების მიმართულების მატარებელ  დაწესებულებას, ამავდროულად,  პოლიციის აკადემიაში შექმნილია უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც როგორც საბაკალავრო, ასევე მაგისტრატურის კურსებს სთავაზობს სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული. ყოველდღიურად 14-დან 18 ჯგუფამდე მოქმედი პოლიციელები და ის ადამიანები,  ვისაც სურვილი აქვს, რომ სხვადასხვა მიმართულებებით დასაქმდნენ, სასწავლო პროგრამებში არიან ჩართულები. პარალელურად მიმდინარეობს 2 კურსის საბაკალავრო პროგრამა და მაგისტრატურის პროგრამა. წელს ჩვენ გვექნება  მაგისტრატურის პირველი გამოშვება, რაც ასევე მნიშვნელოვანია აკადემიისთვის. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მიმდინარე ყველა სასწავლო პროგრამის შეფასებას, მათში თანამედროვე სტანდარტების ინტერაქტიული მეთოდოლოგიის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს მსმენელთა მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში და სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდას. ამასთანავე, იგეგმება ახალი მიმართულების სასწავლო პროგრამების შემუშავება, რაც აქამდე აკადემიის ბაზაზე  არ ხორციელდებოდა.

_რას გულისხმობთ?

_ აქ შეიძლება იყოს მენეჯერული კურსები დაწინაურების მხრივ. ასევე, სხვადასხვა მიმართულებები. ჩვენთან არის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტი, სასაზღვროს ფაკულტეტი და სხვა მიმართულებები, მაგრამ ყველა სტრუქტურულ ერთეულთან ასევე, სამინისტროში უნდა გავიაროთ რა საჭიროებები არსებობს, რომ იმის მიხედვით დავსახოთ გეგმები, რა ახალი სასწავლო პროგრამების შემოტანა შეიძლება. ამასთანავე, უახლოეს  პერიოდში იგეგმება დისტანციური სწავლების პროგრამის პილოტირება და ჩაშვება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ რეგიონებიდან ჩამოუსვლელად ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდეს მოქმედი  პოლიციელების გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საგამომცემლო საქმიანობის განხორციელებას, რაც მიბმული იქნება არა მარტო სასწავლო პროცესზე, არამედ, ვაპირებთ დავნერგოთ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა  პოლიციის აკადემიაში. გვექნება მნიშვნელოვანი აქტივობები პოლიციის აკადემიის საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად წარმოსაჩენად. ამ მხრივ ვგეგმავთ სხვადასხვა  საერთაშორისო პოლიციის აკადემიიის  გაერთიანებებში გაწევრიანებას.  ჩვენ ვართ რიგი გაერთიანებების წევრი, მაგრამ გვაქვს  მიზანი, რომ ეს გავაფართოვოთ. გვექნება  აქტიური თანამშრომლობა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ერთ-ერთი პირველი რაზეც აქცენტი გაკეთდება აკადემიის სამოქმედო სტრატეგიის განვითარებაა. რაც მთავარია აკადემია უახლოეს პერიოდში უნდა გარდაიქმნას რეგიონალურ აკადემიად, ანუ უნდა გახდეს რეგიონის ცენტრი. ამ მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და ძალისხმევით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ფაქტიურად,  მოლაპარაკებების დონეზე ეს საკითხი შეთანხმებულია, ახლა უკვე განხორციელების პროცესი დაიწყება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელები  ჩამოვლენ აკადემიის ბაზაზე და მოხდება  ერთობლივი გადამზადება

_ანუ ქართველ პოლიციელებთან ერთად სხვა ქვეყნის პოლიციელებიც გადამზადდებიან?

_დიახ, ერთობლივი გადამზადება იქნება და  პოლიციის აკადემიას სულ მცირე რეგიონალური  დანიშნულების ცენტრის ფუნქცია და როლი ექნება. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო მასშტაბითაც ხელი შევუწყოთ საპოლიციო თანამშრომლობას. მოლაპარაკებების დონეზე ეს ყველაფერი შეთანხმებულია. ახლა არის ის ეტაპი,  როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებზე გეგმა უნდა დავსახოთ. დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტებიც.  ერთ-ერთი მათგანია ე.წ. შუთ ჰაუსის მშენებლობა, რომელიც იქნება იმიტირებული კომპლექსი, სადაც პოლიციელები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აიმაღლებენ, როგორ უნდა იმოქმედონ კონკრეტულ სიტუაციებში, რა შემთხვევაში შეუძლიათ იარაღის გამოყენება და ა.შ. თვითონ აკადემია დიდი ინფრასტრუქტურის მფლობელია და იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიციელებმა საკმაოდ მაღალი დონის გადამზადება გაიარონ.

_საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ სასწავლო პროგრამის შეფასება უნდა მოხდეს და საჭიროებებზე მორგებული კურსები უნდა დაემატოს ამ პროცესს. აქამდე არ მომხდარა სწავლის ხარისხის შეფასება და საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავება?

_არ ვიცი, ჯერჯერობით იყო თუ არა მსგავსი შეფასება გაკეთებული, მაგრამ ეს ცოცხალი პროცესია და ეს ერთჯერადი არ არის, ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს. ამ სასწავლო პროცესში რისი  შეტანა და განხორციელებაა საჭირო, ამის დაგეგმვა საჭიროებების მიხედვით  უნდა იყოს გათვლილი. ის, რომ ჩვენ ახლა ამ პროგრამებს შევაფასებთ და მასში გარკვეულ ცვლილებებს შევიტანთ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი დამთავრდება. ეს არის  ცოცხალი პროცესი, რომელსაც სისტემატურად სჭირდება განახლება და თვალის მიდევნება.

_რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მიმართულებით თქვენს გამოცდილებაზე?

_შეგიძლიათ ამ ყველაფერზე ჩემი cv-დან მიიღოთ ინფორმაცია.

_გასაგებია, თუმცა, მაინც გკითხავთ წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავით. რა მიმართულებას კურირებდით?

_მე ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე 2005-2008 წლებში. ჩემთან შემოდიოდა არა მხოლოდ სასჯელაღსრულება, არამედ,  პრობაციის ეროვნული სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო და ა.შ.  საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით.

_საკმაოდ  კრიტიკული შეფასებები კეთდება ამ პერიოდის იუსტიციის სამინისტროზე. ის ბრალდებები, რაც ისმის ახალი ხელისუფლების მხრიდან რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე?

_იმაზე ვიღებ  პასუხისმგებლობას, რასაც მე კონკრეტულად ვაკეთებდი, რა მიმართულებებზეც ვმუშაობდი. შეგიძლიათ წაბრძანდეთ და  ნახოთ, რა გავაკეთე მაშინ ამ მიმართულებით. ერთ-ერთი სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრია. ის 2005 წლის ნოემბერში შეიქმნა და იმ დონეზე შეძლო თავისი საქმიანობით და შედეგებით გასვლა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ევროკავშირის  ქვეყნების მსგავსი ცენტრების ასოციაციაში აღიარეს და გააწევრიანეს. ცენტრის საქმიანობა არა მხოლოდ სასჯელაღსრულების მიმართულებას ეხება, არამედ, სისტემაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის, სამინისტროში დასაქმებული აპარატის თანამშრომლების გადამზადებასაც.

_ მხოლოდ ეს ერთი მიმართულება შეგიძლიათ გამოყოთ, თქვენი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდიდან?

_ბევრი რამ შეიძლება გამოიყოს. მაგალითად, აღსრულების კუთხით ძალიან ცოტა იყო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების ამოღების მიმართულებით. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალურ ტექნიკური ბაზის  შექმნის კუთხითაც, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ  თანხების ამოღება  ბიუჯეტის სასარგებლოდ მკვეთრად გაზრდილიყო. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პრობაციის სააგენტოს განვითარების კუთხითაც.

_ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები იყო დაშვებული უწყებაში? შეგიძლიათ  იმ პერიოდის შეფასება გააკეთოთ?

_ასე  კონკრეტულად მე არ ჩამოვყალიბდები შეცდომებზე. ის შეცდომები თუკი იყო დაშვებული, საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი... ნებისმიერ უწყებაში ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს ყველაზე მაღალ პრიორიტეტად აღიარებული. ამიტომ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.

_რა იყო უწყებიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი?

_ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ  რამდენიმე თვით ადრე წამოსვლამდე გავიარე კონკურსი და ბრიტანეთის  მთავრობის სტიპენდიანტი გავხდი, რამაც შესაძლებლობა  მომცა სამაგისტრო პროგრამაზე გამეგრძელებინა სწავლა, ეს კურსი 2009 წელს წარმატებით დავასრულე.




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...