2005 წლის 20 მაისს გამართული აუქციონის უცნობი დეტალები

მთავარი თემა

2005 წლის 20 მაისს გამართული აუქციონის უცნობი დეტალები

20 იან. 2011, 22:35:59

რატომ მიმართა "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთელმა ლიდერმა პროკურატურას და რა ჩვენება მისცეს გამოძიებას იმ პირებმა, ვისაც ამ აუქციონთან შეხება აქვს.
_ კატისა და  ლომის ამბავი ხომ იცით? სარჩელი ვისთან უნდა შეიტანო _ ისევ იმ ლომთან არა? უკვე დამეკარგა ყოველგვარი  რწმენა და იმედი, რა არ ვნახე და გამოვცადე. არჩევნებზე გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა _ მაგათ მივეხმარე, მაგრამ რა? არ ვმალავ არაფერს, რა მექნა, სხვა გზა არ დამიტოვეს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში შპს "ჭალასაყდრის" ხელმძღვანელი ზურაბ გობრონიძე.
ოზურგეთში, "პსპ"-ს კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც შპს "ჭალასაყდრის" სადავო ტერიტორიაზე შენდება, ბევრი უცნობი და საეჭვო გარემოებაა. პროკურატურამ უწყებაში შესულ საქმეს აცილება მისცა და პოლიციას გადაუმისამართა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვალი აარიდა და მალე ამ საქმეს "თაროზე შემოდებენ". ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმე აღძრული არ არის, და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ დაიკითხნენ ის პირები, რომლებსაც ამ საქმესთან შეხება აქვთ? ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკურ საკითხებში მთავარი სპეციალისტის, ვასილ ქარჩავას თქმით, საქმე "ტექნიკურ შეცდომებს" ეხება; მისივე თქმით, სხდომას არ ესწრებოდა თემურ საჯაია, თუმცა იმავე საბუთებში გარკვევით წერია, რომ სხდომას საჯაია ესწრებოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, ამბობს, რომ "ამ საქმეს ბოლომდე მისდია გობრონიძემ, თორემ მასეთი საბუთების მეტი რაა გამგეობაში,  რომელშიც "ვითომ" ტექნიკური შეცდომებია".
შპს "ჭალასაყდარის " დირექტორი, ზურაბ გობრონიძე "გურია ნიუსის" ოზურგეთის განყოფილებაში მოვიდა და ჯერ გაუხმაურებელ დეტალებზე ისაუბრა.
_ ბატონო ზურაბ, არჩევნებზე დახმარება მოგთხოვეს?
_ რა, მაგას კითხვა უნდა?! ჩვენ ჩვენი გუნდით ვართ მოსული და ასე გვსურსო, მითხრეს მაშინ; ამ ამბავზე დიდი უსიამოვნებაც მომივიდა.
_ მოდით, ბოლო დროინდელ ფაქტებზე ვისაუბროთ...
_ მირეკავს გამომძიებელი ნათია შარაძე  და მეუბნება, პროკურატურაში შესული სარჩელის თაობაზე გიბარებთო. პირველი კითხვა, რომელიც მან დამისვა, იყო ის, თუ  რა ურთიერთობა მაქვს თემურ სალუქვაძესთან; რა გაკავშირებს მასთანო?  მერე გამომკითხა, საიდან გაქვს საბუთებიო და მომიტანეო. რაც მქონდა, მივუტანე, არ ვიცი, საქმე აღძრული არის თუ არა. ჩემს გარდა, ბევრი ვინმე დაუკითხავთ.
_ თქვენ ამბობთ რომ, არჩევნებზე "ნაციონალებს" მიეხმარეთ, მაშინ რატომღა დაგატოვებინეს ტერიტორია?
_ კი ვუთხარი, მოგეხმარებით, ოღონდაც... მომისმინეთ, მე ვამბობ რეალურს; კი, მე, შეიძლება ისეთი რამე ვთქვა, რომ ჩემთვის საზიანო იყოს, მაგრამ სიმართლეს ვამბობ. მაგრამ,  კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ჩინოვნიკია  თუ მოქალაქე! პოლიცია რომ გეტყვის, დაგიჭერო, უშიშროება რომ დაგაშინებს, რას ვიზამდი, აბა?! დაიწყეს მშენებლობაც.
_ თქვენი აზრით, ვანო ტაბატაძე აღმოჩნდება ამ შემთხვევაში "განტევების ვაცი"?
_ არავის არაფერს არ უზამენ _ რატომ უნდა დაიჭირონ ვანო? მაშინ ვალერი ჩიტაიშვილმა რა უნდა ქნას?! თუ ვანო ტაბატაძეს დაიჭერენ, იმ კომისიის ყველა წევრი უნდა მიყვეს, გარდა თემურ საჯაიასი _ მან შეგნებულად არ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი, თუმცა რა უნდა ეთქვა, კანონით არ შეიძლებოდა. მე არავის არც დაჭერა მიხარია და არც სამუშაოდან გათავისუფლება. საქმის დეტალები კი ამგვარია: ოზურგეთის გამგეობამ 1995 წელს გამომიყო ტერიტორია ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში _ ყოფილი ტაქსის სადგომი. გამგეობის 1995 წლის 4 ივლისის #57 გადაწყვეტილების  მიხედვით, გამითავისუფლეს ეს ტერიტორია, რომელსაც ვსარგებლობდი. 2003 წელს კი, როცა ადგილობრივი ქალაქის გამგეობა შეიცვალა (მაშინ გამგებელი ლევან ურუშაძე იყო, გამგეობაში მუშაობდნენ კახა კეჭაყმაძე  და შუქრი გაბრიჩიძე), მითხრეს, ეს ტერიტორია უნდა დატოვოო. მე მათ წარვუდგინე ჩემი საბუთები,  წარვუდგინე  გადაწყვეტილებაც, მაგრამ მაინც მომთხოვეს ტერიტორიის დატოვება, შემდეგი საბაბით: 2000 წლის შემდეგ, თქვენ მოსაკრებელი ქალაქის გამგეობაში არ გადაგიხდიათო. მართლაც არ გადამიხდია, მაგრამ შესაბამისი მიზეზიც მქონდა _ საგადასახადოდან მოვიდა კომისია, დაარევიზიეს ჩემი 2000 წლამდე ნამუშევარი და, როცა ხარჯები ვუჩვენე დეკლარაციით, რომ მე ქალაქის მერიაში მაქვს ამდენი მოსაკრებელი გადახდილი - თქო, არ ჩამითვალეს ხარჯებში, ჩამითვალეს მოგებაში და გადამახდევინეს მოგების თანხა. თან განმიმარტეს: როცა ტერიტორია გაქვს გამოყოფილი კომერციული საქმიანობისთვის, მოსაკრებელი ქალაქის მერიაში კი არა, საგადასახადოს უნდა გადაუხადო და ქალაქის გამგეობა თავის პროცენტს მიიღებსო. ანალოგიურად, მეც ეს მოვახსენე გამგეობას. ეს იყო 2003 წელს. ამის შემდეგ, ისევ მიბარებენ გამგეობაში და მეუბნებიან _ მართალი ყოფილხარ, გადასახადს ვერ გადაგახდევინებთ, მაგრამ ჩვენ შევქმენით ჩვენი ერთობლივი ფირმა _ "ელტრასერვისი"; წადი, შენც დადე "ელტრასერვისთან" ხელშეკრულება, ჩვენ კი არ "გაგდებთ", მაგრამ მასთან ერთად იმუშავეო. ჩვენ, ჩვენი გუნდით ვართ მოსული და ასე გვსურსო.
ზურაბ გობრონიძის თქმით, მალევე საგზაო პოლიცია "ესტუმრათ", რომელმაც ძალის გამოყენებით აყარა ტაქსისტები.
_ მივედი მამუკა დოლიძესთან და ვკითხე, რა ხდებოდა; მან მითხრა, ტერიტორია შენ არ გეკუთვნის, "ელტრასერვისის" კუთვნილებააო.  მოვთხოვე დოკუმენტი ენახვებინა და მაჩვენა ქალაქის გამგეობიდან მიწერილი წერილი _ ეს ტერიტორია "ელტრასერვისს" ეკუთვნისო. მივედი გამგეობაში, მოვიძიე საბუთები, რომელიც გაფორმებული იყო "ელტრასერვისზე" ყალბი ხელწერებით, ყალბი ნოტარიუსით... ეს საბუთები დღემდე შენახული მაქვს.
გობრონიძემ სარჩელი შეიტანა ქალაქის სასამართლოში. სასამართლომ 2003 წელს, მეთორმეტე თვეს გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ "სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხის _ ქალაქ ოზურგეთის გამგეობის 2003 წლის 11 აპრილის #7, 29 ივლისის #22 და 10  ოქტომბრის # 32 დადგენილებები. დაევალოს მოპასუხე ქალაქის გამგეობას, გაითვალისწინოს მოსარჩელე შპს "ჭალასაყდრის" კანონით გათვალისწინებული ინტერესები და ამასთან დაკავშირებით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევების და შეფასებების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი". ახალი ადმინისტრაციული აქტით საბოლოოდ უნდა განსაზღვრულიყო, რომ ტერიტორია "ჭალასაყდრისთვის" გადაეცათ. ცოტა ხნის შემდეგ, გობრონიძემ კვლავ წერილობით მიმართა ქალაქის გამგეობას, სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა და ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გაფორმება მოითხოვა.
_ უკვე აღარ მედავებოდნენ, მეგონა წერტილი დაესვა გაუგებრობას, მაგრამ გამგეობამ ეს გადაწყვეტილება, მაინც არ შეასრულა. შემდეგ, გაზეთ "გურია ნიუსის" საშუალებით ვიგებ, რომ ტერიტორია "ვისოლმა" შეისყიდა და  მალე შპს "ჭალასაყდარს" აქედან გააგდებენო. გაოგნებულმა ისევ წერილობით მივმართე გამგეობას, საიდანაც მომივიდა პასუხი, რომ 2005 წელს, 20 მაისს აუქციონით გაიყიდა აღნიშნული ტერიტორიაო. მივმართე ადვოკატებს, თუმცა იურისტებმა მითხრეს, სარჩელის შეტანის საფუძველი არ გაქვს, რადგან არ არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ეს ტერიტორია გაიყიდაო. მივედი ივანე ტაბატაძესთან, რომელიც მაშინ კომისიის თავმჯდომარე იყო. ვასილ ქარჩავამ, რომელიც მაშინ კომისიის მდივანი იყო, უარი მითხრა საბუთების მოცემაზე, მაგრამ ტაბატაძემ უთხრა, გადაიღოს ასლები და გაატანეო, _ გვიყვება გობრონიძე დოკუმენტებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, დადგენილება #181 2005 წლის 20 ნოემბრის აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ, შეცდომითაა შედგენილი: _ მერე მაძლევენ ოქმს #2 არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე, 2005 წლის 20 ნოემბრის აუქციონის შედეგების შესახებ, რომელიც სინამდვილეში 20 მაისს ჩატარდა. შეიძლება მართლაც "ტექნიკური" შეცდომა იყო, მაგრამ ამდენი "შეცდომა"?! დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აუქციონში გაიმარჯვა 17 პირმა; იმავე ნომრით გამოცემულ დადგენილებაში კი 18 პირია აღნიშნული. მერე მოვითხოვე შემსყიდველების ვინაობა, ჩავედი საჯარო რეესტრში, ამოვიღე მონაცემები და მისამართი, ქვითარი, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს ტერიტორია ედიშერ მამალაძეს ეკუთვნოდა. ავკინძე საბუთები და შევიტანე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. მაშინ მოსამართლე ირაკლი შავაძე იყო.  მან პირველი მოსმენა ჩაატარა. გამგეობის წარმომადგენელი თინათინ ლომჯარია იყო. მე არ მყავდა ადვოკატი, რადგან მაშინ მითხრეს, რომ აბსოლუტურად მართალი ხარ, დასაცავი არაფერი გაქვსო. ვგრძნობდი, რომ მოსამართლე ჩემს სიმართლეს ხედავდა. შემდეგი სასამართლო პროცესისთვის ახსნა-განმარტება გამიკეთეო, მითხრა. გამიხარდა, გავაკეთე ისე, როგორც მითხრა და მეორე სასამართლო პროცესზე, მაშინაც ლომჯარია იყო გამგეობის წარმომადგენელი, ველოდებოდი, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას ჩემს სასარგებლოდ გამოიტანდა, მაგრამ სულ სხვანაირად წარიმართა პროცესები. მეუბნება, უნდა გამოვიძახოთ მესამე პირიო. სარჩელში ჩადებული მქონდა, რომ ქალაქის მერიამ მორალური ზიანი მომაყენა. მოვითხოვდი გაეუქმებინათ #181 დადგენილება და კომისიის ოქმი, ვინაიდან არასწორად ჩატარდა აუქციონი. მე ვუთხარი, რომ იმ პირთან ვინც ეს იყიდა, არაფერი შეხება არ მქონდა. მარწმუნებდა მოსამართლე, არაფერი დაგიშავდება მესამე პირის ახსნა-განმარტების გაკეთების შემდეგო.  რადიკალურად შეიცვალა მოსამართლე. დიდხანს გრძელდებოდა პროცესები.
შემდეგ ავიყვანე ადვოკატი მედია ჯანელიძე. ოჯახური პირობების გამო, ერთ პროცესს ვერ დავესწარი და მაშინ გამოიტანეს განაჩენი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსამართლემ მე პირადად მითხრა, შენ ვერ გაგამართლებ, ამაზე ხელის მომწერებმა, მაშინ პასუხი უნდა აგონო. სარჩელს ვერ დავაკმაყოფილებ, თუმცა, გადაწყვეტილების გამოტანიდან 14 დღის  შემდეგ, ქუთაისში გაასაჩივრე და მოიგებო. გავიდა 14 დღეც, ერთი თვეც _ ეს განაჩენი არ ჩამბარებია. გავიდა ერთი წელი, ამ პერიოდში, რომ არ მოვიდა განაჩენი, თან ტერიტორიას ვსარგებლობდი, ვფიქრობდი, რომ ჩემს საკეთილდღეოდ  არის-მეთქი...
საკრებულომ "ვისოლის" აშენებას წინააღმდეგობა გაუწია და აღარ ააშენებინა ბენზინგასამართი სადგური. ჩავედი თბილისში და "ვისოლის" წარმომადგენლობას ვთხოვე, მოეყიდათ ან დაეთმოთ და მათთან გრძელვადიანი იჯარა გავაფორმე.
პოლიციის მაშინდელ უფროსს, ბესო გელენიძეს, რომელმაც ადრე ხსენებული "ელტრანსსერვისის" მანქანები დააყენა ჩემს ავტოსადგომზე და ჩემი გამოყარა, კაბინეტში მივუტანე  "ვისოლთან" დადებული ხელშეკრულება; კინაღამ დამიჭირა, როგორ მიბედავო... გადის ერთი წელი, საქმეში ვალერი ჩიტაიშვილი ერთვება _ მას ვთხოვდი ალტერნატიული ადგილი გამოეყო. ჩიტაიშვილი შემპირდა  დახმარებას, მაშინ ის გამგებელი იყო; ვგრძნობდი და ვხედავდი, ხვდებოდა მართალი რომ ვიყავი. ჩავედი ედიშერ მამალაძის ადვოკატთან, მან მითხრა, ტერიტორია გაიყიდაო. საჯარო რეესტრში ოფიციალური წერილი ამოვიღე და გავარკვიე, რომ ტერიტორია "პსპ-ს" უყიდია. ერთ მშვენიერ დღეს, მოიტანეს და დაასვეს აბრა: "აქ უნდა აშენდეს "პსპ-ს" კლინიკა-აფთიაქი". დავწერე განცხადება და ისევ შევიტანე გამგეობაში; ლომჯარიამ მითხრა, ნებართვა უნდა გაიცესო, ლაშა შაფაქიძემ კი _ რატომ არ უნდა გავცეთ ნებართვაო. შემდეგ საჯარო განხილვაში, რომელსაც ალეკო მამეშვილი ატარებდა, მე იქ დამსწრე საზოგადოებას დავუმტკიცე, თუ რატომ არ უნდა გაყიდულიყო ეს ადგილი და რატომ არ იყო იქ "პსპ-ს" კლინიკისთვის შესაფერისი ადგილი. დასკვნა არ გაკეთებულა იმ საჯარო განხილვაზე. აქციებიც გავმართეთ. საჯარო განხილვას 70 კაცი ესწრებოდა. მექვაბიშვილმა დაინახა ოპოზიცია და უთხრა, ამას ქულების დაწერისთვის აკეთებთო. 800 კაცის ხელმოწერა  წარვადგინე,  რომ კლინიკა-აფთიაქის ასაშენებლად ეს ადგილი შესაფერისი არ იყო. ამის შემდეგ, უშიშროებიდან გიორგი გიორგაძე დამიკავშირდა და  გამოცხადდიო _ მითხრა. გამიკვირდა, არასოდეს პოლიციასთან და უშიშროებასთან ურთიერთობა არ მქონია და რატომ მირეკავენ-მეთქი. ავუხსენი, რომ პოლიტიკურ აქციას არ ვმართავდი. მკითხა, მერე რას იზამ, მშენებლობა, რომ დაიწყებაო?! მირჩია, ფრთხილად ვყოფილიყავი. ვიფიქრე, ჩემს უფლებებს იცავს,-მეთქი, თურმე _ პირიქით. პოლიცია რომ გეტყვის, დაგიჭერო, უშიშროება რომ გაგაფრთხილებს, რას იზამ?
_ ამ ეტაპზე რა ხდება?
_ არაფერი. 22 სექტემბერს მივმართე ალეკო მამეშვილს და გიორგი ტაკიძეს, ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით. პასუხი დღემდე არ მიმიღია, _ გვითხრა გობრონიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ეკონომიკის დარგში, ვასილ ქარჩავა "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საბუთებში "ტექნიკური შეცდომაა". მისივე თქმით, არ შეიძლებოდა ხელმოწერის გაყალბება, რადგან თემურ საჯაია ზემოთ ნახსენებ სხდომას არ ესწრებოდა.
_ თუ სხდომას არ ესწრები, ხელმოწერას როგორ გააყალბებ? ეს ყველაფერი აბსურდია.
_ თქვენი აზრით, რატომ არ მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი თემურ საჯაიამ?
_ იმიტომ, რომ სხდომას არ ესწრებოდა.
_ ოზურგეთის რაიონის გამგეობის #181 დადგენილებაში, რომელიც 2005 წლის 23 მაისით თარიღდება, აღნიშნულია, რომ სხდომას  სხვა წევრებთან ერთად, საჯაიაც ესწრებოდა...
_ არ ვიცი, რა, ალბათ, ტექნიკური შეცდომაა. 2005 წელს მე ვიყავი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის მდივანი. ნაკვეთი აუქციონზე არქიტექტურის სამსახურმა გამოიტანა, კომისიამ დაადგინა ოქმი. აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 20 მაისს, ესწრებოდა კომისიის ხუთი წევრი, ივანე ტაბატაძე, ვასილ ქარჩავა, დენის ბაჯელიძე, ოთარ ნაცვალაძე, ვასიკო ბლაგიძე. თემურ საჯაია არ იმყოფებოდა. კომისიას გვევალებოდა ოქმის მიღება, რომელიც კომისიის წევრებმა ხელმოწერებით დავამტკიცეთ. გადაწყვეტილებას, დადგენილებას გამგეობა იღებს. გამგებელი მაშინ ვალერი ჩიტაიშვილი იყო. დამიჯერეთ რა, ამდენი წლის გამოცდილება მაქვს და ეს იყო ტექნიკური შეცდომა.
_ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ იმ ტერიტორიაზე "პსპ-ს" კლინიკა-აფთიაქის აშენება?
_ როგორც მოქალაქეს, ტაქსების სადგომს კლინიკა მირჩევნია. დამკითხა გამომძიებელმა შარაძემ. როგორც ვიცი, საქმე აღძრული არ არის, _ გვითხრა ქარჩავამ.
"გურია ნიუსი" თემურ საჯაიას ესაუბრა. ის კომისიის ერთადერთი წევრია, რომელიც სხდომას ესწრებოდა და დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
_ ბატონო თემურ, რატომ არ მოაწერეთ ხელი დოკუმენტს?
_ მე მაშინ კომისიის წევრი ვიყავი გარემოს დაცვის საკითხებში და როგორ მოვაწერდი ხელს აქ ბენზინგასამართი სადგურის აშენებას?! ამდენი წელია გასული და ახლა ვის აინტერესებს ეგ ყველაფერი, ან რა აზრი აქვს, როცა მშენებლობა დაწყებულია? მაშინ ცხონებული ჟანი კალანდაძე იყო მაგ საქმეში ჩართული, დანარჩენთან დაკავშირებით არაფერი ვიცი... რად მინდა ახლა რომ მოგატყუოთ? მაშინ არ შემშინებია ხელი რომ არ მოვაწერე და ახლა მოგატყუებთ?
_ როგორც მოქალაქეს, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ კლინიკის აშენება?
_ ჩემი საქმე არაა. რა აზრი აქვს აწი ამის ჩხრეკას?1 მშენებლობა დაწყებულია...
_ ვასილ ქარჩავამ თქვა, საჯაია სხდომას არ ესწრებოდა და როგორ მოაწერდა ხელსო? აქ ამ საბუთებში კი წერია, რომ თქვენ  სხდომას ესწრებოდით.. .
_ მაშინ მაგათ ყველას დაავალეს ხელის მოწერა.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი "გურია ნიუსის" ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს, რომ ხელს ვერავინ შეუშლის გურიაში, არა მარტო "პსპ-ს" კლინიკის აშენებას, რაც უკვე გადაწყვეტილია, არამედ ნებისმიერ მშენებლობას.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, პოლონეთიდან დაბრუნებულ გურიის გუბერნატორს ძალოვანმა უწყებამ სიურპრიზი მოუწყო _ ვალერიან ჩიტაიშვილის ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 ქვეგანყოფილების ეზოში, 20 დეკემბერს საღამოს 17:30 საათზე გაჩერდა.
მაშინ "გურია ნიუსი" წყაროზე დაყრდნობით წერდა, ძალოვან უწყებაში ჩიტაიშვილის ვიზიტი, მისი გამგებლობის პერიოდს უკავშირდებოდა _ ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ, 2005 წელს, თაყაიშვილის ქუჩაზე გაყიდული მიწის ფართობის შესახებ არსებული მასალები გამოსაძიებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თემურ სალუქვაძის მიმართვის შემდეგ, შინაგან საქმეთა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ნიკოლოზ იმერლიშვილს გადასცა. საქმე გაყალბებული ხელმოწერების საფუძველზე გაყიდულ ფართობს უკავშირდება. იმ დროს ოზურგეთის რაიონის ვალერიან ჩიტაიშვილი გამგებლობდა. გამოძიებამ უკვე დაკითხა თინათინ ლომჯარია, რომელიც მაშინ რაიონული გამგეობის იურისტი იყო, ახლა კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსია. ასევე დაკითხეს რაიონული გამგეობის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვასილ ქარჩავა, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის პასუხისმგებელი მდივანი იყო. ახსნა-განმარტებები მისცა გამოძიებას თემურ სალუქვაძემ და შპს "ჭალასაყდრის" დირექტორმა.




 ახალი ამბები
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...