რურუას ბიზნესინტერესები ტელეანძასთან დაკავშირებით ძალაში რჩება

მთავარი თემა

რურუას ბიზნესინტერესები ტელეანძასთან დაკავშირებით ძალაში რჩება

2012 ოქტ 17 21:51:52

შპს "გოლდენ კომი", რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია, თბილისისა და საქართველოს რეგიონებში არსებული 30-ზე მეტი ანძა სამართავად გადაეცა, მართვაზე უარს ამბობს.

„გოლდენ კომმა" „ალფა კომის" მმართველობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დავით გიორგაძის ბრძანებით შეწყვიტა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ბრძანების გაცემის საფუძველი „გოლდენ კომი"-ის 2012 წლის 4 ოქტომბრის წერილი გახდა, სადაც წინასწარ გააფრთხილა სამინისტრო, რომ „გოლდენ კომში" არსებული ფინანსური პრობლემების გამო, კომპანია ვერ მოახერხებს აღებული ვალდებულების შესრულებას.

თბილისის ანძისა და ტენდერის ისტორია, რომელსაც მოგვიანებით მედიის დიდმა ნაწილმა "მაფიოზური გარიგება" უწოდა, ასე დაიწყო:

2011 წლის 18 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე დაიწყო ონლაინ აუქციონი, რომელზეც შპს "ალფა-კომის" მართვის უფლება გამოიტანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

შპს "ალფა-კომი" წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 36 გადამცემ ანძას ოპერირებდა. მათ შორის გახლდათ თბილისის 1972 წელს აშენებული 275-მეტრიანი ტელეანძა და 30-ზე მეტი სხვა სატელევიზიო ანძა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ ტექნიკური საშუალებებით კი 30 რადიო და 16 ტელეკომპანია სარგებლობდა და სარგებლობს დღემდე.

აუქციონის დასრულების ვადად 2011 წლის 1 აგვისტო, 17:00 საათი დასახელდა. აუქციონში გამარჯვებულს მართვის უფლებით უნდა ჩაებარებინა ისეთი საკვანძო ობიექტი, რომელიც მონოპოლიურად ფლობდა რადიო, სატელევიზიო და ტელეკომუნიკაციების მიწოდების სიგნალებს. აუქციონის ასეთი სწრაფი ტემპებით ჩატარება კი მთლიანად გამორიცხავდა მასში იმ უცხოელი თუ ადგილობრივი მყიდველის მონაწილეობას, ვინც ე.წ. "შიდა ინფორმაციას" არ ფლობდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინა შპს "ალფა-კომში". თუმცა, პირობებში არ იყო მითითებული, კონკრეტულად რა სახის ინვესტიციის გახორციელება იყო საჭირო. აუქციონის ვებ-გვერდი არ შეიცავდა მონაცემებს შპს "ალფა-კომის" საკუთრებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და მისი მდგომარეობის შესახებ.

შპს "ალფა-კომის" მართვის უფლების პრივატიზაციის სწრაფმა და მოულოდნელმა პროცესმა მედიაკომპანიებისთვის გაურკვეველი გარემო შექმნა; დამოუკიდებელი მაუწყებლების შეშფოთება იმ პირობებისა და ტარიფების გამო, რომელთაც ახალი ოპერატორი მაუწყებელთა სიგნალის გადაცემისათვის დააწესებდა, დღევანდელი რეალობის პირობებში, სულაც არ იყო მოკლებული საფუძველს.

მართვის უფლების შესაძენად სამინისტრომ საწყის ფასად 100 000 ლარი დააწესა. ონლაინ აუქციონის დაწყებიდან მეოთხე დღეს, შეძენის სურვილი მხოლოდ ერთმა დაინტერესებულმა პირმა, _ შპს "გოლდენ კომმა" გამოხატა და მიმდინარე ფასი 110 000 ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ "ალფა-კომის" 4-წლიანი მმართველობის უფლება სწორედ შპს "გოლდენ კომს" გადასცა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, "გოლდენ კომი" შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო გახლდათ, რომელიც 2011 წლის 11 ივლისს, "ალფა კომის" მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული აუქციონის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა.

შპს "გოლდენ კომის" 100% წილის მფლობელი და ამავდროულად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინდივიდუალური მეწარმე ვასილ ბოლაშვილი გახლდათ.

რა პრინციპით შეარჩიეს ვასილ ბოლაშვილი და რატომ მაინცდამაინც მასზე დაარეგისტრირეს "გოლდენ კომი"? სასტუმროების მეპატრონე ბოლაშვილს ტელენძასთან მცირეოდენი შეხების წერტილიც კი არ ჰქონია; ის ფორმალურად დასმული პერსონა იყო, რომელსაც, თავის დროზე, მმართველ პარტიასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

2008 წელს, საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რეკომენდაციით, ვასილ ბოლაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად სიღნაღის რაიონში უნდა ეყარა კენჭი, თუმცა საარჩევნო სიის ირგვლივ ბურჯანაძისა და სააკაშვილის ცნობილი კონფლიქტის შემდეგ, ბოლაშვილი მმართველი პარტიის სიიდან ამოიღეს, ხოლო 2009 წლის მარტში, უკვე ოპოზიციაში მყოფი ბურჯანაძის პარტიის _ "დემოკრატიული მოძრაობის" ათამდე წევრთან ერთად, ვასილ ბოლაშვილის ვაჟი _ გიორგი დააპატიმრეს. როგორც 2009 წლის 25 მარტს, ბოლაშვილის ვაჟის დაპატიმრების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა სააგენტო "პირველს" განუცხადა, "ვასო ბოლაშვილის კანდიდატურაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" უარი იმის გამო ითქვა, რომ მისი ბიზნესი გარკვეულ ეჭვებს იწვევდა".

2 წლის შემდეგ, თბილისის ტელეანძა სწორედ ამ "საეჭვო რეპუტაციის" მქონე ბიზნესმენს ჩააბარეს...

2011 წლის 28 ნოემბერს, საჯარო რეესტრში კიდევ ერთი ცვლილება დაფიქსირდა, რომლის თანახმადაც, ტელეანძის გენერალურ დირექტორად ვინმე ვასილ კავაძე დაინიშნა.

ბრძანება N _ დაუბლოკეთ მედიას ყველა ინფორმაცია!

კავაძის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. 31 წლის გენერალური დირექტორის ბეგრაუნდი არც მედიასაქმიანობას უკავშირდება და არც ბოლაშვილის ბიზნესს. ვასილ კავაძე ნაკლებადაა ცნობილი მედიის წარმომადგენელთათვის და არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.

არაერთხელ დავუკავშირდით თავად ვასილ ბოლაშვილსაც. შეგვპირდა, რომ შეგვხდებოდა და ყველა კითხვაზე გაგვცემდა პასუხს, მაგრამ ინტერვიუ არ შედგა _ მისი თქმით, ის ხან ქვეყნიდან იყო გასული, ხან უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა: "ვასილ კავაძეს დაუკავშირდით, მან ჩემზე ბევრად უკეთ იცის ის საკითხები, რაც გაინტერესებთ. არ არის პრობლემა, შეგხვდებათ და დაგელაპარაკებათ..."

როცა ბოლაშვილისგან ასეთ დამაიმედებელ პასუხებს ვიღებდით, თავად კავაძე ხელმძღვანელობის მხრიდან მედიასთან ურთიერთობის აკრძალვაზე გვესაუბრებოდა და ამის გამო წუხილსაც გამოთქვამდა: "სამწუხაროდ, თქვენთვის არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს. ვისაუბრე მმართველ კომპანიასთან და მითხრეს, ყველანაირი ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავეთო. რა ვქნა, ბოდიშს გიხდით. მე ერთი დაქირავებული თანამშრომელი ვარ."

ვასილ კავაძე ერთადერთი არ იყო, რომელიც მმართველი კომპანიის მხრიდან მედიასთან ურთიერთობის აკრძალვაზე საუბრობდა.

"გურია ნიუსი" რამდენიმე თვის წინ, ანძის წინა მეპატრონის, "ალფა კომის" დირექტორის მოადგილეს, ბორის ადამიასაც დაუკავშირდა. კითხვაზე, _ რა ცვლილებების გატარება დაიწყო ახალმა მმართველმა, ბორის ადამიამ გვიპასუხა: _ შემოვიდა ახალი მმართველი, დანიშნა ახალი გენერალური დირექტორი უკვე მეორე თვეა და აგვიკრძალა მედიასთან ურთიერთობა. ის საკითხები, რაც ჟურნალისტებს აინტერესებს, ჩვენი განსჯისა და გავრცელების საგანი არ არის. თვითონ მაგათ უნდა მიმართოთ, რაიმე ინფორმაცია თუ გაინტერესებთ.

დღეს, „მედია გე"-სთან საუბარში, ბორის ადამია აცხადებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, „არც გადაიარაღება მომხდარა და ერთი თეთრის ინვესტიციაც არ შემოსულა."

შეგახსენებთ, რომ ვასილ ბოლაშვილი იმ კომპანიის სამართავად შევიდა, რომლის დებიტორული ვალი 7 მილიონს, ხოლო კრედიტორული ვალი 3 მილიონ ლარს აღწევდა. ამის შესახებ მათ მაშინვე იცოდნენ, თუმცა მხოლოდ დღეს მიხვდნენ, რომ ვალდებულებების შესასრულებლად ფული არ ეყოფოდათ.

თავად ვასილ კავაძე „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციასთან" აცხადებს, რომ „გოლდენ კომს" მოვალეობის შესასრულებლად რამდენიმე წელი ჰქონდა, ინვესტიციების განხორციელება დროში არ იყო გაწერილი და შეეძლო ნებისმიერ დროს დაეწყო სამუშაოები.

ვისი კადრია ვასილ კავაძე და რა აკავშირებს მას გიორგი რურუასთან?

1981 წლის 24 აპრილს დაბადებული ვასილ კავაძე ტელეანძის გენერალური დირექტორობის პარალელურად, სასტუმრო "ბაკურიანი პლაზას" გენერალური დირექტორიცაა. როგორც თვითონ აცხადებს, ეს ტელეანძასთან კავშირში არ არის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, "ბაკურიანი პლაზას" 100%-იანი წილის მფლობელი და კავაძის ბიზნესპარტნიორი ვინმე („გურია ნიუსის" ინფორმაციით ვასილ კავაძის მეუღლე) ნინო ვასაძეა. ტელეანძის გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ერთი თვით ადრე, კავაძე "ბაკურიანი პლაზას" თავის კუთვნილ წილს სწორედ ნინო ვასაძის სასარგებლოდ თმობს.

32 წლის ნინო ვასაძეს კავაძე პარტნიორობას მხოლოდ ამ ერთ ობიექტზე არ უწევს.

ტელეანძის ახალ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთი ბიზნესი ჰქონდა ჩაბარებული _ ის კომპანია "ემჯიაის" წარმომადგენელი გახლდათ. ყველაზე საინტერესო ჯაჭვი სწორედ ამ კომპანიის ირგვლივ იკვრება:

აღნიშნული კომპანია თარხნიშვილის #2 მდებარეობს და საკმაოდ დიდ ტერიტორიას (3854კვ.მ) ფლობს. ამ ტერიტორიაზე საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სამშობიარო სახლი და მის ბაზაზე არსებული საექთნო სასწავლებელია განთავსებული.

კავაძე, თავის დროზე, უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროცესს, რომელიც "ემჯიაისა" და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის მიმდინარეობდა. 2010 წლის 02 თებერვლის მდგომარეობით, "ემჯიაიას" საკონტროლო პაკეტის 65%-ს მფლობელად კვლავ ნინო ვასაძე გვევლინება _ ვასილ კავაძის ბიზნესპარტნიორი. დარჩენილი 35%-ის მფლობელი კი ერობაში დიმიტრი ჭუაძე, ბერობაში _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე გახლავთ.

ყველა დეკლარირებული ბიზნესოპერაცია, რასაც კავაძე ოფიციალურად ახორციელებს, ნინო ვასაძეს უკავშირდება.

ვინ არის ნინო ვასაძე და ვინ დგას რეალურად მის უკან?

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, 32 წლის ნინო ვასაძე გახლავთ ცნობილი ბიზნეს-ლედის, სასტუმროებისა და საავადმყოფოების მეპატონის მანანა შარაშიძის ქალიშვილი.

2011 წლის 16 მარტის მდგომარეობით, "ემჯიაიას" საკონტროლო პაკეტი სწორედ მანანა შარაშიძეზე ფორმდება.

თუმცა, "ემჯიაიას" არქივი გაცილებით მნიშვნელოვან ფაქტებს ინახავს და მის დამფუძნებლებს შორის, ბევრად უფრო გავლენიან ფიგურებს ვაწყდებით, ვიდრე ექიმი-პროფესორი მანანა შარაშიძეა.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კომპანია "ემჯიაიას" დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ გიორგი (იგივე ჟორიკა) რურუა.

2007 წლის მდგომარეობით, რასაც საჯარო რეესტრის იმდროინდელი ამონაწერი მოწმობს, მისი წილი აღნიშნულ კომპანიაში 30%-ს შეადგენდა. მისი ბიზნესპარტნიორი გახლდათ მანანა შარაშიძის ქალიშვილი ნინო ვასაძე 25%-იანი წილით. ვასილ კავაძე კი, ამ პერიოდში, კომპანიის დირექტორი იყო. ასე შეიკრა სამკუთხედი თბილისის ტელეანძის გარშემო.

გამოდის, რომ ვასილ კავაძე არა მხოლოდ შარაშიძე-ვასაძესთან, არამედ გიორგი რურუასთან დაახლოებული პირიც ყოფილა.

ფაქტია ისიც, რომ ეს "უხილავი" გავლენიანი ხელი მანანა შარაშიძის წარმატებული ბიზნესის ყველა სფეროში იგრძნობა.

გარდა საპატრიარქოს სამშობიაროსი, მის მფლობელობაში შედის პირველი სამშობიაროს ბაზაზე არსებული "მანანა შარაშიძის სამედიცინო ცენტრი".

თავის დროზე, შარაშიძის მხრიდან პირველი სამშობიაროს შენობის ყიდვას საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა, რაც ტენდერის დარღვევით ჩატარებას უკავშირდებოდა. მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შარაშიძისთვის სამშობიაროს 1 000 დოლარად მიყიდვა, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ინტერესებში შედიოდა.

მაშინ მხოლოდ ჭორის საფუძველზე საუბრობდნენ იმაზე, რომ შარაშიძის ინტერესებში საპატრიარქოს სამშობიაროს ხელში ჩაგდებაც შედიოდა. კომპანია "ემჯიაის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი, დღეის მონაცემებით, სწორედ მანანა შარაშიძეა.

თუმცა, ამ წარმატებული ბიზნესლედის თვალსაწიერი მხოლოდ საავადმყოფოებით არ შემოიფარგლება.

ვასილ ბოლაშვილის მსგავსად, მანანა შარაშიძეც არაერთი სასტუმროს მეპატრონეა, მათ შორის, ყველასთვის კარგად ცნობილი "ვერე პალასის".

ყველაზე გახმაურებული ამბავი, რომელიც ამ ქალბატონს უკავშირდებოდა, აწ უკვე დანგრეული სასტუმრო "პოსეიდონის" ირგვლივ ატეხილი სკანდალი გახლდათ. საკმაოდ შელახული რეპუტაციის მქონე სასტუმროს დანგრევას მოსახლეობის ის ნაწილი ითხოვდა, რომელიც "პოსეიდონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ამ სასტუმროს ერთ-ერთ მფლობელად მაშინ სწორედ მანანა შარაშიძე სახელდებოდა.

მაშინ, "ახალგაზრდა დემოკრატების" სახელით მოქმედმა საქართველოს ხელისუფლებამ, "პოსეიდონი" ერთ საათში დაანგრია და მადლიერი ხალხის თვალში მორიგი ქულა ჩაიწერა. ეს ამბავი 2006 წლის 17 ნოემბერს მოხდა და ალბათ კიდევ მომდევნო 6 წელი არ გაგვახსენდებოდა, რომ არა თბილისის ტელეანძა და ის ჯაჭვი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.

ვასილ ბოლაშვილი, ვასილ კავაძე, ნინო ვასაძე, მანანა შარაშიძე და გიორგი რურუა... ვინ არის ანძის რეალური მეპატრონე? მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვინ გადაწყვეტს 30 რადიოსა და 16 ტელეკომპანიის პირობებსა და ტარიფებს?

პასუხი ამ კითხვებზე დღესაც გაუცემელია. სავარაუდოდ, რეალური მმართველები დუმილის უფლებას 2015 წლამდე შეინარჩუნებენ. სწორედ ამ დროს ეწურებათ მათ მართვის უფლება.

მაგრამ 2015 წელს რომელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო უწყების მოვალეობა იქნება ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტზე განვითარებული მოვლენები შეაფასოს? ან რაიმეს გამოსწორება დაგვიანებული ხომ არ იქნება? პასუხის გამცემი ამ კითხვებზე არავინაა.

ტელეანძის "გრიფით საიდუმლო" მფლობელებს წინ მთელი 4 წელი აქვთ.




 ახალი ამბები
  • “რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - მიტროპოლიტი იოსები საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას: „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“ - შემოქმედელი მიპტროპოლიტი იოსები ფეისბუქზე ეხმაურება. “ქვეყნის მთავარსარდალი ესეთ განცხადებას რომ გააკეთებს, ამას ქვია, ქვეყნის,ერის,ჩაგდება სასოწარკვეთილებაში,ანუ უიმედობაში. ესეთი განცხადება, დავით აღმაშენებელს,ერეკლე მეფეს ვახტანგ გორგასალს ან სხვა ჩვენ საამაყო მეფეებს ,რომ გაეკეთებიათ ჩვენ ყველა ომს წავაგებდით. რა არი და რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი. არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს,ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს,ჩვენ გადავრჩებით,"_წერს მიტროპოლიტი ... ...
  • “ბებიაჩემი ყველასგან გამორჩეული ინდივიდია“ - ინტერვიუ “მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტთანლალო ქართველიშვილს ეს სახელი ბებიას საპატივცემულოდ დაარქვეს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ბებიასთან თავს ყველაზე დაცულად და თბილად გრძნობს. ლალო “მთავარი არხის“ მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის“ 2019 წლის მონაწილე იყო. როდესაც, მის შესახებ ვიდეო მოამზადეს ის ოზურგეთში ცხოვრობდა. ახლა კი სტუდენტია,  უმაღლეს განათლებას თბილისში იღებს. “ვინ ელოდება გურიიდან ყველაზე მეტად თქვენს შედეგს?“ - ამ კითხვით მას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, სოფო ნიჟარაძემ მიმართა. პასუხი უცნაური აღმოჩნდა ჟიურის წევრებისთვის: “მარტოდ ვცხოვრობ... კატასთან და ძაღლთან ერთად,“ - თქვა  ლალომ. დედა და მამა საბერძნეთში წავიდნენ. სახლში ბებია და შვილიშვილი დარჩა. "ფინანსურად არც ისე კარგად ვიყავით და ისიც წავიდა საზღვაგარეთ სამუშაოდ. ბებიაჩემი არის ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი ადამიანი და მინდა ვუთხრა მას, ყველა იმედს გავუმართლებ,“_ თქვა პრომო ვიდეოში 18 წლის მომღერალმა. “მხოლოდ ქართულის“ შესარჩევ ტურში მან ვაჟა აზარაშვილის “გზები“ შეასრულა. “გურია ნიუსი“ გთავაზობთ ინტერვიუს ლალო ქართველიშვილთან. _ ლალო, როდის დაიწყე სიმღერა? _ ბებოს თქმით, სამი წლიდან ვმღერი. _ ეს პირველი მცდელობა იყო კუნკურსში მონაწილეობის? _ არა...რამდენჯერმე ვიყავი “იქს-ფაქტორში“ და “ნიჭიერში“, თუმცა, უშედეგოდ. _ თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? _ალბათ, ისევ მე და ჩემი ნაკლებად აქტიურობა. _ კიდევ აპირებ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას? ან რამე შემოთავაზება ხომ არ იყო თქვენი გამოსვლის შემდეგ? _ რა თქმა უნდა ვაპირებ! ზედმეტად მიზანდასახული ვარ იმისთვის, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ გავჩერდე. რაც შეეხება შემოთავაზებას,  არა, არ ყოფილა. _ რამდენად სამართლიანად მოიქცა ჟიური, რომ ათეულში ვერ მოხვდი? _ ჟიური სამართლიანად მოიქცა.  ჩემი ფსიქოლოგიური მომენტების გამო, არც კი წავსულვარ ათეულის შერჩევაზე. _ ლალო, მოგვიყევი თქვენს შესახებ, რომ უფრო გაგიცნოთ საზოგადოებამ. _ ოზურგეთის ერთ პატარა უბანში ,,ზვანში''ვცხოვრობდი.  დავამთავრე #3 საჯარო სკოლა. ძირითადად დაკავებული ვიყავი სიმღერით და ზოგადად მუსიკით, როგორც ახლა. _ლალო, რამდენი წელი ცხოვრობდი მარტო და როგორი იყო შენი ყოველდიურობა? არ, არის მარტო ცხოვრება სიძნელებთან დაკავშირებული? _ ვსწავლობ სეუში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. წელიწადნახევარი ვცხოვრობდი მარტო. რა თქმა უნდა რთულია, თუმც,  ჩემთვის ნაკლებად, ბავშვობიდანვე დამოუკიდებლობას მიმაჩვია ბებომ. _ ბებია და შვილიშვილის ურთიერთობაზე რას გვეტყოდით? _ ვფიქრობ, ბებიაჩემი ყველასგან გამორჩეული იდივიდია. ჩვენი ურთიერთობა,სიყვარული ყველაზე დიდი და ღრმაა. ჩვენ თითქოს ერთმანეთს ვავსებთ. შეუძლებელია, ამ ყველაფრის ენით ან სხვა საშუალებით აღწერა. _ როგორ მოხდა თქვენი დროებით დაშორება? _ ჩემმა აბიტურიენტობამ განაპირობა ბებოს საზღვარგარეთ წასვლა... _ როგორც ვიდეოში ამბობთ ძაღლთან და კატასთან მოგიწია ცხოვრება? _ მათთან ერთად ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. _ ახლა, ვისთან დატოვე შენი საყვარელი ძაღლი და კატა? _ ჩემი ძაღლი ჩემს ბიძაშვილ ნინის დავუტოვე. ბინაში, რომ არ შემეზღუდა, რაც შეეხება ზოის აქ მყავს ჩემთან, თავის 3 კნუტთან ერთად. _ ლალო, რას გეგმავ  მომავალში? _ ვგეგმავ სწავლის თეატრალურში გაგრძელებას. სხვაგან ვერ წარმომიდგენია თავი. მინდა ვიყო შემდგარი მუსკომედიის მსახიობი. ჰოლივუდიც კი შედის ჩემს დიდ ოცნებებში რაც არ უნდა ამბიციური ნათქვამი იყოს. ვფიქრობ, მთავარი მიზანდასახულობაა. ვინატრებდი იმას, რომ ბებო სამუდამოდ ჩემთან იყოს. _ ჟურნალისტობაზე არ ოცნებობ? _ არა,  მომწონს ეს პროფესია, მაგრამ ჩემი არაა. შემთხვევით მოვხვდი სეუში. თეატრალურის ტურზე, ვერ მოვახერხე ჩამოსვლა მაშინ თბილისში. _ ლალო, როგორია სტუდენტების ცხოვრება? _ სტუდენტების ცხოვრება საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო. _ და ბოლოს, დედ-მამასთან გაქვს კონტაქტი? _ კი, როგორ არა და ძალიან მწყინს ცუდ რაღაცებს რომ წერენ მათზე...კი ყოველთვის მაკლდა ერთიც და მეორეც, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი იმას, რომ ისინი ცუდები არიან. _ და ვინ გწერთ ან გეუბნება ამას? _ იმ, ხალხის, რაღაც ნაწილი, რომელმაც ჩემი გამოსვლა ნახა. _შენ, რას ფიქრობ მათ ასეთ რეაქციაზე? _ ნუ დიდად არ მიკვირს. ქართველებს სხვისი კრიტიკა ყველაზე კარგად გამოგვდის სამწუხაროდ, რასაც სათავეში გაუნათლებლობა უდგას. _ ლალო, შეგეხმიანეს მშობლები შენი გამოსვლის შემდეგ? _ რა თქმა უნდა. ძალიან გახარებულები არიან. “გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ლალო ... ...
  • ჩხუბი პარლამენტთან-პოლიციამ 2 პირი დააკავაგვიან ღამით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. როგორც პარლამენტის წინ, კარვებში მყოფი ადამიანები ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგრესიით გამოირჩეოდნენ. პოლიციამ აღნიშნული ორი პირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა, თუმცა ისინი ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) ... ...
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს