"ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!"- უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილისადმი გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

მთავარი თემა

"ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!"- უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილისადმი გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

2016 სექ 23 02:57:13

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

წერილის წანამძღვარში უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ "საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ,  იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა".

"მაშინ, როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მე ბრალი დამდეს არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებაში და ცუდ პარტნიორობაში, მე განვმარტე საქმის ჭეშმარიტი ვითარება. ჩემს განმარტებას სიცრუე უწოდეს, წინა ბრალდებებს ესეც მიამატეს და ყოველდღე იმეორებენ. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ყველას, შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები და გველაპარაკა პოლიტიკურად. 

დღეს უკვე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!

არ ვაპირებ იმიტომ რომ,  არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს რაშია საქმე და სადაა სიმართლე!

გაგაცნობთ ერთ დოკუმენტს, იმ მრავალთაგან, რომელიც ნათლად მეტყველებს, ვინ აზროვნებდა სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, კოალიციაზე, ჩვენს მიერ ერთად გაკეთებული საქმის გაფრთხილებაზე, ცივილიზებულ ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე...

დიახ, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება არაფერს არ რგებს საქმეს და ქვეყანას. მაგრამ თუ მას "პინგ-პონგი" არ მოსწონს, მე კიდევ "ცალ კარში" თამაში არ მხიბლავს...

მე არ ვაქვეყნებ პირად წერილს. მე არ ვასაჯაროებ სახელმწიფო საიდუმლოს. მე ვაქვეყნებ იმ წერილს, რომელშიც ჩვენი დღევანდელობისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფაქტებზეა საუბარი. საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ,  იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა", _ წერს დავით უსუფაშვილი.

"გურია ნიუსი" დავით უსუფაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი,

ალბათ მოგაბეზრეთ კიდეც თავი ჩემი პრობლემური წერილებით, მაგრამ მაინც გწერთ და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვაჭარბებ პრობლემის დასმაში...

ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1 სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკური პარტია", ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც.

მრავალი მიზეზის გამო პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც. ბუნებრივია, საარჩევნოდ გადაწყობის პროცესი უნდა დალოდებოდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. გაჩნდა იმის შანსიც, რომ სწორედ ახალი პრემიერის პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას დამთხვეოდა კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც.

განვლილ ორთვენახევარში პრემიერის თითქმის მთელი დრო და ენერგია წაიღო უაღრესად საშურმა სამთავრობო საქმეებმა. პარალელურად კოალიციის დამფუძნებელმა გადაწყვიტა კოალიციურ-პოლიტიკურ-საარჩევნო საქმეებიდან მაქსიმალური დისტანცირება. შედეგად მივიღეთ გარკვეული ვაკუუმი კოალიციის პოლიტიკურ მენეჯმენტში და მიმდინარე პოლიტიკური პროცესიც და კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც წარიმართა ძირითადად თვითდინებით, სხვადასხვა მხრიდან წამოსული თვითდამაზიანებელი ინდივიდუალური ინიციატივებით და კონტრ-ინიციატივებით. ეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სწორედ კონსოლიდაცია, დისციპლინა და მონოლითურ გუნდად წარმოჩენაა გადამწყვეტი მნიშვნელობის ამოცანა. 

დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი შეფასებით, ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან და ყოველდღე შეიძლება მივიღოთ ახალ-ახალი უკიდურესად დამაზარალებელი სიურპრიზები სხვადასხვა მხრიდან. გარკვეული გაგებით, დღეს მე ვეღარც მართალს ვხედავ ვინმეს და ვეღარც მტყუანს. ეს ის ვითარებაა, როცა ყველას თავისი სიმართლე აქვს, იმიტომ, რომ ერთიანი გუნდის განცდა მინიმუმის ნიშნულზეა და "ყველა თავისას ცდილობს, რას ერჩი"... (სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უნებურად სწორი ტაქტიკა გამოვიდეს - არჩევნებამდე დარჩენილი დროის ცაიტნოტის და "ფუტკრის აშლილი სკის" სინდრომის ერთობლიობამ შესაძლოა სწრაფ და ეფექტურ დალაგებამდე მიგვიყვანოს...)

ასეა თუ ისეა, 6-7 თვის დაგვიანებით, სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ნომერი პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. ცხადია, ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეწყვიტოთ კოლექტიური კოალიციური თვითდაზიანების პროცესი. საკითხს მრავალი სასწრაფოდ მოსაგვარებელი ასპექტი აქვს ("ქართული ოცნების" შიდა პარტიული რეფორმა, კოალიციის დღევანდელ თუ მომავალ პარტნიორებთან მიმართება, საარჩევნო შტაბი, კანდიდატები და ა.შ), მაგრამ ამ ეტაპზე მე მათზე ერთნაირი დოზით ვერ მექნება ვერც მოსაზრებები და ვერც ინიციატივები. მაგრამ ერთ კონკრეტულ ასპექტზე - "რესპუბლიკელებთან" ურთიერთობაზე - ვალდებული ვარ დაუყოვნებლივ მოგმართოთ:

·         თუ ძალაშია შარშან აპრილში კოალიციის დამფუძნებელთან მიღწეული ზოგადი შეთანხმება, რომელიც დადასტურებული იქნა კოალიციის ლიდერის მიერ ერთი კვირის წინ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯარო აჟიოტაჟის გარეშე დავაკონკრეტოთ რას და როგორ ვგეგმავთ.

·         თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ზოგადი შეთანხმება აღარ არის ძალაში, მაშინ მაინც დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ვიღონოთ რათა ისე გავიყაროთ, რომ ქვეყნის ინტერესებს რაც შეიძლება ნაკლები ვავნოთ. 

მე პირადად ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელ სურვილში, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა, მაგრამ დღეს სხვა ინტერესების მქონე მოთამაშეები უფრო ქმნიან ამინდს. მაგალითად, ერთი კვირის წინ პრემიერთან შეხვედრისას შეჯერებული გეგმა და მესიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შემდეგ დღეებში სხვების აქტიურობით პრაქტიკულად გაშარჟდა...

ვხედავ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც "ოცნება" და არც "რესპები" არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხ-წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ეხლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილურიგაყრისკენ.

მე პირადად, არაცივილურ გაყრაზე და ქვეყნისთვის მის შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ შესაძლოა, ერთმანეთს აცდენილმა და ერთმანეთისთვის დროზე ვერ ახსნილმა კეთილი განზრახვების ერთობლიობამ სწორედ აქ მიგვიყვანოს... მინდა გულწრფელად გითხრათ და მინდა იცოდეთ, რომ შექმნილ ვითარებაში მე პრაქტიკულად ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი.

ორივეს უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ... თუ საჭირო გავხდი, შაბათს და კვირას თქვენს განკარგულებაში ვარ", _ აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს 2016 წლის 11 მარტს გაუგზავნა.




 ახალი ამბები
  • "საქართველოში ცოცხლად გლეჯენ „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს " _ კალანდია ზაზა ურუშაძეზე გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა, დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო", _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა და კინორეჟისორმა გიორგი კალანდიამ დაწერა. როგორც კალანდია საკუთარ პოსტში ამბობს, საზოგადოება ხმას მაშინ იღებს, როცა უკვე ძალიან გვიანაა. "ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვი და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია! არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის! მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემ მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე. უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა, საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ჰოდა, დაიწყო… ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს! და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი, რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს…. დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე, ვითარცა რკინა და „უშიში, ვითარცა უხორცო“, რადგან, როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს. ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა! ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ, საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ, დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენს ხსოვნას მიუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ ... ...
  • კახა ასკურავა: ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ამბობს, რომ “ქართულ ოცნების“ ლიდერები დაბნეული არიან. “ის, რომ ეს არა არის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიება, ეს ბოლოს თავად პარტიის გენ მდივანმა კახა კალაძემ უარყო. რადგან, ეტყობა ვიღაც ჭკვიანმა თქვა, ამას ეს სახელი რომ დავარქვათ, მაშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც უნდა დავპატიჟოთო და მაშინ პარტიულ ღონისძიებად გაუჭირდებოდათ და არც დაუპატიჟებიათ“- გვითხრა ასკურავამ. კახა ასკურავას თქმით, “ზოგადად, "ოცნება" ახლა ძალიან დაბნეულია. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს. ოზურგეთში რკინიგზის სადგური რომ გადავჭედეთ, მესამე დღეს გურიის სამივე რაიონში არჩევნები წავაგეთ. ასე რომ, ის, რაც ახლა თბილისში ხდება, სრულად საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პლუს ძალდატანებით წაყვანილი ხალხის რესურსია. ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს. თავისუფლების მოედნიდან ავლაბრის მეტრომდე რომ გადაჭედონ ხალხი, "ოცნება" ... ...
  • გიორგი თარგამაძე “ფორმულაზე“ და მისი მეუღლე, თათია თოფურია “მთავარ არხზე“ გამოჩნდებაჟურნალ “სარკესთან“ ინტერვიუს დროს ტელეკომპანია “ფორმულას“ ახალი გადაცემის წამყვანი და ერთ დროს პოლიტიკოსი, გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ის და თათია ერთდროულად დაუბრუნდა ეკრანს. გიორგი თარგამაძე: – ორივეს გვქონდა ჟურნალისტური პაუზა. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში არც ერთი არხის ეთერში აღარ იყო მისი ადგილი. ესეც იმ მითებისა და ლეგენდების, ნეგატიური დეზინფორმაციული კამპანიის შედეგი იყო. თათია არსად მიიღეს, ამიტომ სხვა სფერო სცადა და იქ ახლაც აგრძელებს მუშაობას. ახლა კი უცნაური ამბავი მოხდა – ჯერ თათიამ მიიღო შეთავაზება ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით და თვენახევრის მერე – მე, ოღონდ სხვადასხვა არხზე. ისე მოხდა, რომ ეთერში გასვლა მე დავასწარი. ისინი ჯერ კიდევ მზადების პროცესში არიან და, თუ არ ვცდები, 2 დეკემბერს გავლენ პირველად ეთერში. ეს იქნება “მთავარ არხზე”. დილით ადრე დაიწყება გადაცემა, რომელიც შუადღემდე გასტანს. თათია კვირაში სამჯერ გაუძღვება ამ გადაცემას. მას, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარია. ეს იქნება შემეცნებითი, საზოგადოებრივი, დიასახლისებზე გათვლილი გადაცემა კულტურული კომპონენტებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მინდა, ჩვენს კონკურენტ არხს წარმატება ვუსურვო. თათია საქართველოს ეროვნული ლატარიის საზოგადოებრივი სახეა და ძალიან ბევრი საქველმოქმედო იდეის ხორცშესხმა უხდება, რაც ადამიანური თვალსაზრისით ბევრი პოზიტიური ენერგიის მომტანია. ახლა კი, რასაც ამის პარალელურად გააკეთებს, მისი პროფესიაა – ეთერში ყოფნა, მაყურებელთან ურთიერთობა, სიახლის მიღება და გაცემა… მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული დისკომფორტი ექნება მისი ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე – მოუწევს ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება, რასაც აქამდე ჩემი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ აკეთებდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ძალიან მიხარია, რომ ტელევიზიაში ბრუნდება.“- თქვა ინტერვიუს დროს გიორგი ... ...
  • ჩოხატაურიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე 1000 ადამიანი წავიდადღეს თბილისში ჩოხატაურიდან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 1000 ადამიანი წავიდა. ისინი ჩოხატაურში, კულტურის ცენტრთან შეიკრიბნენ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, აქციაზე საჯარო მოხელეების და პედაგოგების ნაწილი, „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები წავიდნენ. როგორც  მმართველ გუნდში ამბობენ, დედაქალაქში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ღონისძიება ... ...
  • ლანჩხუთელები აქციაზე მუსიკალური განწყობით მიდიან (ვიდეო)დღეს, თბილისში დაგეგმილ აქციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც შეურთდებიან. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო და ფოტო ვრცელდება, სადაც ჩანს, რა ამაღლებული განწყობით, მუსიკალურად მიდიან "ქართული ოცნების" ქომაგები დედაქალაქისკენ.  გავრცელებული ინფორმაციიით, ლანჩხუთიდან აქციას 2 000 ადამიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...