საარჩევნო დღე გურიაში

მთავარი თემა

საარჩევნო დღე გურიაში

8 ოქტ. 2012, 07:32:18

შუაფრაცხმის საარჩევნო უბანზე გამგეობის ინფრასტქრურტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხიკვაძე და შუაფარცხმის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო უჯმაჯურიძე აქტიურობდნენ. სამივე მათგანი უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა და გარეთ ხშირად გამოდიოდნენ, ამომრჩეველს ესაუბრებოდნენ და ისევ უბანზე ბრუნდებოდნენ.

ჩვენ კითხვაზე, რატომ გამოდის გარეთ და რატომ აძლევს მითითებებს ამომრჩეველს, ლევან ჩხიკვაძის პასუხი ასეთი იყო: _ სახლში ვიყავი.

თუმცა, ჩვენს ნათქვამზე, რომ ის ავტომანქანაში მსხდომ ამომრჩევლებთან მოსაუბრე დავაფიქსირეთ, უზრდელობაში არაერთხელ შემჩნეულმა ჩხიკვაძემ, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ მატყუარები ხართ.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ჩხიკვაძეა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, არასამუშაო საათებში, სამსახურეობრივი მანქანაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს შუა თითი აჩვენა. ჩვენ ჩხიკვაძის ამ საქციელის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩოხატაურისა და მხარის ხელმძღვანელობა, გურიის არაოფიციალური "პატრონი" რამაზ ნიკოლაიშვილი, თუმცა, მათი მხრიდან ამ ფაქტს, როგორც ყოველთვის, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია

ჩხიკვაძემ, მოგვიანებით საარჩევნო უბანზე ფოტოების გადაღებისას აღნიშნა, რომ ამით ამომრჩევლის დაშინებას ვცდილობდით(?!).

ამავე უბანზე, სოფელ შუაფარცხმის რწმუნებულის თანაშემწე ზურაბ გურგენიძე მთელი დღის განმავლობაში ამოწმებდა მოსულ ამომრჩეველს და ფურცლებზე მათ ვინაობას ინიშნავდა.

ანალოგიური სიტუაციაა იყო ხიდისთავის საარჩევნო უბანზე, სადაც რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა _ უბნიდან ბიულეტენები გაქრა და საჩივარიც დაიწერა. მოგვიანებით კი დაფიქსირდა ფაქტი, რომ გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ბაჩი გოგიბერიძემ ბიულეტენები გარეთ გამოიტანა.

საარჩევნო უბნის შესასვლელთან მობილიზებული საჯარო მოხელეები სპეციალურ სიაში ამომრჩეველს აღწერდნენ. ეს სია "გურია ნიუსმა" სოფელ ხიდისთავის რწმუნებულის, ალექსანდრე სურმანიძის ავტომანქანაში აღმოაჩინა. ფაქტის დაფიქსირებისთანავე, სიის გადამალვას საკრებულოს ნაციონალური ფრაქციის ხელმძღვანელი, ზაზა ბასილია შეეცადა და აღნიშნა, რომ სია მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. ჩვენ ჩაძიებას, ეჩვენებინა აღნიშნულ სიაში, თუნდაც მხოლოდ მისი მეუღლე, ამავე სოფლის სკოლის დირექტორის სოსო მეგრელიძის გულისწყრომა მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენ სხვის მანქანაში არსებული სიების ნახვის უფლება არ გვქონდა. ამ მოსაზრებას სურმანიძეც დაეთანხმა.

ზოგადად, ამ არჩევნებზე სკოლის დირექტორების უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობდნენ. თითქმის ყველა სოფელში, საარჩევნო უბნებს სკოლის დირექტორები აკონტროლებდნენ და ხშირ შემთხვევაში პედაგოგებს ახსენებდნენ, რომ ხმა "ნაციონალური მოძრაობისთვის" უნდა მიეცათ.

სოფელ დიდვანში, ზემოსურებში, შუასურებში, ზემოსურებში, ქვაბღაში, ნაბეღლავში, როგორც გვითხრეს, სიტუაციების გაკონტროლებას სწორედ სკოლის დირექტორები ცდილობდნენ.

მათი ასეთი აქტიურობა, სავარაუდოდ, მანანა ჯინჭარაძის კანდიდატობით იყო გამოწვეული _ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო.

აღსანიშნავია, რომ თავად ჯინჭარაძე მთელი დღის განმავლობაში დაბის 01 საარჩევნო უბანთან იდგა მომხრეებთან ერთად. აქვე იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ლია ჩიგოგიძე, რომელიც ამომრჩეველს სთხოვდა, რომ მხარი მანანა ჯინჭარაძისთვის დაეჭირათ, რათა სამსახური არ დაეკარგა.

განსაკუთრებული დაძაბულობა იყო კოხნარში, სადაც ამომრჩეველი ხმას ღიად აძლევდა. როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი სოფლის რწმუნებულის დამკვირვებლის სტატუსით უბანზე ყოფნა იყო. ჩვენი ინფორმაციით, ჟიფო ცინცაძემ სოფლის მცხოვრებლებს არჩევნების წინა დღეს მკაცრი გაფრთხილება მისცა და უთხრა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კანდიდატი, მეტი დამაჯერებლობისთვის, ღიად უნდა შემოეხაზათ.

რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევა _ კანდიდატ ჯინჭარაძის პლაკატები უბნების წინ იყო გაკრული. საჭამიასერში ამომრჩევლის კონვერტი გახსნეს და ყველას დასანახად წაიკითხეს, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

ამაღლებაში კი მამა ათანასე დააკავეს. მამაო, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში მსახურობს და წარმოშობით ამაღლებიდანაა, თავის ახლობლებს მოუწოდებდა, ხმა "ქართული ოცნებისთვის" მიეცათ. დაკავების მიზეზად მამა ათანასე ამას ასახელებდა, პოლიცია კი ამბობდა, რომ მამაოს მართვის მოწმობა არ ჰქონდა და პოლიციელებსაც შეურაცხყოფას აყენებდა. ინციდენტი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ მამაოს მანქანა ჩამოართვეს, კანონის დარღვევით საჯარიმოზე გადაიყვანეს და მამა ათანასე დააჯარიმეს.

ამ ინციდენტის გადაღების დროს, "გურია ნიუსისთვის" ხელის შეშლას ხელისუფლების მომხრე ამაღლებელი შეეცადა, კამერაზე ხელი აგვიკრა, მოგვიანებით კი ოპერატორთან საქმის "მისებურად" "გარჩევა" სცადა იმ მიზეზით, თუ რატომ ვიღებდით ინციდენტს. ჩვენ ჩაკითხვაზე კი, რა უფლებით იქცეოდა ასე, მისი პასუხი გინება იყო.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს, "გურია ნიუსის" მობილურ ჯგუფს შავ სამოსში გამოწყობილი უცხო პირები თვალს ადევნებდნენ და რიგ შემთხვევაში ფოტოებს უღებდნენ. გვიან ღამით ამ პირებმა ჩვენს ოფისთან გადმოინაცვლეს და რამდენიმე საათის განმავლობაში რედაქციასთან იდგნენ. ღამის 3 საათზე, საოლქოდან ოფისში მისულ ჩვენ კორესპონდენტს გაესაუბრნენ კიდეც: _ მალადეც თქვენ! მაინც მიაღწიეთ რაც გინდოდათ, _ თქვეს უცნობებმა მკაცრი ტონით.

თუმცა, ამ ინციდენტიდან მალევე წავიდნენ. სავარაუდოდ იმის გამო, რომ 4 საათისთვის არჩევნების შედეგების დიდი ნაწილი უკვე ცნობილი იყო.




 ახალი ამბები
  • „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ოცნებამ“ 52.26 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ 25,33 %ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25,33 %-ით. „ევროპულმა საქართველომ“ კი მიიღო 4,20 %. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო საქართველოსთვის“, პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოქალაქეების 2,61 %-იანი მხარდაჭერა ... ...
  • ipsos-ის ეგზიტპოლი - "ქართული ოცნება" 41% , "ენმ" 33% , "ევროპული საქართველო" 5%ipsos-ის  ეგზიტპოლის 5 საათის მონაცემები. ვის მიეცით ხმა დღევანდელ არჩევნებზე : ქართული ოცნება - 41% ნაციონალური მოძრაობა  _ 33%  ევროპული საქართველო_  5% ლელო _ 4% გირჩი - 3% სტრატეგია აღმაშენებელი_  3% პატრიოტთა ალიანს ი_  2% მოქალაქეები_  ... ...
  • საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურასაქართველოში 20 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები დაიხურა. საქართველოს მასშტაბით, არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მას შემდეგ შეწყდება, რაც უბანში მისული ბოლო ამომრჩეველი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. ამის შემდეგ ხმების დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მოაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული. არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ... ...
  • ოზურგეთში არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემის ფაქტი გამოვლინდაოზურგეთში არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემის ფაქტი გამოვლინდა. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფმა ამომრჩეველმა უბანზე მისცა ... ...
  • რა შემთხვევაში არ დაიხურება საარჩევნო უბანი 8 საათზესაქართველოში საპარლამენტო უბნების დახურვამდე ცოტა დრო რჩება. ცესკოს განცხადებით, ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად რიგში იმყოფებიან ხმის მიცემა 8 საათის შემდეგაც შეეძლებათ. „კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ბოლო ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან რიგში, 8 საათის შემდეგაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, აღნიშული ამომრჩევლები, რომლებიც იქნებიან რიგში 8 საათისთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ" - განაცხადეს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...