"არაპარტიულ საწყისებზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა"

მთავარი თემა

"არაპარტიულ საწყისებზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა"

31 ოქტ. 2012, 08:00:59

ფრაქცია "ჩოხატაურმა", საკრებულოში განაცხადი 15 ოქტომბერს შეიტანა. ახალი ფრაქცია 12 ყოფილ "ნაციონალს" აერთიანებს და მისი ხელმძღვანელი ავთო ბასილიაა.

ერთ-ერთი პირველი, რომელიც "ნაციონალურ" მოძრაობას გამოეყო, მრავალპარტია და ხელისუფლებამოვლილი, "ნაციონალების" ჩოხატაურის ორგანიზაციის ყოფილი პოლიტიკური მდივანი ზაურ ოსეფაიშვილია.

პარტიის დატოვების მიზეზზე ოსეფაიშვილი დღემდე არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება პიროვნული დაპირისპირების გამო მიიღო.

_ ბატონო ზაურ, ჩოხატაურში თქვენ პირველი ადამიანი ხართ, რომელმაც "ნაციონალები" დატოვა. რატომ?

_ იყო რაღაცა ისეთი, რომელზეც კომენტარს არ ვაკეთებ. პიროვნული იყო. ყველაფერი იცით თქვენ და შემეშვით...

_ თქვენ ხართ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი და კითხვებზე პასუხის გაცემა თქვენი ვალდებულებაა... საზოგადოებას აინტერესებს, ასე მალე რატომ შეიცვალეთ იდეოლოგია...

_ მაგ თემაზე ერთადერთ კომენტარს ვაკეთებ _ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გადავიდა ოპოზიციაში, ოპოზიციონერობა თავისებურად დიდი მოვალეობაა ადამიანის ცხოვრებაში. ოპოზიციაში ყოფნაც თავისებური მოვალეობაა ასევე საზოგადოების წინაშე. მე ჩავთვალე, რომ ოპოზიციაში ნამდვილად არ უნდა ვიყო.

_ გამოდის, რომ მოვალეობას გაექეცით...

_ კი არ გავექეცი, ჩემი ასაკის გამო მე ამ მოვალეობას ვერ შევასრულებდი.

_ ბატონო ზაურ, თქვენი პოლიტიკური ისტორიის გათვალისწინებით, ალბათ, არ იქნება მოულოდნელი, რომ "ქართულ ოცნებაშიც" გიხილოთ?

_ არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში მე თქვენ ვერ მიხილავთ. ეს გადაწყვეტილება მივიღე 5 ოქტომბერს. მე ის კაცი არ ვარ, რომ რაღაც პასუხისმგებლობას გავქცეოდი, ორმაგი თამაში მეთამაშა, რაღაცეები მეკეთებინა, ან საარჩევნო პროცესების დროს რაღაც ისეთი ჩამედინა, შემდეგ შემრცხვენოდა. ამიტომ ხუთ ოქტომბერს ვთქვი, რომ არც ერთ პარტიაში არ ვიქნებოდი. ვიქნები ერთი ჩოხატაურელი და ვარ ასეც. არ მომეწონა ბიუჯეტის პროექტი და არ დავუჭირე მხარი. შეიძლება ფრაქციის წევრებმა, რომლის წევრი ვარ, ეს სხვანაირად ჩათვალეს, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემი აზრი ყოველთვის იქნება საკრებულოს სხდომებზე, _ გვითხრა ოსეფაიშვილმა.

ფრაქცია "ჩოხატაურის" კიდევ ერთ-ერთი წევრი, ერეკლე მრელაშვილი სოფელ ფარცხმის მაჟორიტარი დეპუტატია. მრელაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალებისთვის" თავი არ დაუზოგავს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას კარდაკარ, თითქმის ყოველღამე აკითხავდა და "ხუთიანის" შემოხაზვას სთხოვდა, "ნაციონალების" ოფისში ანგარიშებსაც აბარებდა. თუმცა, ეს უკვე წარსულია. მერე რა, რომ ეს ყველაფერი ერთი თვის წინ ხდებოდა. ჩოხატაურელი პოლიტიკოსების უმრავლესობის მიერ ნავიდან ნავში გადასვლა ახალი ამბავი არავისთვის არის. მართალია, მრელაშვილი, "ნაციონალი" აღარ არის, თუმცა, როგორც ამბობს ჯერ "ოცნება" არ დაუწყია. სავარაუდოდ, ამის გამო იყო, საკრებულოს სხდომაზე, სადაც დაზუსტდა, რომ წინასაარჩევნოდ შტატების დამატების გამო ბიუჯეტი ამოიწურა, შეკითხვაც კი არ გასჩენია. თუმცა, ჩვენ მიერ დასმული შეკითხვები იმდენად აღიზიანებდა, რომ რეგლამენტის დარღვევაშიც კი დაგვადანაშაულა. მასთან საუბარი, სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

_ ბატონო ერეკლე, თქვენ იყავით ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ჩვენ მიერ კითხვების დასმას ეწინააღმდეგებოდა...

_ არ ვეწინააღმდეგებოდი. უბრალოდ, საკრებულო ამას არ ითვალისწინებს და შეგახსენეთ, რომ რეგლამენტი არ უნდა დაგვერღვია.

_ არ ვარღვევდით რეგლამენტს. კითხვების დასმის უფლება ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარემ მოგვცა. თქვენი რეაქცია კი ნამდვილად გასაკვირი იყო. მაინც რამ გაგაღიზიანათ _ იმის აღიარებამ, რომ წინასაარჩევნოდ დამატებულმა შტატებმა ბიუჯეტი დააცარიელა? ისე, ეს შეკითხვები, თქვენ _ საკრებულოს წევრს რომ დაგესვათ, უკეთესი იქნებოდა...

_ ძალიან კარგი შეკითხვები იყო.

_ თქვენ რატომ არ გიჩნდებათ მსგავსი შეკითხვების სურვილი, რატომ არ დაინტერესდით, რის ხარჯზე გაიზარდა შტატები?

_ მოთხოვნა იყო და დამატდა.

_ ახალ ფრაქციაზე ვისაუბროთ.

_ როგორც იქნა, საინტერესო თემაზე გადავედით...

_ უკაცრავად, მაგრამ, შტატები რომ გაბერილია და ბიუჯეტი რომ ცარიელია, უინტერესო თემაა?

_ რა თქმა უნდა არა. ეს ყველანაირად პრობლემაა.

_ თუკი ასე ფიქრობთ, საკრებულოს სხდომაზე რატომ არ დააფიქსირეთ თქვენი აზრი?

_ რა აზრი უნდა დამეფიქსირებინა?

საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის მიუხედავად, მრელაშვილისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, აზარალებს თუ არა მოსახლეობას შტატების ხელოვნურად გაბერვა. მისგან ვერც ის გავიგეთ, რატომ არ დააინტერესდა ამ თემით ხალხის რჩეული დეპუტატი. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ბიუჯეტს, თურმე, დაუგეგმავი ხარჯი გამოუჩნდა.

_ ბატონო ერეკლე, ეს დაუგეგმავი ხარჯი იმან ხომ არ გამოიწვია, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდით; მიკროავტობუსებს, რომლითაც ხალხი პრეზიდენტთან შესახვედრად მიგყავდათ, ბიუჯეტის ფულით ქირაობდით, ბიუჯეტით ნაყიდ საწვავს ასხამდით...

_ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ფაქტიურად არ ხდებოდა. პირადად მე ვიყავი ზონის კოორდინატორი. მაქსიმალურად ვცდილობდი, შეხვედრებს საჯარო მოხელე სამუშაო საათებში არ დასწრებოდა.

_ არჩევნების შემდეგ რატომ დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა"?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, ამ სიტუაციაში ჩოხატაურისთვის მართლაც მეტი სარგებელი იქნება არაპარტიულ საწყისზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა (ეღიმება), რომლებმაც შევქმენით ფრაქცია.

_ ბატონო ერეკლე, ისე გეღიმებათ, რომ, მგონი, თქვენც არ გჯერათ თქვენი სიტყვების.

_ არა. რატომ არ მჯერა? ამას საქმე გამოაჩენს.

_ თქვენი "არაპარტიულ საწყისებზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა" საზოგადოებას უჩენს ეჭვს, რომ ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც არ უნდათ, რომ ნავი, რომელსაც ფსკერი აქვთ გაბზარული მათი ნავი იყოს.

_ ეს არის არაპარტიული გაერთიანება. ეს მოხდა წმინდად... გამოჩნდება, ეს ფრაქცია რას გააკეთებს ჩოხატაურისთვის.

_ ისევ "ნაციონალი" ხართ?

_ მე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასდროს არ ვიყავი.

_ ზონის კოორდინატორი იყავით, არჩევნების მოსაგებად ყველაფერი გააკეთეთ და ახლა ამბობთ, რომ არ იყავით წევრი?

_ მე არ უარვყოფ. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომ ვთქვა, აი, "ნაციონალების" შტაბში ვიყავი და "ვოცნებობდი",-მეთქი. ნამდვილად არა. მაგრამ ვამბობ ერთ რამეს _ დადგა რეალობა, რაც დადგა. ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, როგორც ქვეყანაში, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში, ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" და მე ყველა ვარიანტში მზად ვარ, ვიდგე ამ ხალხის გვერდში და გავითვალისწინო მათი აზრი.

_ ამდენ ხანს რომ არ ითვალისწინებდით?

_ რატომ არ ვითვალისწინებდი. დამისახელეთ ერთი ფაქტი.

_ თქვენ დამისახელეთ ერთი გათვალისწინებული ფაქტი.

_ ეს იმას არ ნიშნავს, რასაც თქვენ ამბობთ _ სხვის ნავში შეხტაო. არანაირად. მე, პირადად, და ვფიქრობ, ჩვენი ფრაქციის წევრებიც ასე ფიქრობენ, თავს არ ვთავაზობთ "ქართულ ოცნებას". ჩვენ ჩვენ თავს ვთავაზობთ ჩოხატაურს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დასვამს "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ჩავთვლით, რომ ჩოხატაურისთვის იქნება მისაღები და ღირებული დავუჭერთ მხარს, ისევე, როგორც მხარს დავუჭერთ ყველა კარგ გადაწყვეტილებას ინიცირებულს "ქართული ოცნებიდან".

_ "ნაციონალურ მოძრაობაში" რომ იყავით და არაფერი გახსოვდათ გარდა იმისა, რომ მეტი სარგებელი ჰქონოდათ ჩინოვნიკებს, ეს როგორ აღვიქვათ? ახლა რომ გაგიჩნდათ ჩოხატაურზე ზრუნვის სურვილი? თანაც, თქვენი ფრაქციის მიერ მომზადებული პროექტი, რომლითაც ხელფასები გემატებათ, ჩოხატაურელებზე ზრუნავს ნიშნავს?

_ ეს პრეზიდენტის ბრძანებულებაა.

_ და უარის თქმა პრეზიდენტისთვის "თავზე გადახტომას" ნიშნავს?

_ ეს საკითხი იხილება. ჯერ არაფერი დაგვიმტკიცებია.

_ თანახმა ხართ, გქონდეთ ამხელა ხელფასი მაშინ, როცა თქვენს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი უმუშევარია და უმრავლესობას პურის ფული არ აქვს?

_ ყოველ შემთხვევაში, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც დიფერენციაცია მოხდეს. პენსიონერსაც უნდა ჰქონდეს საარსებო მინიმუმი. ზოგადად, ხელფასები თუ ყველგან გაიზრდება, ამაში ცუდი რა არის?

მსგავს კომენტარებს აკეთებენ ფრაქცია "ჩოხატაურის" დანარჩენი წევრებიც, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ დიქტოფონთან საუბარი არ სურთ. პირად საუბრებში კი აღნიშნავენ, რომ "ისინი ჩოხატაურელების სიყვარულმა გააერთიანა" და არ გამორიცხავენ, რომ მათი ფრაქციის რიგები მალე კიდევ გაიზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურის საკრებულოში "ნაციონალები" აღარ იქნებიან. ამას არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ყველაფერი არ გადაუწყვეტია;

_ 12 კაცი დარჩა ფრაქცია "ნაციონალებში. თუმცა, ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც იმაში, რომ წავიდნენ. რაც მეტი ფრაქცია იქნება, რაც მეტი აზრი იქნება, კარგია. მთავარია, ყველამ იმუშაოს ჩოხატაურის კეთილდღეობისა და ქვეყნის წინსვლისთვის. იმას, ვინ სად იქნება მნიშვნელობა არ აქვს (მკითხველს შევახსენებთ, რომ ფრაქციების ხელმძღვანელები ხელფასს, თანაც, გაზრდილოს მიიღებენ. რედ.).

_ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩოხატაურის საკრებულოში საკმაოდ დიდი დოზით ყოფილა მედროვე ადამიანები?

_ ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს მათ ჰკითხეთ. მე ასე არ მიმაჩნია. ყველა ადამიანს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება და არ ვიცი, რა ვუწოდო ამას.

_ თქვენ თუ ოცნებობთ?

_ როგორ?

_ ქართულად თუ ოცნებობთ?

_ ოცნებით ყველა ოცნებობს.

_ წინასაარჩევნო პერიოდში ოცნება რომ ცოდვად ითვლებოდა?

_ ადამიანურად ყველა ოცნებობს და რა შუაშია აქ პოლიტიკა? მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდი ხალხს, ჩოხატაურელებს და ასე იქნება მომავალშიც. თუ კარგი საქმის გაკეთების სურვილი გაქვს, ამას ნებისმიერი სიტუაციიდან გააკეთებ. ამისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა იარლიყი გექნება და რომელ პარტიაში იქნები.

_ "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას აპირებთ?

_ არა.

_ ამბობენ, რომ მმართველ პარტიაში მისასვლელ გზებს ეძებს და ლიდერებთან ახლობლების გამოძებნასაც ცდილობსო...

_ ეს ჭორებია.

_ ანუ, ბოლომდე რჩებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული?

_ დიახ. ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამ, რასაც კონსტიტუცია არეგულირებს _ ყველამ უნდა გაიგოს, ვინც ვერ ხვდება. ეს იყო საპარლამენტო არჩევნები და არ ნიშნავს იმას, რომ ერთი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ამით ყველაფერი იცვლება ან უნდა შეიცვალოს. მაშინ არც საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და არც თვითმმართველობის, _ ამბობს ხუნდაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მის სოფელში (საჭამიასერში) დამარცხება, მის უავტორიტეტობაზე არ მეტყველებს.




 ახალი ამბები
  • „სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ,  32 თეთრს  შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას,  გამოხატავენ: _ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ  მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა   1,48 თეთრს  ვიხდით  და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა  ჰქვია ამას, თან  ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია.  მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.  მართლაც, როცა  პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“  „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:  ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა  ნაკლებია  შეღავათი და ის 32   თეთრს შეადგენს. თუმცა,  ამას ასე ხსნის: _ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი.   ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში  იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში  2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, - გვითხრა ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნებარუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ ლარს თიბისი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა, სადაც ჯამში 3500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პორდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. საწარმოებში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება. ჯგუფი წლიურად 10 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის, რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „თიბისისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენთვის საამაყოა იმ პროდუქციის შექმნაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. „აჭარა ტექსტილის“ დამსახურებით საფეხბურთო ჩემპიონატებზე არაერთი გუნდი სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობს. არსებულ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ბიზნესსექტორის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება. გვიხარია, რომ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე ახალი რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც“, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. ... ...
  • "ოკრიბაზე" მძღოლებს თანხას სძალავდნენ- შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დააკავათბილისში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • " გადაურჩა დაწვას"- მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად  გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის თებერვალსა და მაისში  შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 2020  წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და  ბრალი  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1"  და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდათბილისის სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ, დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. სასამართლომ გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 5 წლიანი პატიმრობა და ის გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულებიდან. მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. GDI აცხადებს, რომ მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...