დადგენილება, რომლითაც მედიას რეგულირებას უპირებენ

მთავარი თემა

დადგენილება, რომლითაც მედიას რეგულირებას უპირებენ

25 სექ. 2012, 01:33:15

რადგანაც განახლებული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის ხელმიუწვდომელი იყო, გთავაზობთ პროექტის სრულ ვერსიას.

პროექტი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

დადგენილება #

ზოგიერთ საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ 

საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის; მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის; 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი)  საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა გახორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობის შესრულების შეფერხების გარეშე.

2. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება.

3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება. მათ შორის, ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.

მუხლი 2. კენჭისყრის დღეს, დილის 7 საათიდან პირველი ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მოსვლამდე და საარჩევნო უბანში ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

1. ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი;

2. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ფოტოვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან;

მუხლი 3. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და .შ.) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც, ფოტოვიდეოგადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის ოთახიდან.

2. ერთიდაიგივე პრესის და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.

3. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადღება იმდაგვარად, რომ სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თვმჯდომარის მიერ გამოყოფილ ადგილზე. ადგილი იმდაგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

4. იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობა, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას.

მუხლი 4. ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩვნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, ინფორმაცია რის შესახებაც აღნიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

მუხლი 5. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცადასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ... ...
  • ოზურგეთში “ბიბლუსმა“ მუშაობა განაახლაოთხი თვის შემდეგ, ოზურგეთში, წიგნების მაღაზია “ბიბლუსმა“ მუშაობა გაანახლა. როგორც "ბიბლუსში" გვითხრეს, ისინი მომხმარებლებს ჩვეულებრივ რეჟიმში მოემსახურებიან. მაღაზიის მენეჯერის თქმით, ამ ეტაპზე დაწყებულია საზაფხულო ფასდაკლებები ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურაზე. ინფორმაციისთვის, 2020 წლის 13 მარტს დილის საათებში “ბიბლუსის“ თანამშრომლებს მაღაზიის ერთი ნაწილი დამწვარი დახვდათ. ორი დღის წინ კი წიგნების მაღაზიამ ერთგული და ახალი მომხმარებლები კვლავ ... ...
  • ოზურგეთის მერიაში ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ გაიხსნაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ღია საინფორმაციო-საკონსულტაციო სივრცე „ქალთა ოთახი“ გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ კონსულტაციას გაუწევს ქალბატონებს მათთვის საჭირო თემებზე; მიაწოდებს ინფორმაციას მუნიციპალურ სერვისებსა და პროგრამებზე, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის შესახებ. პროგრამის მიზანია ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური გაძლიერება. “ქალთა ოთახის“ პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების და “ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები ... ...
  • #ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება (R)დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო“-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან. პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, ლიბერთი ბანკმა და წყალი „სნო“-სა და „კობი“-ს მწარმოებელმა კომპანია „აქვა გეო“-მ ერთობლივი საზაფხულო სოციალური პასუხისმგებლობის აქცია წამოიწყეს. აქცია 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პენსიის გაცემის ყველაზე დატვირთულ და ცხელს დღეებში ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვას და მათი სასმელი წყლით გამასპინძლებას ითვალისწინებს. „მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად განხორციელებული ყველა სოციალური პასუხისმგებლობის თუ საქველმოქმედო აქციის მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ საბანკო მომსახურება უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და ბანკში ვიზიტისას კი შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ აქციაში მონაწილეობისთვის ჩვენ პარტნიორ კომპანია „აქვა გეო“-ს, რომელმაც გაიზიარა ჩვენი ღირებულებები და ძალიან ოპერატიულად დაგვეხმარა ჩვენს ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვაში“, - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ. „კომპანია „აქვა გეო“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. უფროსს თაობას, ჩვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება. ამის გარშემო კომპანიები ვერთიანდებით, რაც მისასალმებელია და მნიშვნელოვანი. ამ აქციით კი, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მათდამი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი პროექტი ლიბერთი ბანკთან წარმატებული იქნება და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნავს კომპანია „აქვა გეო“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან შავლაყაძე. შეგახსენებთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ეძლევათ საშუალება სააფთიაქო ქსელებში - ავერსი, ფარმადეპო და პსპ, პროდუქციის შეძენისას და სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ნაღდი ფულის გატანის სერვისითაც ისარგებლონ და თავიდან აიცილონ ბანკში ვიზიტის საჭიროება. ... ...
  • მოსალოდნელია ძლიერი ნალექი- გაფრთხილება ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაგამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...