ერთად შევაჯამოთ 2016 _ სად წყდება ქალაქ ოზურგეთთან დაკავშირებული საკითხები

მთავარი თემა

ერთად შევაჯამოთ 2016 _ სად წყდება ქალაქ ოზურგეთთან დაკავშირებული საკითხები

2016 დეკ 29 17:59:27

"გურია ნიუსი" იწყებს ახალ რუბრიკას _ "ერთად შევაჯამოთ 2016". რუბრიკის სტუმრები მუნიციპალიტეტების პირველი პირები იქნებიან, რომელშიც ყველაზე აქტუალურ კითხვებს გასცემენ პასუხს.

რას ფიქრობს გახორციელებულ პროექტებზე; ოპონენტების კრიტიკაზე; სკანდალურად ცნობილ სკვერზე და ჩაის სახლზე; ესაჭიროება თუ არა მის გუნდს ახალი სისხლი; არის თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური იმიჯი და რაზე შეთანხმდა შემოქმედის ეპარქიასთან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ჩვენს ახალ რუბრიკაში ამჯერად ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ისაუბრებს.

_ ბატონო ბეგლარ, მას შემდეგ, რაც ქალაქის მერი ხართ, პრიორიტეტების სიაში ინფრასტრუქტურა მთავარი საკითხია _ ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ამ მიმართულებით ხარჯავთ. რას იტყვით ოპოზიციონერების ერთ-ერთ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, ჭავჭავაძის ქუჩაზე გაკეთებული გზაგამყოფი მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს პრობლემებს უქმნის?

_ მოგეხსენებათ, 2017 წელს მთავრობის რეკომენდაცია სწორედ ეს გახლავთ, რომ ფინანსური სახსრები მაქსიმალურად დაიხარჯოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. რაც ქალაქის მერი გავხდი, იმ დღიდან ჩემი დამოკიდებულებაც ასეთი გახლავთ. ჩვენი ქალაქი, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის განვითარებას საჭიროებდა და ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი თანხებიც სწორედ ამ მიმართულებით გახლავთ მობილიზებული.

რაც შეეხება ჩემი ოპონენტების ბრალდებებს, მინდა გითხრათ, რომ უკვე ორწელიწადნახევარი გავიდა, ქალაქის მერი ვარ და ჯერჯერობით, არ ყოფილა საკრებულოზე გატანილი არც ერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს არ გაეკრიტიკებინოთ. მათი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ არ მოიწონონ ქალაქის მერიის მიერ გახორციელებული არც ერთი პროექტი და ქალაქის მერი ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინონ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ საზოგადოებისთვის ჩვენ მიერ გახორციელებული პროექტები მოსაწონია. შესაბამისად, საკრებულოს ოთხი ოპოზიციონერის კრიტიკა ქალაქის მერიისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის.

ჭავჭავაძის ქუჩასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არასდროს ჰქონია ოზურგეთს ისეთი ლამაზი ქუჩა, როგორიც დღეს ჭავჭავაძის ქუჩაა. ასევე, განახლდა დოლიძის ქუჩა, რომლის გამწვანებასაც გაზაფხულზე ვგეგმავთ. ხოლო ის, რასაც ოპოზიციონერები ბრძანებენ, აბსოლუტურად მიუღებელია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ქალაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის _ რიგითი ოზურგეთელები სოციალურ ქსელშიც ხშირად გამოხატავენ კმაყოფილებას ჭავჭავაძის ქუჩის განახლებით, აქვეყნებენ ფოტოებს და ამაყობენ, რომ ოზურგეთში ისეთი ლამაზი ქუჩა გვაქვს, როგორიც ჭავჭავაძის ქუჩაა. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე, ოთხი ოპოზიციონერის მუდმივი, უმიზნო კრიტიკა ვერასდროს მიაღწევს მიზანს.

_ გამოყავით რამდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. საინტერესოა ისიც, როგორ ხდება პრიორიტეტული პროექტების შერჩევა? თუ ისევ თქვენს ოპონენტების მოსაზრებებს დავეყრდნობით, თქვენ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებთ...

_ ქალაქ ოზურგეთში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გახორციელდა. თითოეული მათგანი ქალაქისთვის აუცილებელი და სარგებლის მომტანი იყო. განსაკუთრებულად გამოვყოფდი, ჭავჭავაძისა და დოლიძის ქუჩების რეკონსტრუქციასა და განახლებას. უსახლკარო მოქალაქეებისთვის სოციალური საცხოვრებლის რეაბილიტაციას, ქალაქში ტროტუარების კეთილმოწყობას, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, აპოლონ წულაძის ქუჩის რეკონსტრუქციას, რომელმაც ქალაქში საგზაო მოძრაობა ბევრად უფრო უსაფრთხო გახადა.

რაც შეეხება გადაწყვეტილებების ერთპიროვნულობას, მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ არც ერთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიმიღია. მე ვუსმენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო ინიციატივას შემომთავაზებს. თუკი რამეს ჭკვიანურს იტყვიან ჩემი ოპონენტები, ამასაც აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ, ჯერჯერობით, მსგავსი რამ არ მახსოვს. მაგალითისთვის ავიღოთ ე.წ. 9 აპრილის სკვერის გაჭრა. ჩვენ გვყავდა მოწვეული სპეციალისტები, ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ. აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ მათთან განხილვის შემდეგ მივიღეთ. შესაბამისად, გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების პრაქტიკა ქალაქის მერიაში არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ ადამიანების აზრს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია აქვთ.

_ საკრებულოს ბოლო სხდომაზე ხმაური სკანდალურად ცნობილ სკვერში ჩაის სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემამ გამოიწვია. ოფიციალურად არ გითქვამთ, თუმცა, ვიცით, რომ ამ პროექტის ავტორი ნუგზარ გიორგაძეა, რომელიც"ქართული ოცნების" ადრინდელი ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებსაც კი მართავდა. უფრო მეტიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილსა და კახი კალაძეს ადგილობრივი"მეოცნებეების" დასჯა მოთხოვა და მის მიმართ გახორციელებულ დევნაზეც ისაუბრა. აქედან გამომდინარე, მისთვის ჩაის სახლის მშენებლობის ნებართვის მიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, გარკვეულ წილად,"ხარკის გადახდა" ხომ არ არის გაჩუმების სანაცვლოდ?

_ მინდა მივმართო ამ ადამიანებს, შორს წასვლა არ არის საჭირო, თუნდაც ქალაქ ბათუმში, ჩაბრძანდნენ და ნახონ, ბულვარის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია ჭადრაკის სახლი, ყავის სახლი, ნაყინის სახლი და უამრავი მსგავსი დანიშნულების ობიექტი. ნამდვილად მრცხვენია, რომ დღეს ოზურგეთში  გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სადაოს ხდიან  სკვერში ჩაის სახლის განთავსებას. იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც შადრევანი არსებობდა, 25 წელია ოზურგეთელები სანაგვე ორმოს ვუყურებთ. მის მაგივრად მორგებული პროექტის შესაბამისად აგებული ჩაის სახლი ნამდვილად დაამშვენებს ჩვენს ქალაქს.

"გურია ნიუსის" საშუალებით მივმართავ ყველას _ მობრძანდეს ჩვენთან  ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ოზურგეთისთვის რაიმე სასიკეთო იდეა აქვს. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ყველას, ვისაც სასარგებლო ინიციატივა ექნება ჩვენი ქალაქისთვის. აქ საუბარია არა იმაზე, ვინ არის იდეის ავტორი, არამედ მთავარია, რამდენად სასიკეთოა ინიციატივა ქალაქისთვის.

რაც შეეხება ნუგზარ გიორგაძეს, მისთვის ჯერ არავის არაფერი გადაუცია. ამას წინ უძღვის მთელი რიგი პროცედურები. ქალაქის მერმა მხოლოდ თანხმობა მიიღო საკრებულოდან, აღნიშნული ადგილის აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ.

_ ინფრასტრუქტურის განვითარების დროს, გარეუბნების მიმართ დამოკიდებულებას გიწუნებენ და ამბობენ, რომ თქვენი ფავორიტი ქალაქის ცენტრალური უბნებია. რა გეგმები გაქვთ ქალაქის გარეუბნების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად?

_ ჩემთვის გაუგებარია, რატომ სვამენ შეკითხვას მსგავსი ინტერპრეტაციით. ჩვენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ერთად სერიოზული პროექტები გავახორციელეთ ქალაქის გარეუბნებში. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ სანაპიროს ქუჩაზე ე.წ შემოვლითი გზის რეაბილიტაცია _ ქალაქი სატვირთო ავტომობილებისგან განიტვირთება და ისინი აღნიშნული გზით იმოძრავებენ. ასევე, ქალაქის გარეუბანი გახლავთ რუსთაველის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, სადაც ასფალტის საფარი დავაგეთ. ქალაქის გარეუბანია თენიეშვილის ქუჩა, ჯორჯიაშვილის ქუჩა და ასე შემდეგ, სადაც ჩვენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც.

_ როგორ შეაფასებდით საკრებულოსა და მერიის ურთიერთთანამშრომლობას? ხშირ შემთხვევაში, თქვენს ინიციატივებს საკრებულო წინააღმდეგობებით ხვდება.

_ უკვე არა ერთხელ აღვნიშნე, რომ რამდენიმე ადამიანის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო _ საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, საკრებულოსთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია. პირიქით, მერიის სამსახურები და საკრებულოს კომისიები ძალიან ნაყოფიერად ურთიერთთანამშრომლობენ და ამ მხრივ არანაირი გაუგებრობა არ არსებობს.

_ როგორ ფიქრობთ, როგორია დღეს საქართველოში თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხი? რეფორმამ, რომელიც ამ მხრივ საქართველოში გატარდა, რა მოუტანა ადგილობრივ თვითმმართველობებს?

_ მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ეფექტური გამოდგა რეფორმა, რომელიც თვითმმართველობების მიმართულებით გატარდა. მეტიც _ ჩემი აზრით, დამოუკიდებლობის ხარისხი და გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციები თვითმმართველობის ყველაზე დაბალ რგოლამდე უნდა ჩაიშალოს, რათა მუნიციპალიტეტებმა, ქალაქებმა თუ სოფლებმა თავად მიიღონ მათთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთს, ვერავინ იტყვის, რომ თვითმმართველობას მისი საქმიანობის გახორციელების დროს რაიმე სახის პრობლემა ჰქონდეს. მე რაც ქალაქის მერი გახლავართ, არ ყოფილა პრეცედენტი, თვითმმართველობის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირები და სტრუქტურების წარმომადგენლები ჩარეულიყვნენ.

ქალაქი ოზურგეთი, პირველად მისი ისტორიის მანძილზე, თვითმმართველი ქალაქია, ჰყავს არჩეული მერი და საკრებულო. შესაბამისად, კანონის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქალაქთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი დამოუკიდებლად, ადგილზევე წყდება.

_ რამდენად სწორად შერჩეული გუნდიც არ უნდა გყავდეთ, საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მაინც საჭიროა ‘’ახალი სისხლის გადასხმა’’ და გუნდის გადახალისება _ საკადრო პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური პროცესია. გეგმავთ ამ მხრივ ცვლილებებს?

_ 2014 წელს ქალაქის მერია პირველად დაკომპლექტდა. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კადრების შერჩევა გახლდათ. მე ვთვლი, რომ ჩვენ მოვახერხეთ, მერიაში კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანები დასაქმებულიყვნენ. ამის გარანტი საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გახლდათ, რომელმაც მოგვცა საშუალება, სწორედ კომპეტენციის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით შეგვერჩია საჭირო კადრები. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2017 წელს ჩვენ მერიის რამდენიმე სამსახურში რეორგანიზაციას ვგეგმავთ. არიან ადამიანები, რომლებმაც ის მოლოდინები ვერ გაამართლეს, რაც მათი მისამართით ტესტირებისა და გასაუბრების დროს გაგვიჩნდა. შესაბამისად, მოგვიწევს დამშვიდობება მათთან, ვინც საქმეს ისე ვერ აკეთებს, როგორც ეს ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას სჭირდება. მათ ნაცვლად დასაქმდებიან ის ადამიანები, ვინც მეტად კომპეტენტურები არიან.

_ ხშირად საუბრობენ თქვენს არც თუ რბილ ხასიათზე. ეს მმართველობისთვის სავალდებულო თვისებებია თუ თქვენი ხასიათი?

_  არ მიმაჩნია, რომ მკაცრი ხასიათი მაქვს. მე ადამიანებთან­ მიმართებაში პრინციპულობით გამოვირჩევი და ვერასდროს შევეგუები მოუწესრიგებელ, ზარმაც და უპასუხისმგებლო ადამიანებს. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ ასეთი მიდგომა მაქვს არამხოლოდ სამსახურში, არამედ სანათესაოსა თუ სამეგობროში. არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან მიმართებაში რბილი ხასიათით ნამდვილად არ გამოვირჩევი.

_ პოლიტიკური ფიგურები განსაკუთრებით ზრუნავენ საკუთარ პოლიტიკურ იმიჯზე. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი იმიჯი თქვენთვის?

_ ვფიქრობ, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში ყველაზე მთავარი კრიტერიუმი, რითაც უნდა იხელმძღვანელო, გულწრფელობაა. ჩემი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ადამიანები რომლებიც ჩემს იმიჯზე ზრუნავდნენ, ყოველთვის მირჩევდნენ, ამომრჩეველთან შეხვედრები დიპლომატიურად წამემართა და სათქმელი მათთვის შელამაზებული სახით მეთქვა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მათთვის არასოდეს დამიჯერებია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანებისთვის უნდა მეთქვა ის, რასაც რეალურად ვფიქრობდი და ჩემს ყველას შეხვედრას სწორედ ამ პრინციპით ვმართავდი. ეს მიდგომა ადამიანებისთვის ყველაზე მოსაწონი აღმოჩნდა და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ამირჩიეს. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთში არ ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, ვისი მოტყუებაც ადვილია. ჩემს ქალაქთან მიმართებაში, ყველას ვურჩევ, რომ იყვნენ მაქსიმალურად გულწრფელები, რადგან ოზურგეთელები და საერთოდ, გურულები ყველაზე მეტად სწორედ ამ თვისებას აფასებენ. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი პოლიტიკური იმიჯი და ყველაზე სწორი პიარი ზუსტადაც ის არის: ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. მათ უნდა იცოდნენ, რამეს თუ ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და თუ რამეს ვერ ვაკეთებთ, რატომ ვერ ხერხდება ეს.

_ რა არის თქვენთვის მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე?

_ ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაც, პასუხისმგებლობაც და სიმართლე გითხრათ, სიხარულიც არის, როცა ადამიანები მხვდებიან ქუჩაში და მეუბნებიან, რომ ჩემთვის ხმა არ მოუციათ, მაგრამ ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ. რადგან მათ სხვა ბეგი სიორიძე დაინახეს და აფასებენ იმას, რაც დღეს ქალაქ ოზურგეთში კეთდება. მერად კენჭისყრის გადაწყვეტილების მიღებისას, მე სხვა მიზანი არც მქონია _ იცით, რომ გამართული ბიზნესი მქონდა და მატერიალური ამბიციები არ მაწუხებდა. ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გადავწყვიტე, მერი გავმხდარიყავი, ჩემი ქალაქის სიყვარული გახლდათ. მინდოდა, რომ ჩვენი ქალაქი ქალაქს დამსგავსებოდა და ოზურგეთის განვითარებაში ჩემი შრომა და მონდომება ჩამედო. მიუხედავად ჯერ კიდევ მოსაგვარებელი პრობლემებისა, ყველანი ვხედავთ დღითიდღე როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქი.

_ თქვენს გადაწყვეტილებას შემოქმედის ეპარქიის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების უმრავლესობამ გადაწყვეტილება მოგიწონათ, ნაწილმა კი ეკლესიასთან დაპირისპირებაში დაგდოთ ბრალი. რა იყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი და რაზე შეთანხმდით საბოლოოდ.

_ ჩემთვის მტკივნეული იყო, რომ საზოგადოების უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება მოიწონა. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქალაქის მერია და მე არასდროს მოვსულვართ წინააღმდეგობაში დედა ეკლესიასთან, პატრიარქთან, სინოდთან, ჩვენს ეპარქიასთან. მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, გახლავთ ის, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი, მიუხედავად დაკავებული პოზიციებისა, თანაბრად ანგარიშვალდებულია. აღნიშნული თემა უკვე განვიხილეთ მე და მეუფე იოსებმა და ჩვენს შორის ყველანაირი სახის გაუგებრობა ამოწურულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეუფე იოსებმა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, რომელსაც სრულად ვიზიარებ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან თანხა ინდივიდუალურად გადავურიცხოთ ეკლესია-მონასტრებსა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ორ სამრევლო სკოლას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ამ სახით ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება.

_ უნდა დააფინანსოს თუ არა ბიუჯეტმა, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა, სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც, რომელთა წარმომადგენლების მიერ გადახდილი გადასახადები შედის ამ ბიუჯეტში? მით უმეტეს, რომ სხვადასხვა სახის პრობლემები ამ ორგანიზაციებსაც აწუხებთ.

_ გეთანხმებით. ჩვენი თანაქალაქელები, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, თანაბარნი არიან კანონის წინაშე და ბიუჯეტით სარგებლობის უფლებაც, შესაბამისად, თანაბრად აქვთ. მინდა გითხრათ, რომ პირველად ოზურგეთის ისტორიაში, ჩვენ დავაფინანსებთ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებულ გრეგორიანულ ეკლესიას. ოზურგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტული გარემოთი, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი მშვიდობიანად ცხოვრობდა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

_ საპარლამენტო არჩევნებისთვის თქვენ იყავით ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. როგორ შეაფასებდით არჩევნების პროცესს და შედეგებს?

_ მინდა გითხრათ, რომ პასუხისმგებლობის მსგავსი განცდა, რაც შტაბის ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნის დროს მქონდა, არასდროს მქონია. ამაყი ვარ, რომ თითოეული ჩვენგანის შრომა სათანადოდ დაფასდა. მინდა მადლობა გადავუხადო შტაბის თითოეულ წევრსა და შტაბის გარეთ დასაქმებულ ადამიანებს კეთილსინდისიერი შრომისთვის. მიხარია, რომ ოზურგეთმა განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა და დამაჯერებელი გამარჯვება პირველივე ტურში მოვიპოვეთ. თუმცა, ცხადია, ეს არ გახლავთ მხოლოდ შტაბის დამსახურება. საზოგადოებამ დააფასა ჩვენი ოთხწლიანი შრომა. ეს გახლდათ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა სახის მნიშვნელოვანი საქმიანობის შედეგი, რომელიც ჩვენ გავწიეთ. ქალაქის მერიაში არჩევნებამდეც საქმიანობდნენ და ახლაც მუშაობენ სხვა პარტიის წარმომადგენლები და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მათ არანაირი დისკომფორტი არ შექმნიათ. სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ ‘’ქართულმა ოცნებამ’’ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ახლა ჯერი ჩვენზეა. ამ ნდობას გამართლება სჭირდება და განურჩევლად იმისა, თუ ვინ რომელ პოზიციაზე ვართ, თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ ამ ნდობის გამართლებისთვის.

მე, როგორც ქალაქის მერი, ვპირდები ჩემს თანაქალაქელებს, დღედაღამ თავდაუზოგავად ვიშრომებ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი და ლამაზი გახდეს.

წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, მხნეობასა და წარმატებულ 2017 წელს.




 ახალი ამბები
  • სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხზე სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დარგის ექსპერტებთან და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. სემეკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს როგორც დღიურად, ისე გრძელვადიან პერიოდში, სხვადასხვა საიტის მეშვეობით, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეეხება. (R) ... ...
  • როგორ გადაჭრა ბათუმმა უწყლობის და ზღვის დაბინძურების პრობლემა ევროკავშირის დახმარებით დაბა ჩაქვში, მრავალსულიან ოჯახში მცხოვრები ნინო ქათამაძე ამბობს, რომ სასმელი წყლის 24-საათიან უწყვეტ მომარაგებასა და სისუფთავეს მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დასახლებაში ვიდრე წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავიდოდნენ, ნინო ამბობს, რომ წყლის ჭავლი ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვას არ ჰყოფნიდა. წყალი ხშირად წყდებოდა კიდეც. არადა, მთელი ბათუმი, სადაც 165 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ბათუმის შემოგარენიც, სასმელი წყლით სწორედ იმ მდინარის (ჩაქვისწყლის) სათავიდან მარაგდება, რომელიც ნინო ქათამაძის სახლიდან ათეულ მეტრში მიედინება. ჩაქვსა და ბათუმში ცალკე ტექნიკური წყალი არ აქვთ, მოსახლეობას მხოლოდ ერთი - სასმელი წყალი მიეწოდება. „ყოველი გაწვიმება გვაშინებდა. წყალი იმღვრეოდა, ბინძურდებოდა და სასმელად უვარგისი ხდებოდა. გრაფიკით მოგვეწოდებოდა ხან როდის - ხან როდის. ერთი წელია, რაც წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავედით და მრიცხველიც დაგვიმონტაჟეს. ახლა 24 საათის განმავლობაში სუფთა წყალი გვაქვს, დიდი შეღავათია,“ - ამბობს ნინო ქათამაძე. ჩაქვის მცხოვრებ ნინო ქათამაძის ოჯახი წყალმომარაგების ახალ სისტემაში ერთი წლის წინ ჩაერთო  ნინოს ოჯახი სასმელი წყლით ახლა ჩაქვის ახალი რეზერვუარიდან მარაგდება,  რომელიც ევროკავშირისა და KFW-ს დაფინანსების ფარგლებში ორი წლის წინ მოეწყო. 2500 კუბური მეტრის მოცულობის ეს რეზერვუარი 1100 აბონენტისთვის წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს. რეზერვუარის მშენებლობას 900 823 ევრო დასჭირდა. ცალკე პროექტის ფარგლებში ჩაქვში მეორე, შედარებით მცირე, 900 კუბური მეტრი მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარიც აშენდა. ჩაქვის №1 2500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარიდან წყლით 1100 აბონენტი მარაგდება ჩაქვში, ასევე, ბათუმსა და მის შემოერთებულ ტერიტორიაზე კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ყველაზე დიდ ინვესტიციას გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი KFW და ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდი. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჩაქვში ჩატარებული სამუშაოები რეაბილიტაციის მესამე ფაზაში შედის. ამ ფაზაში ჩაერთო ევროკავშირის თანადაფინანსებაც. სწორედ KFW-ის დაფინანსებითა და ევროკავშირის გრანტით განხორციელდა პროექტი, რაც წყალმომარაგებისა და ნაწილობრივ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების რეაბილიტაციას, ასევე, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მოხმარდა ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე. პროექტისთვის, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მდინარეებისა და ზღვის წყლის სისუფთავეზე პირდაპირ აისახება, ევროკავშირმა 4 მილიონი ევრო გამოყო. პროექტის ღირებულებამ ჯამში 6 მილიონ 100 ათასი ევრო შეადგინა - 2 მილიონ 100 ათასი ევროს დაფინანსება  KFW ბანკმა და  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, ჯაბა ტუღუში ამბობს, რომ ამ დასახლებებში წყალმომარაგების ძველ სისტემაზე ბევრი უკანონო დაერთება იყო, რის შედეგადაც მდინარე ჩაქვისწყლის სათავეზე მოპოვებული წყლის დიდი ნაწილი იკარგებოდა. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ჯაბა ტუღუში  „ერთ დიდ ქალაქს რომ ეყოფა, იმდენი წყალი იკარგებოდა. წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან ერთად უკანონო დაერთებებიც ჩაიჭრა, რაც მოსახლეობისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების გარანტიაა. უკვე მოწესრიგებული ახალი ქსელის საშუალებით მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი გამრიცხველიანება. ცხადია, გაუმჯობესდა წყლის ხარისხიც, რაც რეზერვუარების არარსებობის პირობებში შეუძლებელი იყო. ჩაქვის ორივე რეზერვუარი თვითდენით ცენტრალური სათავე ნაგებობიდან მარაგდება წყლით და შემდეგ მოსახლეობაში ნაწილდება,“ - ამბობს ჯაბა ტუღუში. ზურაბ მიქელაძის მოვალეობა რეზერვუარში წყლის დონის და ქლორის შემცველობის მუდმივი კონტროლია. მან წყლის რეზერვუარის ოპერატორის სპეციალური კურსი გაიარა და სხვა პირებთან ერთად დასაქმდა.   ზურაბ მიქელაძემ სპეციალური კურსი გაიარა და ჩაქვის წყლის №1 რეზერვუარის ოპერატორად დასაქმდა გარდა ჩაქვისა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, წყალმომარაგების სისტემა სრულადაა განახლებული მწვანე კონცხსა და მახინჯაურშიც. ეს დასახლებები, ჩაქვის ნაწილის მსგავსად, ქალაქ ბათუმის ფარგლებშია მოქცეული. აქ წყალმომარაგების ახალი მილები ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მცხოვრებ თითოეულ მოსახლესთან ინდივიდუალურადაა მიყვანილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აბონენტების ქსელში ჩართვა-გამრიცხველიანების პროცესი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, ჩაქვში წლების განმავლობაში ზღვაში კანალიზაციის წყლის უკანონო ჩაშვების 18 ადგილი იყო დაფიქსირებული და ეს დაბა ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაბინძურებელ მონაკვეთად მიიჩნეოდა. პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც ევროკავშირისა და KFW ბანკი დაფინანსების ფარგლებში ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. ევროპული სტანდარტის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად 400 ათასზე მეტი ევრო დაიხარჯა. ის 1200 ოჯახს ემსახურება. აქ გროვდება ყველა ჩამდინარე წყალი, სრულად იწმინდება  ბიოლოგიურად, ზედაპირულ წყალში ჩაშვებამდე კი, მოწმდება წმენდის ხარისხი. მსგავსი ნაგებობები აჭარის მთელ ტერიტორიაზე იქნება ზღვის წყლის უმაღლესი ხარისხის გარანტია, რადგან წყალარინების სისტემების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ზღვისა და მდინარეების წყლის სისუფთავესთან. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმში აშენდა და ფუნქციონირებს ცენტრალური გამწმენდი ნაგებობა, სადაც მთელი ქალაქის, ასევე, გონიოსა და კვარიათის საკანალიზაციო სისტემები იყრის თავს. 2019 წელს, პირველად, ბათუმის კანალიზაცია ღიად ზღვაში აღარ ჩაედინება. ოპერატორი ჰუსეინ ნემსაძე ჩაქვის გამწმენდ ნაგებობაზე ხუთი  დასაქმებულიდან ერთ-ერთია. როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ასრულებდეს სამუშაოს, რაც მდინარეების, ზღვის, ბუნების დაცვასთანაა დაკავშირებული. აკონტროლებს დანადგარებს და მდინარეში ჩაშვებამდე გაწმენდილი წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი. ჰუსეინ ნემსაძე - ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი  გამწმენდი ნაგებობა ჩაქვში უკვე სრულად ფუნქციონირებს. აქ დამონტაჟებული დანადგარებით გაწმენდილი წყლის არც ერთი ნაწილაკის შემცველობა გარემოსთვის საზიანო არ არის.             ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინდივიდუალური დაერთებები გრძელდება იმ ახალ საკანალიზაციო ქსელზე, საიდანაც დაბინძურებული წყალი გამწმენდ ნაგებობაში იყრის თავს. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა წყალმომარაგების ახალ სისტემაში. ჩაქვში, აღმაშენებლის გამზირზე აბონენტთა ახალ საკანალიზაციო სისტემაზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს ჩაქვის მოსახლეობა განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე უერთდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალურ სისტემას, რაშიც მათ ფინანსური რესურსის ხარჯვა არ უწევთ. ყველა ხარჯი პროექტითაა გათვალისწინებული და ძირითადად, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს - „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსდება. აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები მამია კოჩალიძე ამბობს, რომ ამ და ახლომდებარე სხვა კორპუსების სერიოზული პრობლემა არასტაბილური წყალმომარაგება და მოუწესრიგებელი, არარსებული საკანალიზაციო სისტემა იყო. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით... ძველ, კომუნისტების დროს მოწყობილ შამბოებზე იყო დაერთებული კორპუსების საკანალიზაციო მილები. ანტისანიტარია იყო... წყლისა და კანალიზაციის ძველი სისტემა აქ, მეზობლად მდებარე კორპუსებთანაც მთლიანად გაუქმდება და სრულად გადავალთ ახალ სისტემაზე,“ - ამბობს მამია კოჩალიძე. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით“ - ჩაქვის მცხოვრები - მამია კოჩალიძე 24-საათიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში. შავიზღვისპირა ამ დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საზღვაო ტურიზმი. სწორედ ჩაქვთან, მწვანე კონცხთან და მახინჯაურთანაა დაკავშირებული მტირალას ეროვნული პარკი, ცნობილი პლაჟები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რაც განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს. მუდმივი წყალმომარაგება ზრდის მომსახურების ხარისხს, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან და ზღვასთან ერთად არის ამ ადგილებში ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გარანტია. ცხადია, ეს აისახება მოსახლეობის შემოსავლებზეც. ინგა ჯინჭარაძის ოჯახისთვის ტურისტულ სეზონზე ხარისხიანი წყლის უწყვეტ მომარაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, აქამდე ვერც ეზოს რწყავდა ზაფხულობით ისე, როგორც მწვანე ნარგავებს სჭირდებოდა და მის საოჯახო სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ უწყლობისგან. უკვე ერთი წელია, რაც ეს მდოგომარეობა შეიცვალა და წყალი გასუფთავდა, აღარც გრაფიკია დაწესებული. ინგა მწვანე კონცხზე ცხოვრობს.  მწვანე კონცხის მცხოვრები - ინგა ჯინჭარაძე ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდისა და გერმანული KFW-ის  დაფინანსებით ჩაქვში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე - წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. მხოლოდ ახალი აბონენტების სისტემაში ჩართვისა და მრიცხველების დამონტაჟების  სამუშაოებისას დასაქმდა 300-350 ადამიანი, ამას ემატება გამწმენდ ნაგებობებსა და წყლის რეზერვუარებზე დასაქმებულთა რაოდენობა. წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.  ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები, რომლებშიც ევროკავშირისგან გამოყოფილი გრანტი დაიხარჯა, იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ბათუმში საბოლოოდ უნდა შეიქმნას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ერთი პულტით მართვადი წყლისა და წყალარინების ერთიანი ქსელი. იქ, სადაც წყალარინების სისტემა მოწესრიგებული არ არის, მოსახლეობა იძულებული ხდება კანალიზაციის მილები უკანონოდ მიუერთოს სანიაღვრეებს, დაბინძურებული წყალი კი, ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ჩაედინება  ზედაპირულ წყლებში და საფრთხეს უქმნის მდინარეებს, აბინძურებს გარემოს, აუარესებს ზღვის წყლის ხარისხს. ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ასევე, ბათუმს შემოერთებულ სხვა ტერიტორიებზე - ხელვაჩაურში, კახაბერში, მეჯინისწყალსა და ადლია-აეროპორტის დასახლებაში -  წყალარინების ახალი სისტემის სრულად გასამართად მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც დონორებთან, განსაკუთრებით KFW ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, მათივე დაფინანსებით განხორციელდება. ავტორი: ია ბობოხიძე სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს ... ...
  • "მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ" _ ლევან ვასაძე"ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, პირადად შეურაცხყოფას არავის აყენებს, თუმცა, საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას. „მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი არეულობის მცდელობისა. ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით, ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, მერე ნამდვილად გექნებათ ლეგალურად დაკავების მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში, ეს ხალხი ცდილობს ამ ქვეყნის დანგრევას. ჩვენი ქვეყნის პირველი ევროპელები ზეზვა და მზია. სულ უფრო და უფრო ემგვანებიან არამარტო ქცევით, ახლა უკვე გარეგნობითაც ზეზვას და მზიას. ამდენი წელია, მაგინებენ და მლანძღავენ. ეს არის პასუხი ჩემგან არა პირადი წყენის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცდილობენ ქვეყნის არევას“, – განაცხადა ლევან ... ...
  • "კომბლები ჭერში შემოაწყვეთ" _ რას მოუწოდებს ლევან ვასაძე მხარდამჭერებსბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას სურს სახელმწიფოს საჩუქარი გაუკეთოს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარდამჭერებს კომბლების ჭერში შეწყობისკენმოუწოდა. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში თქვა. მისი განმარტებით, კომბლებილგბტ თემის წარმომადგენლებისთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ იმისთვის, რომ თუ პოლიცია მის მხარდამჭერებს დაუპირისპირდებოდა, მაშინ გამოეყენებინათ. "მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ ჭერში. იმიტომ, რომ როგორც გახსოვთ კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ წიხლებით შეგვდგებოდა და დაგვიწყებდა ცემას. მაგრამ რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს - კომბლები სხვენში. ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს პრაიდის ჩატარებას. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით. ღმერთი არ გაგიწყრეთ, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არ მძინებია გასულ ღამესაც. სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ვეუბნები ჩემ ძმებს - მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე და მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან და ხალხი შევაჩეროთ.  თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, რა გახდა ერთი ჩხუბი და დაპატიმრება, თუ ჩვენ ამას გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, რადგან ვერავინ გააკონტროლებს მერე იმას, რაც ამ ქალაქში მოხდება", - თქვა ლევან ვასაძემ. 19 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ. ამ განცხადებას უპასუხეს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ ... ...
  • საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს (R)საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.    QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით:  საჩუქრად მიიღებენ  საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.  ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე,  ნებისმიერი მიზნობრიობით).  QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ  გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.   იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან  მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.  „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით.  ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და  განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...