გასაიდუმლოებული მშენებლობით წყალწაღებული მოსახლეობა

მთავარი თემა

გასაიდუმლოებული მშენებლობით წყალწაღებული მოსახლეობა

2012 აგვ 5 16:00:57
"ნუ გვაწვებით", _ ასეთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის პასუხი, რომელიც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას "წყლის ნაყვას" უწოდებს. ინფორმაცია კი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ამ "წყლის ნაყვაში" რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები წყალმა წაიღო.

"ძალიან გთხოვთ, მობრძანდით, გადაიღეთ, დააფიქსირეთ ჩვენი გასაჭირი, რა დღეში ვართ. დღითი დღე უარესდება ჩვენი მდგომარეობა. წუხელ მთელი ღამე გავათენეთ, როგორც გარეთ, ისე წვიმს სახლში; გაგვინადგურდა ყველაფერი, კაცი პატრონი არაა, გააგებინეთ სააკაშვილს ჩვენი ამბავი!" _ გვითხრეს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ბინის მცხოვრებლებმა.

5 აგვისტოს, დილის 9 საათზე, "გურია ნიუსის" ოზურგეთის განყოფილებას რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის მიმართეს.

_ მარტოხელა პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ინვალიდი ვარ, ჯოხებზე დაყრდნობილი საშინლად ვწვალობ; აი, ნახეთ რა დღეშია ჩემი ბინა, ჩემი მშობლების ნაშენები! რა უნდათ, ვინ უთხრა, რა უფლება აქვთ ჩვენს ნაპატრონებ ბინას რომ გვინგრევენ?! უარესობისკენ მიდის ყველაფერი, ყველაფერი გაფუჭდა, გასწორებულია ჩემი ბინა მიწასთან! აქ ისეთი მდგომარეობა იყო წუხელ... რაც არ უნდა უთხრა მუშებს და მის ხელმძღვანელს, აზრი არ აქვს _ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს! არ ვაპატიებთ არავითარ შემთხვევაში, სააკაშვილამდე მივალ. ამის მეტი პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონდეთ? ეს ასე უნდა დატოვონ? შიშით ძლივს გავათენე, მეგონა თავზე დამენგრა ყველაფერი, ისეთი ხმა ჰქონდა წვიმას, თავზე დამექცა,-თქო, ვიფიქრე... კედელი გასკდა. ვის მივმართო მითხარით, ვის უთხრათ? ვინაა გამკითხავი? გვეუბნებიან, გავაკეთებთო და ასე აკეთებენ?! ადამიანებს ასე უპატივცემულოდ უნდა მოექცნენ? _ აცხადებს "გურია ნიუსთან" ლუიზა ქორიძე, _ მე, მარტოხელა პენსიონერი შევძლებ მე ამის გაკეთებას? გაგვიკეთონ თავიდან ყველაფერი, ისე, როგორც იყო, თუ ყურადღებას არ მომაქცევენ, სააკაშვილთან პირადად მივალ.

ეთერ მამულაიშვილი, რუსთაველის ქუჩის მეექვსე ნომრის მე-19 ბინის მცხოვრები: " ხომ ხედავთ თქვენც?! ფაქტი სახეზეა რას ჰგავს ყველაფერი; რემონტი ახალჩატარებული მქონდა, მოსპო და გამინადგურა, დამიზიანა ყველაფერი, ასე როგორ შეიძლება? ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აქ პასუხისმგებელ პირს ვერ ნახავ, რომ პასუხი მოსთხოვო, აგდებულად გელაპარაკებიან, წადი და სასამართლოში იჩივლეო, ან მუშებს არა პასუხი უნდა მოვთხოვო? ახლა ვაცლით თუ იქნება რეაგირება, თორემ მერე მთელი ბინის მცხოვრებლები რას გავაკეთებთ, პასუხს აღარ ვაგებთ ჩვენს საქციელზე! მერამდენე შემთხვევაა უკვე... ასე როგორ უნდა აგვიგდონ? ჯერ შიგნით ნახეთ, სადარბაზოში რა მდგომარეობაა, ერთი გააკეთო და მეორე გააფუჭო ეს ახალი წესია? მოსახლეობის საზიანოდ უნდა გააკეთონ თუ პირიქით -სასარგებლოდ? ოთახებში სულ დაზიანებულია კედლები... ჯერ ერთი და ბინას სახურავი რომ შეუცვალეს, შეცვალეს ძველებური კარგი ხარისხის სიფრიფანა, თხელი მასალით... და ამას ეძახიან გაკეთებულს მაგენი?!! ის ძველი რომ გადაეხურათ, უფრო დიდხანს გაძლებდა, ვიდრე ახალია. რა ვქნათ აღარ ვიცით, ვის მივმართოთ? სამჯერ დავუძახე, ვინც მუშებს თავზე ადგას, მშენებელ-ინჟინერს, მაგრამ არაფერი _ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ერთი თვის წინ კი გახსოვთ, რომ მეორე ბინაში ოჯახში მიცვალებული ჰყავდათ და თავზე აწვიმდათ! ეს იყო საქმე?!!!"

რუთაველის ქუჩა, #3. საქმის მწარმოებელი ობიექტს აკვირდება


მეხუთე სართულზე ასასვლელი კიბე


მარტოხელა პენსიონერის ლუიზა ქორიძე სასოწარკვეთით შეჰყურებს
მის ბინაში შექმნილ მდგომარეობას


ლუიზა ქორიძის ბინის ჭერი

ლუიზა ქორიძე ბინაში ჩამოსულ წვიმას ტაშტებით იგერიებს




 ახალი ამბები
  • მერი შავაძე: "როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები"“რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, მაგრამ არასდროს დავცემულვართ სულიერად. ძალიან მშრომელი მშობლებში ოჯახში გავიზარდე და მეც მათგან ვისწავლე დაუღალავი შრომა“, _ გვიყვება თავის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას (მთისპირი) მცხოვრები მერი შავაძე. მერი შავაძე მეუღლესთან, ჯემალთან და შვილთან _ თამუნასთან ერთად სოფლის ბოლოს, მთის ძირას ცხოვრობს. ქალაქიდან მოშორებით, შეიძლება ითქვას, სხვა სამყაროში. ჯემალს და მერის კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რამაზი, რომელიც ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. დღეს მხოლოდ ქალბატონი მერის შესახებ მოგითხრობთ. ვთვლი, რომ ის ჩვენი დროის გმირია და თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას წერილიდან შეიტყობთ. მერის ამბები სპონტანურად ჩავწერეთ. ხან _ ბოსტანში, ხან _ სამზარეულოში და ხან კიდევ ეზოში მოგვიწია მასთან გასაუბრება. ბავშვობა “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ვცხოვრობდით. ვიდრე ცოცხალი იყო ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გადასახადს იხდიდნენ, რადგან რეპრესირებული ოჯახის წევრები ვიყავით. ბაბუაჩემი 1941 წელს წაიყვანეს  ომში, ბებიაჩემი მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად. ჩვენს ოჯახს შუა აზიაში უპირებდნენ გადასახლებას, მაგრამ ბებიაჩემა იმდენი მოახერხა, დატოვეს. მამაცი ქალი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა. შვილებთან ერთად მუშაობდა ყოველდღე. მისი ნამუშევარის დიდ ნაწილს ხარკის სახით სახელმწიფოს უხდიდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ბაბუაჩემს ცოლად გერმანელი ქალი შეურთავს. ბაბუაჩემმა მითხრა, ომში სიცოცხლე გერმანელმა ქალებმა შეგვინარჩუნესო. გერმანიაში ორი შვილი შეეძინათ, შემდეგ ბაბუაჩემი შვილებთან ერთად ჩამოვიდა ზოტში. ბავშვები ბებიაჩემმა და მამიდაჩემმა გაზარდეს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, არანაირი გასართობი არ იყო ბავშვებისთვის... მახსოვს კვირაში ერთხელ კინო იყო სოფელში. ბავშვობიდან ვიყავი ბოსტანში, ყანაში, ვუვლიდი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს“. პირველი სიყვარული და ოჯახი... „მამაჩემის ბიძაშვილმა ცოლი მოიყვანა უკანავიდან. როდესაც სოფელში მოიყვანეს პატარძალი, იქ დავინახე ჯემალი და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. წელიწადში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს. გაცნობიდან სამ წელში გავთხოვდი. მეათე კლასში ვიყავი, საგამოცდო ბილეთები მქონდა ხელში, როდესაც დავინიშნე ჯემალზე. პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. შეგვეძინა ორი შვილი _ რამაზი და თამუნა". მერი შავაძე 2006 წელს „გურია ნიუსის“ რედაქციაში მოვიდა და თავისი მთავარი გასაჭირის გასაცნობად სახლში მიგვიწვია. „ყველაზე მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ვიდრე თამუნა ეტლით მოსარგებლე გახდებოდა, ათასი პრობლემა იყო სოფელში და ეს ჩვენს ოჯახსაც შეეხო. 90-იანი წლები ყველას ახსოვს. მე და ჩემმა მეუღლემ სოფლის მეურნეობას მივყევით ხელი _ წელიწადში მარტო ათას ძირ ლობიოს ვუვლიდი, სიმინდის ყანა გვქონდა, შინაური ცხოველები. როდესაც ოჯახი შევქმენით უკანავაში დავსახლდით. ტყის პირას ქოხში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ პატარა სახლი ავაშენეთ. შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა _ თამუნას ოთხივე კიდური პარალიზებული ჰქონდა (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი ჰქონდა კისერი, კერძოდ, მეხუთე და მეექვსე მალა. ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გადარჩა. ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. ახლაც სჭირდება დახმარება და რეაბილიტაციისთვის თურქეთში წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. წამებში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი თვე დამჭირდა გამეაზრებინა თამუნას ამბავი და შემდეგ შევუდექი აქტიურობას. 2006 წლიდან დღემდე ყველას შეძლებისდაგვარად ვაწუხებდი და ვაწუხებ. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები და ეს გრძნობა ენით აღუწერელი არის. იყო დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ვხვდებოდი, ფეხსაცმელიც არ მქონდა მთელი, შიგნით ცელოფანი მქონდა ჩაფენილი და ისე მივდიოდი სოფლიდან ქალაქში. რამდენჯერ ცხვირწინ მოუხურავთ ჩემთვის კარი, ამის გამო მიტირია, მაგრამ ეს ამბავი სახლში არ მითქვამს. ბევრჯერ დაგვხმარებია ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები. კეთილი ადამიანები არსებობენ და ამით გადავრჩით. ხშირად მქონია უიმედობის შეგრძნება, მაგრამ ისევ კეთილი ადამიანებს გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან". “როგორია ქალის ცხოვრება სოფლად?“ „იშვიათად მცალია მეზობელთან გადავიდე და ყავა დავლიო. დილა იწყება ჩემთვის 6 საათზე და არც ვიცი, როდის ვიძინებ. დილით ყავას დავლევ და შემდეგ, როდის ვჭამ საჭმელს, არ ვიცი. ბოსტანი მაქვს, ვუვლი ყვავილებს, ზაფხულიდან დღემდე ზამთრისთვის შესანახებს ვინახავ. მეტი, რა უნდა გავაკეთო, ერთმა ქალმა. ასეთია სოფლად მცხოვრების ქალის ბედი. მთავარია, ჯანმრთელობა და სხვას მე არაფერს ვნატრობ“. რაზე ოცნებობს მერი შავაძე? “თამუნიას ჯანმრთელობაზე ვოცნებობ, რომ ეტლით აღარ დადიოდეს. ჩემი ოცნება ეს არის. მინდა წავიყვანო თურქეთში და ჯანმრთელად მყავდეს ჩემი გოგო. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ“. 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა! საქართველოში დასაქმებული ქალების 36% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა მცირე საოჯახო მეურნეობებში მუშაობს. მცირე მეურნეობების მხარდაჭერა სოფლად ქალების გაძლიერებას ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება. ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება  ისეთი საკითხები, როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება. ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრა, რომლებიც, თბილისთან ერთად, საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ. სტუმრობის მიზანია, ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონებისა და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებას საერთაშორისო მედიაპარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. „მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს  საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა, რომ ფორუმის ფარგლებში  50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს.  ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც  სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და  მეტ ინვესტორს,  არსებულსა თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ... ...
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ...

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...