საკუთარ ეზოში უგზოუკვლოდ დაკარგულის ოჯახი პრეზიდენტისგან ითხოვს შველას!

მთავარი თემა

საკუთარ ეზოში უგზოუკვლოდ დაკარგულის ოჯახი პრეზიდენტისგან ითხოვს შველას!

2012 აგვ 14 18:02:12

პროფესიით იურისტი რამაზ ლატარია არსად მუშაობდა. იგი დაბალი ზონის სოფლებში ერთ-ერთ ძლიერ მაცხოვრებლად ითვლება და შრომისმოყვარე ადამიანად ახასიათებენ. მას საკუთარი ბინაც აქვს ზუგდიდში, საკონსერვო ქარხნის დასახლებაში, მაგრამ ბოლო პერიოდში, საკუთარი სახლ-კარის მოვლით იყო დაკავებული. ბოლოს იგი სოფლიდან ორი თვით, 2012 წლის 27 თებერვლიდან _ 3 მარტამდე, მხოლოდ მაშინ გავიდა, როდესაც ნებაყოფილობითი სარეზერვო სამსახური გაიარა. ლატარიას ამისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან ბაჩო ახალაიასაგან სერთიფიკატიც აქვს მიღებული.

სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში გაოცებას ვერ მალავენ _ ადამიანი საკუთარ კარმიდამოში უგზოუკვლოდ დაიკარგა!

რამაზ ლატარიას მშობლებს და ოჯახის წევრებს არ აქვთ არანაირი ვერსია, სად უნდა გამქრალიყო იგი; ოჯახი ნაცნობ-მეგობრებს დაუკავშირდა, ყველა შესაძლო ადგილი გადაჩხრიკა _ ჭალადიდი, პალიასტომის ტბა, მუხური, მაგრამ, ამაოდ...

რამაზის სახლი მამისეული სახლიდან სულ რაღაც 70 მეტრშია. როგორც ლატარიების ოჯახში გვითხრეს, ერთ-ერთი რძლის შეუძლოდ ყოფნის გამო, მეორე რძალმა - ნანამ სახლში მიაკითხა და კარგა ხანს ძახილი ვერ გააგონა.

სავარაუდოდ, რამაზი საკუთარ გარაჟში უნდა ყოფილიყო, რომელსაც თავად აშენებდა; რძალს იქ რომ არ დახვდა, სახლშიც შეიხედა, მაგრამ ვერ იპოვა და უკან გამობრუნდა. უკან დაბრუნებულს, თხილნარიდან გამოსული მაზლი შეხვდა, რომელსაც, რატომღაც რძლის ძახილი არ გაუგია და ერთად წავიდნენ მამისეულ სახლში. რამაზმა ავადმყოფს მაჯისცემა გაუსინჯა და რადგანაც მამამ უთხრა, რომ რძალი საავადმყოფოში იყო წასაყვანი, საკუთარ სახლში ტანსაცმლის გამოსაცვლელად და მიკროავტობუსის გამოსაყვანად გადავიდა. სწორედ აქ ქრება მისი კვალი!

რეზო ლატარია შვილის გაუჩინარების დღეს "გურია ნიუსთან" ასე იხსენებს: "სახლიდან 7 კილომეტრის მოშორებით ფერმა გაქვს. იმ დილით ფერმიდან ავადმყოფი ბიძაშვილის მოსანახულებლად ჩამოვედი. ბიძაშვილის ეზოდან გამოსულმა დავინახე ჩემი შვილი რამაზი რომელსაც 2 ცხენი მოჰყავდა. ერთზე თითონ იჯდა, მეორე მუშა ცხენია და გვერდით მოჰყავდა. ის ცხენით წამოვიდა სახლში და მეც რამდენიმე წუთში შემოვედი ეზოში".

რეზო ლატარიას ქალიშვილი წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიაშია გათხოვილი, სამი ვაჟი კი სოფელში ერთმანეთის ახლოს ცხოვრობენ. რამაზსაც მამისეული სახლიდან, სულ რაღაც 70 მეტრის დაშორებით აქვს საკუთარი სახლი, თხილის პლანტაციით, ხეხილით და დიდი ეზოთი.

რეზო ლატარია: "სახლში მოსულს, რძალი დამხვდა ავად. გადავწყვიტეთ, საავადმყოფოში წაგვეყვანა. რადგან ერთ-ერთი ბიჭი _ სახლში არ იყო, რძალს ვუთხარი: რამაზი ახლა მოვიდა, დაუძახეთ და ის წაგვიყვანს საავადმყოფოში-მეთქი... რძალმა დაუძახა და მოვიდა რამაზი, მოიკითხა და როცა ვუთხარით, საავადმყოფოში იყო წასაყვანი, შეტრიალდა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად წავიდა... იმ წუთას ჩემი შვილი ლონდერიც მოვიდა; აღარ დაველოდეთ რამაზის მოსვლას, ჩავსვით რძალი მანქანაში და ისინი გაუშვით საავადმყოფოში..."

მამის თქმით, შვილი მალევე მოიკითხა, რადგან მისგან დაგვიანება გაუკვირდა: "მე დავრჩი, რამაზის ველოდებოდი. რამდენიმე წუთში რომ არ გამოჩნდა, მოვიკითხე. ჩემთან სახლში ბიძაშვილი, მისი მეუღლე და მათი შვილიშვილი იყვნენ. ბავშვი გავუშვი, რამაზი მოვიდეს, ველოდებით-მეთქი. ბავშვი მალევე მოვიდა და გვითხრა, რომ რამაზი ვერ იპოვა... გაოცებული დავრჩი, რადგან არ არსებობს სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება – იცოდა, საავადმყოფოში მივდიოდით... ეს ყველაფერი, დაახლოებით, 20 წუთში მოხდა".

რამაზის ეზოდან გაუჩინარების ამბავი მთელ სოფელს მოედო, ყველა ეძებდა, მაგრამ ვერსად იპოვეს: "მის სახლში შევედით, დავათვალიერეთ. ტანსაცმელი ხელუხლებელი ეკიდა. საშინაო ტანსაცმელი, რეზერვისტების მაისური აცვია.... ყველგან მოწინავე კაცი იყო. რეზერვში ორ-სამჯერ არის ნამყოფი, ჯარიც იყო და სერჟანტის წოდება აქვს. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა...

ყველაფერი დავათვალიერეთ, ყველა კუთხე-კუნჭული... მოშორებით ტრაქტორისტები მუშაობდნენ, იქაც მივედით, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ... ეს საღამოს 5 საათზე მოხდა. მთელი სოფელი მეხმარებოდა. დილამდე ვეძებდით, მაგრამ ვერსად ვნახეთ. მაშველებიც გამოვიძახეთ. კარგად იმუშავეს, ამისთვის დიდი მადლობა მათ," _ ამბობს რამაზის მამა.

ლატარიას გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სოფელში მრავალ ვერსიას ასახელებენ, მაგრამ ოჯახს არცერთის არ სჯერა: "ამბობენ, გონება აერიაო. არაფერიც... იგი არ იყო გონებაარეული. კარგად აზროვნებდა და საღ გონებაზეც იყო"...

როგორც გაირკვა, 13 მაისს, ძლიერ წვიმდა. ადგილობრივი მცხოვრებლები, ყველა, ვინც მას ეძებდა, მობილური ტელეფონით ურეკავდნენ, მესიჯებს წერდნენ, მაგრამ არავის პასუხობდა...

გვიან, რამაზის ტელეფონი გაითიშა. მათი ვარაუდით, თავსხმა წვიმის გამო, თითქმის ყველას ტელეფონი მწყობრიდან გამოვიდა.

სოფელ ორულში, ლატარიების ოჯახში, "გურია ნიუსს" რამაზის და _ ნანა ლატარია დახვდა, რომელიც ამბობს: "ჩემი ძმის ტელეფონზე, ალბათ, 2000-ზე მეტი ზარი მაინც შევიდა; პერიოდულად გადიოდა ზარი, შემდეგ ითიშებოდა. მამაჩემმა ბიძაშვილის ბავშვი რომ გაუშვა მოსაკითხად, პირველი ზარი ბავშვმა გაუშვა. ამის შემდეგ ვინ აღარ რეკავდა... ზარი საღამოს 3 საათამდე გადიოდა, შემდეგ ტელეფონი გაითიშა. დილით, 14 მაისს, სადღაც 10 საათისთვის ისევ ჩაირთო, საღამოს ისევ გაითიშა. 15 მაისს ისევ გავიდა ზარი ანუ ტელეფონი პერიოდულად ირთვებოდა და ითიშებოდა."

ქალბატონი ნანას თქმით, ოჯახს სატელეფონო ანძების ინფორმაციაც აქვთ, რომელიც სამართალდამცავებისგან გაიგეს: "გვითხრეს, წვიმების გამო ანძები ცუდად მუშაობდა, თურმე... 14 მაისს ჩემი ძმის ნომერი ანაკლიის ანძამ დააფიქსირა, 15 მაისს – საკონსერვო ქარხნის დასახლების ანძამ. ასე გვითხრეს, სამმართველოში... თან, მამაჩემს და მეორე ძმას ჰკითხეს, საკონსერვოს ტერიტორიაზე თუ გყავთ ვინმეო. ჩემს ორ ძმას იქ აქვთ ბინები. პოლიციასთან ერთად მივიდნენ საკონსერვოს ბინებში, მაგრამ იქ არავინ დახვდათ.

ჩვენ სიცოცხლის ნაპერწკალს და იმედს გვიტოვებს გაუჩინარების შემდეგ ჩემი ძმის ტელეფონზე ანძის მიერ სამი დღის მანძილზე დაფიქსირებული ზარები. ე.ი ან თვითონ იყო ან ვიღაცას ჰქონდა ტელეფონი.

10 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით, დეტალური ინფორმაცია გამოითხოვეს. გვითხრეს, 13 მაისის შემდეგ რამაზის საუბარი არავისთან არ ჰქონიაო. მარტო ზარი გადიოდა. საკონსერვოს ანძა გახსნა "სმს"-მა. ორი "სმს" შემოვიდა მის ტელეფონის ნომერზე. შემდეგ გვითხრეს, ურთის მიმდებარე ტერიტორიაზეც დაფიქსირდაო... ეს პოლიციამ გვითხრა".

საკუთარი ძმის გაუჩინარების ამბავი ნანა ლატარიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილამდეც მიიტანა: "24 ივლისს, ჩემს სოფელში - ლიაში, წალენჯიხის რაიონში პრეზიდენტი იყო მოსული. პირადად გადავეცი წერილი, სიტყვიერადაც ვუთხარი, თხოვნით მივმართე, დაკარგული ძმის ძებნაში დამხმარებოდა. მითხარა, წერილობით დამიტოვეთ, ქალბატონო და რეაგირების გარეშე არ დავტოვებო...

ორი დღე და ღამე ღმერთს ვევედრებოდი, ეს ნაბიჯი ყოფილიყო ჩემი რამაზის დასახმარებლად... მწამს და მჯერა, ჩვენი პრეზიდენტი დაგვეხმარება," - ამბობს ნანა ლატარია.

"გურია ნიუსის" საშუალებით, ნანა ლატარია კიდევ ერთხელ სთხოვს საქართველოს პრეზიდენტს დახმარებას: "თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო პრეზიდენტს, ჩემი მოხუცი მშობლების და მთელი სოფლის სახელით მინდა ვთხოვო, დაგვეხმაროს ჩემი ძმის პოვნაში. რამაზის საქმის ძიება დაიწყო თავიდან, გადაკვალიფიცირდა. მინდა ვთხოვო სწრაფად მოხდეს ამ საქმის გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რეაგირების გარეშე არ დატოვებს... გამწარებულ ოჯახს დაუბრუნებს თავის შვილს. ჩვენი პოლიცია იმ დონეზეა განვითარებული, რომ მჯერა მისი პოვნა არ გაუჭირდებათ".

ნანა ლატარიას ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გავრცელებული არცერთი ვერსიის არ სჯერა და ამბობს: "ჩემი ძმა იყო სრულად ჯანმრთელი, გონიერი ადამიანი... დავუშვათ, თავი მოიკლა, მაგრამ, სად, ქვეყნის დასალიერში?! ასეთი რამე ხდება სახლში, ან ეზოში... 20 კილომეტრის რადიუსში ტერიტორია არ არის დარჩენილი, სადაც არ ეძებდა მთელი სოფელი, სანათესავო...

დავუშვათ ოჯახიდან წავიდა... რა მოტივით?! არანაირი პრობლემა და ვალი არ ჰქონდა, სუფთა, პატიოსანი ადამიანია. რა მოტივით უნდა გადაკარგულიყო, ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა?!... საკუთარი სახლი კი არა, ყველა ხის ძირი უყვარდა. ვერაფრით დავიჯერებ, რომ თავის სახლს ასე დატოვებდა და მოხუც მშობლებს ასე გაამწარებდა."

ნანა ლატარია ითხოვს, გამოძიებამ დაადგინოს, იყო თუ არა მის ძმასთან ვინმე თხილნარში: " დასადგენია, რა მოხდა იქ... გარაჟს აშენებდა, მაგრამ აი იმ წუთას, ჩემი რძალი რომ მივიდა დასაძახებლად, სამუშაო მიტოვებული ჰქონდა, სახლში არ იყო. მხოლოდ მერე, ხუთი წუთის შემდეგ გამოეძახა და თხილნარიდან გამოვიდა რამაზი. როცა გაიგო ჩვენი რძალი იყო ცუდად, წამოვიდა, პულსი გაუსინჯა... გონებაარეული ადამიანი მიხვდება ვინმეს მაჯისცემა გაუსინჯოს?! მე ისევ მეეჭვება, რა ხდებოდა თხილნარში... იქნება ვინმეს შეხვდა თხილნარში ან ვინმეს ტელეფონით ესაუბრა?! იქნება იქ ხდებოდა რაღაც?!. სწორედ ამის გარკვევას ვითხოვთ..."

რამაზ ლატარია

რამაზ ლატარის სახლი



გარაჟი

სერთიფიკატი, რომელიც მიენიჭა რამაზ ლატარიას სარეზერვო შეკრების გავლის შემდეგ




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...
  • ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11 პირი რჩება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ... ...
  • დღეს ტიციანის დაბადების დღეადღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა : ,,მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან."ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...