"ქომაგში" განცხადების დაწერის გამო, მძიმე ავადმყოფი მოდულში ორჯერ მიიყვანეს

მთავარი თემა

"ქომაგში" განცხადების დაწერის გამო, მძიმე ავადმყოფი მოდულში ორჯერ მიიყვანეს

2012 ივნ 20 07:04:44

_ გია წაიყვანეს საავადმყოფოდან, სადაც რამდენიმე დღის წინ, ჩაუტარდა უმძიმესი ოპერაცია. მოგეხსენებათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და ძალიან შეშფოთებული ვარ მომხდარის გამო. ნამდვილად ვერ ვპოულობ მიზეზს, რაც შეიძლება გიას დაკავების საფუძველი გამხდარიყო. ალბათ, ესეც პოლიტიკას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, მალე მეც მომადგნენ, _ გვითხრა "დაიცავი საქართველოს" ყოფილმა ხელმძღვანელმა ლანჩხუთში, ეკა ალექსაიამ.

როგორც გავარკვიეთ, დაკავებამდე ოთხი დღით ადრე, გია ქურიძემ მართლაც გაიკეთა საკმაოდ მძიმე ოპერაცია, ფილტვებიდან ამოუღეს წყალი. მას ჯანმრთელობის მხრივ სხვა პრობლემებიც ჰქონდა და ბოლო პერიოდში სისტემატურად გადიოდა მკურნალობის კურსს.

დაკავების დეტალები უშუალოდ ოჯახის წევრებისგან შევიტყვეთ: "დილით საავადმყოფოში მოვიდა 3 ახალგაზრდა, რომლებმაც წარმოადგინეს საბუთი, რომ ისინი იყვნენ სოდ-ის თანამშრომლები. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიკვირდა ყოველივე. მით უფრო, რომ გია შეუძლოდ იყო ახალნაოპერაციევი, მაგრამ არაფერმა გაჭრა _ საავადმყოფოდან პირდაპირ "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს," _ გვითხრა ნანა შაინიძემ.

როგორც ცნობილია, გია ქურიძე გასულ წელს "ქართული პარტიის" რაიონულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა; ოპოზიციაში მის გადასვლას სკანდალი მოჰყვა. მაშინ ქურიძეს თეატრის რეჟისორის თანამდებობის დატოვება მოუხდა. მოგვიანებით, "ქართული პარტიის" ადგილობრივი ოფისის სხვა ლიდერებთან ერთად, თავმჯდომარეს მერაბ ქარჩავას (იგი მიმდინარე წლის მარტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს და დღემდე პატიმრობაშია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქარჩავას დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. რედ.) ღიად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც უმრავლესობამ პარტია დატოვა. მათ შორის გია ქურიძეც გახლდათ. ამის შემდეგ იგი კარგა ხანს განიხილებოდა "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის შესაძლო თავკაცად. მეტიც, ამის შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა _ "ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთში აქცენტი სულ სხვა პერსონებზე გააკეთა. ამის მიუხედავად, იგი "ქართული ოცნების" აქტივისტად მოიაზრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალშექმნილი ორგანიზაცია "ქომაგი" მისთვის თეატრის რეჟისორის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, კომპენსაციის გადახდას აპირებდა.

ჩვენ დაკავების დეტალებზე ნანა შაინიძეს ვესაუბრეთ:

_ რა ვითარებაში მოხდა გია ქურიძის დაკავება?

_ საავადმყოფოში მოვიდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც სოდ-ის დოკუმენტაცია წარმოადგინეს და მოითხოვეს გიას წაყვანა.

_ როგორც ვიცით, მან ამ დღეებში ოპერაცია გაიკეთა და შეიძლებოდა მისი ასე გადაადგილება?

_ რა თქმა უნდა, არა! ოპერაციამდეც მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ყველამ კარგად იცით, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. მისი განძრევაც არ შეიძლებოდა, არათუ გადაადგილება.

_ როგორ მოხდა მისი წაყვანა, საკაცით?

_ არა, ხელი მოკიდეს და ასე ჩაიყვანეს მანქანამდე.

_ კი, მაგრამ, საავადმყოფოს ექიმებმა ეს არ გააპროტესტეს? ან თქვენ არ უთხარით სამართალდამცველებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო?

_ კი, ვუთხარით, მაგრამ ჩვენ ვინ დაგვიჯერებდა? გია არ დაბნეულა და უთხრა _ ვიცი, რისთვისაც ხართ მოსული _ ეს ყოველივე ჩემი "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობას უკავშირდებაო.

_ იმათ რა უპასუხეს?

_ წამოდით და იქ გაიგებთ, თუ რას უკავშირდებაო. რაც შეეხება ექიმებს, იმ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალი ექიმი არ იყო. სოდ-ის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ შეთანხმებული იყვნენ. ექიმებს დაემუქრნენ, წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, მათაც პრობლემას შეუქმნიდნენ. ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და კიდევ ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა?

_ სამართალდამცველებს არ შესთავაზეთ, რომ დაკითხვა იქვე, საავადმყოფოში ჩაეტარებინათ?

_ როგორ არა! ვუთხარი, ექიმს ჰკითხეთ და აქ დაკითხეთ-მეთქი, მაგრამ არა, უნდა წავიყვანოთო. როგორც ველოდით, გია ძალიან ცუდად გახდა და ისევ საავადმყოფოში დააბრუნეს.

_ რომელ საავადმყოფოში?

_ სადაც იწვა, ინფექციურში.

_ ხომ არ შეეშალათ და სხვის ნაცვლად ხომ არ წაიყვანეს?

_ ორჯერ შეცდომით წაიყვანდნენ?

_ ვერ გავიგე, ორჯერ რატომ?

_ ჯერ დილით მოვიდნენ და წაიყვანეს. მალევე მოაბრუნეს. შემდეგ მეორედ წაიყვანეს, როცა ცუდად გახდა და ისევ მოაბრუნეს.

_ მას ადვოკატი აყვანილი ჰყავს?

_ კი.

_ ახლა როცა მოაბრუნეს საავადმყოფოში, გამოდის, რომ გაათავისუფლეს?

_ არა, გამომძიებელი მოვა და აქ დაკითხავს. თავიდან გვითხრეს, რომ სულ რაღაც 2 კითხვა ექნებოდა. შემდეგ გვითხრეს, რომ მოწმის სახით კითხავდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, გია ქურიძე საღამოს ინფექციურ საავადმყოფოში დაკითხეს. ჩვენ მას სწორედ ამის შემდეგ ვესაუბრეთ:

_ რა საკითხზე მოხდა თქვენი დაკითხვა?

_ "ქომაგში" განცხადების დაწერის გამო. მკითხეს _ მივიღე თუ არა თანხა, ან ვიღებდი თუ არა მონაწილეობას ამომრჩევლის მოსყიდვაში და ა. შ. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი კითხვა არ ყოფილა.

_ ამისთვის წაგიყვანეს ავადმყოფი კაცი "მოდულში"?

_ ჰო, ეს არის საწყენი, თორემ კითხვების დასმა პრობლემა არაა. კი, ბატონო, შევიტანე განცხადება "ქომაგში", დავთანხმდი მის გასაჯაროებას. აქ ხომ დამისვეს ეს კითხვები, როცა ორჯერ კომაში ჩავვარდი და მოდულიდან უკან მომაბრუნეს? თავიდან არ შეეძლოთ ასე გაეკეთებინათ? თქვენ წარმოიდგინეთ, არც წაყვანა იყო პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია 4 დღის წინ გავიკეთე, მაგრამ მთელი დღე ის არ ვიცოდი, რატომ მივყავდი და ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვეღარ გავუძელი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული მაქვს.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთ ოპოზიციონერს, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა: "როცა გია დააკავეს, ჩვენ ეს "ქართულ ოცნებას" დავუკავშირეთ. ამ დროს კი რა ხდება? კოალიციის სათავო ოფისმა ლანჩხუთში გადარეკა, სადაც ადგილობრივ ოფისში უთხრეს, რომ გია ქურიძე მათი პარტიის წევრი არაა... რამ შეაშინათ? ან ახლა რომ ასე შეშინებული არიან და ავადმყოფი კაცი, ფაქტობრივად, გაწირეს, როცა უფრო რთული სიტუაცია იქნება, რას იზამენ? როცა ასეთ აქტივისტს არ დაიცავენ, რიგითი მოქალაქე რის იმედზე უნდა იყოს? ან ამათი იმედი აქვს "ქართულ ოცნების" სათავო ოფისში? კიდევ კარგი, რომ მხოლოდ მათ განცხადებას არ ენდნენ და კოალიცია აქტიურად ჩაერთო, რომ გია საავადმყოფოში დაებრუნებინათ."

როგორც "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისში აცხადებენ, გია ქურიძე მათი შტაბის წევრი არ ყოფილა, ხოლო ადამიანურად, ასეთ დაკავება-დაკითხვებს აპროტესტებენ.




 ახალი ამბები
  • „სირცხვილია“ _აქცია ბათუმშიამ წუთებში აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“ ბათუმში, ერას მოედანზეც იწყება. როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი, რუსი დეპუტატი გავრილოვი და კიდევ რამდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, რომლებიც  როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი. ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, დღეს ევროპის (ერას) მოედანზე შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატები დღეს თბილისში, პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე დასასწრებად მივიდნენ და სხდომის წაყვანა დაიწყეს, რასაც პროტესტი მოჰყვა.   ... ...
  • პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოპარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა. ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა. სხდომათა დარბაზში იმყოფება ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში აქვთ მოქცეული.  "ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით, რომ სერგეი გავრილოვი ჩამოსულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში, ვინაიდან ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა და, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. ე.წ. დამოუკიდებლობას, რომელიც დგას ეთნიკურ წმენდაზე და ადამიანების ხოცვაზე. ამიტომ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი ვიყავით თავიდანვე, მაგრამ რაც დღეს მოხდა, სცილდება ყველა ფარგლებს, რადგან ყველაფერს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა. ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იკავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი, ის, რომ ოკუპანტი სახელმწიფო დღეს არის საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის სხდომა მიყავს ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელს, იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა რუსეთის დუმაში საქართველოს რღვევას, ვინც ხმა მისცა რუსეთის დუმაში და მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლოებას, ეს სიმბოლო უკვე სცილდება ყველანაირ პოლიტიკურ ფარგლებს", - აღნიშნა ... ...
  • სუს-ი: რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინარუსული ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე არ გადმოფრენილა. სუსში აცხადებენ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იფრინა.  „ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“ - აცხადებენ სუს-ში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცე ... ...
  • საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. 20 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით  (AirBnB, booking.com და სხვა ) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროსათვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელის განსაზღვრას. გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და  მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.  პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს. მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.  სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის  სექტორის წარმომადგენლები და ... ...
  • „ქართულ ოცნებას მოუწევს მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა“_ სოსო ცინცაძე„არ ვიცი, რით დამთავრდება ეს სკანდალი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სახის შენარჩუნების მიზნით ზოგიერთი მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც, ქუცნაშვილის მისამართით“,_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სადაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია იმართებოდა, რუსეთის დელეგაციის  ერთ-ერთი წევრმა, გავრილოვმა, კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, მსგავსი ღონისძიების პარლამენტის შენობაში გამართვა მსოფლიო პრაქტიკაში დაუშვებელია. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც რელიგია და პოლიტიკა ტყუპისცალებივით გამოდიან კონფერენციაზე. შემთხვევვითი არ არის ის, რომ სტუმრების უმრავლესობა პოლიტიკოსებია. გარდა  ამისა,  მსოფლიო პრაქტიკაში აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ხასიათის ღონისძიებებისათვის პარლამენტის დარბაზის დათმობა, არ ვიცი ვის მოუვიდა ტავში ასეთი აზრი, მაგრამ ვინც თანხმობა გასცა პასუხი უნდა აგოს“,_ამბობს ცინცაძე. პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატების გამოჩენას და მათ მიერ სხდომის გახსნას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. თუმცა, უმრავლესობის მხრიდან ღონისძიების ჩატარებამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. ცინცაძის თქმით, ის რომ დეპუტატებმა არაფერი იცოდნენ დაუჯერებელია. „ისე ხომ არ მოხდა, რომ გავრილოვი თავისი ნებით უცბად წამოხტა, ავარდა ტრიბუნაზე და ჩაჯდა თავმჯდომარის სავარძელში? ეს ხომ დაიგეგმა. დღეს, რომ იძახიან უმრავლესობის წარმომადგენლები რომ არ იცოდნენ, ძნელად დასაჯერებელია. ქუცნაშვილს თუ დავუჯერებთ, ამ ღონისძიებას ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაედგა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის. თუ ასეთი დიდი ღონისძიებაა, როგორ მიუშვეს თვითდინებაზე და როგორ გახდა შესაძლებელი პროტოკოლში დაუშვებელი შეცდომა“,_ ამბობს ცინცაძე. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია შეწყვეტილია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სხდომის დაუყონებლივ შეწყვეტა მისი რეკომენდაციით მოხდა და პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები პროტოკოლური შეცდომაა. „ეს თუ პროტოკოლური შეცდომა იყო, ამ პროტოკოლის უკან დგანან კონკრეტული პიროვნებები. მიმღები მხარე საერთაშორისო ნორმების ე.ი. საქართველო, ამ დროს  დღის წესრიგის შედგენაში ასრულებს გადამწყვეტ როლს. რა თქმა უნდა პროტოკოლის მიმღები ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, მოხდა პროტოკოლური შეცდომა და ბოდიშს ვიხდით, ასე არ უნდა იყოს, რადგან სერიოზული მოვლენაა“,_ამბობს ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...