მაღალმთიანი სოფელი სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს

მთავარი თემა

მაღალმთიანი სოფელი სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს

14 თებ. 2011, 20:52:54

14 თებერვლის დილით კი ისევ არ იყო ელექტროენერგია და ისევ გაუწმენდავი იყო გზები. "გურია ნიუსმა" ჯერ კიდევ 13 თებერვალს მიიღო შეტყობინება, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო სურები რაიონს მოწყვეტილია და სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა.
_ არც შუქია, არც გზა. საკვები პროდუქტები ვერ ამოვიტანეთ რაიონიდან. ჩოხატაურში მხოლოდ ერთ დღეს, კვირას იმართება ბაზრობა და ყველა ჩვენთაგანს კვირიდან კვირამდე გააქვს თავი. დღეს კი ტრანსპორტი ვერ წამოვიდა დიდთოვლობის გამო. არ ვიცით, რა უნდა ვქნათ, ბავშვები რითი უნდა გამოვიკვებოთ. როგორც ჩანს, ჩვენი ამბავი არავის არ აინტერესებს და სურები რუკიდან საერთოდ გაქრა, _ გვითხრეს სატელეფონო საუბარში სურებლებმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის კურსში ჩოხატაურის გამგებელი გია გიორგაძე შემოსული ზარიდან რამდენიმე წუთში ჩავაყენეთ, სურებლების პრობლემის მოსაგვარებლად თავი არავის შეუწუხებია. 14 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ჩოხატაური-სურების გზის ძირითადი მონაკვეთი ისევ გაუწმენდავია და სურებლები ისევ მოწყვეტილი არიან რაიონულ ცენტრს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გიორგაძის თქმით, ტექნიკა სურების გზის გაწმენდაზე მუშაობს:
_ სულ ოთხი ტრაქტორი გვყავს, აქედან ორი სურების გზის გაწმენდაზე მუშაობს. ძალიან დიდი თოვლია და ვერ ვერევით, _ გვითხრა გიორგაძემ.
ამ საუბრიდან ათიოდე წუთში სოფელ შუაგანხალების გზაზე, რომელიც დღის პირველ ნახევარში პარალიზებული იყო და ამის შესახებ გამგებელს ვაცნობეთ,  ერთმანეთის მიყოლებით ორი ტრაქტორი გამოჩნდა. ტრაქტორებს უკან გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, ცოტა მოშორებით კი მხარის გუბერნატორი მოჰყვებოდნენ.  როგორც გავარკვიეთ, მხარის პირველი პირი გზების მდგომარეობას ამოწმებდა.
_ ბატონო გია, ამ გზას ორი ტრაქტორი წმენდს, ზემოსურებლები კი საკვები პროდუქტების გარეშე არიან დარჩენილნი.
_ ორი ტრაქტორი გვყავს გაშვებული, _ კიდევ ერთხელ დააზუსტა ინფორმაცია გიორგაძემ.
თუმცა, გიორგაძის მიერ ზემოსურების გზის გასაწმენდად გაშვებული ტრაქტორი ამ საუბრიდან ზუსტად 4 წუთში, ჩოხატაურის ცენტრში დავაფიქსირეთ.
_ ვიცი, რომ გზის პრობლემა არის. ამიტომ, ოზურგეთიდან უკვე გამოსულია ავტომანქანა "ურალი", რომელზეც ტრაქტორს დასვამენ და სურებში აიყვანენ. რამდენადაც ვიცი, სურებიდან ჩოხატაურისკენ მომავალ გზას წმენდენ. მინდა, რომ ჩოხატაურიდან ასასვლელი გზაც გაიწმინდოს. მე პირადად გავყვები ტრაქტორს უკან და სურებში თავად ავალ სიტუაციის გადასაკონტროლებლად, _ გვითხრა მხარის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა.
დიდთოვლობის გამო რაიონს მოწყვეტილია ზოტის და ჩხაკაურის მოსახლეობა. ჩხაკაურაში უკვე მეორეჯერ ჩამოწვა მეწყერი. შპს "გზამშენი 18"-ის გენერალური დირექტორის თემურ ჯახვას ინფორმაციით, აღნიშნული სოფლების ცენტრალური გზები 14 თებერვალს, დღის ბოლომდე გაიწმინდება:
_ ძალიან რთული და საშიში რელიეფია, ყოველ წუთს მოსალოდნელია მეწყერის ჩამოწოლა. ყველანაირად ვცდილობთ, რომ დღის ბოლომდე გზის პრობლემები აღმოიფხვრას, _ აღნიშნა ჯახვამ.
14 თებერვალს, საღამოს, ელექტროენერგია მხოლოდ დაბა ჩოხატაურს და რამდენიმე ახლომდებარე სოფელს მიეწოდება. მოსახლეობის უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრში ვერ გვპასუხობენ როდის აღუდგება მთელს ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება.
ჩოხატაურში ამ წუთებშიც თოვს და როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, თოვა პარასკევამდე გაგრძელდება.




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...