რატომ დაინგრა მშვიდობაურში უნიკალური შენობა -ნაგებობები

მთავარი თემა

რატომ დაინგრა მშვიდობაურში უნიკალური შენობა -ნაგებობები

2 მარ. 2011, 23:41:31
რეზო ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მშვიდობაური

გურიაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ახსოვდეს აწ განსვენებული სულიკო ცქვიტინიძე. იგი მშენებელ-ინჟინერი გახლდათ, აფხაზეთში მოღვაწეობდა და მრავალი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ბატონმა სულიკომ მშობლიური რაიონის სიყვარულით, უარი თქვა სხვა რეგიონში მუშაობაზე და გურიაში ჩამოვიდა, რათა თავისი საქმიანობით მოფერებოდა მშობლიურ კუთხეს. მართლაც, მთელი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს და მოკლე დროში ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ _ ტროლეიბუსის ხაზისთვის საჭირო ბოძების შემოტანა რუსეთიდან, სასტუმროებისა თუ საერთო საცხოვრებლების მშენებლობა... განსაკუთრებით დიდი გულისყურით მშობლიურ სოფელ მშვიდობაურს ალამაზებდა. იქ სადაც ჭაობი იყო, თანამედროვე ტიპის სკოლა და კულტურის სახლი; ექვსსართულიანი, საცურაო აუზებით აღჭურვილი პანსიონატი ააშენა, რომელშიც უნდა გამოეყვანა ნასაკირალის სამკურნალო წყლები; პანსიონატში შესაძლებელი იყო ავადმყოფებისა და დასვენების მსურველთა მიღება; ააშენა თანამედროვე ტიპის რესტორანი წყლის ქვეშ; მოაწყო ბრინჯაოს სკულპტურებით დამშვენებული სკვერები; ლტოლვილთათვის სამსართულიანი საცხოვრებელი ააგო; გააკეთა ორი დიდი ხელოვნური ტბა სათევზე მეურნეობისთვის... ბახვისწყალზე ჰესის მშენებლობასაც აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა. გარდაცვალების შემდეგ, ბატონ სულიკოს პატივი მიაგეს და სოფლის ცენტრში დაკრძალეს. ამის შემდეგ დაიწყო ნგრევა და აუქციონზე, მუქთად გაიყიდა ის შენობები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ _ არც ერთი აღარ შემორჩა სოფელს. კაცი, რომელიც სიკეთეს აკეთებდა, დღეს აღარავის ახსოვს. ალბათ, რამდენიმე წელში მისი საფლავის პოვნაც გაგვიჭირდება.

აი, ასე გამოიყურება დღეს, ერთ დროს ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი:

სოფელი მშვიდობაური

 

აქ ექვსსართულიანი პანსიონატი იდგა

 

ეს მშვიდობაურის კულტურის სახლია

 

აქ სკვერი იყო.
აქ მდგარი ბრინჯაოში ჩასმული ქანდაკება დღეს გაძარცვულია

 

ეს ქანდაკებაც ბრინჯაოში იყო ჩასმული

 

ესეც

 

აქ ოდესღაც რესტორანი იდგა

 

ეს ყოფილი სათევზე მეურნეობაა,
რომელიც ხელისუფლების თქმით, ინვესტორმა იყიდა,
თუმცა, ხსენებული ინვესტორი არსად ჩანს

 

ასე გამოიყურება სულიკო ცქვიტინიძის საფლავი,
კაცისა, რომელმაც ერთ დროს მშვიდობაური ააღორძინა




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...