მინისტრის მოადგილე, რომლის ანგარიშებზეც 4 მილიონ დოლარზე მეტია

gurianews.com

მთავარი თემა

მინისტრის მოადგილე, რომლის ანგარიშებზეც 4 მილიონ დოლარზე მეტია

2016 დეკ 13 18:52:54

3 ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 6 მიწის ნაკვეთი, ორი არასაცხოვრებელი ფართი ავტოფარეხი, ავტომობილი და 3 მილიონ დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშებზე - ეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის  ოჯახის ქონებაა, რომლის შესახებაც 2016 წლის 1 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული.

ქონება

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 120.00 კვ.მ-ის ფართობისა და ნაფარეულის ქუჩაზე მდებარე  110.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს ფლობს.

მისი მეუღლე, დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე კი, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 151.00 კვ.მ-ის ფართობის ბინის მფლობელია.

გარდა ამისა, ოჯახის საკუთრებაშია 6 მიწის ნაკვეთი:

თბილისში, ვ.ივერიელის ქუჩაზე მდებარე  1267.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ხათუნა თოთლაძის საკუთრებაა; ოზურგეთში, სოფელი ბახვში  მდებარე 7500.00 კვ.მ-ის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ავთანდილ ცქვიტინიძეს ეკუთვნის; მის საკუთრებაშია ასევე, დაბა ურეკში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც  - 463.00 კვ.მ-ია; ასევე, თბილისში, წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე  700.00 კვ.მ-ის ფართობის სასოფლო-სამეურნეო  მიწის ნაკვეთი; 700.00 კვ. მი-ის ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში და თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის დასახლებაში მდებარე , 989.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც ავთანდილ ცქვიტინიძემ 2016 წლის თებერვალში 67000.00 დოლარად შეიძინა.

ხათუნა თოთლაძე ასევე ფლობს, თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე  120.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართს. ავთანდილ ცქვიტინიძის საკუთრებაში კი, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე  640.00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართია.

ასევე, ავთანდილი ცქვიტინიძის საკუთრებაშია  ნაფარეულის ქუჩაზე მდებარე  30.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა თოთლაძე ფლობს 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა Mersedes ML-ს.

ფინანსები

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ხათუნა თოთლაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია, 76 160.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, რაც წინა წლის შემოსავალთან შედარებით 22 020 ლარით მეტია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ლექტორი) კი,  თოთლაძეს- 1200.00 ლარი მიუღია;

რაც შეეხება ავთანდილ ცქვიტინიძის შემოსავლებს, შ.პ.ს. "ავთანდილის" დირექტორის თანამდებობიდან 11000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

გარდა ამისა, ცქვიტინიძე, 2016 წლის 16 იანვრიდან, შპს "ავთანდილ ცქვიტინიძე"-ს (საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის N175) დირექტორ/დამფუძნებელია, თუმცა გასულ წელს ამ შპს-დან შემოსავალი მირებული არ აქვს.

ამასთანავე, ცქვიტინიძე შ.პ.ს. ჯ-მანია-ს( საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის 29/5) - 34% -იანი წილის მფლობელი და პარტნიორია 2007 წლის 17 ივლისიდან. დეკლარაციის თანახმად კი, შემოსავალი არც ამ შპს-დან მიუღია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც თანამდებობის პირების დეკლარაციებში უზუსტობებს ეხება, ნათქვამია, რომ "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მეუღლეავთანდილ ცქვიტინიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ცქვიტინიძის სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, აღრიცხულ საწარმოთაგან, ხათუნა თოთლაძის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ შპს ავთანდილ ცქვიტინიძე ფიქსირდება. თუმცა დეკლარირებული არ არის შპს "ავთანდილი” და შპს -მანია, რომელთა 100% წილის მფლობელიც აგრეთვე ავთანდილ ცქვიტინიძეა". 2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში შპს-ები აღნიშნულია, თუმცა, შპს ჯ-მანია-ში ცქვიტინიძის წილი 34%-ია მითითებული, ორგანიზაციის ცნობით კი, მისი წილობრივი მაჩვენებლი 100%-ია.

გარდა ამისა, ოჯახმა, გასულ წელს, საერთო ჯამში, საპროცენტო სარგებლიდან 240 890,21 დოლარი და 4825.05 ლარი მიიღო.

 კერძოდ, ხათუნა თოთლაძის საპროცენტო სარგებელი, გასულ წელს, 235 745.81 დოლარი იყო, ხოლო ავთანდილ ცქვიტინიძის საპროცენტო სარგებელი - 5146,40 დოლარი და 4825,05 ლარი.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, თოთლაძის ოჯახს მხოლოდ ანაბრებზე 3 174 847 დოლარი და 3456.31 ლარი აქვს.

კერძოდ, თოთლაძის სახელზე არსებულ სამ ანაბარზე 2 მილიონ 52 000 დოლარია "თი ბი სი" ბანკში. მისი შვილის, ანასტასია ცქვიტინიძის სახელზე არსებულ ანაბარზე კი ამავე ბანკში, 1 108 200 დოლარი ირიცხება. ავთანდილ ცქვიტინიძის ანაბარზე საქართველოს ბანკში - 520 ლარია; ტერაბანკის ანაბარზე 14647 დოლარი, ხოლო "თი ბისი ბანკის" ანაბარზე კი -2936.31 ლარი.

გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტში, ხათუნა თოთლაძის მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში 969999.88 დოლარი, 87 298 ლარი და 234,54 ევრო იყო.

ავთანდილ ცქვიტინიძის მიმდინარე ანგარიშებზე კი, 594.93 ლარი, 4915,06 ევრო და 24390,30 დოლარია.

ამასთანავე,  დეკლარაციის შევსებისას, ხათუნა თოთლაძეს ნაღდი ფულის სახით 12000 ევრო ჰქონდა. თოთლაძე ამასთანავე ფლობს "თი-ბი-სი" ბანკის 100 ცალ  ობლიგაციას, თითოს ღირებულება კი, 10000.00 დოლარია.

სესხები

დეკლარაციის მიხედვით, ავთანდილ ცქვიტინიძის სახელზე ორი იპოთეკური სესხია.

50000.00-დოლარიანი იპოთეკური სესხი 2006 წელს აქვს აღებული და ვადა 2016 წლის 15 აგვისტოს ამოეწურა. პროცენტის გადასახდელად კი ერთი წლის განმავლობაში  9089.72  დოლარი აქვს გაცემული;

რაც შეეხება 430 000.00-დოლარიან იპოთეკურ სესხს, ცქვიტინიძეს 2012 წელს აუღია და ვადა 2023 წელს ეწურება. პროცენტის დასაფარად კი, 35859,32  დოლარის გასავალი ჰქონდა.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ავთანდილ ცქვიტინიძემ 2016 წლის 10 თებერვალს მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 67 000 დოლარია.

გასავლები

დეკლარაციის თანახმად, ავთანდილ ცქვიტინიძემ გასულ წელს 4500 ევრო სწავლისთვის გადაიხადა. ხათუნა თოთლაძემ კი, სამოგზაურო ხარჯი - 17 000 ევრო დაფარა.


ნახვა: 58


 ახალი ამბები
  • ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვისსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარებას იწყებენ. მსგავსი ტრენინგი მიმდინარეობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის-შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.  „აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება.  ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება“, _ თქვა  ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ. ... ...
  • ოზურგეთში 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობას შეამოწმებენკვლევის ჩატარებამდე საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიას  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს. ხოლო შეხვედრას ორგანიზება გურიის ახალგაზრდულმა რესურს-ცენტრმა გაუკეთა. როგორია ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში და რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა, გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა  და  გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი აქცენტი აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. კვლევა  ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის ფარგლებში,  2-7 წლის  ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და წყლის სინჯების აღებაცაა გათვალისწინებული. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე გახდება. საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკის დარბაზში ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი "პრეზიდენტობა არ შეიძლება". "კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ. გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...