ერთსაათიანი წყალმომარაგებისთვის დახარჯული 100 000 ლარი

მთავარი თემა

ერთსაათიანი წყალმომარაგებისთვის დახარჯული 100 000 ლარი

2012 ივლ 28 07:26:13

2010 წლის 23 თებერვალს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელისუფლებამ ხელშეკრულება გაუფორმა ინდმეწარმე თამაზ ტრაპაიძეს. ტრაპაიძემ აიღო ვალდებულება, რომ 77 803 ლარად შეასრულებდა შუაფარცხმის წყალსადენის მოწყობის სამუშაოებს. ხელშეკრულების მიხედვით, ტრაპაიძე ვალდებული იყო, ნაკისრი ვალდებულებები 2010 წლის 30 მაისამდე (ანუ, თვითმართველობის არჩევნებამდე) შეესრულებინა. პროექტის თანახმად, წყალი მხოლოდ შუაფარცხმელების ნაწილისთვის იყო განკუთვნილი. წყალსადენის მთლიანი სიგრძე 10 500 გრძივი მეტრია, პროექტის თანახმად კი, წყალსადენის 4 420 გრძივ მეტრს გაუკეთდა რეაბილიტაცია. თუმცა, წყალმა დაბის ტერიტორიაზე ჩააღწია და ამის გამო, ფარცხმელებს წყალი იმ წნევით არ მიეწოდათ, როგორსაც ელოდნენ, ზოგს კი სულაც შეუწყდა.

ჩვენი გაზეთი ამ პრობლემის შესახებ რამდენიმეჯერ წერდა. "გურია ნიუსის" 2010 წლის 17 ივნისის 47-ე ნომერში ვკითხულობთ: "პროექტის თანახმად, წყალი შუაფარცხმელებს უნდა ჰქონოდათ, თუმცა, ჭავჭავაძის მთელი ქუჩა მოიცვა. ამის მიზეზი კარგად ვიცით _ გამგებლის მოადგილე დიმიტრი კორიფაძე ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს და მასაც ხომ უნდა შეეყვანა წყალი სახლში?! გვითხრეს, ეკლესიას წყალი არ აქვსო და ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გავთხარეთ არხები, ეკლესია რომ უწყლოდ არ დარჩენილიყო. ახლა კი გავიგეთ, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის აუყვანიათ მესამე სართულზე წყალი. ეს კი პროექტში არ ეწერა. ისიც ვერ გავიგეთ, რაში დაიხარჯა ამხელა თანხა, როცა სოფელს წყალი თითქმის არ მიეწოდება," _ ამბობდნენ შუაფარხმელები 2010 წელს "გურია ნიუსთან" საუბარში.

იმავე პერიოდში გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე (იგი დღესაც ამავე თანამდებობაზეა) ადასტურებდა, რომ შუაფარცხმის წყალსადენის პროექტით წყლის მიწოდება მხოლოდ შუაფარცხმელებისთვის იყო გათვალისწინებული: "წყალი ფარცხმის ბოლომდე უნდა ჩამოსულიყო და დაბის ტერიტორიაზე არ უნდა გასულიყო," _ აკონკრეტებდა კორიფაძე და დასძენდა, რომ წყალი მის სახლთან არ უნდა ჩამოსულიყო.

ფარცხმის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე მრელაშვილი აღნიშნავდა, რომ მართალია, სოფელს წყალი არ მიეწოდება (2010 წლის 17 ივნისის მდგომარეობით), მაგრამ მთავარი საქმის დაწყება გახლდათ: "წყალი ისეთი თემაა, მთავარია, უმტკივნეულოდ მოგვარდეს ეს პრობლემა. 10 დღე გვჭირდება(?!), რეალური სურათი რომ დავდოთ. არის ოჯახები ჩვენს სოფელში, რომლებიც წყლის გარეშე დარჩნენ, ელემენტარულად მათთან წყალი ვერ მივიყვანეთ. 140 000-იან პროექტს 80 000-ში რომ ვერ გააკეთებ, ფაქტია. ჩვენ ამ ხალხს ავუხსენით, რომ მთავარია დაგვეწყო. ესეც რომ არ დაგვეწყო, მთელს სოფელს ძალიან ცუდად ექნებოდა საქმე. როგორც დეპუტატს, მქონდა სოფელთან შეხვედრა დაახლოებით 10 დღის წინ, ამ თემებზე ვისაუბრეთ მოსახლეობასთან და მათ კატეგორიული მოთხოვნა არ აქვთ (?!). ეს ხალხი ამბობს ერთს _ ჩემთან არ მოდის წყალი", _ ამბობდა მრელაშვილი 2010 წლის 17 ივნისს.

თუმცა, დეპუტატის 10 დღე, რომელიც მრელაშვილმა შუაფარცხმელების საჯარო პროტესტის შემდეგ დაასახელა, ასორმოცდაათად იქცა _ აღნიშნული საგაზეთო სტატიის გამოქვეყნებიდან 5 თვის შემდეგ, 2010 წლის 10 ნოემბერს, ინდმეწარმე თენგიზ ჯინჭარაძესთან, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ჯინჭარაძეს შუაფარცხმის წყალმომარაგების სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა და ამისთვის 13 685 ლარი მიიღო. იმავე წლის 22 დეკემბერს, შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (აქტი ნომერი 01), ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდა. თუმცა, პრობლემები მაინც არ მოგვარდა.

ამიტომ, 2011 წლის 21 ნოემბერს ანტონ ხუნდაძესა და ინდმეწარმე ბიძინა ძნელაძეს შორის ხელშეკრულება 37 776 ლარზე დაიდო, რომლის თანახმად შუაფარცხმის წყალსადენის სათავე ნაგებობა, რეზერვუარის მკვებავი მილი და შიდა ქსელი უნდა მოწყობილიყო. მართალია ვადაგადაცილებით, მაგრამ სამუშაოები მაინც დასრულდა.

"გურია ნიუსმა" გასულ სამშაბათს შესრულებული სამუშაო დაათვალიერა და სცადა, გაერკვია, რატომ არ მიეწოდება შუაფარცხმელებს წყალი 24 საათის განმავლობაში, როცა ამის პირობას ხელისუფლება რამდენიმე წელია დებდა.

ამ ეტაპზე, წყალსადენიდან, რომელიც 3 წელია კეთდება და რომლის შეკეთების ღირებულებამ 100 000 ლარს უკვე გადააჭარბა, შუაფარცხმელებს წყალი მხოლოდ 1 საათით მიეწოდება _ დილის 7 საათიდან 8 საათამდე.

ხელისუფლება განმარტავს, რომ ამის მიზეზი დებეტის არქონაა, რაც, თავიდანვე უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა, ადგილზე მისულებს სხვა სურათი დაგვხვდა _ აუზში წყალი არც თუ ცოტა რაოდენობით იყო.

წყლის სათავე ნაგებობა კლდის ძირას არის მოწყობილი და იქ მისასვლელად ციცაბო ბილიკით რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა იარო. "გურია ნიუსს" მეგზურობა გოჩა ბერძენიშვილმა გაუწია _ სწორედ მას აბარია წყალსადენის მოვლა-პატრონობა და სოფელი ამაში ხელფასს უხდის.

სათავე ნაგებობიდან წამოსული მილები მართლაც გამართული და მოწესრიგებულია. მოწყობილია საქლორატორო, წყალიც ნორმალურად მოდის, თუმცა, ბერძენიშვილის განმარტებით, გვალვების დროს, მთელი დღის განმავლობაში წყლის მიწოდება ვერ მოხერხდება. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გამოსავალი აქაც არსებობს _ ბერძენიშვილის თქმით, სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგება შესაძლებელია. ამისთვის კი რამდენიმე მეტრი მილია საჭირო, რომელიც აუზს შეუერთდება: _ ღელის წყალს ეძახიან და ამ წყლით 6 ოჯახი, დიდი ხანია, სარგებლობს. ძველი გაყვანილობაა და ახალს არ მიერთებია. თავიდანვე ვთქვით, რომ ეს წყალი, რომელიც სუფთაა და კლდიდან გამოდის, ამ ავზს მიერთებოდა, თუმცა, არ გააკეთეს. არადა, ეს რომ ცენტრალურ აუზს მივუერთოთ, პირობას ვდებ, რომ შუაფარცხმელებს, მინიმუმ 18 საათი უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.

ხელისუფლება ამბობს, რომ ამ წყალს ცენტრალური აუზს ვერ მიუერთებენ, რადგან არავინ იცის, დაბინძურებულია თუ არა ის. კითხვაზე, რატომ არ სინჯავენ ამ წყალს და რატომ არ აკეთებენ მაქსიმუმს სოფლის პრობლემის მოსაგვარებლად, არ გვპასუხობენ, თუმცა, არაოფიციალურ საუბრებში აღნიშნავენ, რომ წყლის გასინჯვის თანხები ბიუჯეტში არ დევს!

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ჯილდა მაჭავარიანი კი ამბობს, რომ წყლის შემოწმება დიდ თანხებთან სულაც არ არის დაკავშირებული: _ არანაირი პრობლემა ამაში არ არის. უბრალოდ, გაერთიანებულ წყალმომარაგებას მხოლოდ ქალაქები ეკუთვნის, სოფლის წყალსადენები კი მუნიციპალიტეტების ბალანსზეა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დახმარება არ შეგვიძლია. ბევრგან სარგებლობენ "ღელისწყლით", რომელიც სასმელადაც ვარგა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საჭიროა პროექტი და ადგილზე სპეციალისტების გასვლა. არანაირი პრობლემა ამაში არ არის, _ ამბობს მაჭავარიანი.

იგივეს ამბობს ოზურგეთისა და ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ვანო ტაბატაძე. მის თქმით, თუკი იქნება დავალება, წყლის შემოწმება პრობლემა არ იქნება: _ ეს ძალიან მარტივი რამ არის _ ავიღებთ სინჯს, გავაგზავნით ფოთის ლაბორატორიაში და დადგინდება, ვარგისია თუ არა კონკრეტული წყალი სასმელად, _ აღნიშნა ტაბატაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ წყალსადენთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა მოუგვარებელია _ როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, თავიდანვე პროექტი არასწორად გაკეთდა და სოფლისთვის განკუთვნილმა წყალმა დაბის ტერიტორიაზე ჩამოაღწია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე დაბის ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუმცა, შუაფარცხმის წყალი მის სახლამდეც მივიდა. მისი სახლის წინ კი ჩასახვევში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომლებსაც საბინაო წიგნებში მისამართად შუაფარცხმა უწერიათ, წყალი არ მიუყვანეს. თუ რატომ, არავინ იცის. ამ კითხვაზე პასუხი არც ხელისუფლებას აქვს და აღნიშნავენ, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ გადახედავენ.

უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს: _ თუ კორიფაძის სახლში შეიყვანეს და კიდევ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელსაც არ ეკუთვნოდა, მიუყვანეს, ჩვენ რატომ დაგვტოვეს? ჩვენს მეზობელს, რომელიც დაბის ტერიტორიაზე ცხოვრობს, შუაფარცხმის წყალი აქვს, ჩვენ კი _ არა. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ვართ დაახლოებულნი. ახლა დამისამართება გააკეთეს და ეს შესახვევი დაბას ეკუთვნისო. თუ მართლაც მასეა, მაშინ წყალი იქ გადაჭრან, სადაც შუაფარცხმა მთავრდება და არც კორიფაძეს და არც სხვას, ვისაც არ ეკუთვნის, არ მისცენ, _ აღნიშნავენ უწყლოდ დარჩენილი ოჯახები.

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი დაგვიკავშირდა. მისი თქმით, ხვალ (საუბარი ჩაწერილია 24 ივლისს) სპეციალისტები "ღელისწყლის" სინჯს აიღებენ, ლაბორატორიაში გააგზავნიან: _ იმ შემთხვევაში, თუკი ის სასმელად გამოდგება, ცენტრალურ ავზს მიაერთებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შუაფარცხმელებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ, _ ამბობს იმედაშვილი, თუმცა, არ აკონკრეტებს, რატომ არ მოხერხდა სინჯის აღება ამდენი ხნის მანძილზე.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“ (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“. აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან. საქართველოს ბანკის ახალი, ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ უძრავ ქონებას. ვისაც აქვს სურვილი, სწორედ ახალი აქციის ფარგლებში შეიძინოს ბინა, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი ბინა ყოველთვიური ქირის ფასად და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge ან დაუკავშირდით საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს: 0322444444 ... ...
  • გუგლი ჰუავეის ანდროიდის მოხმარებას უზღუდავსგუგლმა ჰუავეის ანდროიდის გამოყენება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰუავეის ახალი დიზაინის სმარტფონებს გუგლის აპლიკაციების ისეთ ნაწილზე არ ექნება წვდომა,  როგორიცაა იუთუბი და გუგლ მეპი. აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ ჰუავეის იმ კომპანიების სიაში დამატებას მოჰყვა, რომლბსაც არ შეუძლით ამერიკულ ფირმებთან ვაჭრობა მთავრობის ნებართვის გარეშე. როგორც ცნობილია, ჰუავეის ახალი მოდელი წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ჰუავეიში აცხადებენ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ელოდებოდნენ. ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთი კომპანიას თვალთვალისთვის იყენებს, თუმცა, ჰუავეი ბრალდებას ... ...
  • საქართველოს ბანკმა საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33-კაციან დელეგაციას  უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.  შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference-ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“ _ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.                                                                                                                                        ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ. ... ...
  • "გურიას" მოსყიდული ფეხბურთელები _ ვინ და რატომ დააკავა სუს-მა (ვიდეო)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები  ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები  ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი", _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • გვარამია: მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის"მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი|", _  წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით სააკაშვილი "ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორია" "შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ. ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები. ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რ2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. მე, ნიკა გვარამია, არ ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს. მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელბის და სექტანტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში. ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის" _ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...