რაში ადანაშაულებს "ნაციონალურად გაკულაკებული" ბიზნესმენი ანტონ ბარამიძეს

მთავარი თემა

რაში ადანაშაულებს "ნაციონალურად გაკულაკებული" ბიზნესმენი ანტონ ბარამიძეს

30 იან. 2011, 12:47:12

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ სამსახურს, რომელშიც გურიასთან ერთად მინიმუმ სამეგრელო გაერთიანდება, ანტონ ბარამიძე ჩაუდგება სათავეში. თავის დროზეც, გურია ფოთს ექვემდებარებოდა, მაგრამ რამაზ ნიკოლაიშვილის გურიის გუბერნატორად დანიშვნისთანავე, საგადასახადო სამსახური გურიაში დამოუკიდებლად დაფუძნდა.
ბოლოს მას ზემონახსენები ანტონ ბარამიძე თავკაცობდა. თავის მხრივ, ბარამიძემ ალეკო ბაქანიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა დიდი სკანდალის შემდეგ დატოვა _ გურიის საგადასახადოს სამი თანამშრომელი დააკავეს და მათ ბრალი მეწარმესთან გარიგებაში დადეს. მალე ისინი საპროცესო შეთანხმებით და 5 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, როგორც ირკვევა, სამივე მათგანი ტყუილად დაიჭირეს და "ჯარიმა, რომელიც მეწარმეს მათ თხოვნის გამო არ გამოუწერეს", რეალურად არ არსებობდა!
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, როცა ბიზნესმენი კორნელი კუკულაძე და ერთ-ერთი დაკავებულ-გამოშვებული ინსპექტორი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ. ეს კარგად იცოდა კუკულაძის მეგობარმა და საგადასახადოს ყოფილ თანამშრომელს ჰკითხა, ამ ადამიანს თუ იცნობო. მან უარი თქვა. ინსპექტორი ვერც კუკულაძემ იცნო. მათმა საერთო ნაცნობმა საგადასახადოს ექსინსპექტორს უთხრა _ აი, ეს არის ის კორნელი კუკულაძე, ვისზეც ჩვენებაში დაწერე, მთხოვა და ჯარიმა ამიტომ არ დავუწერეო!
მოკლედ, ინსპექტორები ტყუილად გაწირეს და მათ "ნაციონალების" მიერ ისედაც გაკულაკებული ბიზნესმენი გააწირინეს. ამ ამბით ყველაზე მეტად სწორედ ბარამიძემ იხეირა _ მან ბაქანიძის თანამდებობაც დაიკავა და როგორც ბიზნესმენი კორნელი კუკულაძე ამბობს, მის საბოლოოდ გაკოტრებაში დიდი წვლილი სწორედ საგადასახადოს უფროსმა და მისმა "რჩევებმა" შეიტანეს.
ჩვენს მკითხველს, ალბათ, ეცნოთ ბიზნესმენის გვარ-სახელი _ კორნელი კუკულაძის საქმეზე სკანდალური მასალა სწორედ "გურია ნიუსმა" გამოაქვეყნა _ ლანჩხუთელ ბიზნესმენს გრიგოლეთში 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის "აჩუქებინეს", ხოლო მოგვიანებით ბოლომდე ჩაწიხლვა მოუნდომეს და ნახევარმილიონიანი ჯარიმა გამოუწერეს. შედეგად, ბარამიძის "რჩევით", თავის სახელზე გადაფორმებული მთელი ქონება დაუყადაღეს.
გასულ შაბათს, სკანდალური ფილმი გავიდა "მაესტროს" ეთერში _ სტუდია "მონიტორმა" კორნელი კუკულაძის "ნაციონალურ გაკულაკებას" ამავე სახელწოდების ფილმი მიუძღვნა. ფილმიდან რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს შემოგთავაზებთ.
თავდაპირველად ბიზნესმები დაკავების დეტალებს იხსენებს: _ მოწმე ვიყავი მეგონა და ისეთი სიტუაცია წავიდა, უკვე ვატყობ, რომ უკვე უნდა დამიჭირონ. ისეთი რაღაცებია, ბატონობით მელაპარაკებიან, მაგრამ იგრძნობა ყველაფერი. მითხრეს, რომ თითქოს მე მიწა არ მქონდა გამოყოფილი, ნახაზები არ მქონდა და ასე, თითქოს ერთ ღამეს რომ დაღამდა, ღამე ავაშენე ეს 60 კოტეჯი, თავისი სასადილოთი, მეორე პატარა ბარით და თითქოს შემოვსულვარ პარტიზანულად. ეს მედებოდა მე ბრალად.
დაკითხვის შემდეგ კორნელი კუკულაძე დააპატიმრეს. პროკურატურა ბრალად უყენებდა 19 წლის წინ, 1987 წელს განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ: კორნელი კუკულაძემ უკანონო მოქმედებით მოახერხა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ფიჭვნარში, 49 ერთეული კოტეჯის, საპირფარეშოს, სასადილოს შენობის, საწყობისა და საყარაულო ჯიხურის აგება დასასვენებელი კომპლექსისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დასაუფლებლად. არადა, კუკულაძეები დღემდე ინახავენ ყველა იმ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ 1987 წლიდან ქონებას კანონიერად ფლობდნენ, რომელიც 2001 წელს, მიწის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფოსგან გამოისყიდეს და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს, თუმცა, საოლქო პროკურატურამ ეს არ გაითვალისწინა და კუკულაძისგან კერძო საკუთრების _ ზღვის სანაპიროზე განთავსებული მიწისა და მასზე განთავსებული კოტეჯების სახელმწიფოსთვის ჩუქებას მოითხოვდა. ეს სწორედ ის კოტეჯები იყო, რომელშიც ზაფხულში პატრიოტები ისვენებდნენ.
კორნელი კუკულაძე: _ მე ვუთარი, რას აკეთებ? მეო, ესო დავალებული მაქვსო. ვუთხარი _ შენ ეგება სხვა რამეც უნდა დაგავალონ და რატომ უნდა გააკეთო,-მეთქი? კაი ოჯახის შვილი ხარ, გეტყობაო _ ბატონობით მელაპარაკებოდა, ძალიან ზრდილობიანად და ყველაფერი გენერალურ პროკურორს გადააბრალა, მისგან მაქვს დავალებული და მე რომ არ გავაკეთო, სხვა გააკეთებსო. სხვამ რაც უნდა გააკეთოს, მაგრამ შენ არ შეასრულო, არ აიღო ასეთი ხელფასი, ბავშვები მოგეწამლება, ამფერ სისულელეს ნუ გააკეთებ, 20 წლის ნაშრომს მართმევ,-მეთქი, ვუთხარი. სამი დღის მერე მეუბნებიან, 6 კოტეჯს დაგიტოვებთო. რა მექნა? კი ბატონო, ვუთხარი. თუ არადაო, მეუბნება, ახლა 2 თვეს დაგაჯენთო, მერე კიდევ გაგირძელებთო, საერთოდ წაგართმევთ ყველაფერს და იქნები ციხეშიო. კაი, ბიძია,-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი. თან მითხრა, რაც გინდა დაშალე და წაიღეო. პრინციპში, უნდოდა, დამეტოვებინა ეს ტერიტორია და მიწა მას დარჩენოდა.
_ მოგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში საკუთრებაში მქონდა უკანონოდ მისაკუთრებული 6,8 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც, ვინაიდან გავაცნობიერე ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული, 6 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 25 კოტეჯით, დავუბრუნე და ვაჩუქე უსასყიდლოდ, როგორც უკანონოდ მისაკუთრებული, სახელმწიფოს, რაზედაც განცხადებით მივმართე ლანჩხუთის პრივატიზების სამმართველოს, _ ეს განცხადება კორნელი კუკულაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის, მიხეილ ჩოგოვაძის სახელზე დაპატიმრებიდან მესამე დღეს "დაწერა". ქონების ჩუქებისთანავე კუკულაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ერთ თვეში ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა კიკნაძემ კორნელი კუკულაძე თაღლითობის მუხლით დამნაშავედ ცნო და სამი წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
კორნელი კუკულაძე: _ 1936 წელს ბაბუაჩემი გააკულაკეს კომუნისტებმა, ბაბუაჩემი ძლიერად მაცხოვრებელი იყო, 200 სული საქონელი ჩამოართვეს და ლესის ფერმა ჩამოყალიბდა ამ საქონელით. 70 წელი გავიდა და მე უკვე კაპიტალისტებმა ჩამომართვეს. მივედი გამგებელთან. გამგებელმა მითხრა, უნდა იჩივლო სასამართლოშიო. მე ვუთხარი, ადმინისტრატორი ხარ შენ, რად უნდა ჩივილი ამას. აგერ მაქვს საბუთი, რომ ესაა ჩემი ტერიტორია,-მეთქი.
გამგებლის ჩარევამ შედეგი არ გამოიღო. კორნელი კუკულაძემ საქართველოს პარლამენტსაც მიმართა და დახმარება ითხოვა. თუმცა, 2 წლის განმავლობაში მას ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა გზის გაყვანის საშუალება არ მისცა.
კორნელი კუკულაძე: _ 2 წელიწადი ვედავები, რომ გამაკეთებინეთ გზა,-მეთქი. ვურეკავ, მაშინ იყო ვარძელაშვილი. ჩამოვალ მაქანე და გავარკვევო. 2 წელიწადი გავიდა ამ რეკვებში. მერე ის გადაიყვანეს სხვაგან, მაგრამ მაინც კურირებდა აქაურობას. ვიფიქრე, გავყიდი, მოვშორდები აქაურობას, თორემ აგენი გულს გამიხეთავენ,-მეთქი.
უკრაინის მოქალაქესთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელმაც კუკულაძეების ქონება იყიდა, 2 თვის განმავლობაში თუ გამყიდველი გზას არ შეიყვანდა, გადახდილი თანხის ნაწილს უკან დაუბრუნებდა მყიდველს. მართლაც, კორნელი კუკულაძე იძულებული გახდა და გაყიდული მიწის საფასურიდან 100 000 დოლარი მყიდველს უკან დაუბრუნა. მას შემდეგ, რაც კუკულაძემ მიწის ნაკვეთი გაყიდა, ახალმა მეპატრონემ გზაც გაიყვანა და დასასვენებელი კომპლექსიც აამუშავა.
ქონების გაყიდვის შემდეგ, კუკულაძემ ლანჩხუთის საგადასახადო სამსახურს მიაკითხა იმის გასარკვევად, ეკუთვნოდა თუ არა რაიმე გადასახადი. როგორც თავად ამბ ობს, მას სამსახურის უფროსის მოადგილე ანტონ ბარამიძე შეხვდა და პროფესიული კონსულტაციაც გაუწია.
კორნელი კუკულაძე: _ მითხრა, თუ შენ ეს ტერიტორია 2 წელია გაქვს, არაფერი არ გეკუთვნის გადახდაო. თურმე, მაშინ უნდა გამომერთმია ქაღალდი, მაგრამ ვენდე და წამოვედი.
ვატო კუკულაძე, კორნელი კუკულაძის შვილი: _ საერთოდ არ უნდა წარედგინა დეკლარაცია, იმიტომ, რომ არ ეკუთვნოდა ფიზიკურ პირს. 2005 წელს, უკვე საბოლოო რეგისტრაცია რომ მოხდა მიწის, იყო ფიზიკური პირი და გაყიდა როგორც ფიზიკურმა პირმა. წლების განმავლობაში ეს ობიექტი არ ფუნქციონირებდა. არ უმუშავია კორნელი კუკულაძეს, როგორც ინდმეწარმეს. ამ ტერიტორიაზე იყო ბუნგალოები. კორნელის ინდმეწარმის საბუთით ხდებოდა ურთიერთობა საგადასახადოსთან და იყო ნაყინის, ლუდის, გამაგრილებელი სასმელის და ყავის ბიზნესი. შემოვიდა 4 500 ლარი, რომელიც ნაჩვენებია დეკლარაციაში. საგადასახადო სამსახურში მამაჩემი შეცდომაში შეიყვანეს და მისი ინდმეწარმის დეკლარაციაში იმ მიწის ნაკვეთის გაყიდვაც მოხვდა, რომელიც, როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე გაყიდა.
დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საგადასახადო სამსახურში ინდმეწარმე კუკულაძის შემოწმების ბრძანება გამოიცა. სამ დღეში შემოწმება დასრულდა. საბოლოოდ, კორნელი კუკულაძეს 574 213 ლარის (!!!) გადახდა დაეკისრა. აქედან 177 425 ლარი საშემოსავლო გადასახადი იყო, ხოლო 264 878 ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადი. ჯარიმამ 133 069 ლარი შეადგინა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ვერ შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ უგზოდ დარჩენილ კოტეჯებში დამსვენებელს ვერ მიიღებდა და კომერციულ საქმიანობას ვერ წარმართავდა: _ გამგებელსაც მივმართე და გუბერნატორსაც, წამოდით, აქვეა ის მიწა და კოტეჯები, ნახეთ _ მანქანა ვერ მივა, ადამიანი ვერ მივა და ასეთ ადგილს ვინმე იქირავებდა,-მეთქი? _ ამბობს კუკულაძე.
როგორც კუკულაძეები ამბობენ, ამის შემდეგ, ანტონ ბარამიძემ ჯარიმის შემცირების მიზნით ქონების შესყიდვა ურჩია. ამ მიზნით, კორნელი კუკულაძემ საკუთარ სახელზე გადაიფორმა თბილისში 15 წლის წინ შვილისთვის შეძენილი ბინა, შეიძინა მიწა შეკვეთილში და ფართი ფოთში. სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარში, ბარამიძე არ უარყოფს, რომ კუკულაძეს პროფესიულ კონსულტაციებს უწევდა: _ რაც გვკითხა, მიიღო შესაბამისი პასუხი, _ ამბობს ბარამიძე. მისი "რჩევა" რომ იყო და კუკულაძეები არ ცრუობენ, ეჭვის საფუძველს თავად მომხდარი ფაქტი მიგვითითებს: რადგან კუკულაძემ ბოლო ქონებაც გაყიდა და მის სახელზე არაფერი იყო, ჯარიმას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ საგადასახადოს მაღალჩინოსანმა ქონება "შეაძენინა" ბიზნესმენს, რომელიც "კეთილსინდისიერი კონსულტანტის", ბარამიძის უწყებამ იმავე დღეს დააყადაღა.
გურიის საგადასახადოს მაღალჩინოსანი ამბობს იმასაც, რომ ჯარიმა მის უწყებას არ გამოუწერია და ფინანსურმა პოლიციამ დაწერა. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, სამართლის დოქტორი, ექსპერტი ზვიად როგავა ამ განმარტებას დაუჯერებელს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იმ პერიოდში მიწა საქონელი არ იყო და ვერანაირად ვერ დაიბეგრებოდა: _ 2009 წლამდე, სანამ საკანონმდებლო ცვლილება არ შევიდა კანონში, მიწა და ფული არ განიხილებოდა დღგ-ის მიზნებისთვის, _ ამბობს ექსპერტი.
მოკლედ, ლანჩხუთელი ბიზნესმენის "ნაციონალური გაკულაკების" საქმეში ბევრი საეჭვო მომენტი და უპასუხო კითხვაა. მაგრამ ეს არ უშლის ხელს ანტონ ბარამიძე უკვე მეორედ დაწინაურებას!




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?