უფლებამონაცვლე დეპუტატის შემართება თუ მონოლოგი?

მთავარი თემა

უფლებამონაცვლე დეპუტატის შემართება თუ მონოლოგი?

2012 დეკ 4 07:12:36
ის საკრებულოში მას შემდეგ შევიდა, რაც უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოპოზიციონერმა თემურ სალუქვაძემ განცხადება დაწერა. დიმიტრი კვერღელიძის თქმით, მომავალ სხდომაზე მისი წარდგენა ოფიციალურ სახეს მიიღებს და აქტიურად შეუდგება მუშაობას.

_ ბატონო დიმიტრი, თემურ სალუქვაძე აქტიური დეპუტატი იყო და მას უფლებამოსილება მისივე განცხადების საფუძველზე შეუწყდა. რატომ მოხდა ეს?

_ მოგეხსენებათ, რომ მე და თემური "თავისუფალი დემოკრატების" წევრები ვართ და ვიცავთ პარტიულ დისციპლინას და ვასრულებთ იმას, რასაც პარტია ითხოვს. პარტიის გამგეობის გადაწყვეტილებით, ბატონი თემური გადაიყვანეს თბილისში. 8 ნოემბერს პარტიას ყრილობა აქვს და იქ შესთავაზებენ ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას _ პარტიულ თანამდებობას ვგულისხმობ. რადგან ამ ადგილს იკავებს, ის ვერ იქნებოდა ხშირად ოზურგეთში და როგორც მისი ადგილმონაცვლე, სიით შევდივარ მის მაგივრად საკრებულოში და გაგრძელდება ისეთივე აქტიური მუშაობა.

_ სანამ ოზურგეთს შევეხებოდეთ, იქნებ, გვითხრათ, სად მუშაობდით მანამდე?

_ მე მაქვს ლიცენზირებული აუდიტორული ფირმა, ოღონდ არანაირ საგადასახადო სამსახურში მე არ ვიყავი, კერძო სამსახური იყო თავიდან ბოლომდე, ვუწევდი კონსულტაციებს, როგორც ფირმებს და ასევე ამ ფირმების შემოწმებას ვახდენდი. 2005 წლიდან, მე ერთი საათიც კი არ მიმუშავია სახელმწიფო სამსახურში. რაც შეეხება იმას, სად ვიყავი, გეტყვით, რომ პარტიულ საქმიანობას ვეწეოდი. ოზურგეთთან, რა თქმა უნდა, მჭიდრო კავშირი მქონდა. ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ ცენტრალური პარტიის. ასევე, ოზურგეთში, მე და თემურმა დავიწყეთ პარტიული მშენებლობა, შემდეგ ისევ პარტიამ მოითხოვა, გადავსულიყავი თბილისში.

_ 2005 წლამდე თქვენ იყავით საგადასახადო სამსახურის ოზურგეთის განყოფილების უფროსი.

_ მე მინდა მთელ ოზურგეთს გავახსენო, რომ საგადასახადო სამსახურის პირველი უფროსი ვიყავი ოზურგეთში, რომელმაც გეგმა შეასრულა. ეს არ ღირსებია ოზურგეთის რაიონს. აქედან იმიტომ წავედი, რომ ვერ ავიტანე მაფიოზური კლანების გაბატონება. სიმართლე გითხრათ, მაშინდელი ხელისუფლების უნიათობამ გამოიწვია ჩემი აქედან წასვლა. დღემდე ლეგენდები დადის ჩემს მუშაობაზე ოზურგეთში და დღემდე მისტირიან ჩემს წასვლას. ჩემთან არც მაშინ ჰქონდა ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემა, ადგილობრივებმა გამოიგონეს რაღაც პრობლემატური საკითხები _ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მთხოვა, თბილისში გადავსულიყავი.

_ აქ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ადამიანი, ასე ვთქვათ, "ძირის გამოთხრის" პრინციპით რომ ემუშავა თქვენს წინააღმდეგ?

_ ძირს, რომც მოენდომებინათ, ვერ გამომითხრიდნენ, რადგან აქედანაც ჩემი განცხადებით წავედი. მაშინვე არ წავსულვარ, როდესაც პრობლემები დაიწყო _ ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, რის გამოც აქ ვერ გავჩერდებოდი.

_ რა მაფიოზურ დაჯგუფებასთან გქონდათ საქმე თუ დაპირისპირება?

_ ჩემთვის მიუღებელი იყო ყველა ის ადამიანი, მიუხედავად თანამდებობრივი სიმაღლისა, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადებს დაუმალავდა ან მსგავს საქმეს ლობირებდა. ჩემთვის ეს ხალხი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, იქნებოდა მოქალაქეთა კავშირის პიარ-ხელმძღვანელები თუ მაღალი თანამდებობის პირები, მიუღებელი იყო. საერთოდ, ყველამ უნდა ისწავლოს, ვინც მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, რომ ის პარტიულ დავალებას არ ასრულებს, საგადასახადო არის სუფთა დეცენტრალიზებული და უპარტიო სისტემა. მე ვიცავდი მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს.

_ ბატონო დიმიტრი, ხშირად იყო საუბარი და ფაქტებიც არსებობს, როგორ ერეოდა პოლიტიკა სხვადასხვა სისტემებში და მათ შორის, საგადასახადო სისტემაშიც.

_ იგივე მიზეზით დავტოვე თბილისში თანამდებობა. იქაც ასეთი რაღაცა მოხდა. ვითომ ვარდების რევოლუციით მოვიდნენ ესენი, დაგვპირდნენ, ჩარევა არ იქნებოდა, მაგრამ წავიდა ბიზნესის ლობირებები და შერჩევითი სამართალი.

_ კონკრეტული ფაქტები შეგიძლიათ დაასახელოთ?

_ ახლა ამის აუცილებლობა, მე მგონი, არ არის. გეუბნებით, რომ 2005 წელში თანამდებობა იმიტომ დავტოვე, მაღალი თანამდებობის პირს დავუწერეთ ჯარიმა და ეს ვიღაცებს არ ესიამოვნათ.

_ კონკრეტულად, ვინ იყო ის პირი?

_ საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

_ და ამის გამო გამოგიშვეს სამსახურიდან?

_ მე სამსახურიდან ვერავინ გამიშვებდა. ჩავთვალე, რომ არ უნდა მემუშავა იმ სისტემაში, სადაც კანონს არღვევდნენ.

_ როდის უნდა შეხვიდეთ საკრებულოში?

_ შემდეგ სხდომაზე აუცილებლად მომიწევს შესვლა. 26 ნოემბრის საკრებულოს სხდომას ვესწრებოდი, როგორც რიგითი მოქალაქე და მომდევნო სხდომაზე ცნობენ ჩემს უფლებამოსილებას. მერე აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებ საკრებულოში. მე 2012 წელსაც ვმონაწილეობდი ადგილობრივ არჩევნებში, მაშინაც მქონდა სურვილი, რომ აქ ვყოფილიყავი.

_ როგორც ვიცი, ადგილობრივ არჩევნებში, სოფელ ოზურგეთში არც ისე ბევრი ხმა მიიღეთ.

_ ვის მისცეს მაშინ ხმა?! კარგად მოგეხსენებათ მაშინ როგორი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში და მიუხედავად ამისა, მაინც გამოვხატე სურვილი, მონაწილეობა მიმეღო არჩევნებში _ ჩვენ არ უნდა დაგვემკვიდრებინა, რომ კაბინეტებში შევარდნები და რევოლუციები უნდა დამთავრებულიყო. პირველად ვაღიარეთ ეს არჩევნები "თავისუფალმა დემოკრატებმა", ირაკლი ალასანიამაც მიულოცა მაშინ იმ ძალას, რომელმაც გაიმარჯვა და მეც მივულოცე ჩემს კონკურენტს. მიუხედავად იმისა, რომ იმ არჩევნების დემოკრატიულობაში ეჭვი მეპარებოდა.

_ რატომ მიულოცეთ, თუ ეჭვი გეპარებოდათ?

_ იცით, რატომ მივულოცე? საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ წაგებულმა უნდა მიულოცოს... ფაქტი იყო, რომ ჩვენ წავაგეთ. რა იყო ამის მიზეზი, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებდა. პირველად ვამბობ თქვენთან _ "ნაციონალური მოძრაობა" ნუ დაიბრალებს, ჩვენ დავამკვიდრეთ, რომ ვაღიარეთ დამარცხება, მოდით, ასე ვთქვათ. ჩვენ ვაღიარეთ პირველად, ჩვენ შემოვიტანეთ ქართულ პოლიტიკაში, რომ წაგებულმა უნდა აღიაროს დამარცხება და მოემზადოს ახალი არჩევნებისთვის.

_ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას სად იყავით?

_ თბილისში. ოზურგეთში ბატონი თემური იყო და არანაირად არ იყო საჭირო ჩემი აქ ჩამოსვლა, თბილისში ვეწეოდი სხვა საქმიანობას. პარტიას ვგულისხმობ და იქ აქტიურად ვმუშაობდი. თბილისი საქართველო არ არის, თუ რა ხდება? ჩვენ ხომ არ გვავიწყდება, რომ 2012 წელს არ ყოფილა ადგილობრივი არჩევნები.

_ ეს არჩევნები მეტად დაძაბული იყო, განსაკუთრებით _ რეგიონებში.

_ პარტიაში არის მკაცრი დისციპლინა, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ ჯარისკაცები, სადაც პარტიას სჭირდება, იქ უნდა ვიყოთ. მაშინ ვჭირდებოდი თბილისში და ვიყავი იქ. მოგეხსენებათ, რომ "ქართული ოცნებისთვის" თბილისის მერე, გურია ერთ-ერთი წარმატებული რეგიონია, არჩევნების შედეგების კუთხით, აქაც ჩანს, რომ ჩემი იქ ყოფნით, ხელი არ შემიშლია საერთო საქმისთვის. ყოველდღიური კონტაქტი მქონდა თემურ სალუქვაძესთან და ჩვენს გუნდთან.

_ 26 ნოემბერს ახალი ფრაქცია შეიქმნა. რა აზრის ხართ ამ ფრაქციაზე?

_ საერთოდ კარგია, რომ ფრაქცია შეიქმნა და ეს "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება ფრაქციებად, მაგრამ იმ ხალხს, ვინც ფრაქცია შექმნა, ვურჩევდი "ქართული ოცნება" არ დაერქვა. ცოტა უხერხულია, ამ ფრაქციას "ოცნება" ერქვას. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანებში ვერანაირი ცვლილება ვერ დავინახე, საკრებულოს ისე ეთანხმებოდნენ ყველა საკითხზე, როგორც საკრებულოს სხვა დეპუტატები, რომელთა უმეტესობა "ნაცმოძრაობას" წარმოადგენს. ვერანაირად ვერ ვიგრძენი, რომ ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი გამოჩენისთანავე ოზურგეთში დაწყებული იყო "ქართული ოცნების" ფრაქციის შექმნა, რომლის თავმჯდომარე ლევან ნინიძე, ფრაქცია "უმრავლესობის" ყოფილი წევრი იქნებოდა. მან შეიტანა კიდეც განცხადება საკრებულოში, თუმცა, მერე უკან გამოიტანა, სამაგიეროდ, შევიდა თემურ სალუქვაძის განცხადება. რამდენიმე დღეში ისევ ლევან ნინიძის ხელმოწერით შევიდა საკრებულოში განცხადება. საუბრობენ, რომ ამ ყველაფერში ძალიან აქტიურად იყავით ჩართული და მოსალაპარაკებლად ლევან ნინიძეს, თურმე, სახლშიც ესტუმრეთ.

_ ბატონმა თემურმა ძალიან კარგად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მან თქვა, რომ მე როდესაც საკრებულოში ვარ, უხერხულია, იქმნებოდეს ფრაქცია "ქართული ოცნება", რომლის წევრი მე არ ვიქნებიო. ამ ფრაქციის შექმნის წინააღმდეგნი ჩვენ მაშინაც ვიყავით _ არ მომეწონა, როცა უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები ქმნიდნენ ფრაქცია "ქართულ ოცნებას".

_ ლევან ნინიძესთან დაკავშირებით რას იტყოდით _ იყავით მასთან სახლში?

_ არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა. მე მას ვურჩიე, რომ სჯობდა, ფრაქცია შექმნილიყო ბატონ თემურთან ერთად, მეტი არაფერი.

_ სად შედგა ეს შეხვედრა?

_ ოზურგეთში. ის მაშინ დაგვთანხმდა და საკრებულოში კიდევაც შევიდა განცხადება თემურ სალუქვაძის ხელმოწერით.

_ რა მოხდა შემდეგ?

_ სიმართლე გითხრათ, შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, _ გვითხრა კვერღელიძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...