ქაღალდზე გაწერილი რამდენიმე ათასი ლარი

მთავარი თემა

ქაღალდზე გაწერილი რამდენიმე ათასი ლარი

31 ივლ. 2012, 07:59:15

2010 წლის 17 მაისს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება 11 888 ლარზე გაფორმებულია ინდმეწარმე ტარიელ კობიძესთან. ხელშეკრულების თანახმად, კობიძეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მეუღლეა, სოფელ ახალშენში ადმინისტრაციული შენობა უნდა აეშენებინა. ადმინისტრაციული შენობის აშენება, როგორც სოფლის კრების უნომრო და უთარიღო ოქმიდან ირკვევა, ახალშენელებს სურდათ, თუმცა, ახალშენში ვერ ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც ამ შენობის საჭიროების შესახებ რამეს გვეტყოდა.

იმავე წლის 24 აგვისტოს, ტარიელ კობიძეს დამატებით 5 100 ლარი ჩაურიცხეს, რომ აღნიშნული მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები შეესრულებინა.

როგორც აღმოჩნდა, 16 988-ლარიანი შენობა ორი წელია გამოუყენებელია. შიგნით არც ინვენტარია და მეტალოპლასტმასის კარებიც არ იკეტება. იქვეა მოწყობილი ფრენბურთის მოედანი. მოედანი პირობითად, რადგან არც ბადეა და არც კარი... სტადიონზე, ახალგაზრდებმა სტადიონის კარი თავად, სარებით გააკეთეს.

ამ "მოედნის" მოწყობა საყანე ფართობის შემოღობვასთან, ცენტრის განათებასთან და ცენტრის შემოღობვასთან ერთად 7 346 ლარი დაჯდა და ეს სამუშაოები 2011 წელს, ინდმეწარმე გია ხუნდაძემ შეასრულა. ხუნდაძესთან ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით არის შედგენილი.

2011 წელს სოფელ ახალშენის განათებისთვის თანხები კიდევ გამოიყო. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, განათებისთვის 1 179 ლარი დაიხარჯა.

უცნობია, რა იგულისხმება ცენტრის შემოღობვაში, რადგან ახალშენის ცენტრს ღობე ნამდვილად არ აქვს.

ხიდისთავის თემის რწმუნებულმა, ალეკო სურმანიძემ, კატეგორიული იური გვითხრა, ეჩვენებინა ის გაკეთებული პროექტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფელში, ხალხის ფულით გაკეთდა. სურმანიძემ გვირჩია, რომ შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად გამგეობის პრესსამსახური წამოგვეყვანა(?!)

2011 წელს, სოფელ ჭაჭიეთში, გარე განათების მოწყობის სამუშაოებისთვის 5 045 ლარი დაიხარჯა. რაოდენ გასაოცრად არ უნდა მოგეჩვენოთ, ზუსტად ამ რაოდენობის თანხა დასჭირდა ხიდისთავი-წიფნაგვარას საავტომობილო გზის შეკეთებას. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია ჩვენ მიერ გამოთხოვილ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში. ჭაჭიეთში განათება ნამდვილად გაკეთებულია, რასაც ვერ ვიტყვით ხიდისთავი-წიფნაგვარას საავტომობილო გზის შესახებ, რომელიც ძალიან ავარიულია და იქ გავლა, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, პრაქტიკულად შეუძლებელია.

2011 წელს 1 595 ლარი დაიხარჯა ხიდისთავი-ზენობნის გზის ერთი მიმართულებით, თუმცა, როგორც აქაურები ამბობენ, შეკეთება მხოლოდ ხრეშის დაყრით გამოიხატა, რომელიც პირველივე გაწვიმებაზე ჩამოირეცხა.

ამავე გზის მეორე მიმართულების შეკეთებაზე 5 576 ლარია დახარჯული, სადაც ახლა მხოლოდ ქვების გროვა ყრია.

აღსანიშნავია, რომ ამ გზებს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მივყავართ. მივყავართ პირობითად, რადგან მსუბუქი მანქანით იქ მისვლა ძალიან ძნელია.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სხვა თუ არაფერი, სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა ავარიულია.

4 262 ლარია დახარჯული ხიდისთავის ცენტრის კეთილმოწყობაზე, რომელსაც სიკეთის არაფერი ეტყობა.

ავარიული გზები და უწყლობა _ ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რომელიც სოფელს ძალიან აწუხებს.

_ რაც არის გაკეთებული, თქვენც ხომ ხედავთ? სკამები გააკეთეს და მორჩა. წყალი არ გვაქვს. ამ გვალვაში "კრანები" პირდაღებულია. ტენდერია შემოღებული _ ტენტერი ჰქვია ჩემებურად _ ჩამოვლენ თბილისიდან, გაათეთრებენ ფულს, მოხსნიან აქ და მიაქვთ თბილისში. კი ვიყავი კრებაზე, ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის სოფლის კეთილმოწყობის, გზების მოხრეშვის და გადახრეშვის. ადიდდა წყალი და ჩამოიტანა ის ხრეში ცენტრში. ამ ფულს მთავრობა ტყუილად ხარჯავს. ამას ჯობია, გზა ეტაპობრივად, ხარისხიანად დააგონ. ყველა მის ჭკუაზე მუშაობს. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებაში და საპასუხისმგებლო საქმეზე გაუნათლებელი, უწიგნური ხალხი მუშაობს. თუ "ნაციონალი" ხარ, ჭკუას გაბრალებენ, და თუ არ ხარ, ე.ი. ჭკვიანიც არ ხარ, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ხიდისთაველი ტარიელ კილასონია.

_ როგორი კეთილმოწყობილია, ცენტრი თქვენც ხედავთ, _ ამბობს ალექსი კალანდაძე, _ არ ვიცი, რა თანხა დაიხარჯა, მაგრამ ფაქტის წინაშე ყველა ვდგავართ. კრებაზე ვიყავი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა წყალი იყო, რომელიც არ გვაქვს!

ბატონ ალექსისთან საუბარში სხვებიც ჩაგვერთნენ _ ხიდისთაველები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც სოფელს აწუხებს და ამბობენ იმასაც, რომ გახორციელებული პროექტებით სოფელს არ უხეირია. იხსენებენ ხელისუფლების მაღალი პირების _ გამგებლის, გუბერნატორის, მინისტრის დაპირებებს, რომლებიც მხოლოდ დაპირებად დარჩა.

რაც შეეხება 2012 წელს, თითქმის იგივე პროექტების გახორციელებაა დაგეგმილი, რაც წინა წლებში და რომლებშიც რამდენიმე ათასი ლარი უშედეგოდ დაიხარჯა _ ახალშენში გარე განათების მოწყობა და გზის აღდგენაა დაგეგმილი; მეწიეთში, ზენობანში და წიფნაგვარაში შიდა გზები უნდა შეკეთდეს; ჭაჭიეთში ისევ გარე განათების მოწყობა და სასაფლაოს შეღობვა მოხდება; ხიდისთავში კი _ საყანე ფართობის შემოღობვა და წყლის მილების აღდგენა. ეს ის მილებია, რომლებსაც ყოველ წელს აკეთებენ, თუმცა, ხიდისთაველებს წყალი მაინც არ აქვთ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...