რა ქონება შეიძინა კახა კალაძემ 2012-2016 წლებში _ მინისტრის დეკლარაცია

მთავარი თემა

რა ქონება შეიძინა კახა კალაძემ 2012-2016 წლებში _ მინისტრის დეკლარაცია

4 თებ. 2017, 00:08:11

მიწის ნაკვეთები, აგარაკები, ბინები, არასაცხოვრებელი ფართები, ავტო თუ მოტოსატრანსპორტო საშუალებები, ჯამში, 17 სახის ახალი უძრავ-მოძრავი ქონება ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის საკუთრებაში 2012-2016 წლებში გაჩნდა; აქედან 8 მათგანი ნაჩუქარია, დანარჩენი კი, კალაძეს ნაყიდი აქვს. დეკლარაციის მიხედვით, 2012-2016 წლებში კალაძის მიერ შესყიდული ქონება ჯამში 493 000 დოლარისა და 380 000 ევროს ღირებულებისაა.

ამის შესახებ მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც მან 2017 წლის 30 იანვარს შეავსო.

უძრავი ქონება

კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, 2012 წლიდან, კახა კალაძის საკუთრებაშია სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე  410,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და ამავე ქუჩაზე არსებული  2380,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი. რომელიც ამავე დეკლარაციის მიხედვით, ნაჩუქარია.

ნაჩუქარია ასევე, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე  ორი აგარაკი, რომელთა ფართობებიც 697,60 კვ.მ. და 735,20 კვ.მ-ია. ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე არსებული ორი მიწის ნაკვეთი - 1060,00 კვ.მ და 1058,00 კვ.მ-ის ფართობით.

ასევე, თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე 396,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა და 35,00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.

რაც შეეხება 2012-2016 წლებში შეძენილ სხვა ქონებას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ისინი კალაძეს შეუძენია.

კერძოდ, 2013 წელს, 60000 დოლარად უყიდია სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე 93,90 კვ.მ-ის და ამავე ქუჩაზე, 55000 დოლარად, მეორე, 76,20 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართები;

2014 წელს კი, 80000 დოლარად ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ, 2000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.

დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ კალაძის საკუთრებაშია 2006 წელს, 71280-ლარად შეძენილი 367,60 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე.

ამავე წელს, 20000-ლარად ნაყიდი 3031,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ.

1997 წელს, 150000-დოლარად ნაყიდი 220,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა უკრაინაში, კიევში, გამარჯვების გამზირზე;

2005 წელს, 700000-დოლარად ნაყიდი 250,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა უკრაინაში, კიევში, შევჩენკოს გამზირზე;

და 2004 წელს, 800000-დოლარად შეძენილი 3000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი  უკრაინაში, კიევში (კონჩაზასპა).

ავტომანქანები და მოტოციკლები

გარდა ამისა, კალაძის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON SPRINGER, რომელიც მას 2015 წელს, 25000,00 ევროდ აქვს შეძენილი. 2016 წელს კი, კალაძემ კიდევ ერთი, მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON BOBBER 20000,00 ევროდ შეიძინა; კიდევ ერთი, მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON V ROD 2008 წელს, 28000,00 ევროდ აქვს ნაყიდი.

ასევე, კახა კალაძე ფლობს  მსუბუქი ავტომანქანა BENTLEY CONTINENTAL, რომელიც 2006 წელს 135000,00 დოლარად შეიძინა.

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია 2014 წელს,  140000,00 ევროდ  ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES G63; 2010 წელს,  360000,00 ევროდ ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა FERRARI GTO; 2016 წელს, 50000,00 ევროდ ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა FIAT 500 BI POSTO და 2015 წელს, 145000,00 ევროდ ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES BENZ AMG GTS.

ფერწერული ტილოები

კახა კალაძის 100%-იან საკუთრებაშია 6 ფერწერული ტილო. აქედან 5 ტილო ნაყიდი აქვს, ერთი - ნაჩუქარი.

კერძოდ, 2000 წელს,  20000,00-დოლარად შეიძინა ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი; 2005-2007 წლებში, 50000,00 და 120000,00-დოლარად აქვს შეძენილი გუდიაშვილის ორი ფერწერული ტილო.

რაც შეეხება ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, 2006 წელს 15000,00-დოლარად, ხოლო 2008 წელს,  40000,00-დოლარად ორი ტილო აქვს შეძენილი. ხოლო ახვლედიანის კიდევ ერთი ნამუშევარი 2009 წელს აჩუქეს.

ფინანსები

რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, მისი შემოსავალი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან ერთი წლის განმავლობაში  58563,00 ლარი იყო. გარდა ამისა, კალაძეს სამეწარმეო საქმიანობიდანაც (რამდენიმე კომპანიის პერტნიორია) აქვს შემოსავალი მიღებული.

კერძოდ, შპს ООО „ЮКА“-დან (უკრაინა г. Киев проспект 40-летия Октября, 89), რომლის პარტნიორი და 33,00%-იანი წილის მფლობელია 2004 წელიდან (თანაპარტნიორი იულიან გაბოვიჩი), გასულ წელს 480000,00 დოლარი აქვს მიღებული.

შპს „ნესტ გრუპ“-იდან კი, სადაც ის 50,00% -იან წილს ფლობს (პარტნიორი მარინა გაბოვიჩი), გასულ წელს 250000,00 ევროს შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება კიდევ ორ  შპს-ს (შპს „kala capital limited“ - საწარმო კაპიტალის ოდენობა 2176,29 ევრო; შპს „კოლხეთი“ - საწარმო კაპიტალის ოდენობა 2301950,00 ლარი), სადაც კალაძე 100%-ია წილს ფლობს, შემოსავლები მიღებული არ აქვს.

კიდევ ერთ შპს-ს „ანოუკი“-ს (საწარმო კაპიტალის ოდენობა 100,00 ლარი), კალაძის მეუღლე, ანა არეშიძე ფლობს, თუმცა, შემოსავალი გასული წელს არც მას აქვს მიღებული.

რაც შეეხება კალაძის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს დეკლარაციის შევსების მომენტში ასე გამოიყურება:

,,პროკრედიტ ბანკი'' მიმდინარე ანგარშზე - 960,45 დოლარი; მეორე მიმდინარე ანგარიშზე კი - 9,73 დოლარი; „ინტეზა სან პაოლოს“ მიმდინარე ანგარიშზე - 900 000,00 ევრო და 3 600 000,00 დოლარი; „jiulius baer“-ის მიმდინარე ანგარიშზე  3 900 000,00 ევრო; "ქართუ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 252219,75 ევრო და 87,57 ლარი; "ბანკი ქართუს" საბარათე ანგარიშზე 3654,88 დოლარი ჰქონდა. დანარჩენ 11 საბანკო ანგარიშზე თანხა თანხა არ ირიცხებოდა. გარდა ამისა, კალაძეს ნაღდი ფულის სახით 20000,00 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება კალაძის მეუღლის ანა არეშიძის 19 საბანკო ანგარიშს, მასზე თანხა არ იყო. დანარჩენ ანგარიშებზე კი ჯამში 136,08 ლარი, 310302,54 ევრო იყო.

სესხები

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კალაძეს რამდენიმე მილიონის სესხი აქვს გაცემული. კერძოდ,

სს კალა დეველოპმენტისთვის (ხელშეკრულების ვადა 03.01.2008, 03.01.2008-30.12.2016)  501000,00 ლარის, რისგანაც სარგებლის სახით წინა წელს 1328161,99 ლარი მიიღო.

ასევე, კალა კაპიტალისთვის აქვს ნასესხები 5500,00 ლარი (29.12.2009, 29.12.2009-30.12.2016), გასულ წელს კი ამ თანხიდან  12129,86 ლარი მიუღია. კალა კაპიტალისთვის მიუცია კიდევ ერთი სესხი 6227,00 ლარის ოდენობით 2010 წელს (ვადის ამოწურვა 30.12.2016), სარგებლის სახით კი, მხოლოდ 2016 წელს, 13733,21 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

გარდა ამისა, სს კალა კაპიტალისთვის ნასესხები აქვს 516297,00, დოლარი (08.01.2008, 08.01.2008-);  2000000,00 დოლარი (29.01.2008, 29.01.2008-), 301000,00, ლარი (15.12.2011, 15.12.2011-) და 100000,00 ლარი (20.12.2011, 20.12.2011-), თუმცა არცერთი ამ ხელშეკრულებიდან სარგებელი გასულ წელს არ მიუღია.

გარდა ამისა, კალაძეს 7 სასესხო ხელშეკრულება აქვს დადებული, აქედან 5 ხელშეკრულება „ბანკი ქართუსთან“. ჯამში ამ ბანკიდან მას 4 678 000 დოლარი და 150 000 ევრო  აქვს მიღებული. გასულ წელს კი ბანკისთვის სესხების პროცენტის დასაფარად ჯამში 106101,45 ევრო და 360 098,91 დოლარი აქვს გადახდილი.

რაც შეეხება სხვა ბანკებს, საქართველოს ბანკიდან ორი სესხი - 1150000,00 დოლარი (15.12.2015, 15.12.2015-15.12.2025) და 75000,00 ევრო (07.07.2008, 07.07.2008-31.05.2020), აქვს აღებული. მათი პროცენტების დასაფარად კი, გასულ წელს, 181143,14 დოლარი და 193642,15 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება კალაძის მეუღლეს, ანა არეშიძის სახელზე  ერთი სესხია, 2014 წელს, თიბისი ბანკიდან აღებული (ვადა 09.11.2024 წელს იწურება) 410000,00 დოლარი, რისი პროცენტის გაასაფარადაც  გასულ წელს  60290,00 დოლარი გადაუხდია.

გარდა ამისა, კალაძეს უძრავი ქონების გაყიდვიდან გასულ წელს 380000,00 ლარი მიუღია. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მან 2016 წლის 30 დეკემბერს შპს „არქი ნუცუბიძეზე“ გაყიდა.

ასევე, მსუბუქი ავტომანქანა  mercedes benz S63 coupe-ს გაყიდვიდან  130000,00  ევროს შემოსავალი მიუღია.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კალაძეს ქველმოქმედება ში 300 000 ლარი დაუხარჯავს, ხოლო შემოწირულობისთვის 50000 ლარი აქვს გაცემული.

ამავე თემაზე:

რა შეიცვალა მილიონერი მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში

საქართველოს მილიონერი მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია




 ახალი ამბები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლების ღია კონკურსის წესით მიღებას აგრძელებს. ამჯერად ღია კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში 27 პოზიციაზე არსებულ 65 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2020 წლის 12 ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" პენიტენციურ სამსახურზე არ ვრცელდება, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, კარგი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, პენიტენციურ სამსახურში დაინერგა მიდგომა, რომლის მიზანიც თანამშრომლების ღია კონკურსის გზით შერჩევაა. ამ ეტაპზე კონკურსი გამოცხადებულია სოციალური მუშაკის (შემთხვევის მმართველი) 36 პოზიციაზე, სოციალური მუშაკის (შემთხვევის ადმინისტრატორი) 12 პოზიციაზე და ფსიქოლოგის 17 პოზიციაზე. ვაკანსიებზე განაცხადების მიღება შემდეგ ბმულებზე მიმდინარეობს: 1. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62247... 2.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62248... 3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62251... 4. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62254... 5.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N5 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62255... 6.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62260... 7. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62263... 8.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (7 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62264... 9. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N10 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62269... 10. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N12 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62270... 11. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62272... 12. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62273... 13.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62275... 14.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62276... 15. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N16 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62278... 16. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62280... 17. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62281... 18. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62283... 19. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62250... 20. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N5 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62257... 21. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N6 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი 1 პოზიცია https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62262... 22. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (5 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62265... 23. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N12 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62271... 24. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62274... 25. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62277... 26. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N16 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62279... 27. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62282...  ... ...
  • ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის N60 საარჩევნო კომისიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე მათი კომისიის წევრებს არ ეძლევათ ოლქში თუ უბნენზე ნორმალური მუშაობის საშუალება. გაერთიანებული ოპოზიციისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიასთან. ისინი, ასევე, გმობენ მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტს. აქციის მონაწილეები ოლქის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ამბობს, რომ სიები წინასწარ იყო შედგენილი, თუ ვინ გახდებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომინაძის თქმით, ხვალისთვის ყველა ინფორმაცია ღია იქნება და რასაც დავით მჟავანაძე ამბობს, ეს სიმართლეს, არ ... ...
  • "იყავი არბიტრი და ნუ იქნები მხარე" _ "ნაცმოძრაობის" წევრები ლანჩხუთის საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ სლოგანით - "იყავი არბიტრი და ნუ იქნები მხარე". პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, კახა ასკურავამ ოლქის წევრებს მეგაფონიდან მოუწოდა, რომ იყვნენ სამართლიანები და ნუ იქნებიან მიკერძოებული მხარე. "რაც ეს წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს, მუდმივად არის ხელის გადაგრეხვები. წინასწარ მინდა გავაფრთხილო კომისიის ყველა წევრი, რომ ხმები სამართლიანად დაითვალონ და ნუ წავლენ ხალხის ნების წინააღმდეგ. 31 ოქტომბერს ხალხი დაასრულებს ივანიშვილის მთავრობას და მე მათ ვეღარ დავიცავ", _ მოუწოდებდა ასკურავა საოლქო კომისიის ... ...
  • "პრემიერის განცხადება სწორია, თუმცა, ამ მოლაპარაკებისთვის არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი"პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სწორია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „საქართველო მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს“. როგორც მან განაცხადა, თუ ასეთი მოლაპარაკებები გაიმართება, მასში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები არ იქნება, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. „ვფიქრობ, რომ სწორი განცხადებაა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება კარგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს მოლაპარაკება შედგა, თბილისში გაიმართოს და არა სხვა რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებისთვის ჯერ არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი. თურქეთი ღიად აკეთებს განცხადებას, რომ გვერდში დაუდგება აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დროს და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც, ხოლო რუსეთ-სომხური ურთიერთობები მშვენივრად ვიცით, ანუ, თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ამ მოლაპარაკებებში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები იყოს, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, განცხადება სწორად არის გაკეთებული. მზად უნდა ვიყთ, რომ მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, რადგან თუ ეს დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, გავლენას მოახდენს არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანზე, არამედ ჩვენს მდგომარეობაზე, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და ასევე, სუვერენული თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს“,-აცხადებს ძაბირაძე. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შესაძლოა, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას შეეცადოს. „არსებობს ჩვენთვის ერთი სახიფათო სცენარი- რამდენიმე თვის წინ სომხეთ-აზერბაჯანს შორის დაპირისპირება საქართველოსთან ახლოს მოხდა და არა მთიან ყარაბაღში, თუმცა დროულად მოგვარდა. თუ ამ კონფლიქტიდან რუსეთს რაიმე ხელს აძლევს, ეს არის ის, რომ კონფლიქტი და ეთნიკური დაპირისპირება გადმოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს პრობლემები 80-90-იან წლებშიც იყო, თუმცა მოხერხდა კონფლიქტების ლოკალიზება და თავიდან აცილება, თუმცა სიმპტომები უკვე ჩანს. თუ ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება, შესაძლოა ამას საქართველოს ტერიტორიებზე პრობლემებისა და დაპირისპირების გადმოტანა მოჰყვეს“,- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება არ უნდა სურდეთ, რადგან მათზეც ნეგატიურად აისახება. „არ მგონია, რომ დღეს რუსეთსა და თურქეთს ამ კონფლიქტში ფართომასტაბიანი ჩართულობა აწყობდეთ, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ეს ამ ქვეყნების ეკონომიკაზეც იმოქმედებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, თუ ისინი ღიად ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ეს ჩვენთვისაც კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყანა, რასაც დამატებით პრობლემები მოჰყვება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი უფრო მეტად დაინტერესებული უნდა იყვნენ კონფლიქტის დარეგულირებით და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან“, _ აცხადებს ძაბირაძე. წყარო: ... ...
  • დეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ _ ფაქტმეტრიდეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ. ვერდიქტი: ფაქტმეტრის დასკვნით ეს არის ყალბი ამბავი. რეზიუმე:პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ სტატიას ავრცელებს, რომელიც მეტწილად დეზინფორმაციული ხასიათისაა: კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შემთხვევით თუ განზრახ დამახინჯებულ არასრულ ფაქტებს შეიცავს. რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), აცხადებს, რომ ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) საქმიანობა გლობალისტური მაფიის მიერ დაგეგმილი ბიოექსპერიმენტის ნაწილია - ისინი არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, არამედ რაღაც ახალი პრეპარატის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებზე აპირებენ. მეტიც, მამა გიორგი ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ იარსებებს, რადგან კლინიკური ცდები ჯერ არ ჩაუტარებიათ. რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სატესტო კვლევები, რომელიც სამ ფაზას მოიცავს, ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან ერთად COVAX Facility-ისა და UNICEF-ის მიზანი, ვაქცინის ხელმისაწვდომობისთანავე (მას შემდეგ, რაც ის წარმატებით გაივლის სატესტო რეჟიმის სამივე ფაზას), მისი სწრაფი, თანაბარი და უსაფრთხო გავრცელებაა. სტატია გაეროს დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დიდი თუ პატარა ფეხზე დადგეს და ვაქცინაზე უარი თქვას. ანალიზი _ „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „გაეროს ბავშვთა ფონდი განვითარებად ქვეყნებში Covid-19-ის საწინააღმდეგო საცდელი ვაქცინის გავრცელებას იწყებს“. სტატია კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და მის ფარგლებში „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ეხება. სტატიაში მოცემული ინფორმაციები მანიპულაციურია და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებებს შეიცავს, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. სტატიის ავტორი, ჯაბა ჟვანია, დასაწყისშივე „გაეროს ბავშვთა ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორდის, განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ „გაეროს ბავშვთა ფონდი“ იყენებს ვაქცინით მომარაგების უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მისი ხელმისაწვდომობისთანავე ყველა ქვეყნისთვის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი წვდომა უზრუნველყოს. აქვე ვკითხულობთ, „კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის პირველი პარტიის გავრცელება, ჯერჯერობით უცნობია“. ორივე ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: COVAX Facility (რომელსაც ხელმძღვანელობს იმუნიზაციისა და ვაქცინის გლობალური ალიანსი - Gavi, the Vaccine Alliance) ვაქცინის გლობალური გეგმის ფარგლებში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მზადყოფნისთანავე მის შესყიდვებსა და სწრაფ მიწოდებას აპირებს. „გაეროს ბავშვთა ფონდი“ კი ამ ძალისხმევას, COVAX Facility-ის სახელით, დაბალი, შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლიანი 92 ქვეყნისთვის გაუძღვება. მიუხედავად ამისა, რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან კლინიკური ცდები არ ჩატარებულა. მისი თქმით, ეს გლობალისტური მაფიის ნაწილია და საუბარია ახალ პრეპარატზე, რომლის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში აპირებენ. რეალურად, ჯერ ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, რაც სტატიის დასაწყისშივე ავტორის მიერ ისედაცაა აღნიშნული. მტკიცება, რომ კლინიკური ცდები არ ჩატარებულა, მცდარია. ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე, ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს, ასევე იშვიათი გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. მესამე ფაზის გამოცდები ასევე საკონტროლო ჯგუფს მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ. ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) ვებ-გვერდზე დეტალურადაა მოცემული იმ პოტენციური ვაქცინების ჩამონათვალი, რომლებიც კლინიკური კვლევების პირველ, მეორე ან მესამე ეტაპზეა. უახლესი ინფორმაციით, 9 ვაქცინა მესამე ეტაპზეა, მათ შორისაა ამერიკული კომპანია Moderna-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პოტენციური ვაქცინები. სტატიაში ფაქტების დამახინჯებაც გვხვდება: თითქოს, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WHO) განმარტებით, მათი საქმიანობა ქველმოქმედებაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლისთვის საკმარისი ფინანსები არ გააჩნიათ. მამა გიორგის შეფასებით, ეს იაფფასიანი ბლეფია და დახმარება რომ სურდეთ, ადგებოდნენ და აქ წარმოების განვითარების მიზნით პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდნენ. WHO კი განმარტავს, რომ „COVAX-ის საშუალებით ერთობლივი მუშაობა ქველმოქმედებას არ წარმოადგენს, პანდემიის კონტროლი და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დაჩქარება ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის“. სტატიაში ხშირია კონკრეტული ფაქტების გარეშე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“, გაეროსა და მისი ფონდების დისკრედიტაცია. ვაქცინაციისა და გაეროს მიერ „ბავშვთა უფლებების“ დაცვის თემას დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებენ. მიზეზად კი მამა გიორგი იმას ასახელებს, რომ ასეულობით მილიონს ჰაერში ტყუილად არავინ გაისვრის. აქვე მკითხველს ახსენებს ჰეპატიტის უფასო პროგრამას: „როგორც მაშინ გამოიყენეს ეს ქვეყანა და კიდევ უამრავი ჩვენისთანა გაჭირვებული სახელმწიფო საცდელად, ისე გამოგვიყენებენ ამჯერადაც“. აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა. მიზეზი, რატომაც საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამაში მოხვდა, არა ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ქვეყნის მცირე მასშტაბი და ვირუსის მაღალი გავრცელებადობაა. აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებშია ისლანდიაც. უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც ყველა კლინიკური კვლევა გავლილი აქვს, კომპანია „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საქართველო მედიკამენტების საცდელად გამოიყენეს, მცდარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის შემდეგ ტესტირება 38 538 ბენეფიციარს ჩაუტარდა, მათი 98.6% (38 006) განიკურნა. გიორგი რაზმაძე რუსულ ვაქცინასაც ახსენებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ზემოაღნიშნული ფონდები არაფერს ამბობენ მასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ რუსულ ვაქცინას აკრიტიკებს და მის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ კი აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. ვაქცინა ამავე ფაზაში განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებზე) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე უნდა დაიტესტოს. რუსულ ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრების მტკიცებით კი, დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რაც მის უსაფრთხოებას განსაკუთრებით საეჭვოს ხდის. რუსულ ვაქცინასა და მასზე გავრცელებულ ყალბ ამბებზე ჩვენს არაერთ სტატიაშია საუბარი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls