დასავლეთ საქართველოს ახალი პროკურორი, 7 ნოემბერი და ხალხისთვის წართმეული ქონება

მთავარი თემა

დასავლეთ საქართველოს ახალი პროკურორი, 7 ნოემბერი და ხალხისთვის წართმეული ქონება

2012 ნოე 12 11:06:36

გეოგრაფიის სპეციალობით _ პედაგოგი 1888_1993 წწ.; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის (1995-1999 წწ) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კვალიფიკაცია _ იურისტი, სპეციალობა _ სამართალმცოდნეობა; სამოსამართლო სწავლების ცენტრი; მოსამართლის თანაშემწის კურსები 2000 წ.

სამუშაო გამოცდილება: თბილისის შს სამმართველო, კალინინის შს რაიონის არასაუწყებო დაცვის მსროლელი 1984-1985 წწ.; სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის, ვივარიუმის ლაბორანტი; წყალტუბოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური კოლეჯის მასწავლებელი 1999 _ 2001 წწ.; ინდივიდუალური საწარმო "ადვოკატი XXI" (2001 წ)., ადვოკატი; დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა:

საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; იმერეთის საოლქო პროკურატურა: საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; წყალტუბოს საქალაქო პროკურატურა: უფროსი გამომძიებელი; წყალტუბის საქალაქო პროკურატურის სტაჟიორი _ ეს ილია (ივიკო _ ასე ეძახიან მას წყალტუბოში) ჯალაღანიას ბიოგრაფიაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასავლეთ საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნა.

ამ ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი ოზურგეთის მთავარ პროკურორად მუშაობის თითქმის 7-წლიან პერიოდზე. პერიოდზე, რომელმაც საზოგადოებას ბევრი უპასუხო შეკითხვა დაუტოვა.

წყალტუბოელმა პროკურორმა ოზურგეთში თავის დამკვიდრება სულ ადვილად შეძლო. ბევრი დრო არ დასჭირვებია იმისთვის, რომ მეუღლე, ნანა ჭეიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სამსახურის შექმნისთანავე დაესაქმებინა. მაშინ, როცა უამრავი ოზურგეთელი, უმაღლესი განათლებითა და პროფესიონალიზმით, სამსახურს ეძებს. პროკურორის ცოლს გუბერნატორის თუ გამგებლის კაბინეტთან მრავალსაათიანი ლოდინი არასდროს დასჭირვებია და უპრობლემოდ მოხდა მისი დასაქმება.

ასე რომ, ჯალაღანიამ ცხოვრება მშვენივრად ააწყო და ქონებაც შეიძინა _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პროკურორ ილია ჯალაღანიას, შეკვეთილში ნასყიდობის საფუძველზე, 2006 წლის 24 ნოემბრიდან საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 280 კვმ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 9 ნოემბრიდან ამ ნაკვეთზე რეგისტრირებულია სააგარაკო სახლი, განაშენიანების ფართით 73,4კვ.

2009 წელს, ჯალაღანია ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ 46 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო და ამ თანხით მოახერხა მიწის და სახლის შეძენაც. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ოზურგეთის პროკურორს სესხი 2008 წლის 2 ნოემბერს აქვს აღებული ბანკ "რესპუბლიკაში." ანუ, მას შემდეგ, რაც მიწაც დაიკანონა და სახლიც ააშენა (ექსპერტების თქმით კი, 280კვმ მიწის შეძენას 2006 წელს, შეკვეთილში დაახლოებით 250 000 დოლარი მაინც დასჭირდებოდა. ფეშენებლურ ვილაზე რომ არაფერი ითქვას).

მიწის დანარჩენ ფართზე კი, ორი დასრულებული და ერთიც მშენებარე სახლი დგას. ერთი სახლი, ყოფილ პროკურორს და ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ ჩოგოვაძეს ეკუთვნის, ერთი _ კიდევ ერთ ყოფილ პროკურორს, ზაზა ქაჩიბაიას.

იმავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯალაღანიამ კოტეჯი ბახმაროშიც ააშენა და სხვის სახელზე გადააფორმა, თუმცა, იმ დროისთვის მას ამ კითხვებზე პასუხი აღარ გაუცია.

რაც შეეხება მის პროფესიულ საქმიანობას, უპასუხო კითხვები აქაც ძალიან ბევრია _ როგორც ჩვენი წყაროს ამბობს, ჯალაღანიამ ოზურგეთში ჩამოსვლისთანავე (2005 წლის 16 ნოემბერი) დაიბარა "რაიკავშირის" მფლობელები და ქონება სახელმწიფოსთვის აჩუქებინა. ამას მოჰყვა ბახმაროს მიწები და რამდენიმე კარიერი. ეს ინფორმაციები" გურია ნიუსში" პერიოდულად ქვეყნდებოდა, თუმცა, ამით არავინ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, ჯალაღანიას ძველი ხელისუფლების დროს პასუხი არ უგია.

მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება იმ საქმეებს გამოიძიებდა და მოსახლეობა სამართალს იპოვიდა, მისმა საოლქოს პროკურორად დანიშვნამ გააქარწყლა.

სხვა თუ არაფერი, პროკურორს იმაზე მაინც უნდა გაეცა პასუხი, რომ მისი ოზურგეთში მოღვაწეობის დროს, გურიას ორი პოლიტპატიმარი ჰყავდა _ გოჩა ჯიქია და მამუკა ცინცაძე. ადამიანები, რომლებიც ძველმა ხელისუფლებამ 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობისთვის დასაჯა. ჯიქიას ჩოხატაურის ცენტრში, დღისით, მზისით, საკუთარი შვილების თვალწინ მანქანაში ტროტილი ჩაუდეს, ხოლო ცინცაძეს სახლში, ქათმის ბუდეში _ იარაღის მჭიდი.

ეს ის საქმეებია, რომელთა გამოძიებას დიდი ხანია ითხოვდა ძველი ოპოზიცია. უფრო მეტიც, გოჩა ჯიქიას ადვოკატი "რესპუბლიკურმა" პარტიამ აუყვანა და ეს საქმე პირად კონტროლზეც ჰქონდათ აყვანილი.

და ეს იმ დროს, როცა ჯიქიას საქმეს, მოსამართლის კაბინეტში პროკურორი შვანგირაძე წყვეტდა _ ილია ჯალაღანიას კადრი და მეგობარი. "გურია ნიუსმა" ამ თათბირების ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.

ჩვენთან საუბრისას პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები დეტალურად იხსენებდნენ და ახლაც იხსენებენ ჯალაღანიას პროკურორების ციხეებში ვიზიტს, მათ დაკითხვებს და იძულებას, რომ არჩადენილი დანაშაული ეღიარებინათ.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია, ოზურგეთში 2009 წლის 17 აგვისტოს მოხდა. ილია ჯალაღანიას შვილმა, 21 წლის ლევან ჯალაღანიამ ახალგაზრდა ბიჭი დაჭრა. ინციდენტი შეკვეთილში, ჯალაღანიების კუთვნილ აგარაკთან ახლოს მოხდა. დაჭრეს 30 წლის ვალერი ტემირხანოვი, რომელიც ჯალაღანიების კუთვნილი აგარაკის წინ მდებარე სახლში მებაღედ მუშაობდა. ჩხუბის მიზეზად კვატროციკლი დასახელდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ტემირხანოვმა კვატროციკლი გასარეცხად წაიყვანა, მიყვანა დააგვიანდა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება. წყარო იმასაც ამბობდა, რომ ლევან ჯალაღანიასთან ერთად ჩხუბში 3 ახალგაზრდა მონაწილეობდა, ორივე მაღალი თანამდებობის პირების შვილები, რომლებსაც აგარაკი ჯალაღანიას კუთვნილ ეზოში უდგათ. მაშინ, დაშავებულისთვის სამედიცინო დახმარება ოზურგეთელ ექიმებს არ აღმოუჩენიათ.

დაზუსტებული ინფორმაციით, დაჭრილი ქობულეთის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

აღნიშნული საქმის კურსში გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობაც გახლდათ, თუმცა, იმის გამო, რომ ინციდენტში მთავარი მოქმედი პირი პროკურორის ვაჟი იყო, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა _ დაჭრილმა ჭრილობა ხიდან ჩამოვარდნას დააბრალა.

მაშინ ისიც ითქვა, რომ ამ ფაქტით საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექცია დაინტერესდა. თუმცა, ინტერესი ინტერესად დარჩა, კითხვები კითხვებად.... 2 წლის წინ ოზურგეთის მთავარი პროკურორობიდან საკუთარი ნებით წასული ჯალაღანია კი დღეს დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორია, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ მიიჩნევდა, რომ: "პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს, რაიმე ისეთი, მკვეთრად გამოხატული პრობლემა ნამდვილად არ არის, მით უფრო, რომ მატერიალური კუთხით ჩვენ აბსოლუტურად უზრუნველყოფილნი ვართ. დღესდღეობით ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია"; "შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურა ნამდვილად არ არის პოლიტიზირებული, ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით"; "პოლიციას, პროკურატურასა და სასამართლოს აქვთ მკაფიოდ გამოკვეთილი ფუნქციები, რაც შესაბამისი კანონითაა გათვალისწინებული. სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია, ჩვენ მასზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ, ეს გამორიცხულია, ხოლო პოლიციაზე პროკურატურა საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ. თუ რაიმე ხარვეზი და დარღვევა იქნება, ჩვენ შესაბამისად ვრეაგირებთ, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის ზეგავლენას ვახდენდეთ. გამომძიებელს რომ რაიმე დარღვევა აღმოუჩინოთ, მინიშნებები არ მივცეთ"; " პოლიცია თავის საქმეს აკეთებს. პირადად მე, მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ"; "ყველასთვის მისაღები ვერ იქნები, ზოგი უკმაყოფილო გეყოლება, ზოგიც _ კმაყოფილი. ჩემთვის მაინც გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს პოლიციის უნდობლობა _ რა, გამოიძახეს და არ მივიდა?"

პ.ს. ჩვენ შევეცადეთ კითხვებზე პასუხები ილია ჯალაღანიასგან მიგვეღო, მაგრამ მან ჩვეულ სტილს არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარს, რომელსაც თან სმს ახლდა, არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...