რის გამო ითხოვს ლევან მურუსიძე ადვოკატების და პროკურორების სამაგალითოდ დასჯას

მთავარი თემა

რის გამო ითხოვს ლევან მურუსიძე ადვოკატების და პროკურორების სამაგალითოდ დასჯას

2016 ოქტ 8 04:48:27

მოსამართლეთა მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები შესაძლოა დასჯადი გახდეს. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს ეკუთვნის, რომელიც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ინიციატივის თანახმად, მოსამართლეთა მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები მკაცრ ფინანსურ სანქციას უნდა ითვალისწინებდეს. 

ვის შეიძლება შეეხოს სადამსჯელო ღონისძიება, გავრცელდება თუ არა ის მედიაზე და რა ვადებში აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ინიციატივის სრულყოფილად ჩამოყალიბებას, ამ საკითხებზე“გურია ნიუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ესაუბრა.

_ბატონო ლევან, გუშინ მოსამართლეებთან შეხვედრისას განაცხადეთ, რომ მოსამართლეთა მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები დასჯადი უნდა გახდეს. რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?

_ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მოსამართლეების ლანძღვა, ტალახის სროლა, ეს უკვე აღარ არის კრიტიკა; ამიტომ სასამართლო სისტემა, მოსამართლეები ვფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ ამის პრევენცია. წამოვაყენე იდეა, რომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ პროცესზე გამომსვლელ მხარეებს - ადვოკატებს, პროკურორებს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ საკუთარი გამონათქვამების მიმართ. თუ ადვოკატი, რომელიც გამოდის და მოსამართლეს შეურაცხყოფას აყენებს, მის მიმართ უნდა არსებობდეს მექანიზმი, ჯარიმა ან სხვა რამ, რომელიც  დაიცავს სასამართლოს და მოსამართლის იმიჯს შეურაცხყოფისაგან. სასამართლო კორპუსი იმსჯელებს ამ ინიციატივაზე და ვნახავთ რა გამოვა. ერთი რამ ჩემთვის ცხადია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.  წლების განმავლობაში ჩვენ გველაპარაკებოდნენ, რომ კლანი ვართ, ახლა ადვოკატმა ისიც განაცხადა, რომ რაიონულ სასამართლოში  საერთოდ უვარგისი მოსამართლეები არიან და საქალაქო სასამართლოში 2-3 მოსამართლეა ღირსეული, დანარჩენებმა ხაჭაპურები უნდა გამოაცხონ. ვფიქრობ, ადვოკატი, რომელიც  ასეთ შეურაცხყოფას აყენებს სასამართლო კორპუსს, საჯარიმო ღონისძიებას უნდა დაექვემდებაროს, ეს  სამაგალითო იქნება  სხვა ადვოკატებისთვის, რომ მათ არ ჰქონდეთ სურვილი, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენონ სასამართლო სისტემას.

_ეს საჯარიმო ღონისძიება მხოლოდ ადვოკატებზე და პროკურორებზე გავრცელდება თუ რიგით მოქალაქეებზეც?

_ვფიქრობ ადვოკატებისთვის და პროკურორებისთვის- პროცესის მონაწილე მხარეებისთვის უნდა იყოს და არა რიგითი ადამაინებისთვის, რომელთა გამონათქვამებიც ნაკლებად დამაზიანებელია სასამართლოს და მოსამართლის იმიჯისთვის. თანაც, ადვოკატებისთვისა და პროკურორებისთვისაც მნიშვნელოვანია  იზრუნონ სასამართლოს ავტორიტეტზე. ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ სასამართლო კორპუსმა იმსჯელოს ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ საკანონმდებლო ორგანოსაც მოუწიოს საკითხზე მსჯელობა. ახლა არანაირი სადამსჯელო მექანიზმი არ არსებობს კანონით. მხოლოდ პროცესზე თუ დაარღვევენ მხარეები ან  მოქალაქე წესრიგს, მაშინ შეუძლია მოსამართლეს ის დააჯარიმოს. მაგრამ ტელევიზიით, ან სხვა მედიასაშუალებებით რომ გამოდიან და მოსამართლეებს, სასამართლო კორპუსს შეურაცხყოფას აყენებენ, ამაზე არანაირი სადამსჯელო მექანიზმი არ არის.  სასამართლოში ძალიან მოიმატა საქმეების რაოდენობამ და აქედან გამომდინარე მოქალაქეებს აქვთ სასამართლოს ნდობა, მაგრამ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები იმიჯისთვის დამაზიანებელია. თუ ჩვენ 2-3 თვის განმავლობაში მორატორიუმს გამოვაცხადებთ, არ დავიწყებთ სასამარლოს ლანძღვას, საზოგადოება დაინახავს შედეგს. დავანებოთ თავი სასამართლო სისტემის ლანძღვას, მოსამართლეს თუ ვინმე უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს, უნდა იყოს პრევენციული ღონისძიებები, რომ სხვას ამ მტკივნეული მექანიზმის გამო მსგავსი სურვილი არ გაუჩნდეს.

არ შეიძლება ასე უსასრულოდ გაგრძელდეს ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თუნდაც ყოფილი მოსამართლეების მხრიდან სასამართლო კორპუსის დისკრედიტაცია და ლანძღვა. ეს ადამიანები ცნობადი სახეები არიან და საზოგადოებას მათი ნათქვამი გარკვეულწილად მცდარ აზრს უყალიბებს. ხომ არ შეიძლება სულ ვიძახოთ რომ კლანური მმართველობაა, ამას მერე საზოგადოებაც იჯერებს. როცა ჩვეულებრივი მოქალაქისგან ისმის მსგავსი განცხადებები, ეს კიდევ არ არის იმდენად დამაზიანებელი სასამართლოსთვის, მაგრამ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პროცესის მონაწილე მხარეებისგან არ უნდა მოდიოდეს. თუ ჩვენ გვინდა მათლმსაჯულების ხარისხი ავამაღლოთ, მაშინ მსგავსი განცხადებების გაკეთებას უნდა შევეშვათ. მე არ მახსოვს სასამართლო სისტემაში ახლა რაც არის, ასეთი თავისუფლების ხარისხი ყოფილიყოს. ამას ახლა განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება. 2 თვე მაინც ნუ ვიტყვით სასამართლოზე ცუდს. თუ ისტერიკული ლანძღვა არ იქნება, დამერწმუნეთ, რომ საზოგადოება დაინახავს, რა ავტორიტეტი აქვს სასამართლოს. ყოველდღიური ლაპარაკით და შეტევებით, საზოგადოებას მცდარ აზრს თავს ახვევენ.

_როგორ გამიჯნავთ ერთმანეთისგან კრიტიკას და შეურაცხყოფას?

_ მოსამართლის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია, არასამართლიანია, უკანონოა - შესაძლოა იყოს ასეთი კრიტიკა, მაგრამ იმის თქმა, რომ მოსამართლემ მანტია უნდა გაიხადოს და ხაჭაპურები აცხოს, ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია. შესაძლოა არ იყოს გამოყენებული პირდაპირ ჯარიმა, მაგრამ იყოს პრევენციის სხვა მექანიზმი; ამაზე უნდა დავჯდეთ, ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ.

_ჯარიმის გარეშე მსგავსი მექანიზმის ეფექტური მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ?

_მზა რეცეპტი  ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მოსაფიქრებელია. შესაძლოა გავითვალისწინოთ ევროპის, ამერიკის მაგალითები. მოძიება სჭირდება. ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

_ვინ შეიძლება იმსჯელოს საჯარიმო სანქციაზე?

_ალბათ, სასამართლო იმსჯელებს ამაზე. როგორც მოსამართლე აჯარიმებს პროცესის მონაწილე მხარეს, ასევე, დააჯარიმებს სხვა შემთხვევაშიც, პროცესის გარეთ გაკეთებული განცხადებების გამო. მაგალითად,  ამერიკაში მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ადვოკატმა გაზეთში გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი წერილი  მოსამართლეზე. ეს ადვოკატი სხვა მოსამართლესთან გამოდიოდა პროცესზე, მოსამართლემ მას ჰკითხა ადასტურებდა თუ არა გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორეს, დადასტურების შემდეგ კი, ადვოკატი დააჯარიმა. ამიტომ მგონია, რომ ადვოკატთა ასოციაციას, პროკურატურას, არასამთავრობო სექტორს და სასამართლოს შორის უნდა შედგეს კონსესუსი, რომ ასეთი მიდგომები არ შეიძლება. სანამ არ იქნება, პასუხისმგებლობა მოსამართლის და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის, ეს ყოველთვის გაგრძელდება. როცა ვინმე დაისჯება, ეს სხვა პირებისთვის სამაგალითო იქნება.

_როგორ შეიძლება გაკონტროლდეს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები, ვინ გააკეთებს ამის მონიტორინგს?

_  ეს მექანიზმიც მოსაფიქრებელია.

_შეეხება არა ეს საჯარიმო სანქციები მედიას, თუ ის გამოქვეყნდა მსგავსი განცხადებები?

_თუ მედიაში დაიწერა მსგავსი ინფორმაცია ის, რა თქმა უნდა, პირველწყაროსთან უნდა გადამოწმდეს. თუ ამას დაამოწმებს წყარო, შემდეგ გახდება ის მსჯელობის საგანი. თუ განცხადების სიზუსტე  არ დადასტურდება, მაშინ საჯარიმო ღონისძიებაზე საუბარი არ იქნება. თუმცა, ჯერ ყველა ზემოთაღნიშნული მოსაზრება მხოლოდ იდეაა, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება, ვერ გეტყვით. ეს ინიციატივა საბოლოოდ მოსამართლეებთან შეჯერებით უნდა შემუშავდეს.

_რატომ არ გაჩნდა აქამდე მსგავსი ინიციატივა, როცა მოსამართლეების მიმართ წინა წლებშიც ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები?

_მაშინ მე არ ვიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, როცა ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმეჯერ მქონდა ინიციატივა  არასამთავრობო სექტორს შევხვედროდით და გვესაუბრა ამ საკითხზე. მაგრამ რატომღაც, არასამთავრობო სექტორი სულ ბატონ მამუკა ახვლედიანთან მიდიოდა და მის ნათქვამზე აგებდნენ პოზიციას და პირდაპირ ჩვენი დისკრედიტაცია მიდიოდა. ახლა რადგან გამოჩნდა რა არის რეალობა, შეგვიძლია სხვანაირად ვილაპარაკოთ.

_ანუ თქვენ ამბობთ, რომ მამუკა ახვლედიანს უთანხმებდა არასამთავრობო სექტორი მათ რა განცხადებები გაეკეთებინათ?

_ჩვენ დავგეგმეთ ერთხელ შეხვედრა, მოვიწვიეთ  არასამთავრობო სექტორი, გვინდოდა პრობლემებზე გვესაუბრა, თუმცა, ზუსტად იმ დღეს ბატონ მამუკასთან  საქალაქო სასამართლოში შეიკრიბნენ და საბჭოს ფაქტიურად ხაზი გადაუსვეს, იგნორი გაგვიკეთეს, იქ წავიდნენ.

_ეს როდის მოხდა, შეგიძლიათ თარიღი გვითხრათ?

_ზუსტად არ მახსოვს გაზაფხული იყო. შესაძლოა, თებერვალიც. არასამთავრობო სექტორის გარდა დეპუტატები და ელჩებიც დაპატიჟებული გვყავდა. როცა ვცდილობდით რომ მათთან გვესაუბრა, არასამთავრობოებისგან ყოველთვის უარს ვიღებდით.  ახლა, მე პირადად, რომელმაც მივიღე ამდენი შეურაცხყოფა, მზად ვარ დავივიწყო ეს წყენა და სუფთა ფურცლიდან დავიწყო ურთიერთობები.

_რა დრო დაგჭირდებათ ინიციატივის ჩამოსაყალიბებლად?

_არ ვიცი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მცდელობას არ დააკლებს. თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს, ამაზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, მეორე მხარე რას იტყვის ჯერ არ ვიცი.




 ახალი ამბები
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...
  • აშშ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობსამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ პომპეომ დღეს განაცხადა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“,_ წერია ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...